07 სექტემბერი 2026, 10:02 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს - „დიფ სთეითს“ იმ ერთადერთი გერმანული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება სურს, რომელსაც ვერ აკონტროლებს

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს. უკვე არაერთი სოციოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ 2013 წელს შექმნილი ახალგაზრდა პარტია დღესდღეობით გერმანიაში ყველაზე დიდი რეიტინგის მქონეა, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

შათირიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ფონზე, „დიფ სთეითს“ იმ ერთადერთი გერმანული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება სურს, რომელსაც ვერ აკონტროლებს.

„რუსეთ-უკრაინის დამანგრეველი ომის მიმდინარეობის პროცესში, უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების გადადგმისა და განცხადებების თვალსაზრისით, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, გერმანია ყველაზე აქტიურია. იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე ომისა და უკრაინის დასახმარებლად გადამისამართებული ფინანსების გათვალისწინებით წარმოქმნილი სოციალურ - ეკონომიკური პრობლემების ფონზე მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი გადახედვას მაინც არ ექვემდებარება. მეტიც, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით საუბრები კიდევ უფრო აქტიურდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პოლიტიკას მხარს გერმანელი ხალხიც უჭერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ძალზედ გაჭირდება.

საპროტესტო განწყობების ზრდის უტყუარი მაჩვენებელი კი ათწლეულების განმავლობაში გერმანიის უმსხვილესი პარტიებისადმი ნდობისა და მხარდაჭერის შემცირება, მეორე მხრივ კი, 2013 წელს დაარსებული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის მკვეთრი მატება, საბოლოოდ კი გუშინდელ არჩევნებში ერთპიროვნული, ტრიუმფალური გამარჯვებაა. მოგეხსენებათ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის შემდეგ, გერმანიისთვის კოალიციური მმართველობა სრულიად ბუნებრივ მოვლენად იქცა. ტრადიციულად, აღნიშნული გაერთიანებების გამწევ ძალას მსხვილი პარტიები - „ქრისტიან - დემოკრატები“ ან „სოციალ - დემოკრატები“ წარმოადგენენ, თუმცა, დღესდღეობით, მათთვის, საერთო გამოწვევად, სწორედ ახალგაზრდა, მემარჯვენე იდეების მატარებელი, უკონტროლო მიგრაციისა და „ლგბტქ+“ დღის წესრიგის მოწინააღმდეგე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაიქცა, რის გამოც კოალიციური მთავრობა, ერთი შეხედვით დაპირისპირებულმა ძალებმა, რეალურად კი „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა პარტიებმა ერთად ჩამოაყალიბეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მზარდი ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები გამუდმებით საუბრობენ, უკრაინის მხარდაჭერის გადახედვა და ამისთვის გამოყოფილი რესურსების გერმანელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრისკენ მიმართვაა, რაც არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონტროლირებადი სამთავრობო გუნდის დეკლარირებულ პოზიციას მკვეთრად ეწინააღმდეგება.

ჩემს წინა წერილებში არაერთხელ ვისაუბრე, თუ რა არის უდიდესი გავლენების მქონე ოლიგარქიული ოჯახების მიზანი. - მათ სურთ, ერთი მხრივ მორალური თუ იდეოლოგიური თვალსაზრისით ევროპის კონტინენტი ბოლომდე ჩამოშალონ, რასაც საზოგადოებისთვის ფსევდოლიბერალური, გაუკუღმართებული იდეების თავსმოხვევით მეტ - ნაკლებად წარმატებით ახორციელებენ, მეორე მხრივ კი სურთ ეკონომიკურად დასუსტებული, ნაომარი და ჩამოქცეული ევროპა იხილონ, რომელსაც შემდეგ მათ მიერვე მართული მსხვილი კორპორაციები „გადაარჩენენ“ ინოვაციური კორპორაციული მმართველობით, რის შემდეგაც კონტინენტის მართვის სადავეებს ხელში ოფიციალურად აიღებენ. პარალელურად, ბუნებრივია, მათი მიზანი გამუდმებული კონფლიქტებით რუსეთის მაქსიმალურად დასუსტება და მისი ამბიციების შეკვეცაა, რისთვისაც არც კონკრეტული სახელმწიფოების და არც ამა თუ იმ ხალხის მსხვერპლად შეწირვას ერიდებიან. აღნიშნული მოვლენების გათვალისწინებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იარაღითა და ფინანსური რესურსებით დახმარების შემდეგ, რომელიმე ევროპული ქვეყანა რუსეთთან ომში ღიად ჩაერთოს, თუმცა, ამის მიზეზად, არა თავად კონფლიქტში ჩართული სახელმწიფო არამედ რუსეთის „თავდასხმა“ უნდა იქცეს, რასაც აუცილებელი თავდაცვის პირობებში პასუხი მოჰყვება. სხვა საკითხებთან ერთად, მსგავსი სცენარი გერმანული საზოგადოების აზრის მობილიზებისა და გადამწყვეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად არის საჭირო, რათა ომისა და უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე მოქალაქეებმაც კი პოზიცია შეიცვალონ და მიიჩნიონ, რომ საფრთხე უშუალოდ მათ ემუქრებათ, შესაბამისად, სახელმწიფომ ისინი ყველა ფორმით, მათ შორის ძალის გამოყენებით უნდა დაიცვას.

როგორც ჩანს, „დიფ სთეითმა“ აღნიშნული როლი ევროპის ერთ - ერთ ყველაზე დიდ, განვითარებულ და გავლენიან, ასევე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე გერმანიას მოარგო, რაზეც ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მიგვანიშნებს. რამდენიმე დღის წინ მთელმა მსოფლიომ იხილა ე.წ. „ლაიფციგის ინციდენტი“, რომელიც, გერმანიის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, რუსეთის მხრიდან, დრონების გამოყენებით თავდასხმებისა და დივერსიის მოწყობას უკავშირდება, რაც, დეტონატორის გაუმართაობისა და სამართალდამცავების წარმატებული მუშაობის შედეგად ვერ განხორციელდა. ამ ყველაფერს საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა და თავდაცვის აუცილებლობასა თუ რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერილ ტერორიზმზე არამხოლოდ გერმანელი, არამედ სხვა ევროპული სახელმწიფოებისა და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებიც ღიად საუბრობენ. პარალელურად, გერმანელებმა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე კონტროლის გამკაცრებისა და ბონში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ განაცხადეს, ამავდროულად კი შესაბამის უწყებაში ახსნა - განმარტებისთვის რუსეთის ელჩიც დაიბარეს. ბუნებრივია, რუსული მხარე თავდასხმის მცდელობასთან კავშირს უარყოფს, ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციის მოწყობის მცდელობად აფასებს. ფაქტია, პროცესი უკვე დაიძრა და ვეჭვობ, ესკალაცია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, დიდი ალბათობით, ომში გერმანიის რაიმე ფორმით ჩართვით დასრულდება, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამისთვის მოსახლეობის კრიტიკული რაოდენობის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც უდიდეს ბარიერს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქმნის.

ბოლო წლებში სახელისუფლებო ძალები, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გამტარებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას გამუდმებით თავს ესხმიან. საუბრობენ რუსეთთან მათ კავშირებზე, რადიკალიზმსა და მემარჯვენე ექსტრემიზმზე, რაც გერმანელი ხალხისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ წარსულსა და გამოცდილებას უკავშირდება. არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს. უკვე არაერთი სოციოლოგიური კვლევით დასტურდება, რომ 2013 წელს შექმნილი ახალგაზრდა პარტია დღესდღეობით გერმანიაში ყველაზე დიდი რეიტინგის მქონეა, კონკრეტულ მხარეებში კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რასაც ტრადიციულად დაპირისპირებული მსხვილი გერმანული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაც კი ვერაფერს უხერხებს. ამაზე მეტყველებს საქსონია - ანჰალტის მიწის 6 სექტემბერს გამართული არჩევნებიც, რომელშიც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 45 პროცენტი მიიღო და ადგილობრივ დონეზე სახელისუფლებო გუნდს დამოუკიდებლად დააკომპლექტებს. შედარებისთვის, კანცლერ მერცის პარტიის - „ქრისტიან - დემოკრატების“ მხარდაჭერა 18 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

ბუნებრივია, „დიფ სთეითს“ იმ ერთადერთი გერმანული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება სურს, რომელსაც ვერ აკონტროლებს, თუმცა, კონკურენტულ პირობებში, ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულმა მედიებმა თუ პოლიტიკურმა ოპონენტებმა არათუ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და „AFD”-ს რეიტინგის კლება ვერ შეძლეს, არამედ ვხედავთ, რომ მათი პოპულარობა იზრდება, შესაბამისად, ალტერნატიული გეგმის ამოქმედებაა საჭირო. როგორც აღვნიშნე, ექსტრემიზმისა და რუსეთთან კავშირების ბრალდებების საფუძველზე, სხვადასხვა სუბიექტები პარტიის აკრძალვის აუცილებლობაზე წარსულშიც საუბრობდნენ, თუმცა, მშვიდობიანობისა და რუტინული ცხოვრების პირობებში, საკმაოდ დიდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ძალის აკრძალვის მცდელობაც კი საზოგადოების პროტესტს გამოიწვევს და, შესაძლოა, უკუშედეგიც მოიტანოს, რაც მოქალაქეების მხრიდან, ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილების არმქონე, ახალგაზრდა, მთავრობისა და მისი დაქვემდებარებული ინსტიტუტების მხრიდან გამუდმებული თავდასხმისა და გაუქმების საფრთხის წინაშე მდგარი პოლიტიკური გუნდის გვერდით დგომაში, ჯამში კი რეიტინგის კიდევ უფრო მატებაში აისახება.

საინტერესოა, რომ „AFD“-ს აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გააკეთა. მისი თქმით „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის, იმ პირობებში, რომ გერმანიამ რუსეთი ლაიფციგში აეროპორტის თავდასხმის მცდელობაში სახელმწიფო დონეზე დაადანაშაულა, ნოყიერი ნიადაგი იქმნება. გამოცდილება გვასწავლის, რომ, ერთი მხრივ, როდესაც რაიმე კატასტროფა ხდება, ეპიდემია თუ პანდემია მძვინვარებს, ქვეყანა ომშია ჩართული ან ომის საფრთხის წინაშე დგას და მოსახლეობისთვის უპირველესი საფიქრალი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა თუ კეთილდღეობის უზრუნველყოფა ხდება, საზოგადოება ცდილობს ავტორიტეტი მონახოს, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღებას მიანდობს, შესაბამისად, ხალხი მთავრობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნაბიჯებს უფრო მარტივად იღებს, ნაკლებ შეკითხვებს სვამს და საპროტესტო განწყობაც იკლებს. ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საერთო უხილავ თუ ხილულ მტერთან გამკლავება ხდება, მოცემულ სიტუაციაში კი მტრის ხატად რუსეთი ყალიბდება, მასთან კი, უკვე მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებული ნარატივის თანახმად, ახლო კავშირები მემარჯვენე ექსტრემისტულ, რადიკალური იდეების მქონე „AFD”-ს აქვს და ბუნებრივია, მტერთან კოლაბორაციაში მყოფი პოლიტიკური ძალის აკრძალვა, სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების დასაცავად, აუცილებელიც კი ხდება.

სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოზე გეგმავდა თავდასხმას, შესაბამისად, ევროპულ საზოგადოებაში აღნიშნული აზრი დიდი ხნის განმავლობაში იტესტებოდა და გარკვეული მოლოდინიც შეიქმნა, ახლა კი გერმანიამ აღნიშნულის შესახებ ღიად განაცხადა, რაც მიგვანიშნებს, ევროპაში 70 წლიანი მშვიდობის დასასრული და ახალი, დამანგრეველი და გლობალური ომი საკმაოდ ახლოს არის, კონტინენტის დაცვის პროცესში კი მოწინავე პოზიციები გერმანიამ უნდა დაიკავოს, რომელსაც შემდგომში, მიყოლებით დაეხმარებიან და მხარს აუბამენ ევროპის სხვა ქვეყნებიც. მანამდე, „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო საფრთხე მოიშოროს და იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც მათ კონტროლსა და ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, როგორც აღვნიშნე, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება. ხოლო მას შემდეგ, რაც განსხვავებული აზრის მობილიზაციის შესაძლებლობის მქონე ბოლო სუბიექტიც აიკრძალება, უშუალოდ ომის ინსპირირებაღა რჩება, რითაც „დიფ სთეითი“ ბოლოს და ბოლოს დიდი ხნის წინ გაწერილ გეგმას საბოლოოდ აღასრულებს. - ერთი მხრივ, მსგავსი მასშტაბის ომი, ევროპისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით დამანგრეველი იქნება და, ფაქტობრივად, მის გაკოტრებას გამოიწვევს, რის შემდეგაც, სწორედ გლობალური კორპორაციები აიღებენ საკუთარ თავზე არსებული კრიზისის აღმოფხვრას, რასაც შემდგომში, გადარჩენილი მადლიერი ხალხის მხრიდან კორპორატიული მმართველობის უპირობო მხარდაჭერა და აღიარება მოჰყვება, მეორე მხრივ კი, მსგავს შედეგებს ვნახავთ რუსეთშიც, რომლის ეკონომიკური, სამხედრო თუ სხვა სახის პოტენციალი მაქსიმალურად შეიზღუდება.

სწორედ ასეთია „დიფ სთეითის“ გეგმა, რომელსაც საომარ მდგომარეობაზე აპელირებით ორი კურდღლის დაჭერა - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვისთვის სასათბურე პირობების შექმნა, პარალელურად კი ევროპის კონტინენტზე მოახლოებული, გლობალური მასშტაბის ომის კონტურების გამოკვეთა და ამისთვის საზოგადოების შემზადება სურს“, - წერს შათირიშვილი.

ყველა სიახლე

კაია კალასი

07 სექტემბერი 2026, 10:10

მსოფლიო

Politico: კალასმა ევროპული თავდაცვის ახალი მაღალი დონის ჯგუფი გააუქმა, რაც მის ლიდერობას კიდევ ერთ დარტყმას აყენებს

გამოცემის ცნობით, კალასი კულისებს მიღმა მძაფრ წინააღმდეგობას უწევს ფრანგულ-გერმანულ გეგმებს ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გარდაქმნის შესახებ. „ქაღალდზე ეს გეგმები კალასის ოფიციალური როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად, თუმცა მისი მოკავშირეები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა ევროკომისიას საგარეო პოლიტიკაზე მეტი კონტროლი მისცეს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ლეო XIV

07 სექტემბერი 2026, 09:40

მსოფლიო

რომის პაპი: იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას უკრაინასა და რუსეთს შორის

„ჩემი გული თანაუგრძნობს უკრაინელი ხალხის ტანჯვას, რომელიც უკვე მრავალი წელია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს. ვიმეორებ ჩემს მოწოდებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის, ნგრევის შეჩერებისა და დიალოგისა და მშვიდობისთვის გულების გახსნისკენ. იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეების ძალისხმევა მოლაპარაკებების განახლებისკენ კონკრეტული შედეგებით დაგვირგვინდება და გზას გაუხსნის დიპლომატიას“, - დაწერა რომის პაპმა.

დონალდ ტრამპი

07 სექტემბერი 2026, 09:30

მსოფლიო

მედია: ტრამპი ორშაბათს პუტინსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს

„მოსალოდნელია, რომ მას შემდეგ, რაც წარმომადგენლები მას მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ტრამპი ჯერ პუტინს, ხოლო შემდეგ ზელენსკის ესაუბრება“, - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

07 სექტემბერი 2026, 09:29

სპორტი

ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი გაიმართა

ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი ენდუროს დისციპლინაში სპორტის სამინისტროს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორი ახალციხის მოტოკლუბი „ქასთელ რაიდერსი" იყო.

07 სექტემბერი 2026, 09:18

მსოფლიო

კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 25 ადამიანი

კაბო-ვერდეს კუნძულ ფოგოზე საექსკურსიო ავტობუსი ხევში გადავარდა. დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის, რამდენიმე არასრულწლოვანი. დაშავდა ათობით მოსწავლე. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

07 სექტემბერი 2026, 09:17

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი გრენლანდიაში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი გრენლანდიაში ჩავიდა. ნუუკის აეროპორტში მას დანიისა და გრენლანდიის პრემიერმინისტრები დახვდნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს მათთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს. სავარაუდოდ ხელი მოეწერება ევროკავშირსა და გრენლანდიას შორის თანამშრომლობის დეკლარაციას.

07 სექტემბერი 2026, 09:14

მსოფლიო

გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ჰამბურგში, ბერლინში, ფრანკფურტსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

07 სექტემბერი 2026, 09:13

მსოფლიო

მაიამიში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს გასცდა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგად, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

07 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ჩვენი მტრები უფრო სუსტები, ვიდრე ოდესმე. ირანის რეჟიმის დასასრული ახლოვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის რეჟიმის დამხობის მიზნით დაწყებული მისიის ბოლომდე მისაყვანად მზად არის. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელმა მნიშვნელოვან მიზნებს უკვე მიაღწია, თუმცა მისიის დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

07 სექტემბერი 2026, 08:54

მსოფლიო

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე მივიდა მაისურით, რომელზეც ეწერა „კიევის რეჟიმი“

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია კიევში ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრაზე შავი ფერის მაისურით მივიდა, რომელზედაც თეთრი ასოებით ეწერა „კიევის რეჟიმი.“ ამ ფაქტმა მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

სტივ უიტკოფი

07 სექტემბერი 2026, 08:43

მსოფლიო

სტივ უიტკოფი: მოსკოვში განვიხილეთ მრავალი იდეა, რომელიც აქ, კიევში ჩამოვიტანეთ. ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა

ორივე მხარეს მოუწევს კომპრომისებზე წასვლა და უთანხმოების აღმოფხვრა, ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ გვაქვს ყველაფერი, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო, - განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კიევში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 სექტემბერი 2026, 08:32

მსოფლიო

ზელენსკი: თუ ომი ზამთარშიც გაგრძელდება, ჩვენ ზამთრის პაკეტზე ვამყარებთ იმედს, რომელიც დეტალურად განვიხილე სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან

საუბარი მხოლოდ ომის დასრულების პოტენციურ პირობებს არ ეხებოდა, ჩვენ უკრაინის მოკლევადიანი მხარდაჭერის საკითხზეც ვისაუბრეთ, - განაცხადა კიევში მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

07 სექტემბერი 2026, 08:20

მსოფლიო

საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა

საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“გაიმარჯვა. „აეფდემ“ ამომრჩეველთა ხმების 43,8% მიიღო. მეორე ადგილზე ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია ხმათა 17,2%-ით, მესამე პოზიციას კი 9,3%-ით სოციალ-დემოკრატიული პარტია იკავებს. 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლეს მწვანეებმა, მემარცხენე პარტია „ლინკემ“ და „სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა.“

07 სექტემბერი 2026, 08:10

რეგიონი

დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს

დღეიდან ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება.

07 სექტემბერი 2026, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +25 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

07 სექტემბერი 2026, 00:45

სპორტი

მონტენეგროში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოს შერეულმა გუნდურმა ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის შერეული გუნდური ნაკრები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

რევაზ სოხაძე

06 სექტემბერი 2026, 23:29

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის

აბასთუმნის შემოვლითი, 27-კილომეტრიანი გზის დასრულება ტურისტული და ეკონომიკური განვითარების კუთხით სამცხე-ჯავახეთისთვის კიდევ უფრო დიდ პოტენციალს შექმნის, - განუცხადა „იმედის კვირას“ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

ლევან მახაშვილი

06 სექტემბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს

თითოეული რევოლუციის მცდელობა, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, პირიქით ხელს უშლის სწორედ ამ პროცესს. ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და შიგნიდან დასუსტებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

06 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“, ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები

ევრობიუროკრატები როგორ სცემენ ხალხს პატივს, ეს კარგად ვნახეთ უპირველესად საქართველოს მაგალითზე. მთავარი გამოწვევა სწორედ ეს იყო, რომ არ სცეს პატივი საქართველოს მოსახლეობის არჩევანს. თუ ისლანდიის არჩევანი იყო „გასაგები“ ჩვენი არჩევანი არ აღმოჩნდა გასაგები, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.