ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ პარლამენტში 2025 წელს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებული ტენდენციები წარადგინა
გოგა გულორდავა
ფოტო: ComCom
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
ანგარიშის წარდგენისას მან ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სექტორებში 2025 წელს განვითარებული ტენდენციები მიმოიხილა.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,855 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 120 მლნ ლარით მეტია. მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა 6.43 მლნ იყო, მათ შორის 1.68 მლნ იურიდიული პირი აბონენტი, ხოლო 4.75 მლნ - ფიზიკური პირი აბონენტი. მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაციამ 169% შეადგინა.
აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2025 წელს მობილური ოპერატორების საბაზრო წილები შემდეგნაირად განაწილდა: „მაგთიკომი“ - 41%, „სილქნეტი“ - 36%, „სელფი მობაილი“ - 23%, ხოლო მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორ „ეკლეკტიკის“ წილმა 0.4% შეადგინა. ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი (ARPU) 14.8 ლარი იყო.
გულორდავას განცხადებით, მობილური ინტერნეტით 2025 წელს 5.1 მლნ აბონენტი სარგებლობდა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტია. ბოლო ხუთ წელიწადში მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 8.2% შეადგინა.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1,212,000 შეადგინა - 54,000-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის პენეტრაცია შინამეურნეობებში 95.8% იყო. ქვეყნის 3,385 სოფლიდან ფიქსირებული ინტერნეტი 2,583 სოფელში იყო ხელმისაწვდომი.
მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 803 ათასი შეადგინა. ბოლო ხუთი წლის მონაცემებით, ამ აბონენტების რაოდენობის საშუალო წლიური ზრდა 2.75%-ია. მაუწყებლობის ტრანზიტის ყველაზე გავრცელებულ ტექნოლოგიად კვლავ IPTV რჩებოდა, რომლის წილი 87% იყო.
რაც შეეხება მაუწყებლობის სექტორს, 2025 წელს 108 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, 46 ლიცენზირებული და 12 ავტორიზებული რადიომაუწყებელი იყო. ასევე, ქვეყანაში 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი საქმიანობდა. მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 109 მლნ ლარი შეადგინა, მათ შორის სატელევიზიო კომერციული რეკლამის შემოსავალი 100 მლნ ლარი, ხოლო რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი - 7.7 მლნ ლარი იყო.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 643,842,117 ლარი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 150 მლნ ლარით მეტია. მაუწყებლების მიერ გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 47,200,867 ლარი შეადგინა, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ შეტანილმა თანხამ - 470,768,047 ლარი, ლიცენზირებიდან მიღებულმა შემოსავალმა - 125,816,349 ლარი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის სახით ბიუჯეტში 56,854 ლარი ჩაირიცხა.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 15:29
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: ის, რაც ბოლო დროს ბუდაპეშტიდან გვესმის, გაოგნებულებს გვტოვებს. თითქოს ვიქტორ ორბანი წავიდა, მაგრამ მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა ყვავის
„მიუხედავად ამ განცხადებებისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის მზაობასა და გახსნილობას, განავითაროს უნგრეთთან ორმხრივად სასარგებლო, პრაგმატული და პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა“, - აღნიშნა სიბიგამ.
22 სექტემბერი 2026, 15:16
პოლიტიკა
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ, საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ტელეკომ სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 15:12
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელ X-ში ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ უნგრეთს „კარპატების რვიანში“ (C8) გაწევრიანებაზე თანხმობა არასდროს განუცხადებია.
22 სექტემბერი 2026, 14:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს, რომელიც წარმოშობს ენერგეტიკული სატრანზიტო გზების სტაბილურობის უზრუნველყოფის საყოველთაო ინტერესს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა, რომელმაც ფორუმზე განსახილველ თემებზე და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
22 სექტემბერი 2026, 14:57
ეკონომიკა
ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა
თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 14:55
სამართალი
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ სამი მედიკოსის მიმართ საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
22 სექტემბერი 2026, 14:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში. პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით - „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვა, როგორც სტაბილურობის საყრდენი“, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მზარდ გეოპოლიტიკურ როლზე, შეერთებულ შტატებთან პარტნიორობაზე, ევროპულ ინტეგრაციასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა.
22 სექტემბერი 2026, 14:51
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი
„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
22 სექტემბერი 2026, 14:50
საზოგადოება
SARAS-ის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) უფროსმა, დავით მჭედლიძემ და აუდიტისა და პროფესიული განათლების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე ძაგნიძემ, ბაქოში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „აუდიტის ევოლუცია: მოთხოვნებთან შესაბამისობიდან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ნდობამდე“ მიიღეს მონაწილეობა.
22 სექტემბერი 2026, 14:48
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: თუ თქვენ ისეთი პროპაგანდის მაუწყებლობას ეწევით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ხელსაყრელი, რატომ უნდა მოგცეთ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური წვდომა?
„თუ თქვენ ისეთი პროპაგანდის მაუწყებლობას ეწევით, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა ხელსაყრელი, რატომ უნდა მოგცეთ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სპეციალური წვდომა? ეს არ არის აკრძალვა, ეს არის სპეციალური წვდომის შეზღუდვა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოვლენების არაკეთილსინდისიერად გაშუქებით არიან დაკავებულნი“, - განაცხადა ვენსმა.
22 სექტემბერი 2026, 14:48
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით
საქართველოსთვის ევროკავშირი იმიტომაც არის წარმოდგენილი კარგ დანიშნულების ადგილად, რომ ჩვენ ეს გვესახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობად და არა პირიქით, - ასე ეხმიანება ირაკლი კირცხალიას განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
22 სექტემბერი 2026, 14:48
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე ჰოკეის განვითარების ევროპის კომიტეტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბალახის ჰოკეის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს; საუბარი ასევე შეეხო ბალახის ჰოკეის მოედანს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს ჰოკეის ფედერაციას საჩუქრად გადასცა.
22 სექტემბერი 2026, 14:45
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძემ ბაბუშერის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
„ჩვენი ვალია, რომ დავაფასოთ ჩვენი გმირები, ჩვენი მებრძოლები, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ჩვენს ქვეყანას. დღეს პატივს მივაგებთ მათ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ჩვენი ვალია ეს სულისკვეთება, ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი ჩვენს მომავალ თაობას მეტი სიმტკიცით, ღირსებით გადავცეთ, რათა სულ მალე მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
22 სექტემბერი 2026, 14:43
პოლიტიკა
ილია ღლონტმა ოქტომბრის ძალადობრივი აქციები დაგმო: ეს იყო კატასტროფა და ამ ქვეყნის მიმართ დაშვებული შეცდომა
მოძრაობა „ქართული რესპუბლიკას“ წარმომადგენელმა, ილია ღლონტმა „ტიკ-ტოკის“ ეთერში ოქტომბერში მომხდარი ძალადობრივი აქციები დაგმო.
22 სექტემბერი 2026, 14:41
პოლიტიკა
ზურა ქადაგიძე მუსიკოს კორძიზე: ვხედავთ პირდაპირ, ხელაღებით, შეურაცხმყოფელ მოქმედებას კონკრეტული პერსონის მხრიდან და ამას ფუთავენ ხოლმე კულტურით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ქრონიკასთან“ სექტემბრის ბოლოს დაანონსებულ კორძის კონცერტს გამოეხმაურა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ქართველებს.
22 სექტემბერი 2026, 14:38
ეკონომიკა
ნინო ჯელაძე People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე ჩინეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის - CIFIT 2026-ის ფარგლებში, People’s Bank of China-ს ვიცე-პრეზიდენტს სუე გუანს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 14:35
ეკონომიკა
თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი გაიხსნა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს თბილისში მასპინძლობს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
22 სექტემბერი 2026, 14:32
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების და გაფლანგვის ფაქტებზე, სასამართლომ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22 მაისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მეგის ქარდავამ, ფარული ხარჯების მუხლით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის 330 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ბაჩანა ახალაიას წერილით მიმართა. მინისტრის თანხმობით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა მეგის ქარდავას დავალებით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანეს და მისი კონვერტაცია მოახდინეს, რის შემდეგაც 200 000 აშშ დოლარი მეგის ქარდავამ უკანონოდ მიითვისა.
22 სექტემბერი 2026, 14:27
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია დაანონსებულ „კორძის“ კონცერტზე: ბოლოს და ბოლოს გვითხრან, სად დგას დღეს ევროკავშირი საქართველოში - დემოკრატიის გვერდით თუ პოლიტიკური რადიკალიზაციის გვერდით
ევროკავშირის მხარდაჭერით, სექტემბრის ბოლოსთვის დაანონსებულ „კორძის“ კონცერტის თემას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა.


