ირაკლი კობახიძე: „ნამახვანის“ პროექტის განხილვისას აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს, შეგვიძლია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერავინ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
როდესაც განიხილებოდა „ნამახვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნამახვან ჰესის“ გარშემო კამპანიაში ჩართული იყვნენ კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული ენჯეოები, ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული კამპანია.
„ყველა ინვესტიციის მიმართ ზოგადად აწარმოებენ ასეთი ტიპის კამპანიებს. ახლა ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და ზოგადად ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით. მთელი ჩვენი გენერაცია არის 4800 მგვტ და გვინდა 10-წლიან პერსპექტივაში ეს გენერაცია გაიზარდოს 11 500 მგვტ-მდე, რაც ნიშნავს მრავალი ჰესის მშენებლობას, ქარის სადგურის და მზის სადგურის მშენებლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ პროექტთან დაკავშირებით იქნება ასეთი მცდელობები. როდესაც განიხილებოდა „ნამახვანის“ პროექტი, მაშინ აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, დღეს აგენტურა არის პრინციპულად დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო არის პრინციპულად გაძლიერებული, შესაბამისად, თუ წარსულში ასეთი ტიპის კამპანიები იყო მეტ-ნაკლებად წარმატებული, დღეს და ხვალ ასეთი კამპანიების წარმატებას არავითარი რესურსი არ აქვს.
იყო მთელი კამპანია, მათ შორის ამ კამპანიაში ჩართული იყვნენ მთელი ენჯეოები, მათ შორის საია EMC, კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული ენჯეოები, ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული კამპანია. ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, მათ შორის გულწრფელი ადამიანებიც ჩართეს ამ ღონისძიებებში, თუმცა მთლიანად კამპანია იყო ორკესტრირებული და მათ შორის ეს კამპანია იყო უცხოეთიდან გრანტებით დაფინანსებული და უცხოური აგენტურა იყო პირდაპირ ჩართული ამ კამპანიაში. თუმცა ერთი მხარე არის უცხოური აგენტურა, რომელიც მაშინ იყო უფრო მეტად ძლიერი და მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც შედარებით სუსტი იყო ობიექტური მიზეზების გამო. დღეს არის რადიკალურად განსხვავებული ვითარება, მათ შორის ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რამაც უზრუნველყო აგენტურის დასუსტება, სახელმწიფოს გაძლიერება და ამ პირობებში სამომავლოდ შეგვიძლია, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ვერავინ ამ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებს ვეღარ შეაფერხებს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
18 სექტემბერი 2026, 15:58
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ირაკლი შატაკიშვილი აირჩიეს
ირაკლი შატაკიშვილის კანდიდატურა, პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
18 სექტემბერი 2026, 15:55
საზოგადოება
გივი მიქანაძე: თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ
თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სამინისტროში ექსპერტიზის დასკვნა ოფიციალურად 17 სექტემბერს შემოვიდა და ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო ერთადერთი და უალტერნატივო - ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
18 სექტემბერი 2026, 15:51
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების შეხვედრას მასპინძლობს
მოხარულები ვართ, რომ საქართველო რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას მასპინძლობს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ თბილისში რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრისას.
18 სექტემბერი 2026, 15:48
პოლიტიკა
IAEA-ს 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 70-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი IAEA-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ჰუა ლიუს შეხვდნენ.
18 სექტემბერი 2026, 15:41
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
18 სექტემბერი 2026, 15:41
პოლიტიკა
ბერლინში „ფეისბუქ“-პოსტის გამო ოპოზიციის აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ოპოზიციის აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელიც ბერლინში იმყოფება, ამბობს, რომ გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
18 სექტემბერი 2026, 15:34
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება
სინდისის პატიმრები არ არსებობენ, არიან პატიმრები, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართულები და მიუხედავად იმისა, რომ მათი დანაშაული არის საკმაოდ მძიმე თავისი შინაარსით, ჩვენ მზად ვართ, ვაპატიოთ თითოეულ მათგანს, თუ იქნება მათი მხრიდან სინანული და აღიარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:29
პოლიტიკა
პრემიერი: ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა იმისათვის, რომ არცერთ უცხოურ ძალას არ ჰქონდეს საქართველოში აგენტურული საქმიანობის თავისუფლად წარმოების საშუალება
ვინც მუშაობდა NGO-ში, ყველა აგენტი არ არის, უბრალოდ NGO, როგორც ასეთი, არის ფენომენი, რომელიც იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:26
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე: არსებულ პრობლემებზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრებით
„აქ ბრალეულობაზე არ არის საუბარი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადო შესაბამისი დასკვნა და როგორც კი ის ინფრასტრუქტურის სამინისტროში შემოვიდა, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, განათლების სამინისტროს გადაეგზავნა. განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის N 21 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით.
18 სექტემბერი 2026, 15:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა
ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:23
საზოგადოება
თბილისის ბაღებში საკვებით ინტოქსიკაციის შედეგად კლინიკებში მოთავსებულები მკურნალობას განაგრძობენ - სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიაში გადაგზავნილი ნიმუშების შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროებს. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. შესაბამის მოქმედებებს ატარებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
18 სექტემბერი 2026, 15:20
პოლიტიკა
პრემიერი: თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს დანაშაულს, ისინი დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მათი დანაშაული, როდესაც რადიკალებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს, თუ რა არის მათი რეალური მიზანი - რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება
ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ თავის დროზე ჩადენილი, ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც იყენებდნენ აქციების დროს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:18
მსოფლიო
მედია: თურქეთში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და პროსტიტუციის საქმეებზე 18 მსახიობი, მომღერალი და ყოფილი ფეხბურთელი ჰასან შაში დააკავეს
თურქეთში, სტამბოლის ბაქირქოის რაიონის პროკურატურის მიერ ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჟანდარმერიის თანამშრომლებმა ცნობილი ადამიანების წინააღმდეგ ორი სპეცოპერაცია ჩაატარეს. საქმეზე 24 პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, მათგან 18 უკვე დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
18 სექტემბერი 2026, 15:08
სამართალი
სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა
სიძულვილის ენის გამოყენებისთვის ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე 1500 ლარით დააჯარიმა
18 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
პრემიერი: უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ქალაქებთან და სოფლებთან
უცხოური აგენტურა ვერ მალავს გაღიზიანებას, მათ არ უხარიათ არაფრის აშენება, განვითარება, წინსვლა, რაც დაკავშირებულია ზოგადად ჩვენს ქვეყანასთან და ეს ე.წ. პერფორმანსიც არის ამ ყველაფრის მორიგი გამოხატულება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დედაქალაქში ახალი სკვერის გახსნისას ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გამართულ აქციას შეეხებოდა.
18 სექტემბერი 2026, 15:01
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით 2021 წლიდან, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ შევძელით ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრა
რომ ავიღოთ 7 თვის მონაცემები, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ტემპს ვინარჩუნებთ, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, 2021 წლიდან მოყოლებული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 15:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარი გამჭვირვალობის კანონმდებლობაში კიდევ უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რადგან გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი
როდესაც ვიღაც გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები და ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
18 სექტემბერი 2026, 14:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სემინარზე: ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე, თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
ჩვენ ბოლომდე დავინტერესდებით, რასთან გვაქვს საქმე. თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, ამაზე გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ სემინართან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
18 სექტემბერი 2026, 14:56
პოლიტიკა
პრემიერი: გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, იმისათვის, რომ ვითარება გამოგვესწორებინა, მათ შორის ინსტიტუციური გადაწყვეტილებებიც მივიღეთ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურ ტემპში უზრუნველყოფს სკოლების მშენებლობას და რეაბილიტაციას
ჩვენ გვქონდა გამოწვევები განათლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


