18 სექტემბერი 2026, 17:27 / სანდო წყარო

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ცხინვალის რეგიონში ჩატარებული უკანონო, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის თავისუფალ ნებას და შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველსა და ლეგიტიმურობას.

„ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებული უკანონო, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განხორციელების პირობებში, როდესაც რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები უხეშად და სისტემატურად ირღვევა, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის თავისუფალ ნებას და შესაბამისად, მოკლებულია რაიმე სახის სამართლებრივ საფუძველსა და ლეგიტიმურობას.

საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გაცხადებული პოლიტიკისა და პრინციპების ერთგული რჩება, რომლის განუყოფელი ნაწილია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, რაც კონფლიქტის შედეგად ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ალუდა ღუდუშაური

18 სექტემბერი 2026, 18:10

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური „გამჭვირვალობის კანონზე“: ყველა ცდილობს, რომ თავისი გავლენის სფეროები შექმნას, გააძლიეროს, გააფართოოს და ა.შ. ეს არის მსოფლიო პოლიტიკის ნაწილი. მაგრამ არის მეორე საკითხი, როგორი იქცევი შენ - პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო და როგორ ახერხებ ამის დაცვას, პრევენციას და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას ამის საპასუხოდ

მისი თქმით, გარე ჩარევების მაქსიმალური შეზღუდვისთვის, როგორც აშშ, ასევე, ევროპის წამყვანი ქვეყნები ამ მიმართულებით კანონებს ამკაცრებენ.

შალვა პერანიძე

18 სექტემბერი 2026, 18:09

საზოგადოება

შალვა პერანიძე: სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, როდესაც ყველა დერეფანი შეერთდება, დედაქალაქის მოსახლეობა კომფორტულად და დროულად გადაადგილებას შეძლებს

მე საკრებულოში დიდი დიღმის მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ბასლაინს აღმაშენებლის ხეივანზე და მარშალ გელოვანის გამზირზე, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა პერანიძემ განაცხადა.

ალუდა ღუდუშაური

18 სექტემბერი 2026, 18:06

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული სახელმწიფოსთან და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული. თუ ეს არ იყო გრანტი, მაშინ რა იყო?!

თუ გრანტის გადაცემა არ ხდებოდა, განმარტონ რასთან გვქონდა საქმე. ვხედავთ, რომ არ იყო შეთანხმებული და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გრანტების შესახებ კანონი არის დარღვეული, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“.

დავით სონღულაშვილი

18 სექტემბერი 2026, 18:05

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მიღწევის მოლოდინსა და რთველის შედარებით გვიან დაწყების მიზეზებზე ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:56

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს

მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში გააკეთა, სადაც ის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.

დავით სონღულაშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:52

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ღვინის ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება როგორც სექტორის განვითარებას, ისე ჩვენი მევენახეების ინტერესებს

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, კახეთში რთველი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პიკი ჯერ არ დამდგარა. ამ დროისთვის დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 15 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საქართველოში მოსალოდნელია ყურძნის რეკორდული მოსავალი და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს.

მეთიუ უიტაკერი

18 სექტემბერი 2026, 17:45

მსოფლიო

აშშ-ის ელჩი ნატოში ჩეხეთს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდებს

ჩეხეთმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რათა ნატოს მიერ განსაზღვრულ მიზნებს მიაღწიოს, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა.

18 სექტემბერი 2026, 17:43

საზოგადოება

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი: ჩემი ვიზიტი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ძალიან დროული იყო ინოვაციების სამიტის სამზადისის პროცესში, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში, კერძოდ, თუმოში (TUMO). დიდი სიამოვნებით შევხვდი სტარტაპებს, რამაც მოგვცა გარკვეული იდეები და მოსაზრებები ინოვაციების სამიტისთვის, რომელიც ასევე ქუთაისში გაიმართება გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა (UN Tourism) და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ეგიდით“ - განაცხადა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ნასერ ალ ნუვაისმა.

ნიკოლას სტინბერგენი

18 სექტემბერი 2026, 17:42

ეკონომიკა

J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით

მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად, - განაცხადა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.

18 სექტემბერი 2026, 17:36

პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს - მათში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების ჩათვლით - რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:31

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების მომსახურების საფასური გაუქმდეს

მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.

18 სექტემბერი 2026, 17:29

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ხელოვნების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი - „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი“ გაიხსნა. ღონისძიებას KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლამ (AUD) უმასპინძლა.

შალვა სუთიაშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:17

პოლიტიკა

შალვა სუთიაშვილი: ჩვენი ხელისუფლება სიტყვით კი არა, საქმით დგას თითოეული ახალგაზრდის გვერდით

ეს ციფრები და კონკრეტული პროგრამები მკაფიო და ხელშესახები დასტურია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება სიტყვით კი არა, საქმით დგას თითოეული ახალგაზრდის გვერდით. ჩვენ ამით არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ყოველ მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს, იმოგზაუროს, დაკავდეს სპორტით და გახდეს ჩვენი ქვეყნის წარმატების თანამონაწილე“, - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.

რიკარდ იოზვიაკი

18 სექტემბერი 2026, 17:16

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე კვლავ ვერ შეთანხმედნენ

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

18 სექტემბერი 2026, 17:08

სამართალი

პროკურატურა: საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს, მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა

საქართველოს პროკურატურა გიორგი ჩახუნაშვილის და ზაქრო ალბუთაშვილის საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს.

თინათინ ნიბლოშვილი

18 სექტემბერი 2026, 16:59

პოლიტიკა

თინათინ ნიბლოშვილი: პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა საჯარო სამსახურებში ანაზღაურებად სტაჟირებაზე ახალგაზრდების მომავალზე ზრუნვაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომელიც საჯარო სამსახურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ეხება, კიდევ ერთი დასტურია ახალგაზრდების მომავალზე, მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვისა ,- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გააკეთა.

გიორგი ჩახუნაშვილი

18 სექტემბერი 2026, 16:58

სამართალი

გიორგი ჩახუნაშვილმა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია, ამავე საქმეზე მსჯავრდებული ზაქრო ალბუთაშვილი კი, საპატიმროს 8 ოქტომბერს დატოვებს.

18 სექტემბერი 2026, 16:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნატა ფერაძეზე: „რეჟიმისგან“ გაქცეული პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა. რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს, რითაც იგი ნატა ფერაძის განცხადებას ეხმიანება.

18 სექტემბერი 2026, 16:56

მსოფლიო

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.