10 სექტემბერი 2026, 11:03 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი BBC-ზე: თუ ეს მედიაგიგანტი სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ არდეის ისტორიის გაშუქებაში BBC-ის პასუხისმგებლობის ხარისხი, არამედ საქართველოში „კამიტის“ შესახებ მომზადებული მასალის სანდოობაც

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში BBC-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უნდა გადამოწმდეს ყველა ის გამოქვეყნებული მასალა, რომელიც კემბრიჯის პროფესორ ჯეისონ არდეის ეხებოდა, რათა დადგინდეს, ხომ არ შეუწყო ხელი ამ მასალების გამოქვეყნებამ პროფესორის ირგვლივ დატრიალებულ ტრაგედიას.

ანალიტიკოსის თქმით, თუ ბრიტანული მედიაკორპორაციის ხელმძღვანელობა სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი საქართველოში საპროტესტო აქციების დაშლისას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების, „კამიტის“, სავარაუდო გამოყენების შესახებ მომზადებული მასალის სანდოობა უნდა იყოს.

„ეს უკვე უფრო ჟურნალისტიკას კი არა, სიცრუის კონვეიერს ჰგავს: ჯერ ადამიანი მიიყვანო ტრაგედიამდე დაუსრულებელი საინფორმაციო წნეხით, შემდეგ კი, როცა ტრაგედია უკვე მოხდა და ადამიანი გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში, სერიოზული სახით საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: „ნუთუ ჩვენც ვიყავით ამაში ჩართული?“. სწორედ ასეთი კითხვა გაჩნდა ახლა BBC-ის შიგნით, კემბრიჯის პროფესორის, ჯეისონ არდეის, გარდაცვალების შემდეგ. ბრიტანული მედიაკორპორაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საკუთარი მასალები გადაამოწმოს და გაარკვიოს, ხომ არ შეუწყო ხელი მისმა გაშუქებამ ამ ტრაგედიის განვითარებას - რა საოცარი გულისხმიერებაა. ჯერ საინფორმაციო ქვა ესროლო ადამიანს, შემდეგ კი ჟურნალისტური ინტერესით დაიწყო იმის შესწავლა, თუ როგორ და ფიზიკის რომელი კანონებით მიაღწია ამ ქვამ თავის მიზანს.

და სწორედ აქ, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა BBC-ის ეს მცდელობა, ჩაიხედოს სარკეში. როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა, ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს გაცილებით ნაკლები დასჭირდა: თითქოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტი“ გამოიყენა და ეს საკმარისი აღმოჩნდა საერთაშორისო საინფორმაციო სკანდალის ასაგორებლად, ქვეყნისა და ხელისუფლების რეპუტაციის საზიანოდ. ამასთან, როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს შეუძენია და არ შეუნახავს, ხოლო ჩატარებულმა ექსპერტიზებმა სხვა ქიმიური ნაერთების არსებობა გამოავლინა. საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და გამოიკითხა 93 მოწმე. მაგრამ სად გაქრა BBC-ის ეს „შესანიშნავი პრინციპი“ - „მოდით, გადავამოწმოთ, ხომ არ შევცდით“? როგორც ჩანს, საქართველოსთვის ეს ფუნქცია ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელში ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

განსაკუთრებით პიკანტურად გამოიყურება ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მედიასივრცესთან დაკავშირებით BBC-სა და სხვა დასავლურ სტრუქტურებს პრეტენზიების, ზეწოლისა და პოლიტიკური შეფასებების მიზეზების პოვნა საოცრად სწრაფად შეუძლიათ. ყოველ მეორე სიცრუეს, ცილისწამებას თუ დეზინფორმაციას მყისიერად სანქციები მოჰყვება. მაგრამ როგორც კი ირკვევა, რომ „კამიტის“ გამოყენების ბრალდება არ დასტურდება, უცებ „კრავთა დუმილი“ ისადგურებს. არც ხმამაღალი აღიარება, რომ შეცდნენ, არც საჯარო ბოდიში, არც თუნდაც ელემენტარული კითხვა: „საქართველოსთვის ბოდიშის მოხდას ხომ არ ვაპირებთ?“. გამოდის, რომ BBC-სთვის საკმაოდ მოსახერხებელი ჟურნალისტური ფილოსოფია არსებობს: თუ ბრალდება სათაურში მოხვდა - ამოცანა შესრულებულია; თუ ბრალდება უსაფუძვლო აღმოჩნდა, შეიძლება უბრალოდ შემდეგ თემაზე გადავერთოთ. დილით - სენსაცია, საღამოს - სიჩუმე. „დილით - თანხა, საღამოს - სკამები“ - ეს კლასიკური ლიტერატურული პრინციპი ხომ კარგად გვახსოვს: „და პირიქით შეიძლება?“ - „რა თქმა უნდა, ოღონდ, ჯერ თანხა!“.

მაგრამ პროფესორ არდეის ისტორია BBC-ს მოულოდნელად უბრუნებს ძალიან არასასიამოვნო კითხვას, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც დიდი ხნის წინ უნდა დასმულიყო: ვინ აგებს პასუხს საინფორმაციო დარტყმის შედეგებზე, თუ საბოლოოდ ირკვევა, რომ თავად დარტყმა მცდარი იყო? BBC ახლა მზად არის, გამოიკვლიოს საკუთარი როლი ბრიტანელი პროფესორის ტრაგედიის გაშუქებაში. შესანიშნავია! მაშინ ლოგიკა მარტივია: თუ ეს მედიაგიგანტი ნამდვილად სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ არდეის ისტორიის გაშუქებაში BBC-ის პასუხისმგებლობის ხარისხი, არამედ საქართველოში „კამიტის“ შესახებ მომზადებული მასალის სანდოობაც. რადგან ნამდვილი პროფესიონალიზმი იქ იწყება, სადაც ჟურნალისტს მხოლოდ დადანაშაულება კი არა, იმის თქმაც შეუძლია: „ჩვენ შევცდით. ბოდიში“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკვე საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არა, საკმაოდ თავისებური სისტემაა: ჯერ - ეთერში გამოტანილი განაჩენი, შემდეგ - საკუთარ რედაქციაში დაწყებული ჟურნალისტური გამოძიება…“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 11:42

ტექნოლოგიები

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული

სამარხი მაღალჩინოსან იუნმენს ეკუთვნოდა, რომელიც ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის ხანაში მოღვაწეობდა. იმავე სამარხში დაკრძალულიყო მამამისი იტიც - შედარებით დაბალი რანგის მოხელე. არქეოლოგების ვარაუდით, ორმაგი სამარხი ასახავს იუნმენის სოციალურ დაწინაურებას ცენტრალურ ადმინისტრაციაში და მის სურვილს, პატივი მიეგო მამის ხსოვნისთვის.

10 სექტემბერი 2026, 11:29

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ხულოს მუნიციპალიტეტში გამოავლინა.

10 სექტემბერი 2026, 11:26

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

10 სექტემბერი 2026, 11:26

სამართალი

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.

გიორგი გაბუნია

10 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია მარტა კოსის განცხადებაზე: თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი

თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.

10 სექტემბერი 2026, 11:20

მსოფლიო

Reuters: ბრიტანეთის პოლიციამ „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გააფართოვა

ბრიტანეთის პოლიციამ ოპოზიციური პოპულისტური პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება გაფართოვდება და მასში შეიტანა დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებული ბრალდებებიც, რომელთა მიხედვითაც პარტიის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების საკითხში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას გეგმავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიაზე: ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას“. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს

ოპოზიციაში არსებული კრიზისი ღრმავდება, ნიკა გვარამიას სამიზნე იაგო ხვიჩიასთან ერთად ისევ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამიას მიაჩნია, რომ პარტია რეპუტაციას ვერ აღიდგენს და მათ საკუთარი თავი თავად დაიზიანეს. გვარამიას ასევე ფიქრობს, რომ იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“ დაშლისთვის მუშაობს.

10 სექტემბერი 2026, 11:06

ეკონომიკა

დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

10 სექტემბერი 2026, 11:00

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღების კვების ბლოკებს ამოწმებს

სააგანეტოს ინფორმაციით, როგორ ხვდებიან სკოლამდელი დაწესებულებები ახალ სასწავლო წელს და რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისათვის ის გარემო, სადაც მათთვის საკვები მზადდება - სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვითარებას დეტალურად ეცნობიან და რეკომენდაციებს გასცემენ.

10 სექტემბერი 2026, 10:47

მსოფლიო

POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განადგურების მიზნით

აშშ ცდილობს ნატოს მოკავშირეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) „სისტემატური დემონტაჟის“ კამპანიაში ჩართოს, რაც ისედაც დაძაბულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 10:37

პოლიტიკა

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები და მზარდი გლობალური საფრთხეების ფონზე, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან შეხვედრა გამართა.

10 სექტემბერი 2026, 10:22

რეგიონი

რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

10 სექტემბერი 2026, 10:14

მსოფლიო

POLITICO: ზელენსკის დიდი გათვლა - უკრაინას სჯერა, რომ რუსეთს გაუძლებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სარისკო გათვლაზე მიდის - მას სურს ომი რუსეთის ტერიტორიის კიდევ უფრო სიღრმეში გადაიტანოს და ვლადიმერ პუტინზე იმდენად დიდი ზეწოლა მოახდინოს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მიუდგეს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ანტონიუ კოშტა ფრიდრიხ მერცი

10 სექტემბერი 2026, 09:48

მსოფლიო

Reuters: გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:28

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინულმა დრონებმა დაღესტანი დაბომბეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 სექტემბრის ღამეს რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაზე დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:12

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელიზბარაშვილზე: ვინაიდან ბრალდებული სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი თანამშრომელია, იგი იმყოფება ფლიგელში, სადაც სასჯელს იხდიან სამართალდამცავი უწყებების ყოფილი თანამშრომლები და რადგან ამ ეტაპზე №8 პენიტენციურ დაწესებულების ამ ფლიგელში მყოფი პირებიდან სხვა არავინ შიმშილობს, ბრალდებული ელიზბარაშვილი მოშიმშილეთათვის განკუთვნილ საკანში იმყოფება მარტო

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 09:06

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა

გივი მიქანაძემ კოლეგა მინისტრებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.

დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ამერიკელებს 5 000 დოლარის გადახდას ჰპირდება, თუ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „რესპუბლიკელები“ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, თითოეულ ზრდასრულ ამერიკელს 5 000 დოლარის ოდენობის ე.წ. „ტრამპის დივიდენდს“ გადაუხდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

10 სექტემბერი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში

10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.