თორნიკე ფაღავა ჩერგოლეიშვილსა და ჟორჟოლიანზე: ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან და დილეტანტებთან
თორნიკე ფაღავა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ფაღავამ თამარ ჩერგოლეიშვილსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის ფეისბუკ-ნახვების საკითხზე დაპირისპირების შეფასებისას.
ფაღავას თქმით, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან.
„ძალიან არასერიოზულია მათ რეიტინგებზე და პროფესიონალიზმზე საუბარი. ერთმანეთში ერევათ კოსმეტიკური პროდუქტის რეკლამის ნახვები და პოლიტიკური რეიტინგები. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს სრულ დილეტანტიზმთან და დილეტანტებთან, რომლებიც წარმოგვიდგინეს, რომ თითქოს, ისინი არიან პოლიტიკური კრიზისმენეჯერები. მათ თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. კრიზისმენეჯერს, ქალბატონ ნანუკა ჟორჟოლიანს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პოლიტიკური თვალსაზრისით საყოველთაო სიძულვილის ობიექტი მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენია, ყველაფერზე მეტყველებს და პირველ რიგში მის პოლიტიკურ ალღოზე“, - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.
ნანუკა ჟორჟოლიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე” განთავსებული კონტენტის ნახვების რაოდენობაზე ერთმანეთს საჯაროდ აკრიტიკებენ და შეურაცხყოფენ. პარალელურად, ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის, როგორც „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატად წარმოჩინებას ცდილობს და ამბობს, რომ ამ განწყობებს ამომრჩევლებთან ტესტავს.
ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2026, 10:30
მსოფლიო
POLITICO: კაია კალასი კულუარებში აქტიურად ეწინააღმდეგება საფრანგეთისა და გერმანიის გეგმას მისი უწყების რეფორმირების შესახებ
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი კულუარებში აქტიურად ეწინააღმდეგება საფრანგეთისა და გერმანიის გეგმას მისი უწყების რეფორმირების შესახებ - იგი ცდილობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას და ახალ გენერალურ მდივანთან ერთად ალტერნატიულ რეფორმის გეგმაზე მუშაობს, - წერს გამოცემა POLITICO.
03 სექტემბერი 2026, 10:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. არამედ იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: „უსინდისობის პატიმრები"
2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო. დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია - დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია.
03 სექტემბერი 2026, 10:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მათ მსხვერპლი სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. ამიტომ მათი შეძახილი - „თავისუფლება პატიმრებს!“, სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს
რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო,”- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ? მისი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ. „2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო. დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია - დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია. ეს მდგომარეობა ერთ მთავარ კითხვას აჩენს: თუ ხელისუფლების მიზანი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვაა, როგორც ამას მათი სახელით მოლაპარაკე ადამიანები ამტკიცებენ, მაშინ რატომ არის 45 ადამიანი დღეს თავისუფალი? პასუხი მარტივია: სახელმწიფოსთვის ეს ადამიანები არასოდეს ყოფილან პოლიტიკური მტრები. ისინი იყვნენ ბრმა იარაღი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში, რომლებმაც ჯერ დაარწმუნეს, რომ რევოლუციის სახელით კანონის დარღვევა გმირობა იყო, შემდეგ ბარიკადებზე გაუშვეს, ხოლო როდესაც რევოლუცია ჩავარდა და პასუხისმგებლობის დრო დადგა, თვითონ მშვიდად დარჩნენ ბარიკადების მიღმა. რევოლუციას მსხვერპლი სჭირდება. დამარცხებულ რევოლუციას, მით უმეტეს. და ამ მსხვერპლის როლში სწორედ ისინი აღმოჩნდნენ, ვისი წაქეზება და გამოყენებაც ყველაზე ადვილი იყო. ამიტომ დღეს მთავარი კითხვა ის კი აღარ არის, რატომ არის ეს 72 ადამიანი პატიმრობაში. მთავარი კითხვაა: ვის სჭირდება, რომ ისინი იქ დარჩნენ? ხელისუფლებას? მაშინ რატომ გათავისუფლდა 45 ადამიანი საპროცესო შეთანხმების და პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე? რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს? თუ, მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან "თვალხატულებს", "ღიმილის ბიჭებს", „მზეებს“ და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა? ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ. სახელმწიფოს მიდგომა მარტივია: გააცნობიერე, რაში მონაწილეობდი; აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე; აღიარე, რომ კანონი დაარღვიე და დაადასტურე, რომ იმავეს აღარ გაიმეორებ. ეს არ არის პოლიტიკური შეხედულებების უარყოფის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ქმედებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება. ამაში არც დამცირებაა, არც ნიშნის მოგება და არც ვინმეზე მორალური უპირატესობის დემონსტრირება. ეს არის სამართლის უზენაესობის და ჰუმანური სახელმწიფოს ერთდროული სტანდარტი. მაგრამ, სრულიად სხვა რამ არის ის მორალური ტერორი, რომელსაც დღეს მათ მიმართ ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავად თავისუფლად სხედან ბრიუსელის თუ თბილისის კაფეებში და სხვებს კარნახობენ, რომ „ბოლომდე უნდა იჯდნენ“. რატომ? იმიტომ, რომ მათ მსხვერპლი სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. სჭირდებათ „თვალხატულები“ და „ვარსკვლავები“ პლაკატებზე, რათა საკუთარი პოლიტიკური ეგო გამოკვებონ და დამარცხებული რევოლუციისთვის მსხვერპლის სახე შეინარჩუნონ. ამიტომ მათი შეძახილი - „თავისუფლება პატიმრებს!“, სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს: - არ აიღოთ პასუხისმგებლობა! - არ გაბედოთ ციხიდან გამოსვლა! - იჯექით ბოლომდე! - ჩვენ თქვენი თავისუფლება კი არა, თქვენი პატიმრობა გვჭირდება! თუმცა, ეს გზა, უკვე დიდი ხანია, ჩიხია. განაჩენები დამდგარია, დანაშაულები - აღიარებული, აღარ დარჩა საღი გონების ადამიანი ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ, რომელიც იტყვის, რომ პროტესტი ძალადობრივი არ იყო. რევოლუციასთან ერთად რევოლუციური პროპაგანდაც დამარცხდა. სწორედ ამიტომ არის დღეს განსაკუთრებით მძიმე ამ 72 ადამიანის მდგომარეობა. ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს. ისინი იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: "უსინდისობის პატიმრები", - წერს პაპუაშვილი.
03 სექტემბერი 2026, 10:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ
„რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს? თუ, მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან "თვალხატულებს", "ღიმილის ბიჭებს", „მზეებს“ და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა?“
03 სექტემბერი 2026, 10:20
კულტურა
სერიალ „ჰარი პოტერის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოვიდა🪄
HBO-მ სერიალ „ჰარი პოტერის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოუშვა. ვიდეოში ნაჩვენებია წიგნის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ყველა ძირითადი მოვლენა: ჯადოქრობისა და ჯადოსნობის სკოლაში სპეციალური მატარებლით „ჰოგვორტს-ექსპრესით“ მგზავრობიდან და ფაკულტეტებზე გადანაწილებიდან - კვიდიჩის მატჩსა და ტროლთან შერკინებამდე.
03 სექტემბერი 2026, 10:16
მსოფლიო
„მათ ეს სულელური ომი უნდა შეაჩერონ“ - ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან მისი სამიტი მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმების ხელმოწერისთვის იქნება მზად.
03 სექტემბერი 2026, 10:14
სამართალი
პროკურატურა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი - მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოიკითხებიან ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური, ასევე გამოიკითხება ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პროკურატურა ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 10:07
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, დღევანდელ სამყაროში ისეთი რაღაცები ხდება, სულაც არ გაოცდები, ანტიქრისტე ჩვენ შორის რომ დადიოდეს - ვცდილობ ყურადღება იმაზე გავამახვილო, რომ ახლა, რაც შეიძლება მეტი ღვთის საქმე გავაკეთო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ არ „გაუკვირდებოდა“, უკანასკნელ ჟამს რომ ვცხოვრობდეთ და დედამიწაზე ანტიქრისტე დადიოდეს.
03 სექტემბერი 2026, 09:47
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 სექტემბერს საქართველოში
3 სექტემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +29 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობაა, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი ამინდია ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
03 სექტემბერი 2026, 09:04
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ სპეციალური სტუმრის სტატუსით წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების ფორუმის ლიდერთა 55-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მაღალი დონის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, განხილული იყო რეგიონის მდგრად განვითარებასთან, უსაფრთხოებასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმის PIF გენერალურ მდივანთან, პალაუს რესპუბლიკის პრეზიდენტთან და ნაოეროს (ნაურუს) რესპუბლიკის პრეზიდენტთან.
03 სექტემბერი 2026, 09:00
საზოგადოება
განათლების მინისტრის მოადგილემ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლების დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის საკითხების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია
თამარ მახარაშვილმა მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში მიმდინარე საკითხების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2026-2027 სასწავლო წლისთვის დაგეგმილ სიახლეებზე. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო – ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
03 სექტემბერი 2026, 00:56
მსოფლიო
ტრამპი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის განახლებული სამხედრო კამპანია ხანგრძლივი არ იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ამერიკის განახლებული კამპანია „ძალიან დიდხანს“ არ გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ივლისის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ცეცხლის გაცვლა მოხდა.
03 სექტემბერი 2026, 00:40
მსოფლიო
„მე მათ გამოვაქვეყნებ, თუმცა ვიცი ამ ვიდეოების შესახებ, ამის შესახებ ძალიან აქტიურად მსმენია“ - დონალდ ტრამპმა უკრაინაში იძულებითი მობილიზაციის შესახებ გავრცელებულ ვიდეოებზე ისაუბრა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე მობილიზაციის პროცესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრების შესახებ.
02 სექტემბერი 2026, 22:09
მსოფლიო
რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება
აშშ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადაცემა The Brian Kilmeade Show-ს ეთერში განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:53
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:37
საზოგადოება
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
02 სექტემბერი 2026, 21:28
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
02 სექტემბერი 2026, 21:13
მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიის ქალაქ უიკლოუში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარტნიორების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 20:40
კულტურა
X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შუა საუკუნეების თბილისი და X-XI საუკუნეების არტეფაქტები - თბილისი რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა, კონკრეტული არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ მასალას მეცნიერული კვლევა ჩაუტარდება.


