09 სექტემბერი 2026, 15:44 / სანდო წყარო

იაგო ხვიჩიამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, თავისუფლების მტერი უწოდა

იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

„გირჩი“ სახელს იცვლის. გვინდა, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ“ - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, რომლის თქმითაც, პარტიას ამიერიდან „თავისუფალი ხალხის პარტია“ ერქმევა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, „გირჩის“ სახელით პარაზიტირების საშუალება არც აქამდე უნდა მიეცათ.

„მინდა მოგილოცოთ, რომ გავითვალისწინეთ ჩვენი ბევრი მხარდამჭერის რჩევა და ამ გაუგებრობას ვამთავრებთ- „გირჩი“ სახელს იცვლის. ვირქმევთ იმას, რაც ყოველთვის ვიყავით- თავისუფალი ხალხის პარტია. ჩვენ ძველი სახელი ძალიან მოგვწონდა და არც საკუთარ წარსულზე ვამბობთ უარს, მაგრამ ცვლილების მოტივი ისაა, რომ სახელი, რაც თავისუფლებასთან ასოცირდებოდა ისევე მიითვისეს თავისუფლების მტრებმა, როგორც ლგბტ თემმა- ცისარტყელა. ეს პოლიტიკურ ბრძოლაში აპრობირებული მეთოდია. ერთი საუკუნის წინ სწორედ ასე მიითვისეს სოციალისტებმა სახელი ლიბერალი და დღემდე არასწორი შინაარსით იყენებენ მას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეს თავი დავასრულოთ. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად და მკაფიოდ გავემიჯნოთ წარსულის იმ ნაწილს, რომელიც თავისუფლების მტრებთან გვაკავშირებს. ეს ალბათ აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა. საშუალება არ უნდა მიგვეცა ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის ჩვენი სახელით პარაზიტირების, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასოდეს“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველა სიახლე

09 სექტემბერი 2026, 16:36

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის კონფერენციასა და მის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

09 სექტემბერი 2026, 16:34

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვიღაც, თუნდაც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე ფიქრობს, რომ შენ ფეხბურთის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს იმსახურებ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „პსჟ“-ს შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ჟურნალისტებთან ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში გამარჯვების შანსები შეაფასა.

09 სექტემბერი 2026, 16:21

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოს ატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

09 სექტემბერი 2026, 16:06

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას

მარტა კოსის განცხადება საგულისხმოა. ფაქტობრივად, ეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და მათთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს, რადგან MAGA-ს ფილოსოფია მომდინარეობს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან. - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

09 სექტემბერი 2026, 15:49

მსოფლიო

The Guardian: ევროპელებს ერთიანი ევროპის ხილვა სურთ, თუმცა ეჭვი ეპარებათ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ამ მიზნის მიღწევას

The Guardian-ის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ახალი კვლევის თანახმად, ევროპის მოსახლეობის უმრავლესობას, ერთიანი და ძლიერი ევროკავშირი სურს, თუმცა ეჭვქვეშ აყენებენ ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობას.

09 სექტემბერი 2026, 15:33

რეგიონი

ბათუმი - სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება

საქართველოს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი - სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. 11.3 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას, ხელი მოეწერა.

პეტერ მადიარი

09 სექტემბერი 2026, 15:15

მსოფლიო

Euronews: უნგრეთის მორიგი ვეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აფერხებს

უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესს კვლავ ვერ მიაღწია. სამშაბათს გამართულ მოლაპარაკებებზე უნგრეთის დიპლომატებმა მოლაპარაკებების ახალი თავების გახსნას მხარი არ დაუჭირეს, იუწყება Euronews-ი.

09 სექტემბერი 2026, 15:06

ეკონომიკა

„პეივ ბანკი“ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების Sifted 100: DACH & CEE-ის წლევანდელ რეიტინგში საქართველოს სახელით მეოთხე პოზიციაზე დასახელდა

საქართველოში მოქმედი ციფრული ბანკი „პეივ ბანკი" ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპების წლევანდელ რეიტინგში, Sifted 100: DACH & CEE, მეოთხე პოზიციაზე დასახელდა და საქართველო რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის წარმოაჩინა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

09 სექტემბერი 2026, 14:48

მსოფლიო

სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნები დანიშნა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა და 25 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

09 სექტემბერი 2026, 14:46

ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაახლოებით 200-მდე ვაკანსია გამოცხადებული, - განაცხადა „იმედის დილაში“ სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.

09 სექტემბერი 2026, 14:42

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა- 2026 დასრულდა

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი პროექტის - ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

09 სექტემბერი 2026, 14:41

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“, მიშასგან განმდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან

ფაქტია, რომ მიშასთვის ერთგული „ნაციონალები“, მიშასგან განმდგარ „ნაციონალებს“ ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.

09 სექტემბერი 2026, 14:32

სამართალი

ჯაშუშების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლიეს

ჯაშუშების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩიხლაძის პროცესი გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სასამართლომ ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლია.

09 სექტემბერი 2026, 14:27

სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე, გიორგი მალანია კვლავ პატიმრობაში რჩება

საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. დაცვის მხარე პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გიორგი ვოლსკი

09 სექტემბერი 2026, 14:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ასავალ-დასავალსაც“ თავისი სტილი ჰქონდა ყოველთვის, ეს არის სკანდალური თემების წამოწევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ ჰქონდა არასდროს

„ასავალ-დასავალსაც“ თავისი სტილი ჰქონდა ყოველთვის, ეს არის სკანდალური თემების წამოწევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში საფუძველი არ ჰქონდა არასდროს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

09 სექტემბერი 2026, 14:24

სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე, მისი ნათესავი, მსჯავრდებული ანდრია ლილუაშვილი იკითხება

პროკურორის განმარტებით, ბრალდების მხარეს არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარის მოწმე, მის დანაშაულებრივ ქმედებებს აღიარებს. პროკურორის თქმით, არაერთი მტკიცებულებით დასტურდება მსჯავრდებულ ანდრია ლილუაშვილისა და ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის კავშირები.

ზვიად შალამბერიძე

09 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა, შეარჩიოს თავის დაცვის ის სტრატეგია, რომელსაც იმ მომენტისთვის საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს

ამ [ღარიბაშვილის] შემთხვევაში სახელმწიფო ინსტიტუტები თვიდან ბოლომდე მოტივირებულები არიან და იცავენ კონსტიტუციას და საკანონმდებლო ჩარჩოს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

09 სექტემბერი 2026, 14:21

სამართალი

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დავით გოგნაძე ორი ათასი ლარით დააჯარიმა. გოგნაძე სამართალდამრღვევად გამოცხადდა. 1500 ლარით დაჯარიმდა მამუკა ტყაბლაძე.

რატი იონათამიშვილი

09 სექტემბერი 2026, 14:21

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება

„ფაქტია, რომ ევრობიუროკრატებს ძალიან ეწყინათ ის, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს და შეწყალების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს. ამავდროულად, ეს განცხადება ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებაა, რომ ამ ესკალაციების უკან სწორედ ეს ევრობიუროკრატებიც იდგნენ და ისინი ახალისებდნენ ძალადობას საქართველოში. სწორედ იმიტომ, რომ მათ ხელიდან ეცლებათ ამ ადამიანების ირგვლივ ყალბად აწეული თემა, როგორც ინსტრუმენტი, როგორც ჩანს სასოწარკვეთაში არიან მოქცეულნი და ამიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია. თუ ევრობიუროკრატები დასკვნებს დროულად არ გამოიტანენ, უარყოფითი დამოკიდებულება მათ მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება, - განაცხადა იონათამიშვილმა.