21 სექტემბერი 2026, 09:39 / სანდო წყარო

გურამ ფალავანდიშვილი: არაბიზაცია არის ტყუილი, არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება - საქართველოში ბოლო 3 წელიწადში ნამდვილად მოხდა მიგრანტების გახუთმაგება, ოღონდ, უკრაინის ომის გამო და არა მუსლიმი მიგრანტების ხარჯზე, როგორადაც სურთ წარმოაჩინონ მავანთ, რათა ქრისტიანი მოსახლეობის ფართო ფენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ

გურამ ფალავანდიშვილი

გურამ ფალავანდიშვილი

არაბიზაცია არის ტყუილი. არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება, - წერს გურამ ფალავანდიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, კრწანისში მშენებარე ბინებიდან, არაბებს მხოლოდ 2-3 პროცენტი აქვთ ნაყიდი, ასევე, მოჰყავს 2024 წლის აღწერის შედეგები, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებიდან არაბები მოსახლეობის 0.32 პროცენტს შეადგენენ.

როგორც ფალავანდიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ბოლო 3 წელიწადში მიგრანტების რიცხვი უკრაინის ომის გამო, სლავი ლტოლვილების ხარჯზე გახუთმაგდა და არა მუსლიმი მიგრანტების ხარჯზე, თუმცა, დაინტერესებულ პირებს, სურთ რომ სხვაგვარად წარმოაჩინონ და ქრისტიანი მოსახლეობის ფართო ფენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ.

„500 მშენებარე ბინიდან, რომელიც კრწანისში უკვე გაიყიდა, არაბებს მხოლოდ ბინების 2-3% აქვთ ნაყიდი. ასევე მთელი თავისი სააგენტოებით თუ სამშენებლო ჯგუფების გათვალისწინებით სადღაც იგივე პროცენტი აქვთ ნაყიდი ჯამში მთელ საქართველოშიც. აქედან კი ალბათ 10 წილი ბათუმში და 1 თბილისში. ბათუმში მათ მიერ შეძენილი ბინები კი არის ძირითადად ტურისტული, იოლად გასაქირავებელი, გადასაყიდი, სასტუმროს, სტუდიოს ტიპის და არა წვრილშვილით ჩასასახლებელი. ასევე არ დასტურდება, არც რამე ფაქტებით, ან კადრებით არც ერთი ჭორი, არაბ ოჯახებს, ან ბაზალეთში, ან წინარეხში, ან წეროვანში ... ან სადმე სოფლად, არა თუ ათასობით, არამედ თუნდაც 5 ოჯახს კომპაქტურად ეცხოვროთ.
ზოგადად კი მდიდრების შემოსევა არ არსებობს. თან დაბადებით მილიონერი ემირატების არაბები სად უნდა გადასახლდნენ, როცა თავის ქვეყანაშიც კი უდიდეს უმცირესობაში არიან, კერძოდ 10 პროცენტი თვითონ და 90 უცხოელები, ძირითადად ევროპელები. უბრალოდ ვინაიდან ნავთობი მილევადი პროდუქტია, ისინი მისგან ნაშოვნ თანხებს მთელ მსოფლიოში აქტიურად აბანდებენ სხვადასხვა ბიზნესებში, მათ შორის უძრავ ქონებაში, მაგრამ არა სადმე გადასახლების, არამედ წმინდა ბიზნესის, ფულის მოგების, კომერციის მიზნით.

კერძოდ, მაგალითად ეს ნახევრად სახელმწიფო სამშენებლო კომპანია იგლ ჰილსი, პარალეურად კიდე 7-8 ევროპულ ქვეყანაში ახორციელებს მეგა პროექტებს, მაგრამ არსად არავის დაუწუწუნია რომ იქ არაბიზაცია ხდება, რადგან, უშუალოდ არაბების მიერ შეძენილი ბინების რაოდენობა, საქართველოსი არ იყოს, ყველგან უმნიშვნელოა.
მაგალითად:
იტალია - 1-3%
ხორვატია - 2-5%
მონტენეგრო - 3-7%
ლატვია - 1-2%
ალბანეთი - 2-8%
სერბეთი - 1-3%
მიგრაცია
საქართველოში ბოლო 3 წელიწადში ნამდვილად მოხდა მიგრანტების გახუთმაგება, ოღონდ ეს მოხდა უკრაინის ომის გამო, სლავი ლტოლვილების ხარჯზე და არა მუსლიმი მიგრანტების, როგორადაც სურთ წარმოაჩინონ მავანთ, რათა ქრისტიანი მოსახლეობის ფართო ფენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ.

რაც შეეხება ფერადკანიან ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ჩვენ შეგხვდნენ სადმე სპორტულ მოედნებზე, საქეიფო დარბაზებში თუ ღია სივრცეებში, აბანოთუბანში, მათ ზეიმზე პატარა მეჩეთში, ვერ დატეულნი ქუჩებში მოზღვავებისას (ისე კი ნეტა არც ეს პატარა და საერთოდ არცერთი მეჩეთი არ არსებობდეს საქართველოში) , ან ახალ წლის აღსანიშნად მოწყობილ სივრცეებში... თუ კარგად დავაკვირდებით მათი უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდაა, რადგან ისინი არიან ან ტურისტები (1 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად) ან სტუდენტები (50 ათასამდე ფერადკანიანი სტუდენტია დაახლოებით) და არა ბარგი ბარხანით, მოხუცებითა და ბავშვებით მომდგარი ლტოლვილები სამუდამოდ აქ დასამკვიდრებლად.
ზოგი აჟიტირებული პოლიტიკოსი იქამდეც კი მივიდა, რომ ლამის 4 მილიონ საქართველოს მოქალაქეებში გვიმტკიცებს, რომ სუფთა ქართველები 1.5 - 1.3 მილიონიღა დარჩნენ, ხოლო დანარჩენი უკვე მთლიანად უცხოტომელები არიან.

მკითხველისთვის ამ ყველაფრის აბსურდულობის დასამტკიცებლად ვფიქრობთ აბსოლუტურად საკმარისია, სტატისტიკის სამმართველოს მიერ გავრცელებული 2024 წლის აღწერის ერთი კვლევის გაცნობაც კი, საქართველოში მუდმივად მცხოვრებელი ეთნიკური ჯგუფების შესახებ. ეთნიკური შემადგენლობა საქართველოს 2024 წლის აღწერით (ამ სიაში შედიან ადამიანები, რომლებიც 12 და მეტ თვეს მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში) :
სულ 3.929.581 ადამიანი:
ქართველი - 3.303.073 / 84.1%
აზერბაიჯანელი - 268.832 / 6.8%
სომეხი - 169.296 / 4.3%
რუსი - 42.545 - 1.08%
ინდოელი - 23.996 / 0.62%
უკრაინელი - 14.443 / 0.37%
ოსი 12.611 / 0.32%
არაბი - 12.533 / 0.32%
იეზიდი 11.324 / 0.29%
ბელარუსი - 4.558 / 0.12%
ირანელი 4.304 / 0.11%
აფხაზი - 907/ 0.02%
(შენიშვნები:
1. ჯამში, საქართველოში მაცხოვრებლების 1% - ზე ნაკლები, 23.300 ინდოელების (0.62%) და 12.611 არაბების / (0.32%) უდიდესი უმრავლესობა, ძირითადად ყველა სამედიცინო განხრის სტუდენტები არიან, რომლებიც საქართველოს დიპლომის მიღების მერე პრაქტიკულად ყველა თავის სამშობლოში ბრუნდება თავის ქვეყანაში წარმატებული საექიმო კარიერის გასაკეთებლად.
2. 907 ეთნიკურ აფხაზში იგულისხმება მხოლოდ ის პირები ვინც აქეთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და არა ოკუპირებულში)." - წერს ფალავანდიშვილი.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2026, 10:07

საზოგადოება

ComCom-მა ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ მესამედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“ უკვე მესამედ აცხადებს. საქართველოს მასშტაბით სკოლებს საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ინფორმაციას ComCom-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 09:53

მსოფლიო

ზელენსკი და ტრამპი ნიუ-იორკში შეხვედრაზე შეთანხმდნენ

როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, რუსტემ უმეროვმა Axios-თან საუბარში დააზუსტა, პრეზიდენტების შეხვედრა 22 სექტემბერს არის მოსალოდნელი. ამ დღეს ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

პრესლი გერბერი

21 სექტემბერი 2026, 09:44

კულტურა

სინდი კროუფორდის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი 27 წლისა გარდაიცვალა

ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისის ცნობით, გერბერი კვირას, სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი მითითებული არ არის. კროუფორდის პრესმდივანმა ცნობა დაადასტურა და CNN-ს განუცხადა: „ოჯახი ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ უაღრესად მძიმე და მტკივნეულ დროს“.

21 სექტემბერი 2026, 09:31

რეგიონი

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობა და შესაბამისი უწყებები კოორდინაციას უწევენ აღდგენითი ღონისძიებების მიმდინარეობას. ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. დარჩენილ ლოკაციებზე შესაბამისი სამსახურები მოსახლეობასთან კომუნიკაციას და საჭიროებების შესწავლას აგრძელებენ. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა.

21 სექტემბერი 2026, 09:28

მსოფლიო

ნიუ-იორკში აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

„მიგვაჩნია, რომ მსოფლიოში პირველ და მეორე AI- სახელმწიფოს შორის გაურკვევლობიდან მეტ გამჭვირვალობაზე გადასვლა უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბესენტმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

21 სექტემბერი 2026, 09:24

მსოფლიო

პოლონეთში კაცი ტუსკის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც სოციალურ ქსელში დონალდ ტუსკის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნებას ედავებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, 56 წლის კაცმა ვიდეო სოციალურ ქსელში 18 სექტემბერს განათავსა. ეჭვმიტანილის დაკავებისას პოლიციამ მისი ბინიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო. დაკავებულს ბრალს უახლოეს ხანებში წარუდგენენ.

გიორგი ჩაკვეტაძე

21 სექტემბერი 2026, 09:23

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე გახარიას პარტიაზე: საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, რომ თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ. ეს იყო კოორდინირებული მათი საერთაშორისო პატრონების მხრიდან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ ნაწილს დესტრუქციულობის იარლიყი მიანიჭეს, მეორე ნაწილს კი კონსტრუქციულობის საფარი

ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ მსგავს პარტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ სახელისუფლო პარტიის ახალი საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

21 სექტემბერი 2026, 09:18

მსოფლიო

რუსეთში, დუმის არჩევნებზე მმართველი პარტია ლიდერობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან, სადაც დუმის დეპუტატები აირჩიეს. წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ ხმათა 57,82%-ს აქვს. მეორე ადგილს „კომუნისტური პარტია“ იკავებს ხმების 13,48%-ით, მესამე პოზიციაზე კი 8,77%-ით ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაა.

ფრიდრიხ მერცი

21 სექტემბერი 2026, 09:11

მსოფლიო

მერცი არჩევნების შედეგებზე: მეკლენბურგი-წინა პომერანიის შედეგი ჩვენთვის კატასტროფა იყო. ახლა გვჭირდება ცვლილებები, ცვლილებებს კი სჭირდება ძალა

„დღეს არჩევნები ორ მიწაზე ჩატარდა და განსხვავებული შედეგები დაიდო. მეკლენბურგი-წინა პომერანიის შედეგი ჩვენთვის კატასტროფა იყო. ახლა გვჭირდება ცვლილებები, ცვლილებებს კი სჭირდება ძალა. ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, შეუპოვრობასა და მოთმინებას. მე გამოვავლენ ამ თვისებებს, როგორც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე და ქვეყნის კანცლერი“, - განაცხადა მერცმა.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2026, 08:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებისა და ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია და ამის გარეშე ქვეყანა ვერც განვითარდება და ვერც გადარჩება

შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

პატრიარქი შიო მესამე

21 სექტემბერი 2026, 08:40

საზოგადოება

უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს.

ნიკა გვარამია

21 სექტემბერი 2026, 08:29

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: მათ არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები, მტრობა სიყვარულით ვერ შეიცვლება

ნიკა გვარამია ანტიაფხაზურ პროპაგანდას განაგრძობს. ჯერ აფხაზეთის დავიწყებაზე ლაპარაკობდა, ამჯერად კი ქართველები და აფხაზები ერთმანეთის მტრებად გამოაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2026, 08:16

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშია

პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ირაკლი კობახიძე, გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, 24 სექტემბერს კი დებატებზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტსა და მშვიდობის თემაზე გამართულ ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიას, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.

21 სექტემბერი 2026, 08:12

სამართალი

სახელისუფლებო პარტიის ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

სახელისუფლებო პარტიის ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა. მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ცვლილებებისთვის, ლელოსა და ფედერალისტების გარდა, გახარიას პარტიის აკრძალვასაც ითხოვს. მმართველი გუნდის განმარტებით, პარტიები, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის გაღვივებით არიან დაკავებულები, მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე არ არის.

21 სექტემბერი 2026, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში გაუძღვება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

მე ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში და აშშ, რომელიც იყო ევროკავშირის ფინანსური და ეკონომიკური წარმატების მთავარი გარანტი, ევროკავშირს აღიქვამს კონკურენტად და აღარ აღიქვამს პარტნიორად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ

ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.