ირაკლი კობახიძე: საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ახსნა, რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ლარსიდან ხმელეთით შემოსულ რუს ტურისტს შორის, გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამაში მთელი აგენტურაა ჩართული - პოლიტიკური პარტიები, ანუ პარტაქტივი, ე.წ. NGO-ები, მედია, ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
მთავრობის მეთაურის თქმით, 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის.
„მიზეზი არის მარტივად პოლიტიკური. ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნას, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების შექმნას და რაზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, ესკალაციის მუდმივი მცდელობა. მთელი ამ დროის განმავლობაში საბოლოო მიზანი იყო მეორე ფრონტისკენ ჩვენი ქვეყნის წაქეზება. ეს კონკრეტული ფაქტებით იყო გამოხატული, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს იყო სანქციებთან მიერთება. მოლდოვა დღემდე არ არის მიერთებული ამ სანქციებზე, დსთ-ც კი არ დაუტოვებია დღემდე, ახლა დაიწყეს აქტიური საუბრები ამ თემაზე, არცერთი კრიტიკული განცხადება, არაფერი. საქართველოსთან დაკავშირებით გახსოვთ, რა ხდებოდა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მებრძოლი-მოხალისეების გაგზავნა, დახურულ კარს მიღმა რაც ხდებოდა ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, უამრავი რამ. ამას თან ერთვოდა ქსენოფობიური კამპანიები, რომლებიც დაიწყო 2022 წელს. 3 სხვადასხვა კამპანია ჰქონდათ 2022 წელს ქსენოფობიური შინაარსის. ეს იყო პირველად როცა დაიწყო ომი უკრაინაში, მაშინ გააჩაღეს პირველი ქსენოფობიური კამპანია, მეორე დაემთხვა მობილიზაციის კამპანიას, რომელიც რუსეთში პუტინმა გამოაცხადა და ამას მოჰყვა მიგრაციული ნაკადი რუსეთიდან საქართველოში და მესამე კამპანია 2022 წელს დაემთხვა ტურისტულ სეზონს. სამივე შემთხვევაში იყო მიზანი პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც. პოლიტიკური მიზანი იყო მაქსიმალური ესკალაცია, ხელოვნური პრობლემების შექმნა, პოლიტიკური პრობლემების შექმნა. ეკონომიკური მიზანი იყო ეკონომიკის დასუსტება. რატომაც ითხოვდნენ ჩვენგან სანქციებთან მიერთებას, რასაც მოლდოვისგან არავინ არ ითხოვდა არც შიგნით, არც გარეთ, ზუსტად იმ მიზეზების გამო გამართეს ეს ქსენოფობიური კამპანიები. ახლა დაემატა წელსაც, წელსაც კი. მანამდე შუალედში იყო, საკრუიზო გემი შემოვიდა ბათუმში და ვერავინ ვერაფრით ვერ ახსნა რა განსხვავება იყო გემით შემოსულ რუს ტურისტსა და ხმელეთით ლარსიდან შემოსულ რუს ტურისტს შორის. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი, მაგრამ გემს დახვდნენ, მოაწყვეს ისტერიკა, ქსენოფობიური კამპანია და ამ ქსენოფობიურ კამპანიაში მთელი აგენტურაა ჩართული, პოლიტიკური პარტიები, ანუ პარტაქტივი, ე.წ. NGO-ები, მედია და ა.შ.
ცოტა ხნის წინ ვუსმენდი რადიკალური ოპოზიციის, სინამდვილეში აგენტურის ერთ-ერთ „თვალსაჩინო“ წარმომადგენელს, ბატონ გვარამიას, რომელიც 5 წუთის ინტერვალით ჯერ საუბრობდა სომხეთზე და სომხეთს მოუწონა ის, რომ მათ დაძლიეს ის ტრავმა, რომელიც დაკავშირებული იყო თურქეთთან და თურქებთან, ეს მოუწონა. თქვენ იცით, რომ სომხეთში თაობები გაიზარდა ამ ტრავმით. ამაზე იყო საუბარი თაობიდან თაობამდე და გვარამიამ მოუწონა სომხებს, რომ ეს ტრავმა დაძლიეს, რაც აძლევდა მათ იმის საშუალებას, რომ პრაგმატულად გაეგრძელებინათ ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოსთან. აქედან დაახლოებით 5 წუთში აცხადებს, რომ რუსეთი არის ისტორიული მტერი და დამოკიდებულებაც უნდა იყოს ასეთი. თვითონვე საკუთარ აბსურდში იხლართებიან. საუბარია რუსეთზე და რუსებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 23:03
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე თბილისში დენის, წყლისა და გაზის მომარაგებას მთლიანად უზრუნველყოფდნენ რუსული კომპანიები, მიხეილ სააკაშვილი, ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს, მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“
„რა ხდებოდა 2008 წლიდან 2012 წლის ბოლომდე, ვიდრე შეიცვალა ხელისუფლება - ჩვენ გვახსოვს ფაქტები, ლარსზე როგორ ხვდებოდა მაშინდელი პრეზიდენტი. ამას ხომ მათი მხარდამჭერებიც უყურებდნენ, რომლებიც დღეს არიან მთავარი რუსოფობები ამ ქვეყანაში. მათი საყვარელი ლიდერი, მაშინდელი ხელისუფლების ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პირდაპირ ლარსზე ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს. მათი მთავარი რუსოფობები ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და სხვები პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კარის გაღება რუსი ტურისტისთვის, რუსი ბიზნესმენისთვის, რომ „ფულს სუნი არ უდის“ და ასე შემდეგ და ეს მათ შორის საქმითაც იყო გამოხატული“.
14 სექტემბერი 2026, 22:58
მსოფლიო
CBS News: დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი თქმით, „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო
აშშ-ის პრეზიდენტის შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის მეუღლემ, ბეტინა ანდერსონმა ორშაბათს დაადასტურა, რომ რუსმა ოლიგარქმა უმარ კრემლიოვმა მაისში, ქორწილის შემდგომი წვეულებების ნაწილს კერძო კუნძულზე უმასპინძლა, რაც მისი მხრიდან „არაჩვეულებრივად უხვი საქორწინო საჩუქარი“ იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CBS News-ი ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 22:44
მსოფლიო
ზელენსკი: თუ ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ რუსეთის რეალური მზადყოფნა, არ დაარტყას ჩვენს ელექტროსისტემას, სხვა ენერგოობიექტებს, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ან სურსათის გადაადგილებას, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი დარტყმების შეჩერება
აშშ-ის განცხადების შემდეგ ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო შეთანხმების შესახებ, კიევი ელის კონკრეტულ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის მიერ პირობების შესრულებას - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
14 სექტემბერი 2026, 22:43
პოლიტიკა
პრემიერი: ერი არის მარადიული, მით უმეტეს როცა საუბარია ერებზე, რომლებიც ერთმანეთთან მეზობლობენ, შესაბამისად, ერის მიმართ დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს სიძულვილზე აგებული, პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს, თუმცა აქაც ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი უნდა იყოს პრაგმატული
პოლიტიკაში უნდა გვქონდეს ჩვენი ძალიან მკაცრი პოზიციები, წითელი ხაზები, სადაც ეს ეხება ეროვნულ ინტერესებს და ეს აუცილებლად ასეა საჭირო, თუმცა აქაც ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი, განაცხადი, უნდა იყოს პრაგმატული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე.
14 სექტემბერი 2026, 22:37
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც საუბარია რუსოფობიაზე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ცალკე საკითხია და მეორეა საუბარი ერებს შორის ურთიერთობებზე, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციასთან, აქ ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც ქართველ ხალხს წარმოადგენს, აქვს მკაფიო წითელი ხაზები და ძალიან პრინციპული დამოკიდებულება, რაც დაკავშირებულია ჩვენს მთავარ ეროვნულ სატკივართან - ეს არის ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია
რუსოფობიის თემა ერთდროულად აქტუალურიც არის და აბსურდულიც. როცა გვიწევს ჩვენ ერთად სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ერის სიძულვილი არის არასწორი მოვლენა, ეს, თავისთავად, მეტყველებს იმ დისკურსის აბსურდულობაზე, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე.
14 სექტემბერი 2026, 22:00
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
400-მდე პირველკურსელს უნივერსიტეტი მრავალფეროვან კვლევით და გაცვლით პროგრამებს სთავაზობს. ტექნოლოგიების, მათემატიკის და სტემ მიმართულებების ფაკულტეტებს წელს ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები დაემატა.
14 სექტემბერი 2026, 21:53
საზოგადოება
მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების გაკეთება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, თუმცა არჩეულ უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ, კიდევ ერთი შანსი ეძლევათ.
14 სექტემბერი 2026, 21:51
ეკონომიკა
საქართველო, მთავარი სატრანსპორტო კვანძი რეგიონში - რეკორდული მაჩვენებლები საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. მონაცემები გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში.
14 სექტემბერი 2026, 21:48
პოლიტიკა
საპენსიო დავალიანების გადახდის შემთხვევაში დამსაქმებლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ - კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ცვლილებების პაკეტი ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს. მთავარი პუნქტი კი გადაუხდელი ჯარიმების შემთხვევაში დამსაქმებლებისთვის ჯარიმების ჩამოწერაა.
14 სექტემბერი 2026, 21:46
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ბაზრების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა აისახება მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, ექსპორტის ზრდაზე
ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით გაწეული ღონისძიებები, ასევე ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ის ნაწილი, რომელიც შესაბამისად აისახება მთელ რიგ მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლებზე საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 21:38
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: გადაბრალების დიდოსტატია სააკაშვილი - თვითონ დაარბია „იმედი“, „ტვ25“ 7 ნოემბერს და ამით ამაყობდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილს გადაბრალების დიდოსტატს უწოდებს.
14 სექტემბერი 2026, 21:32
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
14 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პირადად მე და მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა დიდი პატივისცემა და მადლიერება დავაფიქსირო გეკა გელაძისა და მისი საქმიანობის მიმართ - წარმატებები მას
„გეკა გელაძეს ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას ყველა იმ მიმართულებაში, რომელ მიმართულებაშიც ის გადაწყვეტს საქმიანობას. ასევე მინდა მივულოცო თამაზ ბორაშვილს ეს უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო საქმიანობა და როგორც ბატონმა პრემიერმა დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, ნამდვილად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს ისტორიაში უპრეცედენტოა, რომ ამდენი წლის სტაჟით მოდის ადამიანი იმ უწყების ხელმძღვანელად, რომელ უწყებასაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდა. მინდა მას დიდი წარმატება ვუსურვო“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
14 სექტემბერი 2026, 21:16
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრო
სხდომაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენას ეხებოდა. უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც რიგი პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, დაემატება პარტია „გახარია- საქართველოსთვის“. აქვე აღინიშნა, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, არც ამ სარჩელის პირობებში არ არის მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.
14 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია მაკრონისა და მერცის რეიტინგის ვარდნაზე: არ არსებობს, ეს იყოს გამოწვეული სწორი პოლიტიკით
„ამას განაპირობებს ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დღეს არის ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია. რთულია შეხვიდე ამა თუ იმ ლიდერის რეიტინგზე, მაგრამ ესა თუ ის ლიდერი, ყოველთვის წარმოადგენს პოლიტიკას, იმ პოლიტიკას, რომელ პოლიტიკასაც ახორციელებს თავის ქვეყანაში და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ იმ ეკონომიკურ კავშირში, რომლის წევრებიც ისინი არიან. ვფიქრობ, რომ ეს შედეგი, კომპლექსურია. მაგრამ, რადგან ევროკავშირზე ვსაუბრობთ, ეს არის ეკონომიკური კავშირი და ყველამ კარგად ვიცით და ვხედავთ რა გამოიწვია იმ სანქციებმა, რომელმაც შემდეგ პირდაპირი გავლენა მოახდინა ევროპელის ჯიბეზე“.
14 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
ტრამპი: ნავთობის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებლად მიმდინარეობს - მსოფლიოს ქვეყნებმა, რომლებსაც ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს ხარჯები უნდა აუნაზღაურონ და აუნაზღაურებენ კიდეც
ნავთობის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტეში შეუფერხებლად მიმდინარეობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 20:50
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“
ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
14 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 000 ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება
„მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისათვის, ფინანსთა სამინისტროსთან აქტიურ კოორდინაციაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დაჩქარებული წესით იქნება მიღებული, რომ 40 000-ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდება და ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათას ლარზე და ზემოთ შემოსავლიან მოქალაქეებზე შენარჩუნდება“, - აღნიშნა კირცხალიამ
14 სექტემბერი 2026, 20:36
მსოფლიო
Financial Times: ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მის კრიტიკოსად იქცა - ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, გაზრდის ყურადღებას იმის მიმართ, თუ როგორ იყენებს უკრაინის პრეზიდენტი ასეთ ზომებს კრიტიკოსების წინააღმდეგ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასშტაბური სანქციები დაუწესა ყოფილ პრესმდივანს, რომელსაც რუსული დეზინფორმაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი სტატიაში სათაურით „ზელენსკიმ სანქციები დაუწესა ყოფილ თანაშემწეს, რომელიც მის კრიტიკოსად იქცა“.


