17 სექტემბერი 2026, 20:21 / სანდო წყარო

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესიის შესახებ და აღნიშნა, რომ 18 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას; საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას; უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიებიდან ძალების გაყვანაზე, ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებასა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფაზე.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე გარემოზე; უკანონო დაკავებებზე, მკვლელობებზე, დისკრიმინაციის, გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა ფაქტებზე. აღინიშნა, რომ რუსეთი კვლავ ბლოკავს საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

ლაშა დარსალიამ ისაუბრა უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც დაკავშირებულია სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნასთან, ასევე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკუთარ პოლიტიკურ, სამხედრო და სამართლებრივ სისტემაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში აღინიშნა “შეთანხმება სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ რომელსაც 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის მოეწერა ხელი და რომელიც ახდენს მოსკოვის ადმინისტრაციული კონტროლის ინსტიტუციონალიზაციას და ხელს უწყობს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული და ხაზი გაუსვა შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და ურთიერთობის ხელშეწყობა.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც ერთადერთ ფორმატზე საქართველოსა და რუსეთს შორის, სადაც საერთაშორისო აქტორების ჩართულობით, ხდება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნების საკითხების განხილვა.

დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისთვის, პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და თურქეთის წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2026, 21:04

რეგიონი

„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.

17 სექტემბერი 2026, 20:59

სამართალი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.

17 სექტემბერი 2026, 20:55

რეგიონი

გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.

17 სექტემბერი 2026, 20:53

სამართალი

რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.

17 სექტემბერი 2026, 20:52

პოლიტიკა

ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.

კახა კალაძე

17 სექტემბერი 2026, 20:48

პოლიტიკა

კახა კალაძე: ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან

ოპოზიცია გაუბედურებულია, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, - ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა.

17 სექტემბერი 2026, 20:43

პოლიტიკა

ხელოვნური ფენომენი უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო წლის ბოლომდე ფუნქციონირებას შეწყვეტს, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასა და უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ მიდგომებს უკავშირდება.

კახა კალაძე

17 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია.

17 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

„ნამახვანჰესის“ პროექტი და ინვესტორ კომპანიასთან მიმდინარე საერთაშორისო დავა, სადაც მხარეები შესაძლო ალტერნატიულ გზებსა და შეთანხმების პერსპექტივებს განიხილავენ - მთავრობა მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორის განვითარებასა და მომდევნო ათ წელიწადში ელექტროენერგიის თვალსაზრისით სრული თვითკმარობის მიღწევას ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს პრიორიტეტად აცხადებს.

17 სექტემბერი 2026, 20:41

საზოგადოება

სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდიდით მეორეა, ზღვისუბნის პარკის შემდეგ.

17 სექტემბერი 2026, 20:35

პოლიტიკა

გამჭვირვალობა როგორც დემოკრატიის ფუნდამენტი - შეერთებული შტატები არარეგისტრირებული უცხოური აგენტების წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარალელურად იუსტიციის დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ვიზის გაუქმება ემუქრებათ.

დონალდ ტუსკი

17 სექტემბერი 2026, 20:34

მსოფლიო

ტუსკი: დაზვერვის ცნობების თანახმად, რუსეთის გეგმაში ასევე შედის ჰიბრიდული თავდასხმები დრონებითა და რაკეტებით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, მათ შორის პოლონეთზეც

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის გეგმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გაშვებას ითვალისწინებს, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ.

17 სექტემბერი 2026, 20:13

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დამიან იოვიჩს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, დამიან იოვიჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება.

17 სექტემბერი 2026, 20:11

საზოგადოება

ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

17 სექტემბერი 2026, 20:04

მსოფლიო

ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას

ისრაელი და მაროკო დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც მოიცავს წარმომადგენლობების საელჩოების დონემდე ამაღლებასა და ორივე ქვეყანაში ელჩების დანიშვნას.

17 სექტემბერი 2026, 20:02

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

ანდრეი სიბიგა

17 სექტემბერი 2026, 19:58

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ახალმა შეხვედრამ შესაძლოა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღოს, - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 19:52

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის ხუთჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას

ჩვენი ენერგოპოლიტიკის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ერთდროულად იქნება როგორც უსაფრთხო, ისევე სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ „დღის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

ინგა ფხალაძე

17 სექტემბერი 2026, 19:51

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

„დიდი ჰესები სისტემის სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე.