imedi /  16 სექტემბერი 2026, 10:50 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: შავი ზღვის ომისშემდგომი რეალობა საქართველოსთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, არამედ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობაა, რომ ქვეყანამ ევროპასა და აზიას შორის სტაბილური კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია შეიძინოს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის, განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შავ ზღვაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ ანკარის პოზიცია მხოლოდ საფრთხის გაფრთხილებად არ უნდა განიხილებოდეს.

„თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაქან ფიდანის, განცხადება შავ ზღვაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ მხოლოდ საფრთხის გაფრთხილებად არ უნდა წავიკითხოთ. ეს არის კიდევ ერთი დიპლომატიური არგუმენტი ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულების სასარგებლოდ. ანკარისთვის შავი ზღვის უსაფრთხოება უშუალოდ ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება: სწორედ აქ გადის თურქეთის, უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების უმნიშვნელოვანესი სავაჭრო მარშრუტები. შესაბამისად, თურქეთის პოზიცია ლოგიკურია: რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, მით უფრო იზრდება საზღვაო გადაზიდვებისთვის არსებული რისკები; რაც უფრო სწრაფად მიიღწევა მდგრადი პოლიტიკური შეთანხმება, მით უფრო სწრაფად შეძლებს შავი ზღვა დაუბრუნდეს ვაჭრობის, ტრანზიტისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სივრცის ფუნქციას. ამასთან, თურქეთი განცხადებებით არ შემოიფარგლება - ანკარა კვლავ სთავაზობს საკუთარ ტერიტორიას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განახლებისთვის.

და სწორედ აქ ჩნდება საქართველოს პერსპექტივის პრინციპულად განსხვავებული ხედვა. შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ობიექტურად სცდება მხოლოდ თურქეთის ინტერესებს: ევროკავშირისთვის ეს ერთდროულად არის უსაფრთხოების, ვაჭრობის, ენერგეტიკის, სურსათის მიწოდებისა და სატრანსპორტო დერეფნების მდგრადობის საკითხი. ევროკავშირი შავი ზღვის რეგიონს უკვე განიხილავს როგორც სტრატეგიულ სივრცეს, რომელიც მოიცავს უკრაინას, საქართველოს, მოლდოვასა და თურქეთს. შესაბამისად, ომის დასრულებამ შესაძლოა სრულიად ახალი შესაძლებლობები გაუხსნას სწორედ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს. სტაბილური შავი ზღვა მნიშვნელოვნად გაზრდის ფოთის, ბათუმისა და ანაკლიის მნიშვნელობას, როგორც უსაფრთხო დამაკავშირებელი რგოლისა ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და, საბოლოოდ, აზიის ბაზრებს შორის. საქართველოსთვის ეს ნიშნავს არა ომის დასრულების შემდეგ სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვას, არამედ, პირიქით, შესაძლებლობას, რომ კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე ქვეყნის როლიდან გადავიდეს ევროპისა და შავი ზღვის ომისშემდგომი სატრანსპორტო არქიტექტურის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტის როლში.

ამიტომ თურქეთის დღევანდელი შეშფოთება საბოლოო ჯამში შესაძლოა საქართველოს ინტერესებისთვის სასარგებლო ფაქტორადაც იქცეს. რაც უფრო ხმამაღლა საუბრობს ანკარა შავი ზღვის სრულფასოვან სამხედრო დაპირისპირების ზონად გადაქცევის დაუშვებლობაზე, მით უფრო აშკარა ხდება ევროპის საჭიროება სტაბილურ და მშვიდობიან შავ ზღვაზე. ხოლო თუ თურქეთი მართლაც შეძლებს კვლავ შექმნას მოლაპარაკებების პლატფორმა - როგორც ეს 2022 წელს სტამბოლში უკვე მოხდა და როგორც ანკარა დღესაც სთავაზობს მხარეებს - საკითხი მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტით არ ამოიწურება.

ომის დასრულების შემდეგ დღის წესრიგში დადგება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხი: რომელი ქვეყნები და რომელი მარშრუტები აიღებენ საკუთარ თავზე ევროპასა და შავი ზღვის რეგიონს შორის ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას? სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არა პრობლემად, არამედ სტრატეგიულ უპირატესობად უნდა განვიხილოთ. საქართველოს პორტები და სატრანზიტო დერეფნები შესაძლოა გაცილებით უფრო მოთხოვნადი გახდეს სწორედ იმიტომ, რომ ისინი უშუალო საომარი მოქმედებების ზონის მიღმა მდებარეობს და ევროპულ სივრცეს კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.

შესაბამისად, საქართველოსთვის შავი ზღვის ომისშემდგომი რეალობა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი არ იქნება. ეს იქნება შესაძლებლობა, ქვეყანამ საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობა ეკონომიკურ და სატრანზიტო უპირატესობად აქციოს და ევროპასა და აზიას შორის სტაბილური კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის ფუნქცია შეიძინოს. მშვიდობიანი შავი ზღვა საქართველოსთვის არ ნიშნავს სტრატეგიული მნიშვნელობის შემცირებას - პირიქით, სწორედ მშვიდობის პირობებში შეიძლება გაიზარდოს ქვეყნის სატრანზიტო, ეკონომიკური და რეგიონული მნიშვნელობა“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

16 სექტემბერი 2026, 11:43

საზოგადოება

სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსით ჩანაცვლდება

„დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ავარიული საცხოვრებელი სახლები. ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომელიც იძლევა ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ეტაპობრივად ჩანაცვლების საშუალებას. თავიდან ნდობის თვალსაზრისითაც იყო პრობლემები, დღეს კი ამ მხრივ დიდი ინტერესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

16 სექტემბერი 2026, 11:41

საზოგადოება

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში პარკი მოეწყო

„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

16 სექტემბერი 2026, 11:40

საზოგადოება

საქპატენტი პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას იწყებს

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ პატენტრწმუნებულთა 2026 წლის საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციას აცხადებს.

16 სექტემბერი 2026, 11:38

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია: მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეთ გარემოს, საკუთარ უსაფრთხოებას და თავი შეიკავოთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და სხვა ტერიტორიებზე ცეცხლის თვითნებურად გაჩენისგან

„აღნიშნული ქმედება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, ადგილობრივ ეკოსისტემასა და ინფრასტრუქტურას. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ხანძრის თვითნებურად გაჩენა კანონდარღვევაა და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს“.

16 სექტემბერი 2026, 11:33

საზოგადოება

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

16 სექტემბერი 2026, 11:32

ტაბლოიდი

ბუკინგემის სასახლეში რესტავრაციის დროს სამეფო კარის პერსონალის მიერ საუკუნის წინ მივიწყებული ნივთები აღმოაჩინეს

The Guardian-ის ცნობით, ყველაზე ძველ საგნებს შორისაა 1889 წლის გაზეთ Standard-ის ფრაგმენტი ლონდონის უესტ-ენდის თეატრალური დადგმების აფიშებით. ასევე, რესტავრატორებმა მიაგნეს XIX საუკუნის შუა პერიოდის ბუხრის Minton-ის დეკორატიული ფილის ნაწილსა და ძველ კალის ტოლჩას.

აკაკი ალადაშვილი

16 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი ოპოზიციის ლიდერების ნორვეგიის ელჩთან შეხვედრაზე: როდესაც ასეთ შეხვედრებს საზოგადოებას უმალავენ, ნათელია, რომ ისინი გარკვეულ დავალებებს იღებენ, რომელიც არ სურთ საზოგადოებამ გაიგოს

ნორვეგიის ელჩთან გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას გამოეხმაურა.

ვიკა ფილფანი

16 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

გახარიას პარტიის წარმომადგენელმა საზოგადოებას დანაშაულის გაყალბებული სტატისტიკა წარუდგინა - როგორია შსს-ს ოფიციალური მონაცემები

გიორგი გახარიას პარტიის წევრი ვიკა ფილფანის მიერ გაყალბებული სტატისტიკა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები.

დონალდ ტრამპი

16 სექტემბერი 2026, 11:21

მსოფლიო

CBS News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი ჩააგდო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია ჩააგდო. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

16 სექტემბერი 2026, 11:20

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია

ბატონი თამაზ ბორაშვილი უკვე 20 წელია ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

16 სექტემბერი 2026, 11:09

საზოგადოება

მერაბ გამყრელიძე რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სამსახურის უფროსმა რეგიონებში არსებული ვითარების, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების, სტატისტიკური მონაცემებისა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

16 სექტემბერი 2026, 11:06

პოლიტიკა

სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატ თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ

თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე უსმენენ. კომიტეტი მას შემდეგ დაიხურა, რაც სუს-ის ახალი უფროსობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა და სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდა.

16 სექტემბერი 2026, 11:00

სამართალი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

16 სექტემბერი 2026, 10:56

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

16 სექტემბერი 2026, 10:55

სამართალი

საპატრულო პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა.

16 სექტემბერი 2026, 10:52

ტექნოლოგიები

კვლევა: ვენერამ შესაძლოა საკუთარი მთვარე შთანთქა

ვენერას შესაძლოა საკუთარი მთვარე ჰქონდა, რომელიც პლანეტას თანდათან მიუახლოვდა და საბოლოოდ მას შეეჯახა. ეს შესაძლოა ვენერას არსებობის პირველი მილიარდი წლის განმავლობაში მომხდარიყო, - იუწყება Reuters-ი კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

16 სექტემბერი 2026, 10:49

მსოფლიო

CBS News-მა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, თუ რა ზიანი მიადგა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ბაზებს ირანის საჰაერო დარტყმების შედეგად

CBS News-ის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ახალი ფოტოები პირველად აჩვენებს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ობიექტზე შენობებისა და სამხედრო ტექნიკის მასშტაბურ დაზიანებასა და განადგურებას ირანის მიერ განხორციელებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შედეგად.

16 სექტემბერი 2026, 10:46

რეგიონი

ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

აღნიშნული მონაკვეთი მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და არსებული გზის საფარი ძლიერ დაზიანებულია. პროექტის შესაბამისად დაგეგმილია 6.8 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე, დაგეგმილია მეწყრულ მონაკვეთზე რკინაბეტონის კედლის მოწყობა. მოეწყობა კიუვეტები, მიერთებები, გადაკვეთები, მოსახელობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

ტომ ჰოლანდი

16 სექტემბერი 2026, 10:41

კულტურა

ტომ ჰოლანდი ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მსახიობი გახდა

აგვისტოს ბოლოს ჰოლანდი ყველაზე შემოსავლიანი მსახიობების ათეულში მესამე ადგილს იკავებდა. მსახიობი სიის ლიდერი ფილმების „ადამიანი-ობობა: ახალი დღე“ და „ოდისეა“ წარმატების წყალობით გახდა - მათმა საერთო შემოსავალმა 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.