შალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
როგორც გავიგეთ დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან, დედის გინებით უნდათ ალბათ დიალოგის აღდგენა. ასეთ ფორმატში ვართ დღეს სამწუხაროდ ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები თავს დაანებებენ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა.
„პოლონეთში, მის სამშობლოში თუ დედის გინება ჩვეულებრივი რამეა, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ასე არ არის და მოიქცეს ისე, როგორც საქართველოს ეკადრება. რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას, როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები თავს დაანებებენ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა.
დღეს ამ ურთიერთობაში ბარიერად დგას რადიკალიზმი, რომელიც წახალისებული და დაფინანსებულია ევროკავშირის სხვადასხვა ფონდების მხრიდან და მათ შორის პოლიტიკური განცხადებებით. დღეს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა.
რადიკალიზმის წახალისება როგორც კი მორჩება, ბუნებრივად აღდგება ეს ურთიერთობები, ვინაიდან რადიკალიზმი არის ის, რაც დგას დღეს ბარიერად საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობას შორის“, - შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
25 სექტემბერი 2026, 17:01
პოლიტიკა
სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა
ახმეტის - თელავის - ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.
25 სექტემბერი 2026, 16:38
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნეს
ღონისძიებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის მისალოცი წერილი.
25 სექტემბერი 2026, 16:32
საზოგადოება
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კორეის რესპუბლიკაში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდნენ
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
25 სექტემბერი 2026, 16:17
პოლიტიკა
ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე ნუკა არველაძეს: რაც შენ „ოცნებამ“ პატივი გცა, არც მადლიერება გცოდნია და არც ადამიანობის გაგეგება. ახლა ვრწმუნდები, ნაცებს კი არ ებრძოდი, პირიქით, მათ ჰყავდი დასაქმებული
ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში ნუკა არველაძის ბოლოდროინდელ კრიტიკულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერებისკენ არის მიმართული.
25 სექტემბერი 2026, 16:12
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს (AIIF 2026) დაესწრო
ფორუმი 25–26 სექტემბერს, ბაქოში იმართება და მისი მთავარი თემაა „ნდობის აღდგენა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში: სამხრეთ კავკასია, როგორც გლობალური კავშირებისა და საინვესტიციო სტაბილურობის საყრდენი“.
25 სექტემბერი 2026, 16:10
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასს და თანამშრომლებს, აჭარის კულტურის მინისტრთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ ახალი სეზონისთვის მზადებასთან, შემოქმედებით გეგმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა.
25 სექტემბერი 2026, 15:48
მსოფლიო
Financial Times: ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტრამპის ამერიკას მოკავშირედ აღარ განიხილავს
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შიდა დოკუმენტში გააფრთხილა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ უკვე აღარ არის ისეთი სანდო მოკავშირე, როგორიც წარსულში იყო. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 15:47
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
25 სექტემბერი 2026, 15:45
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“ სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა
„ნაცმოძრაობას“ ზოგადად, სჩვევია თავისი დანაშაულების გადაბრალება სხვისთვის და განსაკუთრებით, ერისკაცისთვის და ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, რომლის მთავარი იდეოლოგია და შესაბამისად, ჩვენი პარტიის იდეოლოგიაც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვაა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის მიერ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ჩატარებულ პერფორმანსზე საუბრისას.
25 სექტემბერი 2026, 15:38
თავდაცვა
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს მიეძღვნა
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“’ ორგანიზებით, გაიმართა ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება; ღონისძიება აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს მიეძღვნა.
25 სექტემბერი 2026, 15:37
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში შეხვედრები გამართა
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან და ორ ქვეყანას შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების საკითხი მიმოიხილეს და პარლამენტების კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
25 სექტემბერი 2026, 15:30
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი პრემიერის გაეროში გამოსვლაზე: რა თქმა უნდა ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტს და ამის ფონზე უნდა წარიმართოს ყველა მოლაპარაკებები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებზე ისაუბრა. ლევან მაჭავარიანი ირაკლი კობახიძის განცხადებიდან მშვიდობის, ეკონომიკური ზრდისა და სუვერენიტეტის დაცვის შესახებ გაკეთებულ აქცენტებს გამოჰყოფს.
25 სექტემბერი 2026, 15:20
სამართალი
სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 15:06
პოლიტიკა
გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესწავლას აგრძელებს და მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.
25 სექტემბერი 2026, 15:00
მსოფლიო
ევროკავშირის მთავარი მრჩეველი ხელოვნურ ინტელექტზე: ტექნოლოგია ეკონომიკის გასაძლიერებლად უნდა გამოვიყენოთ
ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ევროკომისიის მთავარი მრჩევლის ჯიმ ჰაგემან სნაბეს განცხადებით, ევროკავშირმა ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს ხელოვნური ინტელექტის შექმნის სფეროში ლიდერობისთვის ბრძოლას და უფრო მეტად იფიქროს იმაზე, როგორ გამოიყენოს ეს ტექნოლოგია ბლოკის ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.
25 სექტემბერი 2026, 14:55
საზოგადოება
თბილისის საკრებულოში საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და IBSA-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, შალვა სუთიაშვილთან და საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან, შალვა მაისურაძესთან და მამუკა ხაბარელთან ერთად, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტისა და უსინათლოთა სპორტის საერთაშორისო ფედერაციის - „IBSA“-ს ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.
25 სექტემბერი 2026, 14:42
საზოგადოება
„გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე“ - პატრიარქმა მარტვილში ჭყონდიდელობის დღესთან დაკავშირებით ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა
გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე, - განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა შიო მესამემ მარტვილში.
25 სექტემბერი 2026, 14:33
მსოფლიო
ზელენსკი: ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიის გადაცემის შესახებ „საბოლოო გადაწყვეტილება“ მიიღო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
25 სექტემბერი 2026, 14:32
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პერფორმანსი - ანა წითლიძემ რამდენიმე ადამიანთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართა. დეტალები „ქრონიკაში“
„ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პერფორმანსი - ანა წითლიძემ რამდენიმე ადამიანთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია გამართა. „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი აქცია-პერფორმანსის მთავარი თემა ნარკოტიკები იყო. ანა წითლიძე მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკოდანაშაული გაზრდილია, მან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა. „ქრონიკამ“ სცადა, წითლიძისგან კონკრეტული მტკიცებულებები მოესმინა, მაგრამ მან მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. სახელისუფლებო გუნდისთავისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი პერფორმანსი გარედან მიღებული მორიგი დავალებაა.
25 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: მშვიდობისკენ გადადგმული ყველანაირი ნაბიჯი მათ მავნებლურ იდეებს - რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი იყოს გახსნილი - ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ არის ზიზღის კამპანიების დაფინანსებისა და წარმართვის მცდელობები
მშვიდობისკენ გადადგმული ყველანაირი ნაბიჯი მათ მავნებლურ იდეებს - რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი იყოს გახსნილი - ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ არის ზიზღის კამპანიების დაფინანსებისა და წარმართვის მცდელობები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.


