11 სექტემბერი 2026, 17:48 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი დიასპორის წარმომადგენლებს: საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო. სახელმწიფოს ამოცანაა, ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე და შედეგიანი გახადოს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც ამ დღისთვის შორი გზიდან ჩამოვიდა საქართველოში, საკუთარ სამშობლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართული დიასპორის ისტორია, გარკვეული თვალსაზრისით, თავად საქართველოს ისტორიის ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა გარემოება - ომი და ოკუპაცია, ეკონომიკური სირთულეები, განათლებისა და პროფესიული განვითარების სურვილი - ქართველებს ხშირად აიძულებდა ან უბიძგებდა სამშობლოს გარეთ ცხოვრებისკენ, მაგრამ ამ მრავალსაუკუნოვან ისტორიას ერთი მნიშვნელოვანი რამ გასდევს თან: ქართველისთვის საქართველოდან წასვლა არასოდეს ნიშნავდა საქართველოსთან კავშირის გაწყვეტას.

„სხვადასხვა ეპოქაში სწორედ უცხოეთში მცხოვრები ქართველები ინახავდნენ ქართულ სიტყვას, კულტურას, ისტორიულ მეხსიერებას და საქართველოს თავისუფლების იდეას. ისინი ქმნიდნენ ქართულ სათვისტომოებს, ეკლესიებს, სკოლებს, კულტურულ და სამეცნიერო კერებს. ზოგჯერ მაშინაც კი, როდესაც თვით საქართველოში ეროვნული თავისუფლებისთვის სივრცე უკიდურესად შეზღუდული იყო. ამიტომ დიასპორა მხოლოდ ჩვენი ისტორიის შედეგი არ არის. ის საქართველოს ეროვნული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

დღეს მსოფლიოში ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ისინი სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებების სრულფასოვანი წევრები არიან - მუშაობენ, სწავლობენ, ქმნიან ოჯახებს, წარმატებას აღწევენ მეცნიერებაში, ბიზნესში, ხელოვნებაში, სპორტში და საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სხვა სფეროში. მათი თითოეული წარმატება საქართველოს წარმატებაცაა. მაგრამ დიასპორის მნიშვნელობა მხოლოდ ცნობილი და წარმატებული ადამიანების მიღწევებით არ იზომება. მის უკან დგას უამრავი ადამიანის ყოველდღიური შრომა, პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის წინაშე და მუდმივი კავშირი სამშობლოსთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი თანამემამულეები უცხოეთიდან ეხმარებოდნენ საქართველოში დარჩენილ ოჯახებს. განსაკუთრებით მძიმე წლებში ეს მხარდაჭერა ათასობით ოჯახისთვის სოციალური მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო.

„დღეს კი ქართული დიასპორის ეკონომიკური შესაძლებლობა თანდათან უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს - ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული კავშირების, ინვესტიციებისა და ახალი შესაძლებლობების სახით.

სწორედ ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადავიდეს.

საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ კავშირი დიასპორასთან, არამედ დიასპორის უფრო აქტიური მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში.

ჩვენ გვჭირდება ქართველი მეცნიერი, რომელიც თავის ცოდნას ქართულ უნივერსიტეტს გაუზიარებს; ქართველი მეწარმე, რომელიც საქართველოში ახალ შესაძლებლობას დაინახავს; ახალგაზრდა, რომელიც უცხოეთში მიღებულ განათლებასა და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას მოახმარს; ხელოვანი, რომელიც ქართულ კულტურას ახალ აუდიტორიას გააცნობს; თითოეული ჩვენი თანამემამულე, რომელსაც შეუძლია საქართველოს შესახებ სიმართლე უთხრას იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს. ამ თვალსაზრისით დიასპორა საქართველოსთვის განსაკუთრებული ძალაა.

თქვენ ყოველდღიურად ხართ საქართველოს წარმომადგენლები იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრობთ. ხშირად უცხოელს საქართველოზე პირველი წარმოდგენა სწორედ ქართველთან შეხვედრისას უყალიბდება. ამიტომ თითოეული თქვენგანი, ფორმალური სტატუსის მიუხედავად, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ელჩიც არის.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც პატარა სახელმწიფოს საერთაშორისო შესაძლებლობები მხოლოდ მისი ტერიტორიის ზომითა და მოსახლეობის რაოდენობით აღარ განისაზღვრება. თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის ძალას განსაზღვრავს ისიც, რამდენად ფართოა მისი ადამიანური, კულტურული, ეკონომიკური და ინტელექტუალური ქსელი მსოფლიოში. ქართული დიასპორა სწორედ ასეთი ქსელია. ამავე დროს ჩვენი პასუხისმგებლობაც დიდია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ საქართველოსთან კავშირი თაობიდან თაობას გადაეცეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდობა - ის ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე უცხოეთში დაიბადნენ და ვისთვისაც საქართველო შესაძლოა ყოველდღიური გარემო აღარ იყოს.

„მათ უნდა იცოდნენ ქართული ენა, საქართველოს ისტორია და კულტურა. უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩამოვიდნენ საქართველოში, გაიცნონ საკუთარი ქვეყანა, დაამყარონ კავშირები თანატოლებთან და იგრძნონ, რომ საქართველო მათთვის მხოლოდ მათი მშობლებისა და ბებია-ბაბუების სამშობლო კი არა, მათი სამშობლოცაა.
ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა.

საქართველო მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ არის. საქართველო არის ენა, ისტორიული მეხსიერება, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური კავშირები, ტრადიციები და ის განსაკუთრებული განცდა, რომელიც ადამიანს საკუთარ ქვეყანასთან აკავშირებს, რამდენი ათასი კილომეტრიც არ უნდა აშორებდეს მას.

ამ კავშირის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მომავლისთვისაც.

ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები და თანამემამულეები უკავშირდებიან არამხოლოდ წარსულით, არამედ საკუთარი მომავლითაც.

გვინდა ქვეყანა, სადაც დაბრუნება ღირს; სადაც უცხოეთში მიღებული ცოდნის გამოყენება შეიძლება; სადაც ბიზნესის დაწყება, ოჯახის შექმნა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შესაძლებელია.

ბოლო წლების ეკონომიკური განვითარება და საქართველოს შესაძლებლობების ზრდა თანდათან უფრო რეალურს ხდის იმასაც, რომ ემიგრაციის მრავალწლიანი ისტორიის პარალელურად, გაძლიერდეს დაბრუნების პროცესიც.

ჩვენი საბოლოო მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს - საქართველოს გაძლიერებასთან ერთად, სულ უფრო მეტ ქართველს ჰქონდეს სურვილი და შესაძლებლობა, საკუთარი მომავალი საქართველოში დაინახოს.

ძვირფასო თანამემამულეებო, შესაძლებელია იცხოვრო პარიზში, რომში, ბერლინში, ნიუ-იორკში, ათენში თუ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში და ამავე დროს დარჩე საქართველოს ეროვნული ცხოვრების ნაწილად. მანძილი სამშობლოსთან კავშირს არ აუქმებს. ჩვენ ერთი ისტორია გვაქვს, ერთი კულტურული მემკვიდრეობა, ერთი სახელმწიფო და ერთი საერთო პასუხისმგებლობა მისი მომავლის წინაშე. საქართველოს სჭირდება თავისი დიასპორა და დიასპორას სჭირდება ძლიერი საქართველო.

სახელმწიფოს ამოცანაა ეს კავშირი ყოველდღიურად უფრო მტკიცე, უფრო პრაქტიკული და უფრო შედეგიანი გახადოს.

მადლობა თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რომ სადაც უნდა ცხოვრობდეთ, ინარჩუნებთ ქართულ ენას, ქართულ კულტურას, საკუთარ ოჯახებსა და სამშობლოსთან კავშირს. მადლობა იმისთვის, რასაც საქართველოსთვის აკეთებთ“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს.

ყველა სიახლე

11 სექტემბერი 2026, 18:31

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი CGTN-თან ინტერვიუში: ჩინეთს ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოსთვის, როგორც საექსპორტო ბაზარს - ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2,3 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და ახლაც სწრაფად იზრდება

ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გვაქვს სპეციალური მარეგულირებელი და საგადასახადო რეჟიმი, რისგანაც მრავალი საერთაშორისო კომპანია უკვე იღებს სარგებელს - შესაბამისად, ველოდებით ქართული ტექნოლოგიური კომპანიების შეხვედრას ჩინელ კოლეგებთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინურ ტელეარხ CGTN-ისთვის (China Global Television Network) მიცემულ ინტერვიუში, სადაც საქართველოს ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში CIFTIS-ში მონაწილეობასა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბექა ფერაძე

11 სექტემბერი 2026, 18:20

საზოგადოება

შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიში პარლამენტში მოისმინეს

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომითი უფლებები იქნება დაცული. 2025 წლის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ თანმიმდევრულმა ზედამხედველობამ და პრევენციულმა ღონისძიებებმა კონკრეტული, გაზომვადი შედეგები მოიტანა, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების მკვეთრი შემცირება უზრუნველყო,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ.

11 სექტემბერი 2026, 18:10

საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026-ის გამარჯვებული მასწავლებელი გამოავლინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ჯილდოს მფლობელი გახდა ამირან ხიმშიაშვილი, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით. შეიძლება გვქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება არასერიოზული, აბსურდული ნარატივის ტირაჟირება მათი მხრიდან

ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება იმასთან მიმართებით, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა.

11 სექტემბერი 2026, 18:06

პოლიტიკა

პარლამენტში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიღება გაიმართა

„მსურს პარლამენტის სახელით ჩვენს დიასპორელებს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის საამაყოა და თითოეული ქართველისთვის იმედის მომცემია. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და მომავალშიც ვიამაყებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

11 სექტემბერი 2026, 18:05

სამართალი

სამართალდამცველებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. „იმედის“ ინფორმაციით, დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად. გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება.

რევაზ სოხაძე

11 სექტემბერი 2026, 18:04

რეგიონი

რევაზ სოხაძე: დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული

დღევანდელი გეგმით, დაახლოებით 2030-31 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დამაკავშირებელი დერეფანი სრულად უნდა დასრულდეს და ყველა მონაკვეთი უნდა იყოს აშენებული, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „დღის ქრონიკაში“.

ზაალ ანჯაფარიძე

11 სექტემბერი 2026, 17:58

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: მიილია ეს კვირაც და თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, ჰოკეის ანგარიშით მოუგო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას შორის მიმდინარე პაექრობის თვალსაზრისით, გასული კვირა ხელისუფლების აშკარა უპირატესობით დასრულდა.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ

მხოლოდ და მხოლოდ სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ეს ერთგვარი თვითწმენდის პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენების განხილვისას.

თორნიკე ჭეიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია პირდაპირი ინტერვენცია, ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში

შეიძლება ითქვას, რომ მარტა კოსმა აბსურდული განცხადებების საკუთარ დეპოზიტს კიდევ ერთი დაამატა, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, მარტა კოსის განცხადების შეფასებისას.

პაატა კეშელავა
გიორგი კალანდარიშვილი

11 სექტემბერი 2026, 17:56

პოლიტიკა

ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი უსკოს ახალ თავმჯდომარეს და აჭარის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ახალ თავმჯდომარეს პაატა კეშელავას შეხვდნენ.

11 სექტემბერი 2026, 17:55

ეკონომიკა

ნინო ჯელაძემ ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, გამოფენაში მონაწილეობა და შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის საფინანსო სექტორებს შორის კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განსაზღვრას. მისივე თქმით, ღონისძიება ქართულ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილონ.

ჰენა ვირკუნენი

11 სექტემბერი 2026, 17:49

მსოფლიო

ევროკომისარი ციფრული ტექნოლოგიების საკითხებში ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის ციფრული ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური წესების შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 17:43

საზოგადოება

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და კრიოსფეროს ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამინისტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოს საერთაშორისო ანტარქტიდულ და კრიოსფერულ სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა და ამ მხრივ სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერება.

11 სექტემბერი 2026, 17:25

ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების ნაცვლად, მხარდაჭერა თანამედროვე ბაღების გაშენებისკენაა მიმართული

2026 წლიდან სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს. პროგრამის გაგრძელება სექტორის გრძელვადიანი განვითარების მიზნებთან შეუსაბამოა და შესაძლოა არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კაია კალასი

11 სექტემბერი 2026, 17:18

მსოფლიო

Euractiv: ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის ირგვლივ შექმნილი კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებამ გამოიწვია.

11 სექტემბერი 2026, 17:05

მსოფლიო

ევროკომისიამ უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის 6,1 მილიარდი ევრო დაამტკიცა

ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებით 6,1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. თანხა უკრაინის მიერ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, საბრძოლო მასალის, დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესაძენად იქნება გამოყენებული.

11 სექტემბერი 2026, 16:38

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

მომხსენებლის, მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში: 7111 პირველადი და შემდგომი ინსპექტირება ჩატარდა, გაიცა 28 ათასზე მეტი მითითება, შედგა 2584 გაფრთხილების ოქმი, 100-ზე მეტ შემთხვევაში მიღებული იქნა საქმიანობის შეჩერებისა და დაახლოებით 800-მდე შემთხვევაში გადაწყვეტილება საჯარიმო სანქციის გამოყენების თაობაზე, ასევე 352 შემთხვევაში შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება, შესაბამისი დარღვევის არარსებობის გამო.

ფრიდრიხ მერცი

11 სექტემბერი 2026, 15:51

მსოფლიო

Die Welt: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ოპოზიციურმა ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას Die Welt-ი ავრცელებს.