იოსებ შატბერაშვილი შალვა ნათელაშვილზე: ვანო მერაბიშვილისგან აიღო მილიონ ნახევარი დოლარი და ჩაწერა სპონსორები, ადგილები გაყიდა, „ნაცების“ კანდიდატები ჩაწერა. ჩვენ გვეუბნებოდა, რომ არ გვაქვს საარჩევნო კამპანიის ფული, თანახმა ხართ, რომ ჩავწეროთ ორი ადამიანი, რომელიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას დააფინანსებსო? ვთქვით, რომ თანახმა ვიყავით, მაგრამ ვისი ფული იყო, ჩვენ ხომ არ ვიცოდით
იოსებ შატბერაშვილი
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
დაგვიძახა და გვითხრა, რომ მოდი ჩვენ დავთმოთ თავმჯდომარეობაო და ლევან გაჩეჩილაძეს დავუთმოთ ეს ადგილიო. ჩვენ ყველამ უთხარით, რომ რატომ უნდა დავუთმოთ ლევან გაჩეჩილაძესო, მან კი გვითხრა, რომ ახალ მემარჯვენეებთან ჩვენ კარგი ურთიერთობა დავამყაროთო და ბადრი პატარკაციშვილი დაგვაფინანსებსო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერმა იოსებ შატბერაშვილმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და ლევან გაჩეჩილაძის ნაცვლად მიხეილ სააკაშვილს დაუთმო თავმჯდომარეობა.
„შემდეგ უცებ გვიბარებს და გვეუბნება, რომ ლევან გაჩეჩილაძეს უარი ვუთხრათ და მიშა სააკაშვილს დავუთმოთ თავმჯდომარეობაო. ახლა რატომ -მეთქი, რატომ და პაიკი დავთმოთო და სამაგიეროდ ლაზიერს მოვიგებთო. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ვიტყვით, რომ ჩვენ არ გვინდოდა თავმჯდომარეობა, არ გვინდოდა არანაირი სკამი და კაბინეტი, დათმეთ ეს ყველაფერი და სამაგიეროდ საპარლამენტო არჩევნებში მეტს გავიყვანთო.
სინამდვილეში 350 000 დოლარად გაუყიდია ეს თანამდებობა, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით, ჩვენ ვიფიცებდით, რომ ფული არ არის აღებული, შემდეგ ისეთმა ადამიანებმა მითხრეს, ვინც ეს ფული მოუტანა. აწ. გარდაცვლილმა კობა დავითაშვილმა მითხრა, რომ ეს ჩემი იდეა იყოო და რა თქმა უნდა ლევან გაჩეჩილაძე უცებ შეცვალა მიშა სააკაშვილით“, - აღნიშნა იოსებ შატბერაშვილმა.
შატბერაშვილმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ აიღო შალვა ნათელაშვილმა მილიონ ნახევარი დოლარი ვანო მერაბიშვილისგან და როგორ გაყიდა ადგილები პარტიაში.
„მოხდა ის, რომ ვანო მერაბიშვილისგან აიღო მილიონ ნახევარი დოლარი და ჩაწერა სპონსორები, ვანო მერაბიშვილმა ორი ადამიანი ჩაუწერა. ადგილები გაყიდა, „ნაცების“ კანდიდატები ჩაწერა. ჩვენ გვეუბნებოდა, რომ არ გვაქვს საარჩევნო კამპანიის ფული, თანახმა ხართ, რომ ჩავწეროთ ორი ადამიანი, რომელიც ჩვენს საარჩევნო კამპანიას დააფინანსებსო? ვთქვით, რომ თანახმა ვიყავით, მაგრამ ვისი ფული იყო ჩვენ ხომ არ ვიცოდით. იმ ორი ადამიანის ფული არისო და აღმოჩნდა, რომ იმ ორი ადამიანის უკან ვანო მერაბიშვილი იყო. ერთი თედორაძე იყო და მეორე ერგემლიძე.
6 შევიყვანეთ პარლამენტში და ჩვენ არ შეგვიშვა, ჩვენ ბოიკოტი გამოგვაცხადებინა, ის ორი ადამიანი შევიდა. ამ თანხის ნაწილი პარტიაზე განაწილდა და ნაწილი წაიღო სახლში და დაიწყო ფულის გაპროცენტება. მთელი ფონიჭალა თურმე მისი მოვალე ყოფილა და დაცვის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ ჩვენ გვაგზავნიდა ფულის ამოსაღებადო. რა თქმა უნდა შევედით, ვუთხარით, რომ ის ფულს აპროცენტებდა და იყო მევახშე, არ უარყო და გვითხრა, რა ვქნა, ჩემი ცოლი აპროცენტებს ფულს და ქალია ხომ არ მოვკლავო“, - ჰყვება შატბერაშვილი.
ყველა სიახლე
06 სექტემბერი 2026, 23:19
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ. ისლანდიელებმა ვერ დაინახეს ევროკავშირში გვერდში მდგომი, რომელიც მათ დაიცავდა ამ გეოპოლიტიკურ მორევში გამოწვევებისა და საფრთხეებისგან
ისლანდიის რეფერენდუმმა დაამსხვრია ილუზია ევროკავშირის, როგორც აღთქმული მიწის შესახებ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
06 სექტემბერი 2026, 23:05
საზოგადოება
ნიკოლოზ ჩხეტიანი აბასთუმნის ფილტვის ცენტრზე: უნიკალური ობიექტია და გასაგებია, პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეები რატომაც ცდილობენ, ამ უდიდეს ქველმოქმედებას როგორმე ჩირქი მოსცხონ და ნეგატიურ კონტექსტში წარმოსახონ მიმდინარე პროცესები. მაგრამ, ჩვენ საქმიანობას ვაგრძელებთ
„ფონდი ქართუ“ პირველივე დღეებიდან ჩართული იყო პროცესში. ეს ძალიან მრავალშრიანი პროცესია და გულისხმობს ამ ტერიტორიის კომპლექსურ, სისტემურ განვითარებას როგორც გზების, ისე ძველი შენობების რეაბილიტაციის კუთხით, ისე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურის აღდგენის კუთხით, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა კურორტ აბასთუმნის რეაბილიტაციაზე საუბრისას.
06 სექტემბერი 2026, 23:04
მსოფლიო
„შესანიშნავი შედეგია, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ცუდი იდეა იყო, შესანიშნავი ქვეყანა გვაქვს, დამოუკიდებელი, ევროკავშირი კი დაიშლება, ასე რომ შესანიშნავი შედეგია, კარგია“ - „იმედის კვირა“ რეფერენდუმის შედეგებზე რეიკიავიკის ქუჩებში მოქალაქეებს ესაუბრა
ისლანდიაში 29 აგვისტოს ჩატარებულ რეფერენდუმსა და ევროკავშირში გაწევრების შესახებ „იმედის კვირა“ რეიკიავიკის ქუჩებში მოქალაქეებს ესაუბრა.
06 სექტემბერი 2026, 22:46
მსოფლიო
„როდესაც ხალხი დაფიქრდა, თუ რას წარმოადგენდა ევროკავშირი, მოხდა გარდატეხა, ხალხი გულით დაფიქრდა თუ რას თმობდა, ხალხმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა, არ წავსულიყავით ამ გზით“ – „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიელ პროფესორთან
ხალხმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა არ წავსულიყავით ამ გზით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკურეის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა, ბირგირ გუდმუნდსონმა ისლანდიააში 29 აგვისტოს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შესახებ. ისლანდიაში კი ევროკავშირთან ურთიერთობას უპირველეს ყოვლისა სუვერენული ქვეყნის გადმოსახედიდან აფასებენ.
06 სექტემბერი 2026, 22:26
მსოფლიო
„მე რომ ევროკავშირის მოსაზღვრე ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე ვიყო, არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი გაწევრიანებას“ - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიიდან
ისლანდიაში 29 აგვისტოს გამართული რეფერენდუმის შედეგებზე „იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუები საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ამ პროცესის ერთ-ერთი წარმმართველი ძალის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სუვერენისტთა კავშირი“ თავმჯდომარეს ჰარალდურ ოლაფსონთან.
06 სექტემბერი 2026, 22:05
რეგიონი
ბათუმური ყავის ფესტივალი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
თუ ქვიშაზე მოდუღებული ბათუმური ყავა არ დაგიგემოვნებიათ, ე.ი. ყველაფერი წინ გაქვთ. საზღვაო სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ბათუმური ყავისთვის ბათუმში ჩასვლა ყველა სეზონზე ღირს.
06 სექტემბერი 2026, 22:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გია ბარამიძის განცხადებაზე: საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული
საქმე იმაშია, რომ ახალი დაძაბულობის კერა უნდა შეიქმნას იმ ფარდის მიღმა, რომელიც თითქოსდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ზრუნვით არის განპირობებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გია ბარამიძის განცხადებაზე საუბრისას.
06 სექტემბერი 2026, 21:56
საზოგადოება
„იმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
„ტელეიმედი“ 47-ე სატელევიზიო სეზონს იწყებს - ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული, რეზონანსული და მრავალფეროვანი სეზონი.
06 სექტემბერი 2026, 21:55
მსოფლიო
„რეფერენდუმის შედეგი გამომდინარეობს ძლიერი ეროვნული თვითშეგნებიდან. ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება, ჩვენ ორი რამ გვჭირდება, უსაფრთხოება და ბაზრებზე სრულ წვდომა, ევროკავშირი ვერცერთს მოგვცემს. ევროკავშირი უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და არა ჩვენი უფროსი“, - „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორთან
„იმედის კვირა“ ისლანდიაში იმ მიზეზებზე სასაუბროდ ჩავიდა, რამაც რეფერენდუმზე ისლანდიის მოსახლეობის მაღალი აქტივობა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების განახლებაზე უარი განაპირობა.
06 სექტემბერი 2026, 21:50
მსოფლიო
ისლანდიელთა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ჩრდილოეთის ამბოხი. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი
ისლანდიელებმა უარი თქვეს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე და ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის არჩევანი არ არის. ეს არის სიგნალი - სიგნალი დღევანდელი ევროპული პოლიტიკისთვის.
06 სექტემბერი 2026, 21:46
საზოგადოება
მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი - აბასთუმნის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
დაბის ახალი სიცოცხლე ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ძალისხმევის შედეგია. წლების წინ უნიკალური კურორტი დანგრეული და გაპარტახებული იყო, დღეს კი მსოფლიო ტურისტული მიზიდულობის ცენტრია.
06 სექტემბერი 2026, 21:36
საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმში, „გემოფესტზე“ იმყოფებოდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
06 სექტემბერი 2026, 21:30
პოლიტიკა
სიმართლე შალვა ნათელაშვილის პატრიოტიზმზე - პოლიტიკური მევახშე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ნათელაშვილი სხვებს პრორუსული საქმის კეთებაში ადანაშაულებს, თავად კი წერილებს წერს ვლადიმერ პუტინს. იგი პარტიის ფინანსურ პრობლემებზეც ხშირად საუბრობს. არადა, როგორც მისი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, თავად პოლიტიკური მევახშეობით, მისი ოჯახი კი ფულის გაპროცენტებითაა დაკავებული.
06 სექტემბერი 2026, 21:26
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები
რა თქმა უნდა არავის არ სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
06 სექტემბერი 2026, 21:15
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები, სადაც გერმანელი სუვერენისტების ფლაგმან პარტია AfD-მ 45,5 % დააგროვა, შეიძლება პოლიტიკურ მიწისძვრას შევადაროთ
პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ბიძინა გიორგობიანი ზაქსენ-ანჰალტის მიწაზე ჩატარებულ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პარტიის წარმატებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შედეგი გერმანიისა და მთლიანად ევროპის პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისად შეიძლება იქცეს.
06 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
ახალგაზრდა ბიჭი ბანერით - „მე ვარ აფხაზი და თუ თვლი, რომ ძმები ვართ, ჩამეხუტე“. „იმედის კვირის“ მიერ 2021 წელს მომზადებული ექსკლუზიური ინტერვიუ დაურ ბუავასთან
წლების წინ რუსთაველზე გამოჩნდა ბიჭი ბანერით ,,მე ვარ აფხაზი და თუ თვლი, რომ ძმები ვართ, ჩამეხუტე“, - ამ გზავნილით დაურ ბუავა მთელმა საქართველომ გაიცნო და ,,იმედის კვირა“ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩაეხუტა.
06 სექტემბერი 2026, 20:55
პოლიტიკა
ოკუპანტის მოკავშირე სააკაშვილი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
მიხეილ სააკაშვილი საკუთარი განცხადებებითა და ქცევით ადასტურებს, რომ ოკუპანტის მთავარი მოკავშირეა. ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი, რომლისთვისაც სამაჩაბლო ქვების გროვაა, აფხაზეთი მისთვის ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც საქართველოს მოქალაქეობა, რომელიც ოდესის გუბერნატორობაზე გაცვალა.
06 სექტემბერი 2026, 20:50
პოლიტიკა
„გაჯიევი, ხო, საგარეო საქმეთა მინისტრი-მეთქი... 40 კილომეტრი-მეთქი... 4000 მეტრი... დოკუმენტი ფიზიკურად მაქვს, ოღონდ ვერ გამოვაქვეყნებ" - რას ეფუძნებოდა „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული თეორია დავით გარეჯთან დაკავშირებით. „იმედის კვირამ“ დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა
„იმედის კვირამ“ გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელიც ქმნის დეტალურ და ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით, რას ეფუძნებოდა „ასავალ-დასავალის“ მიერ გავრცელებული კონსპირაციული თეორია დავით გარეჯთან დაკავშირებით.
06 სექტემბერი 2026, 20:48
პოლიტიკა
ღარიბაშვილის კონსპირაცია - უმძიმესი განცხადებები მტკიცებულებების გარეშე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ვინ წარმოიდგენდა, რომ ორგზის პრემიერის გულშემატკივართა რიგებში რადიკალურ ოპოზიციას და მათთან აფილირებულ ტელევიზიებს ვიხილავდით. მთავრობის ყოფილი მეთაური, რომელმაც ბრალი აღიარა და განაჩენს დუმილით შეხვდა, დღეს სკანდალის მთავარ ეპიცენტრშია და ამბობს, რომ მოატყუეს.


