10 სექტემბერი 2026, 19:09 / სანდო წყარო

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გახარიას პარტიის მხარდამჭერ ჯგუფში ვრცელდება თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, მსურს პასუხი გავცე საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს.

ქართველი ხალხის სიყვარული ჩემთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ სიტყვა, პოლიტიკური ფორმულა ან საჯარო გამოსვლის აუცილებელი ნაწილი. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც წლებთან ერთად უფრო მძიმდება, რადგან რაც უფრო მეტს გაძლევს ქვეყანა, მით უფრო მეტი ვალი გაქვს მის წინაშე.

ამ ხალხის სიძლიერე ყოველთვის მის ღირსებაში, მოთმინებაში, თავისუფლების სიყვარულსა და ისტორიულ მეხსიერებაში იყო. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ვერ აშენდება ვერც შიშზე, ვერც შურისძიებაზე და ვერც იმ დაპირისპირებაზე, რომელიც საზოგადოებას ერთმანეთისგან საბოლოოდ დააშორებს.

ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის საქართველო, რომელსაც შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა ხმაურის გარეშე, სიმტკიცის შენარჩუნება პროვოკაციის გარეშე და ევროპული არჩევანის ერთგულება ისე, რომ საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოებაც არ დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ.
ხანდახან დგება დრო, როდესაც დუმილი აღარ არის მხოლოდ თავშეკავება - იგი შეიძლება მცდარ ინტერპრეტაციადაც იქცეს.

ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე პოლიტიკა პირადი სარგებლის წყაროდ არ განმიხილავს. არავისთვის მომითხოვია ის, რაც მე არ მეკუთვნოდა; პირიქით, საკუთარი შესაძლებლობებიდან ბევრად მეტი გამიღია, ვიდრე ოდესმე ვინმესგან მიმიღია. ამიტომ არის საკითხები, რომლებზეც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა იცოდეს არა ვერსია, არამედ სიმართლე.

ვინც დღეს ჩემს სახელს სხვადასხვა გადაწყვეტილების გასამართლებლად იყენებს, უნდა ახსოვდეს: პასუხისმგებლობას თავისი ავტორი ჰყავს. ყველა ბრძანებას - მისი გამცემი. ყველა ნაბიჯს - თავისი პოლიტიკური და მორალური ფასი.

ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ჩემი გადაწყვეტილების შედეგი არ ყოფილა. რიჟვაძის წერილმა კი ისეთი კითხვები გააჩინა, რომელთა უგულებელყოფაც უკვე შეუძლებელია. ზოგჯერ ერთი წერილი უფრო მეტს ამბობს ეპოქაზე, ვიდრე ათეულობით ოფიციალური განცხადება.

გიორგი გახარიასთან დაკავშირებული მოვლენებიც დღემდე არ არის ჩემთვის ბოლომდე ნათელი. მისი გადადგომა იმ ვითარებაში მოხდა, სადაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პირადი გადაწყვეტილება და პროცესების შიდა ლოგიკა ერთმანეთში აირია. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად ეს უფრო გაუგებრობას ჰგავდა, ვიდრე ღალატს.

მე არ ვჩქარობ შეფასებებს. თუმცა წლები გავიდა და ბევრი რამ, რაც მაშინ ბუნდოვანი იყო, დღეს სხვა კუთხით იკითხება. ზოგჯერ დრო პასუხს არ გვაძლევს - მხოლოდ სწორ კითხვებს გვაჩვენებს.

საქართველოს ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის რუსეთის პირდაპირ მტრად გამოცხადება არასოდეს მიმაჩნდა სიმამაცედ პატარა სახელმწიფოსთვის უგუნურება ხშირად გმირობის ნიღბით მოდის. თუმცა არანაკლებ მძიმე შეცდომაა უსაფრთხოების სახელით იმ ღირებულებების დაკარგვა, რომელთაკენაც ქვეყანა ათწლეულებია მიემართება.

ევროპული არჩევანი ჩემთვის არასოდეს ყოფილა სავაჭრო საგანი და იგი არც რუსეთის ფაქტორის საპირწონედ დამიდია სასწორზე.

მე ყოველთვის მჯეროდა, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს არა ემოციით, შურისძიებითა და პირადი ანგარიშსწორებით, არამედ პასუხისმგებლობით მომავალი თაობების წინაშე.

იყო დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ სწორედ ამ პასუხისმგებლობის მატარებელ გუნდად მიმაჩნდა. დღეს კი გუნდის სახელი და მისი დღევანდელი ქმედებები ჩემთვის ყოველთვის ერთსა და იმავეს აღარ ნიშნავს.

ზოგიერთი გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს. ზოგიერთი ნაბიჯი - იმედგაცრუებას. ზოგიერთი დუმილი კი უკვე პასუხს ჰგავს.

მე არ ვაპირებ სხვისი გადაწყვეტილებების ტვირთის საკუთარ თავზე აღებას.

ყველაფერი თავის დროზე ითქმება.

და როდესაც ეს დრო მოვა, ბევრს მოუწევს ახსნა, სად მთავრდებოდა ერთგულება და სად იწყებოდა ღალატი; სად იყო სახელმწიფოებრივი აუცილებლობა და სად - სხვისი სახელით საკუთარი ძალაუფლების გამართლება.

და ბოლოს, მინდა ერთი რამ დარჩეს ყოველგვარი პოლიტიკური ხმაურის მიღმა:

ადამიანები მიდიან. თანამდებობები იცვლება. პარტიები ძლიერდებიან და სუსტდებიან. ძალაუფლება კი არასოდეს არის მარადიული.

მარადიულია მხოლოდ ქვეყანა.

მე არასოდეს მიმაჩნდა საქართველო რომელიმე ერთი ადამიანის, ერთი გუნდის ან ერთი პოლიტიკური ძალის საკუთრებად. ვინც სახელმწიფოს მართავს, დროებით იღებს პასუხისმგებლობას ერის წინაშე და არა უფლებას, საკუთარი ნება ქვეყნის ნებად გამოაცხადოს.

შესაძლოა, დღეს ბევრ კითხვას პასუხი ჯერ კიდევ არ ჰქონდეს. შესაძლოა, ბევრი სიმართლე ჯერ ისევ ჩრდილში რჩებოდეს, მაგრამ არც ერთი ჩრდილი არ არის იმდენად გრძელი, რომ განთიადი შეაჩეროს.
დადგება დრო, როდესაც ემოცია დაცხრება, გავლენები გაქრება და ფაქტები საკუთარ ადგილს დაიკავებს.

მაშინ აღარ ექნება მნიშვნელობა, ვინ ვის გვერდით იდგა მაშინ, როდესაც ძალაუფლება ძლიერი ჩანდა.
მნიშვნელობა ექნება მხოლოდ იმას ვინ იდგა საქართველოს გვერდით.

მე ჩემი არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე.

ჩემი მხარე საქართველოა.

და სანამ ამ ქვეყანას სიმართლის თქმა, ღირსების დაცვა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა სჭირდება, არც დუმილი იქნება ჩემთვის თავშესაფარი და არც წარსული ვალდებულებებისგან გათავისუფლება.
საბოლოო სიტყვას არც ხელისუფლება ამბობს, არც პარტია და არც ცალკეული ადამიანი.
საბოლოო სიტყვას ყოველთვის დრო, ხალხი და ისტორია ამბობენ“.- აღნიშნულია ყალბ განცხადებაში.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 20:31

სამართალი

სასამართლო პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა? „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისი, მცხეთა, გორი, ქუთაისი - რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.

მედეა ცირამუა

10 სექტემბერი 2026, 20:30

სამართალი

პროკურორი ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის შემდეგ: ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გაცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა

ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. მათი ურთიერთობა კორესპონდენტის და რესპონდენტის ურთიერთობას არ გასცდენია. როგორც მოწმემ განაცხადა, თუ კი ლაზარე ჯორბენაძისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ექნებოდა ადგილი, ასეთი ინფორმაცია ექნებოდა, - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები

ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის - ომი და თავდადება. არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის ასეთი დესტრუქციული განცხადებები, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

10 სექტემბერი 2026, 20:24

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სასამართლოში გამოიკითხა: ეს ინტერვიუ იმდენად სკანდალური იყო და იმდენად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ეჭვი, რომ მეპარებოდა იმიტომ ვკითხე ათჯერ და თხუთმეტჯერ, რომ თქვენი თვალით ნახეთ?! ნამდვილად ნახეთ?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე გამოიკითხა. მან ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს მოსამართლის, თანდასწრებით უპასუხა. ჩუბინიძე ლაზარე ჯორბენაძესთან სატელეფონო საუბრის მთავარი ფიგურანტია, სადაც საუბარი დავით გარეჯის გასხვისებას ეხებოდა.

10 სექტემბერი 2026, 20:19

მსოფლიო

The New York Times: ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ხუთშაბათს ნავთობის ფასმა ბარელზე 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

10 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

პარიზის გლობალური სამიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო შეუერთდა კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას. ის, რომ საქართველო ამ დისკუსიის ნაწილია, ქართული დელეგაციის შეფასებით მნიშვნელოვანია.

10 სექტემბერი 2026, 20:07

ეკონომიკა

თორნიკე სულაბერიძე: ინვესტიციების სააგენტო აქტიურად აგრძელებს ექსპორტისა და ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ღონისძიებებში, მათ შორის, ჩინეთში გამართულ CIFTIS-ის გამოფენაზე

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, - განაცხაა ინვესტიციების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ, რომელიც პეკინში მიმდინარე მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში (China International Fair for Trade in Services – CIFTIS) მონაწილეობს.

შაკო კუჭაშვილი

10 სექტემბერი 2026, 19:42

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ, მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო - ზღვარს გადავიდა საზღვარგარეთელი პოლიტიკოსი და ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი უპასუხოდ დარჩება

მზაკვრობით, ვირეშმაკობითა და მოღალატეობრივი ქმედებებით ცნობილმა გახარიას პარტიამ მომენტით ისარგებლა და სოციალურ ქსელებში ბიძინა ივანიშვილის სახელით ყალბი განცხადებების გავრცელება დაიწყო, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერი 2026, 19:29

მსოფლიო

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური: რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა

რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ერთკილომეტრიან ზოლში სპეციალური სასაზღვრო რეჟიმი დაწესდა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა.

10 სექტემბერი 2026, 18:56

მსოფლიო

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ

ევროპარლამენტის 100-ზე მეტმა წევრმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, ხელახლა დაიწყონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ.

იოჰან ვადეფული

10 სექტემბერი 2026, 18:46

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ამომრჩევლები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერასა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაარწმუნონ

გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ამომრჩევლები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერასა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაარწმუნონ, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.

სერგეი მარჩენკო

10 სექტემბერი 2026, 18:26

მსოფლიო

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: მთავრობამ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა დაფინანსების პრობლემების გამო და არ გამორიცხავს საჯარო სექტორში ხელფასების გაცემის შეფერხებას

მთავრობამ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა დაფინანსების პრობლემების გამო და არ გამორიცხავს საჯარო სექტორში ხელფასების გაცემის შეფერხებას. ამის შესახებ უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ პარტლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ლევან მეხუზლა

10 სექტემბერი 2026, 18:17

საზოგადოება

ლევან მეხუზლა: ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემის გადასახადზე: მხოლოდ 10 ლარზეა საუბარი ადგილობრივ ბაზარს თუ ვგულისხმობთ. სერტიფიცირების პროცესის უკან დგას ძალიან დიდი შრომა და დანახარჯები

მხოლოდ 10 ლარზეა საუბარი ადგილობრივ ბაზარს თუ ვგულისხმობთ. მცირე მარნებისთვის განახევრებულია გადასახადი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის ფასზე საუბრისას.

10 სექტემბერი 2026, 18:14

კულტურა

იყო ხანგრძლივი ოვაციები - ფილმ „გურიას“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, ვენეციის ფესტივალზე ფილმის მსოფლიო პრემიერასა და „ოსკარისთვის“ მზადებაზე

რეჟისორის თქმით, ფილმი ფესტივალის სექციაში Venice Spotlight არის წარმოდგენილი, ფილმის პრემიერას კი, ვენეციის კინოფესტივალის სტუმრები, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ლევან მეხუზლა

10 სექტემბერი 2026, 18:13

რეგიონი

ლევან მეხუზლა: ამ ეტაპისთვის, მთლიანად კახეთის მასშტაბს თუ ავიღებთ, 3 ათას ტონამდე ყურძენია დაკრეფილი და გადამუშავებული. ესენი ძირითადად ნაადრევი ჯიშებია

ამ ეტაპისთვის, მთლიანად კახეთის მასშტაბს თუ ავიღებთ, 3 ათას ტონამდე ყურძენია დაკრეფილი და გადამუშავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარმე ლევან მეხუზლამ.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 18:04

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მიუხედავად იმისა, ღარიბაშვილი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირი არ აქვს, როდესაც ორი მდინარე ერთი მიმართულებით მიედინება და სადღაც ბოლოს ერთდება, ისე გამოდის, რომ ეს მიმართულებები ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, რაც საქართველოსთვის სახელის გატეხაა

მიუხედავად იმისა, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირი არ აქვს, როდესაც ორი მდინარე ერთი მიმართულებით მიედინება და სადღაც ბოლოს ერთდება, ისე გამოდის, რომ ეს მიმართულებები ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან, რაც საქართველოსთვის სახელის გატეხაა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

10 სექტემბერი 2026, 18:03

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია.

ბიძინა გიორგობიანი

10 სექტემბერი 2026, 18:02

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: პოლიტიკური კლასი ბრიუსელში არის ძალიან მოძველებული და იმ მიმდინარეობის გადმონაშთი, რომელიც ევროკავშირის მაჯისცემას ვერ გრძნობს და ეკონომიკას ანგრევს

ერთია ძალიან პრაგმატული და რეალ პოლიტიკაზე დამყარებული ევროპული პოლიტიკა და მეორე არის იდეოლოგია, რომელიც მოდის ცივი ომის შემდგომი პერიოდიდან, გლობალიზაციის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც წითელ ხაზად გაჰყვება ეს ე.წ. ადამიანის უფლებები, თვითნებური დაკავებები და მსგავსი ტერმინები, რომლებსაც ცდილობენ მიმართონ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც არ არის მათი იდეოლოგიისთვის შესატყვისი ხელისუფლება და ვერ ახერხებენ იმ ქვეყნებით მანიპულირებას, იმ მიზნის მისაღწევად, რაც უნდათ ლოკალურად, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

10 სექტემბერი 2026, 18:01

რეგიონი

ცესკოს ხელმძღვანელი პირები ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს და 3 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისს ეცნობა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.