შალვა პაპუაშვილი: ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ მათ შორის ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. არ გვინდა ჩვენ, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ მათ შორის ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. არ გვინდა ჩვენ, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე , - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბახმაროში გამართული სემინარის შეფასებისას.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რა საფრთხეს ხედავს ლექციებსა და სემინარებში.
„როდესაც ადამიანი არ აღიარებს არჩევნებს, ხელისუფლებას, კანონებს, არის „ნაცმოძრაობის“ სიით პარლამენტში შემოსული, რადიკალიზმის განსახიერება რომაა და ამ ადამიანს მისცემ პოლიტიკური პროექტის პლატფორმას შენი დაფინანსებით, გამოდის, რომ რადიკალიზმს აფინანსებ საქართველოში. რასაც საჯაროდ ისმენთ არმაზ ახვლედიანისგან, სავარაუდოდ, ეს ითქმის იქაც [სემინარებზე]. დემოკრატიის არ აღიარება თქვენი აზრით კრიტიკაა?! ეს არის ანტიკონსტიტუციური ქცევა. „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბის“ და ამგვარი ყველა უცხოეთიდან დაფინანსებული პროექტების მიზანი იყო - ტვინის გამორეცხვა, რადიკალიზაცია. სწორედ ამგვარი პროექტების შედეგია, რომ საქართველოში ჩვენი ყველანაირი პროტესტების ისტორიაში პირველად, 2023 წელს გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილი“, რომელიც ადამიანს ცოცხლად წვავდა. გამოიყენა იმ ადამიანმა, გმირად რომ გამოაცხადეთ, სახელიც რომ აღარ გვახსოვს და გაქრა. მეორედ უკვე 10 „მოლოტოვის კოქტეილი“ და მაშხალები გამოიყენეს. როგორ მოხდა, რომ საბჭოთა კავშირიდან ისე გამოვედით, 9 აპრილმა ისე ჩაიარა, რომ ქართველი, პროტესტის გამომთქმელი მოძალადე არ ყოფილა?! იმის შემდეგ, სხვადასხვა ხელისუფლების დროს აქციები იმართებოდა, არასდროს ყოფილა მოძალადე აქციის მონაწილე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველებისთვის ყველაზე საამაყო იყო ხოლმე ყველა დროში ყველა აქციის მონაწილე.
„ფოთოლიც არ ჩამოვარდნილა, ვიტრინაც კი არ დამტვრეულა მაშინ, როდესაც პარიზში ამტვრევენ და ამსხვრევენ. ამტვრევენ და ამსხვრევენ-ის იდეოლოგია რომ შემოვიდა, ხომ ფაქტია?! სირცხვილია, როდესაც რადიკალი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის გვერდით ვხედავდით ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს, თუ ელჩს. შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ იქნება - რადიკალი ვერ აღზრდის პატრიოტს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ მარტო ის დააშავა ევროსაბჭოს ოფისმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის წევრ პოლიტიკოსს დაუფინანსა პოლიტიკური პროექტი, რაც პირდაპირ გულისხმობს, რომ რადიკალის მხარესაა. სერგი კაპანაძე, კანდელაკი და სხვები ასე დარბიან და ხან პარტიის წევრები არიან და ხან „ენჯეოები“. სისულელეს, რომ არ არის პოლიტიკოსი, იმით გაჯერებენ, რომ ერთი-ორი ელჩი ამოუდგება და არ არის არაფერიო. სერგი კაპანაძე დიქტატორული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ჰოპ გადახტა, გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია და დისკუსიაზე ეჯდათ როგორც ხალხის ხმა და „ენჯეო“. 2012 წელს ისევ გადმოხტა პოლიტიკაში, ისევ „ნაცებში“ და ვიცე-სპიკერი იყო პარლამენტში. 2020 წელს ისევ გადახტა „ენჯეოში“ და იყო [უცხოეთიდან] ფულის მიცემა და ა.შ. ეს ხომ პირდაპირ ადასტურებს, რომ ესენი არიან ადამიანები, ვინც აგენტურულ საქმეს აკეთებენ, ასრულებენ დავალებებს, რომლებიც გარედანაა წამოსული?! ჩვენ ევროსაბჭოს წევრები ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. ეს ჩვენი ორგანიზაციაა და ჩვენ ვაფინანსებთ მათ შორის ევროსაბჭოს და რომ შევხედოთ, საქართველოს მოქალაქეების ფულია, რომელიც ასე წავიდა სტრასბურგში და მობრუნდა ბახმაროში „ნაცი“ პოლიტიკოსის დასაფინანსებლად. არ გვინდა ჩვენ, რომ ქართველების ფული იხარჯებოდეს „ნაცების“ რადიკალურ პროექტებზე “, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი, საკითხს თანხმობა სჭირდება - ჰქონდა თუ არა ბახმაროში გამართულ კრებას სახელმწიფოს თანხმობა, „ქრონიკა“ არკვევდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით „ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ა[ა]იპ კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ სემინარ-შეხვედრასთან დაკავშირებით, „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უცხოური გრანტის გამცემს [დონორს] საქართველოს მთავრობისთვის თანხმობის გაცემის მიზნით არ მოუმართავს. შესაბამისად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია“.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2026, 13:11
მსოფლიო
ევროპეისკაია პრავდა: ევროკავშირის ელჩები პუტინისა და იანუკოვიჩის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ და ახალ შეხვედრას გეგმავენ
როგორც აღინიშნება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო დაწესებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელების განხილვა ნაშუადღევს გაგრძელდება. მოქმედი სანქციების რეჟიმი, რომლის სიის ფორმირებაც ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, მოიცავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარაზე.
21 სექტემბერი 2026, 13:05
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: მოსავლის ხარისხობრივად დაყოფა აუცილებელია, რადგან მოსავალს, დაბინავების გარდა, შემდგომი რეალიზაციაც სჭირდება
2026 წლის რთველზე საქართველოში ყურძნის უპრეცედენტო მოსავალს ელოდებიან. წინასწარი პროგნოზით, ქვეყანაში ყურძნის მოსავალმა შესაძლოა 320 ათას ტონას გადააჭარბოს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება.
21 სექტემბერი 2026, 12:52
საზოგადოება
საქპატენტში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სასწავლო პროგრამას 10 ქვეყნის წარმომადგენელი გაივლის, სწავლებას ქართველ სპეციალისტებთან ერთად ვარშავისა და ალიკანტეს უნივერსიტეტების პროფესორები გაუძღვებიან
საქპატენტში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO) თანამშრომლობით, მიმდინარეობს გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ სპეციალიზებული სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამა, რომელშიც 10 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.
21 სექტემბერი 2026, 12:32
მსოფლიო
ცნობილია რა თემებზე გაამახვილებს ტრამპი ყურადღებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
გაეროში ტრამპის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა სპარსეთის ყურის ექვსი არაბული ქვეყნის ლიდერებთან - იმ ფონზე, როდესაც ვაშინგტონი ირანთან კონფლიქტში თავის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. ტრამპის გამოსვლა გაეროში 22 სექტემბერს არის დაგეგმილი.
21 სექტემბერი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული. ეს იქნება აბსოლუტური ფეხით გადათელვა ჩვენი ხალხის კანონებისა. თუკი ეს სიმართლე იქნება, შესაძლოა, საჭირო იყოს კანონმდებლობის გადახედვაც
კატასტროფა და სკანდალი იქნება, თუკი ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისი იქნება კანონის გვერდის ავლაში გარეული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, თუ აუდიტის სამსახური დაადგენს, რომ ადგილი აქვს კანონის გვერდის ავლას, შესაძლოა, საჭირო გახდეს კანონმდებლობის გადახედვაც.
21 სექტემბერი 2026, 12:14
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი გვარამიაზე: როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა
ნიკა გვარამიას ბოლო განცხადება სცდება პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას! როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის „ურთიერთზიზღი ბუნებრივია“ და „ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები“, ეს სხვა არაფერია, თუ არა კონფლიქტის ხელოვნურად გაღვივების, იარების გაღრმავებისა და ქვეყნის ახალ ომში ჩათრევის მცდელობა - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 12:11
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 12:08
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი ყურძნის გარეშე შესაბამისი ხარისხის ღვინის წარმოება შეუძლებელია, ეს არის ერთიანი ჯაჭვი - მევენახიდან მეღვინემდე და საბოლოოდ საერთაშორისო ბაზრამდე
ღვინის სექტორში მიმდინარე ცვლილებები გულისხმობს მოსავლის ხარისხზე აქცენტის გაკეთებას. აღნიშნული სიახლეები მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოების წახალისებას და, შედეგად, კონკურენტუნარიანი ქართული ღვინის წარმოების ხელშეწყობას.
21 სექტემბერი 2026, 12:07
პოლიტიკა
პაპუაშვილი: სანამ ოპოზიცია ყბედობით არის დაკავებული, ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოში არცერთი რისკი არ რეალიზებულა
მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქტივისტი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რუსეთის მოქალაქეების მასიური შესვლის საკითხს.
21 სექტემბერი 2026, 12:05
საზოგადოება
საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი გრძელდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ქვეშეთი–კობის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტზეც, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 12:04
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: დღეს იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ასეთ პირობებში ქართული მეღვინეობის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ხარისხს.
21 სექტემბერი 2026, 12:01
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 12:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გერმანიის არჩევნების შედეგებზე: როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი
როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გერმანიაში მიმდინარე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
21 სექტემბერი 2026, 11:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს
ჩვენ ვართ მზად, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა - შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია ცალი მხრიდან ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრისას.
21 სექტემბერი 2026, 11:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა ყველაფრით, თავისი რიტუალები აქვთ და ყოველდღე ვხედავთ რუსთაველის გამზირზე მოდიან იმისთვის, რომ რიტუალი ჩაატარონ, ჰყავთ თავისი ქურუმი, რომელიც მათი ტელევიზიიდან ქადაგებს, აქვთ საკუთარი შეძახილები რიტუალის ჩატარების დროს, აქვთ საკუთარი სალოცავები ევროკავშირის დროშის სახით, რომელზეც ლოცულობენ
თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ქცევას, ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
21 სექტემბერი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ
გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
21 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთმა ზამთარში უკრაინაზე დარტყმებისთვის ყველაზე საშიში რაკეტების დაგროვება დაიწყო
აგვისტოდან, რუსეთმა უკრაინაში ბალისტიკური რაკეტების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირა და იერიშები რეაქტიული დრონების გამოყენება გაზარდა, რაც შესაძლოა უკრაინის ენერგეტიკაზე ზამთრის დარტყმებისთვის რაკეტების დაგროვებაზე მიუთითებდეს, - წერს Bloomberg-ი.
21 სექტემბერი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ
იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან [„იგლ ჰილსი“] დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
21 სექტემბერი 2026, 11:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს
ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ შევიდნენ იმ წყალში, რომელში შესვლამაც მათ არაფერი კარგი არ მოუტანა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა


