ბითაძე: ტერიტორია იპოდრომთან, სადაც ახალი გზა გადის მუნიციპალიტეტს გადაეცემა
მაია ბითაძე
"იპოდრომის ტერიტორიის მესაკუთრისთვის სხვა ტერიტორიის გადაცემის, ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება,"- ეს განცხადება თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის საკითხზე გააკეთა. მისი თქმით, არისებობს შეთანხმება, რომ კერძო მესაკუთრის მიერ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადაეცემა.
"ბუნებრივია, როცა კერძო საკუთრებაზე გვაქვს საუბარი, ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება. თუმცა, წინასწარ გვაქვს შეთანხმება, რომ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან. ეს არის საჯარო ტერიტორია თავისი შინაარსით,"- განაცხადა მაია ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილემ სატრანსპორტო პოლიტიკის დეტალებზეც გააკეთა განცხადება.
"დღეს თბილისში 600 ათასი მანქანა დადის, ეს არ არის ნორმალური მაჩვენებელი მოსახლეობის იმ რაოდენობისთვის, რაც თბილისშია. ბოლო 5 წლის განმავლობაში მანქანების რაოდენობა 30-40 %-ით არის მომატებული. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე სქემას ვთავაზობთ საზოგადოებას. მათ შორისაა, ესტაკადები ისეთ კვანძებზე, სადაც სხვა გამოსავალი არ არის, იქნება შეთავაზებული. მოთხოვნა იყო იქ არსებულ ხეებთან დაკავშირებით და განვაცხადეთ, რომ ამ პროექტს ფარგლებში მაქსიმალურად მოხდება ხეების გადარგვა.
ვიწყებთ განსხვავებულ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტს არასოდეს განუხორციელებია. თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, რომლის ფარგლებშიც თუ ხეები მოსაჭრელია, ჩვენ შევეცდებით ხეები გადავრგოთ მაქსიმალურად. პარალელურად, სხვა პროექტებს განვახორციელებთ იქვე, მწვანე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. როდესაც ესტაკადები ჩაბარდება, იქვე გვექნება მწვანე ინფრასტრუქტურა, რომელიხც ადეკვატური იქნება ამ ტერიტორიისთვის,- განაცხდა მერის მოადგილემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე მთავარი პრიორიტეტები დაასახელა. ესენია: ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, ტრანსპორტით და ფეხით მოსიარულეებისთვის ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა.
მისივე თქმით, ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე ეტაპიანი სამუშაოს ჩატარება იგეგმება. კერძოდ, მეტროს რეაბილიტაცია, ავტობუსების პარკის განახლება, ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობა, დასუფთავების მანქანებს ექნებათ სპეციალური გრაფიკი, მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია, სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმის დაწესება. ასევე იგეგმება ტაქსების მომსახურების გაუმჯობესება. მათი რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 19:02
მსოფლიო
ევროპარლამენტარი კინგა გალი: დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - მთავრობა ახლა სამართლებრივ ბერკეტებს იყენებს უძლიერესი ოპოზიციური პარტიის პარალიზებისთვის, დემოკრატიულ და კანონის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოში ეს მიუღებელია
დღეს უნგრეთში მიმდინარე მოვლენები უპრეცედენტოა - პროკურორები წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ იმ შენობაში, სადაც „ფიდესის“ სერვერებია განთავსებული, რათა პარტიის მთელი საკომუნიკაციო სისტემა და მონაცემთა ბაზები ამოეღოთ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, კინგა გალიმ.
22 ივლისი 2026, 18:53
მსოფლიო
იტალიის ვიცე-პრემიერი: რაც უგრეთში ხდება, ცუდ პრეცედენტს ქმნის - თვალშისაცემია ბრიუსელისა და იმ ადამიანების ყრუ სიჩუმე, რომლებიც წლების განმავლობაში საუბრობენ, ხშირად უადგილოდ, „კანონის უზენაესობაზე“
რაც უგრეთში ხდება, სერიოზულია და ცუდ პრეცედენტს ქმნის - თუ დემოკრატია ოპოზიციის წინააღმდეგ საბრძოლველად იხრება, ის აღარ არის დემოკრატია, - განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ.
22 ივლისი 2026, 18:46
საზოგადოება
გიორგი აბუთიძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: წელს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა გათვალისწინებული, შენობების განახლება შემდგომი ეტაპია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს
ბევრი ობიექტია ნამდვილად რუსთაველის გამზირზე და ყველა გაფრთხილებულია, გამგეობის თანამშრომლების მიერ ინფორმირებულია, რომ იწყება გამზირის რეაბილიტაცია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.
22 ივლისი 2026, 18:40
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - არანაირი ავტორიტეტი თქვენ არ გაქვთ, ხალხი გთვლით არაგულწრფელ გრანტიჭამიებად
სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
22 ივლისი 2026, 18:20
საზოგადოება
ნინო ბაგაშვილი: რუსთაველის გამზირის დიზაინის შექმნაზე რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამ დიზაინის შექმნაში მონაწილეობდნენ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტები - სამანქანო გზის გაბარიტი არ იცვლება, ქუჩა არ ვიწროვდება
იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაბილიტაცია, გადაწყდა რუსთაველის გამზირის სრული დაკეტვა სამანქანო მოძრაობისთვის. შესაბამისად გვაქვს მცირედი ცვლილებები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ბაგაშვილმა.
22 ივლისი 2026, 18:19
მსოფლიო
ტრამპი: ამერიკელები ომის წინააღმდეგნი არ არიან - ამერიკელებს არ სურთ მაღალი ფასები საწვავზე, მაგრამ ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელებს საწვავის მაღალი ფასები არ მოსწონთ, თუმცა ისინი ომის წინააღმდეგნი არ არიან.
22 ივლისი 2026, 18:18
ეკონომიკა
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
22 ივლისი 2026, 18:16
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.
22 ივლისი 2026, 18:12
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა.
22 ივლისი 2026, 18:04
საზოგადოება
გიორგი აბუთიძე: დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები
დღეს ღამე, თორმეტი საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირი და კოსტავას ქუჩის ნაწილი, ეს არის ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი. დღეს ღამევე, ჩაკეტვის შემდგომვე დაიწყება უშუალოდ სამუშაოები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ.
22 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა
ევროკავშირში საბოლოო ჯამში წინ წამოიწევს სახელმწიფოთა ინტერესები და ეს იმოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართ, აღმოჩნდა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ყველა მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
22 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველამ დაინახა, რომ საქართველო არ არის ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ადვილად გამოყენებადი იყოს არა ჩვენი ეროვნული მიზნების, არამედ პირიქით, ჩვენი ეროვნული მიზნების დამაზიანებელ საქმეში ჩასართავად - საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელსაც აქვს სტაბილურობა და რომელიც არის სანდო პარტნიორი
ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლა, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
22 ივლისი 2026, 17:53
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული, რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება
„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახად არის განმარტებული - სამწუხაროა, რომ დღევანდელ კაცობრიობას ამის განმარტება უწევს, ის რომ გინება და უწმაწური სიტყვების ძახილი, ადამიანების წყევლა, კრულვა და ათასი უბედურება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც ცივილიზაციის კონტექსტში ჯდება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბოროტების ენა, რომელიც საზოგადოებაში დაპირისპირებას, გახლეჩას და ყველანაირ ეროზიას იწვევს ქვეყნისა და სახელმწიფოსა, მისი არსებობის წინააღმდეგ არის მიმართული ასეთი კლიმატის დამკვიდრება ქვეყანაში, საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ოჯახებში გადადის. ამიტომ, ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ვინც ამბობს, რომ ასეთი რამ არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ადამიანებს ადამიანობის გაგების მიმართ აბსოლუტური განსხვავება აქვთ“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
22 ივლისი 2026, 17:53
მსოფლიო
ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, პროკურატურამ მისი პარტიის, „ფიდესის“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკით დემოკრატიულ ნორმებსა და კანონებს გადააბიჯა.
22 ივლისი 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სამთავრობო დელეგაციის სინგაპურში ვიზიტზე: ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოგისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოსთვის
ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დროული. თანამშრომლობის კარგი პირობები არსებობს. სინგაპურის გამოცდილება ლოჯისტიკის, ფინანსების, ინოვაციების კუთხით არის განსაკუთრებული მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, სინგაპურში პრემიერის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
22 ივლისი 2026, 17:39
მსოფლიო
უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება
უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება. ოფიციალურ სტატისტიკას უკრაინული კომპანია Opendatabot-ი ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 17:24
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მინდა საზოგადოების იმ ნაწილს მივმართო, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვახო სანაია დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის. ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს
ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
22 ივლისი 2026, 17:18
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ" Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, საქართველო რეგიონულ სატრანზიტო და სადისტრიბუციო კვანძად ყალიბდება, რომელიც ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ნაკადებს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით მოემსახურება.
22 ივლისი 2026, 17:15
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
22 ივლისი 2026, 17:14
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რომელიმე გემს რაკეტით, დრონით ან ნებისმიერი სხვა საშუალებითა თუ იარაღით შეუტევს, შეერთებული შტატები საპასუხოდ დაბომბავს და გაანადგურებს თითო ხიდს ან ელექტროსადგურს.


