გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“
ფოტო: Facebook
ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს , - განაცხადა დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომლის მოხსენებაშიც, საქართველო არც დადებითი და აღარც ნეგატიური კუთხით აღარ იყო ნახსენები.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზით აღარ მოძრაობს.
„მე ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გამქრალია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხსენება ძირითადად, მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ხდებოდა. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირი ყოველდღე საქართველოს კრიტიკით იქნება დაკავებული. ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფურცელზე ინარჩუნებს, თორემ არანაირი მოძრაობა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით არ არსებობს, რაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ძალიან მკაფიოდ და ცხადად არის დაფიქსირებული, რომ ისინი არ აპირებენ ევროპული ინტეგრაციის გზაზე სიარულს, პირიქით, ევროკავშირს ისინი მტრულ გაერთიანებად აღიქვამენ, რაღას არ აბრალებენ მას და ასეთ ვითარებაში ძალიან ბუნებრივია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოს ამ კონტექსტში აღარ ახსენებს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით, ძალიან დიდი ხანია აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“. მოლოდინი არც უნდა გვქონოდა, რომ საქართველო იქნებოდა ევროკომისიის პრეზიდენტის მოხსენებაში. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბოსტანი, ეს ევროპის კავშირია, სადაც სიტყვას ფასი აქვს. ზოგადად, დასავლური ცივილიზაცია ასეთია - ის ნდობაზე დგას“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ასევე, ჯაფარიძემ რუსების მიმართ ქართველების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსოფობიად აფასებს.
ჯაფარიძის თქმით, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ აშინებს საზოგადოებას იმ აგრესიით, რაც რუსეთის გაღიზიანებას მოჰყვება და ამ კონტექსტში, მმართველმა პარტიამ საარჩევნო ბანერებიც კი ომის შიშის თემატიკით გააფორმა, შესაბამისად, მისივე განმარტებით, რუსოფობიური განწყობები საქართველოს მოქალაქეებში კიდევ უფრო მომატებულია.
„ირაკლი კობახიძემ ალბათ არ იცის, რას ნიშნავს საერთოდ ფობია. „ფობია“ არის სიტყვა, რომელიც მოდის ბერძნული სიტყვიდან, რაც შიშს ნიშნავს. რუსოფობია რომ ვთარგმნოთ, რუსების შიშს ნიშნავს. რა თქმა უნდა, როცა რაღაცის გეშინია, მერე ის გეზიზღება კიდეც და აქედან არის ამ ფობიის მნიშვნელობა.
რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. ორასი წლის განმავლობაში, რუსეთი ვერ გაძღა საქართველოში ქართველების მოკვლით. ორასი წლის განმავლობაში, ვერ გაძღა რუსეთი საქართველოში სისხლის გუბეების დაყენებით. ორასი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა საქართველოს რუსიფიკაციას, საქართველოსა და ქართველების განადგურებას, იმის გაკეთებას, რაც მან სხვა ერებს გაუკეთა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო იმიტომ, რომ საქართველოში ყოველთვის იბადებოდნენ ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა და ა.შ. ამ უმცირესობის, ერთეული ადამიანების გმირობის, პირადი მაგალითის, პირადის ძალისხმევის შედეგად მოხდა ის, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ქართული იდენტობა და ქართველობა.
როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება არსებობდეს ქართველებში რუსების სიყვარული? როცა ორასი წლის განმავლობაში გეშინია რუსის, ძალიან ბუნებრივია, რომ ქართველებში იყოს რუსოფობია.
2022 წლის შემდეგ, მთელი საქართველო აჭრელებულია სხვადასხვა პლაკატით, სადაც ნაჩვენებია ის სისასტიკე, რასაც რუსეთი სჩადის უკრაინაში. „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე არჩევნები ააგო ომის შიშზე და ომის შიში იმაზეა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით, რუსები შემოგვიტევენო. ესენი რუსეთით აშინებენ მინიმუმ 2022 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს. ხომ ყოველდღე გვახსენებენ ამას, ყოველდღე გვეუბნებიან და როდესაც მუდმივად გაშინებენ რუსეთით, რაც შენ ისედაც იცი, რომ ამას რუსეთი ორასი წლის განმავლობაში აკეთებდა აქ, როგორ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებში არ ჩნდებოდეს რუსოფობიური განწყობები, შიში რუსების მიმართ, რომელიც სიძულვილში გადადის.
ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, გაამართლა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა. მან მაგალითად მოიყვანა 1956 წლის უნგრეთის აჯანყება და თქვა, იქ ყველა მონაწილეობდაო. ეს იცით, რა დონის მანიპულაციაა საზოგადოებრივ აზრზე? ვინ იღებდა ამ გადაწყვეტილებას? ამ გადაწყვეტილებას ხომ მოსკოვში იღებდნენ? ეს ხომ რუსული იმპერიალისტური გადაწყვეტილებაა? ამით ირაკლი კობახიძე ამართლებს 1921 წელს რუსეთის შემოჭრას საქართველოში. მაშინაც საბჭოთა არმია შემოვიდა და ორჯონიკიძე მოუძღოდა, ვიღაც ეთნიკურად სომეხი იყო, ვიღაც ეთნიკურად ებრაელი ბოლშევიკი, ვიღაც ეთნიკურად ქართველი ბოლშევიკი... ამით ირაკლი კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომსაც ამართლებს. ეს ირაკლი კობახიძეს რაში დასჭირდა კი არა, ეს რუსეთს დასჭირდა და რუსეთის დასახმარებლად ამბობს ამას ირაკლი კობახიძე.
ეს რუსოფობიის ისტერიკა მოსკოვიდან მოდის. ირაკლი კობახიძე სანამ რუსოფობიაზე დაიწყებდა საუბარს, მანამდე რუსოფობიაზე საუბარი დაიწყო მარია ზახაროვამ, ლავროვმა, პუტინმა... ანუ ეს არის ის, რაც მოსკოვში მომზადდა და მოსკოვში მომზადებულ გეგმას, რომელიც მოსკოვში გახმოვანდა უკვე, დღეს საქართველოში ირაკლი კობახიძე ახმოვანებს“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 00:04
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი
მე მაქვს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, მათი [ოპოზიციის] ყოფილი მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზეზით საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო პოლონეთში ბოდიშს უხდიან.
18 სექტემბერი 2026, 00:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია
როგორც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რადიკალები ახლა შეთქმულების თეორიებში ეძებენ დამნაშავეს, რეალურად კი ამ მდგომარეობაში თავი თავადვე ჩაიგდეს.
17 სექტემბერი 2026, 23:49
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს - უკრაინულ მხარეს 252 დაღუპულის ცხედარი გადაეცა, რუსულ მხარეს კი 23
ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე „ნოვაია გუტას“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულ სამხედროთა ცხედრების მორიგი გაცვლა შედგა.
17 სექტემბერი 2026, 23:44
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს. ძალიან ბევრი ფულია შეჭმული და ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთი დამკვეთები დღეს სთხოვენ
ამათ რა ოპონირება უნდა გაგვიწიონ, ვინ მისცემთ ხმას?! ისეთ დღეში არიან, რომ არცერთ ქვეყანაში არცერთი ოპოზიცია არ მინახავს, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
17 სექტემბერი 2026, 23:40
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის და გარე ძალების ურთიერთობაზე: იმის გამო, რომ მათ [გარე ძალებმა] დაუშვეს შეცდომები, არის ეს მძიმე სიტუაცია შექმნილი. საბოლოო ჯამში მივიღეთ, რომ ეს ორგანიზაციები [პარტიები] სიკვდილის პირას მიიყვანეს მათ თავისი არასწორი ნაბიჯებით
„აგენტი ახალი არ ჰყავთ, ამიტომ იცავენ ამათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ისეთი კატასტროფული შეცდომები დაუშვით თქვენ და დააშვებინეთ თქვენს პარტნიორებს, რომ კატასტროფის წინაშე მიიყვანეთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გარე ძალებისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს
ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, მათ პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ეს ნაბიჯები გადაადგმევინეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, ოპოზიციაში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციას რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი არ ეთქვა, დღეს პარლამენტში სხვა პოლიტიკური შეჯიბრი იქნებოდა.
17 სექტემბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან, თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს
კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ არჩევნებით, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში წერია, რომ შენ ხელისუფლებიდან შეიძლება ჩამოგაცილონ, მიღებული მანდატებიც კი ჩამოგართვან თუ არაკონსტიტუციურად მოქმედებ და ამას სასამართლო დაადგენს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 23:27
მსოფლიო
The Associated Press: ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა
ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები დაუმტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის ომი ჩიხშია შესული. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press-ი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე: აქ იყო ლაპარაკი იმ თემაზე, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში ემოქმედათ, სამწუხაროდ ეს ასე არ გააკეთეს. ისინი კვლავ იმ ნარატივში რჩებიან, რომ ხელისუფლება არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური
ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ვისაუბრო მტკიცებულებებზე, სარჩელი აიტვირთება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ყველა ნახავს ჩვენს არგუმენტებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, გახარიას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას. მისი თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“, ჰქონდა შესაძლებლობა კონსტრუქციულობისკენ ნაბიჯის გადადგმისა, თუმცა საპირისპიროდ იმოქმედეს.
17 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო
ალიანსები შექმნეს და თავისი მიზნები არც დამალეს - არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების ჩამოშორება. შემდეგ დაიწყეს არაკანონიერი ფულის ათვისება შიდა პოლიტიკურ საკითხებში და ჩვენ ამის მტკიცებულებები გაგვაჩნია. ზოგიერთი მტკიცებულება თვითონ შეგვაქმნევინეს. ფონდებს უხდიდნენ მადლობებს, რომ რა კარგი ქენით, რომ თანხები გადმოგვირიცხეთ, როდესაც ადგილობრივ არჩევნებში გავდიოდითო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა, იმ პარტიებზე საუბრისას, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდნენ.
17 სექტემბერი 2026, 23:08
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კი გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას, გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
17 სექტემბერი 2026, 22:32
მსოფლიო
ტრამპი: პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ლიდერობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის განთავსების მიმართულებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლონეთში ამერიკული არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
17 სექტემბერი 2026, 21:41
მსოფლიო
The Economist: ოქტომბრისთვის რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა კიევში „ნამდვილი ჯოჯოხეთი“ დაატრიალონ
რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მასშტაბურ იერიშებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, არსებობს საფრთხე, რომ ოქტომბრამდე დედაქალაქში სურსათის, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების მუშაობა მწყობრიდან გამოვიდეს.
17 სექტემბერი 2026, 21:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ
„გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად, ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი, ცეკვას განაგრძობენ.
17 სექტემბერი 2026, 21:04
რეგიონი
„რთველი 2026“ დაიწყო. წელს მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რთველი 2026“ დაიწყო. უკვე 12 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს საკოორდინაციო შტაბი.
17 სექტემბერი 2026, 20:59
სამართალი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმის გამოყენებით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად აღსრულდეს და აღდგეს სამართლიანობა დაზარალებულებისთვის.
17 სექტემბერი 2026, 20:55
რეგიონი
გორში „მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026“ გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ “მეცნიერების რეგიონულ ფესტივალში” მიიღო მონაწილეობა.
17 სექტემბერი 2026, 20:53
სამართალი
რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო მოქალაქეებს მოსამართლეებმა ჯარიმა დააკისრეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის სამმართველოს მიერ შედგენილი 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს რაიონულმა და საქალაქო სასამართლოებმა.
17 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციაში დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ამჯერად, ლევან ხაბეიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი გახდა. ის ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებს, თუმცა მის კრიტიკას საკუთარ თავზე არავინ იღებს.


