განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.
მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო.
მისი თქმით, 2026 წლის 6 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.9% შეადგინა, ხოლო ივნისში ინფლაციის დონე 5.8% იყო.
2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან - ექსპორტი 3 მილიარდ 876 მილიონი დოლარია, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 49 მილიონი დოლარი.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილიც მთლიან საქონელბრუნვაში 20.1%-ს შეადგენს.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იანვარ-ივნისში წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა. 2026 წლის 6 თვეში საქართველოს 2 მილიონ 734 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2026 წლის იანვარ-ივნისის ნაერთ ბიუჯეტში მობილიზებულია 15 მილიარდ 86 მილიონი ლარი, რაც 6 თვის საპროგნოზო მაჩვენებლის 104.%-ია.
რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, ჯამში 12 მილიარდ 515 მილიონ ლარამდეა მობილიზებული, რაც დაგეგმილი მაჩვენებლის 103%-ია.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების საშუალო მაჩვენებელი 92%-ია.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მილიარდ 336 მილიონ ლარამდე არის ათვისებული, ჯამური ათვისების მაჩვენებელი 98.9%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
04 სექტემბერი 2026, 17:29
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს
ევროკავშირის მაღალჩინოსნები ცდილობენ შეამცირონ ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ჩატარებული რეფერენდუმის გავლენა და გაფართოების პროცესს ახალი იმპულსი შესძინონ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 17:25
სამართალი
ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ
მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
04 სექტემბერი 2026, 17:08
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს - რატკო მლადიჩის დაკრძალვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი ტესტი იქნება
ევროკავშირი სერბეთის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო მეთაურის, ომის დამნაშავედ მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვის ორგანიზება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 17:02
სამართალი
მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს რომ სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, უკან შესარიგებლად დაბრუნდა. პროკურორის მტკიცებით კი დაზარალებულებმა მუქარა რეალურად აღიქვეს, ელიზბარაშვილი კი უკან სავარაუდოდ შეიარაღებული დაბრუნდა.
04 სექტემბერი 2026, 16:44
ჯანდაცვა
„ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი: საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის
საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რაც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის. ეს მოხდა დათქმულ დროში. დაახლოებით, თვენახევარში. ჩვენ არა თუ თვალს ვადევნებდით პროცესს, არამედ სამინისტროს მხრიდან, ყველა პროცედურასა და აქტივობაზე ვიყავით ინფორმირებული, - აღნიშნულის შეახებ დიუშენის მქონე ბავშვის მშობელმა და ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაქარია გვიშიანმა განაცხადა.
04 სექტემბერი 2026, 16:23
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.
04 სექტემბერი 2026, 16:04
პოლიტიკა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.
04 სექტემბერი 2026, 16:03
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები და მათი პატიმრობა არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერების სინდისზე
„ეს ახალგაზრდები ჯერ წააქეზეს ქართული სახელმწიფოს წინაში, შემდეგ ჩაადენინეს უმძიმესი დანაშაულები, შემდეგ თვითონ სახლში კომფორტულად მოკალათებულები უყურებდნენ ამ პროცესებს. ახლა, როდესაც ეს ახალგაზრდები საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, ცდილობენ შეარცხვინონ და საჯაროდ დააბულინგონ იმისთვის, რომ პრეზიდენტის შეწყალება მოითხოვეს. მოხდა ახალგაზრდების ინსტრუმენტალიზაცია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის მორალურ სახეს“, - აღნიშნავს ფაღავა.
04 სექტემბერი 2026, 15:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება
7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებითა და სასიხარულო სიახლეებით ხვდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
04 სექტემბერი 2026, 15:54
მსოფლიო
The Guardian: Volkswagen-ი კიდევ 50 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა 100 000 სამუშაო ადგილის შემცირების საკამათო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 15:46
სამართალი
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
04 სექტემბერი 2026, 15:45
პოლიტიკა
გელა სამხარაულმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აგროსასურსათო სისტემების საკითხებს შეეხებოდა.
04 სექტემბერი 2026, 15:27
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტაილანდურ რესტორანს შპს „ერდოღან ქალაიჯი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ტაილანდური რესტორანი შპს „ერდოღან ქალაიჯი“ (მისამართი: ბათუმი, გორგასლის ქუჩა N13) არაგეგმურად შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 15:24
პოლიტიკა
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს
პარლამენტის დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.
04 სექტემბერი 2026, 15:22
მსოფლიო
POLITICO: უკრაინა რუსეთის გაყინული აქტივების საკითხის გააქტიურებას ცდილობს
უკრაინა ევროპის ქვეყნებს რუსეთის გაყინული სახელმწიფო აქტივების საკითხზე დისკუსიის განახლებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 15:21
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
04 სექტემბერი 2026, 15:18
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უფლებადამცველი, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
04 სექტემბერი 2026, 15:16
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იმ რეაქციებიდან, რასაც ვხედავთ შეწყალების პროცესიდან გამომდინარე, აბსოლუტურად არ უღირთ აქციაზე დაკავებული პირების თავისუფლება იმისთვის რომ ახალი რეზოლუციები გამოაცხონ საქართველოს წინააღმდეგ, ახალი სანქციების დაწესება მოითხოვონ. ჩვენ კარგად დავინახეთ რადიკალური ოპოზიციის სახე, რომელთათვისაც ჩალის ფასი აქვს თითოეულ ადამიანს და მათ თავისუფლებას
იმ რეაქციებიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ შეწყალების პროცესიდან გამომდინარე, აბსოლუტურად არ უღირთ აქციაზე დაკავებული პირების თავისუფლება იმისთვის რომ ახალი რეზოლუციები გამოაცხონ საქართველოს წინააღმდეგ, ახალი სანქციების დაწესება მოითხოვონ. ჩვენ კარგად დავინახეთ რადიკალური ოპოზიციის სახე, რომელთათვისაც ჩალის ფასი აქვს თითოეულ ადამიანს და მათ თავისუფლებას, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, რითიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილს გამოეხმაურა.
04 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის, მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ
გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD-ს ზოგიერთი განყოფილების აკრძალვა მოითხოვა. შექმნილ ვითარებას თბილისში აფასებენ.


