09 სექტემბერი 2026, 17:18 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: ნებისმიერი სპეკულაცია დავით-გარეჯთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვას გამოეხმაურა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სპეკულაციები დავით-გარეჯის თემის ირგვლივ, საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„ნებისმიერი სპეკულაცია დავით-გარეჯთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. რაც შეეხება უშუალოდ ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო პროცესი და იმედია, ყველაფერს ძალიან მალე მოეფინება ნათელი“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ყველა სიახლე

არჩილ გორდულაძე

09 სექტემბერი 2026, 17:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი

„კალასების, კოსების თუ სხვა ევროკომისრისა და არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლის განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის პოზიციასა და გულის წუხილს, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირი ცივილიზაციური უფსკრულის პირას არის მისული. სწორი შეფასებაა, შეგვიძლია დავეთანხმოთ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია“, - განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

09 სექტემბერი 2026, 17:58

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე მარტა კოსის განცხადებაზე: მოქმედი წევრები თუ ურთიერთობას დაამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რას იზამენ, ევროკავშირიდან გარიცხავენ?! იქამდე მივდივართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ უნდა გვქონდეს?!

„ყველა კანდიდატ ქვეყანას მოუწოდებს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ლიდერსა და ადმინისტრაციასთან არ გქონდეთ ურთიერთობა, თუ გინდათ ევროკავშირის წევრი გახდეთო. სკანდალია ხომ? ერთი კითხვაც არსებობს - ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ყველაფერზე რა პოზიციას აფიქსირებენ, ან საერთოდ დააფიქსირებენ თუ არა. კანდიდატ ქვეყნებს თუ უკრძალავ ურთიერთობას, მოქმედ წევრებზე რა ხდება?! მოქმედი წევრები თუ ურთიერთობას დაამყარებენ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რას იზამენ, ევროკავშირიდან გარიცხავენ?! იქამდე მივდივართ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღარ უნდა გვქონდეს?! მოქმედი ბიუროკრატია სრულიად აცდენილია რეალობასთან, სრულიად გასულები არიან დიპლომატიური ჩარჩოებიდან, პარალელური სამყაროს შექმნის მცდელობებში არიან შემჩნეულები და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ წესით გონიერი ადამიანი ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეს“, - აღნიშნა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

09 სექტემბერი 2026, 17:50

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროპული ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ თურმე გმირობა არის, რომ სამართალდამცავ ორგანოს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლო და ამ ყველაფერში ღიად, საჯაროდ ფული გადაიხადო, შემდეგ სახელმწიფოს დააბრალო, რომ ამაზე პასუხის მოთხოვნა თურმე არის დემოკრატიული უკუსვლა

„არსებობს ბიუროკრატია და ამ ბიუროკრატიის წარმომადგენლები ევროკავშირის მხრიდან, რომელთა მიზანიც ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია 2022 წლის თებერვალში. უკრაინაში დაწყებული მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებულად გამძაფრებულები და აგრესიულები არიან არა მხოლოდ ჩვენი გუნდის მიმართ, არამედ არჩევანის გამკეთებელი ხალხის მიმართ“.

ფრიდრიხ მერცი დონალდ ტრამპი

09 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

მერცმა თეთრ სახლთან დაგეგმილი საუბარი გააუქმა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ულტრამემარჯვენეებს რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ რეგიონულ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების საჯაროდ აღნიშვნიდან რამდენიმე საათში მიიღეს.

ალის ვაიდელი

09 სექტემბერი 2026, 17:38

მსოფლიო

ალის ვაიდელი მერცს: ვიდრე აშშ კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინაში სისხლიანი ომი დაასრულოს, თქვენ სამხედრო პროპაგანდას ავრცელებთ, ამწვავებთ კონფლიქტს - „ქრისტიან-დემოკრატების“ დრო დასრულებულია, ხალხს ცვლილებები სურს

გერმანიის პარლამენტში ხმაური იყო. ერთმანეთს კანცლერი ფრიდრიხ მერცი და პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი დაუპირისპირდნენ. ვაიდელმა მერცი ქვეყნის გაკოტრებასა და ომის პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა, ასევე დაუწუნა მიგრაციული პოლიტიკაც.

გიორგი ვოლსკი

09 სექტემბერი 2026, 17:36

პოლიტიკა

გია ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, რომელმაც არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ნადარეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში გამოკეტილმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლომის ხახიდან ამოიღო საიდუმლო რუკები [გარეჯის], როგორც უტყუარი მტკიცებულება, რომ გარეჯის სადავო ტერიტორიები ეკუთვნის საქართველოს.

ლევან მაჭავარიანი

09 სექტემბერი 2026, 17:28

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთი მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს

თვითონ ოპოზიციაში რა პროცესებიც მიმდინარეობს ერთის მხრივ ეს არის ხელოვნური პროცესები, იგივე ალიანსის შექმნა და იმ ალიანსში ხმაური, ვინაიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანა სურდათ გარე პატრონებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.

დონალდ ტრამპი ნატალი ჰარპი

09 სექტემბერი 2026, 17:27

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა ნატალი ჰარპსა და თეთრი სახლის სხვა თანამშრომლებს, სადღესასწაულო საჩუქრად 45 000 დოლარი გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ოთხ თანამშრომელს, მათ შორის აღმასრულებელ ასისტენტს ნატალი ჰარპს, მნიშვნელოვანი სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა - 45 000 დოლარი. ინფორმაციას The Guardian-ი, ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ფინანსურ დეკლარაციებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

09 სექტემბერი 2026, 17:20

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ ამ რედაქციას [„ასავალ -დასავალი“] უნდა, რაღაც დივიდენდი მიიღოს ამ პოლიტიკურ ასპარეზზე

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კისერზე შემომხტარ ამ რედაქციას [ასავალ-დასავალი] უნდა, რაღაც დივიდენდი მიიღონ ამ პოლიტიკურ ასპარეზზე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დავით გარეჯის ირგვლივ საკითხზე საუბრისას.

ფრიდრიხ მერცი

09 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს მისი ყველაზე მწვავე თავდასხმა იყო მზარდი პოპულარობის მქონე AfD-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ არჩევნებში მძიმე მარცხი განიცადა, იუწყება POLITICO.

09 სექტემბერი 2026, 17:17

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მცირე და საშუალო ფერმერების მხარდაჭერას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძეს და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ მუსტაფა თურქერ არისთან ერთად იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა.

09 სექტემბერი 2026, 17:06

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის მეფის, მისი უდიდებულესობის ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლაშა ხუციშვილი

09 სექტემბერი 2026, 16:58

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით იწყება ბათუმი-სარფის პროექტის განხორციელება, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, ბოლო ნაწილია, საუბარია ბათუმი-სარფის მონაკვეთზე. პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც თავისი საინჟინრო გადაწყვეტით, ასევე, ინვესტიციის მოცულობით“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

იოჰან ვადეფული

09 სექტემბერი 2026, 16:57

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები, კიევს გადასცეს

ოფიციალური ბერლინი მზადაა გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი მამაკაცების შესახებ მონაცემები, კიევს გადასცეს, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა.

09 სექტემბერი 2026, 16:56

რეგიონი

რევაზ სოხაძე: ბათუმი-სარფის პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის, ისე აჭარის განვითარებისთვის

დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. საუბარია ბათუმი-სარფის საავტომობილო გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობაზე. ეს არის პროექტი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერების, ისე აჭარის რეგიონის შემდგომი განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად ათვისების თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

09 სექტემბერი 2026, 16:47

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 114,84 გრ. ნარკოტიკული საშუალება- გამომშრალი „მარიხუანა“, რომლის ნაწილი, 7 შეკვრად დაფასოებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სხვადასხვა ადგილას განათავსეს.

09 სექტემბერი 2026, 16:40

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის 2026 წლის გლობალური კონფერენციის ფარგლებში, კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

09 სექტემბერი 2026, 16:36

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა, ჩინეთში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართული მხარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის კონფერენციასა და მის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

09 სექტემბერი 2026, 16:34

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვიღაც, თუნდაც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე ფიქრობს, რომ შენ ფეხბურთის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს იმსახურებ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „პსჟ“-ს შემტევმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ჟურნალისტებთან ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში გამარჯვების შანსები შეაფასა.