24 სექტემბერი 2026, 23:31 / სანდო წყარო

გიორგი კახიანი: ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებზე, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ

გიორგი კახიანი

გიორგი კახიანი

ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებზე, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა ჰკითხა, რა იქნება გარდამტეხი, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„როდესაც ვამბობთ იმას, რომ პროცესი დაიძრა და ურთიერთობები უნდა განახლდეს ევროკავშირთან, ეს ყველაფერი მათი მხრიდან არის დაზიანებული, მათი უსამართლო დამოკიდებულების გამო. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი [ურთიერთობების აღდგენა] ერთ, ან ორ დღეში მოხდება. ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებზე, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ. დიალოგის აღდგენა მხოლოდ ჩვენი ინტერესი კი არ არის, ბოლო პერიოდში რეგიონსა და რეგიონს გარეთ საომარი დაპირისპირებების გამო, საქართველოს როლი დაკავშირებადობის თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც ევროკავშირის წარმომადგენლები ათვითცნობიერებენ. მათი ინტერესი ხდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.

ის სრულიად გაუაზრებელი და უსამართლო პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ, თავადაც კარგად ხედავენ, რომ არაფრის მომცემია, ამიტომ დროთა განმავლობაში ეს შეიცვლება და პროცესი არის დაძრული. არაერთხელ გავაკეთეთ განაცხადი, რომ დიალოგი და ურთიერთობა უნდა იყოს აგებული ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე. არის მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც ადრეც გვითქვამს, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია. 2 წელი გავიდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ და რა შედეგი მიიღო ასეთმა პოლიტიკამ?!“- აღნიშნა კახიანმა.

ყველა სიახლე

ემანუელ მაკრონი

25 სექტემბერი 2026, 00:10

მსოფლიო

მაკრონმა უარყო უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ფრანგული სპეცსამსახურები ქვეყნის სამხრეთზე რუსული დრონების შესაძლო შეტევის შესახებ გააფრთხილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უარყო უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) ფრანგული სპეცსამსახურები ქვეყნის სამხრეთზე რუსული დრონების შესაძლო შეტევის შესახებ გააფრთხილა.

25 სექტემბერი 2026, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

25 სექტემბერი 2026, 00:05

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.

დავით ნარმანია

25 სექტემბერი 2026, 00:03

ეკონომიკა

დავით ნარმანია: გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება. მოთხოვნის ზრდა გვაქვს, როგორც კომერციულ სექტორში, ასევე, საყოფაცხოვრებო სექტორში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შესაბამისი ადგილობრივი მეტი ელექტროენერგიის წარმოებით

გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება. მოთხოვნის ზრდა გვაქვს, როგორც კომერციულ სექტორში, ასევე, საყოფაცხოვრებო სექტორში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შესაბამისი ადგილობრივი მეტი ელექტროენერგიის წარმოებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

ემანუელ მაკრონი

25 სექტემბერი 2026, 00:02

მსოფლიო

მაკრონი: ინფორმაცია რუსეთში დამატებით 300 000 ადამიანის შესაძლო მობილიზების შესახებ დამაჯერებლად გამოიყურება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და მოსალოდნელ ახალ მობილიზაციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ინფორმაცია რუსეთში დამატებით 300 000 ადამიანის შესაძლო მობილიზების შესახებ დამაჯერებლად გამოიყურება.

25 სექტემბერი 2026, 00:00

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ანიტა ორბანს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანთან.

გივი მიქანაძე

24 სექტემბერი 2026, 23:55

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი

შესაბამისად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, თუ რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს იმ პროცესებს, რომელიც დროებით მოგვცემს იმ ხარვეზების აღმოფხვრისა და სასწავლო პროცესის გაგრძელების საშუალებას. ამასთანავე, რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელი სამუშაოების განხორციელების პარალელურად გაგრძელდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

დავით ნარმანია

24 სექტემბერი 2026, 23:52

ეკონომიკა

დავით ნარმანია: აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო, ენერგეტიკულ პლატფორმასა და ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, გვქონდა ცნობადობა და შესაბამისი ნდობა, საიდან გამომდინარეც ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციამ მოგვანიჭა ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება

ჩვენ აქტიურად ვიყავით ბოლო წლების განმავლობაში ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო, ენერგეტიკულ პლატფორმასა და ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, გვქონდა ცნობადობა და შესაბამისი ნდობა, საიდან გამომდინარეც ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციამ მიიღო თავის დროზე გადაწყვეტილება და მოგვანიჭა ეს უფლებამოსილება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

გიორგი კახიანი

24 სექტემბერი 2026, 23:46

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აფხაზეთთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე: მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს დღეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ანუ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ხელის ჩაქნევას მათი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს. პირიქით, მთავარი გამოწვევა და მიზანი არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს დღეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ანუ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ხელის ჩაქნევას მათი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს. პირიქით, მთავარი გამოწვევა და მიზანი არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა რადიკალების მხრიდან აფხაზეთის საკითხზე დაწყებული კამპანიის შეფასებისას.

გიორგი კახიანი

24 სექტემბერი 2026, 23:43

პოლიტიკა

გიორგი კახიანი კონსტიტუციურ სარჩელზე: რადიკალურ პარტიებს ოპოზიციური ველი მნიშვნელოვანწილად მონოპოლიზებული აქვთ. ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ვიფიქროთ, კონსტიტუციის ჩარჩოებში როგორ მოვხსნათ ეს გამოწვევა საზოგადოებისთვის

რადიკალურ პარტიებს ოპოზიციური ველი მნიშვნელოვანწილად მონოპოლიზებული აქვთ. ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ვიფიქროთ, კონსტიტუციის ჩარჩოებში როგორ მოვხსნათ ეს გამოწვევა საზოგადოებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციური პარტიები ხელს უშლიან პოლიტიკაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების შესვლას.

24 სექტემბერი 2026, 23:42

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მდგრადი მშვიდობა ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას მოითხოვს

მინისტრმა აღნიშნა, რომ მდგრადი მშვიდობის საფუძველი ძლიერი ეროვნული ინსტიტუტები, ეროვნული პასუხისმგებლობა და ქვეყნის მიერ საკუთარი განვითარების გზის დამოუკიდებლად განსაზღვრაა.

გიორგი კახიანი

24 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ვიზიტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმყოფებით დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ქვეყნის შიგნით დიდი ძალისხმევაც არ გვჭირდება, რომ ამას გავუმკლავდეთ, იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ერკვევა ამ პროცესებში, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა პრობლემები. შეხვედრებზეც კი ითქვა, რომ ბევრი რამე მათ არ იცოდნენ. სხვადასხვა საკითხზე მათ განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და ნახეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის

ჩვენ, გარკვეულწილად, იმის მოლოდინიც გვაქვს, რომ ამ შეხვედრების მონაწილეები, იქნებიან ეს ბელგიის თუ ლუქსემბურგის წარმომადგენლები, ჩვენს პოზიციებს, რომელიც დიალოგის ფარგლებში გამოითქვა, მათ შორის გააცნობენ მათაც ევროკავშირში, ვისაც განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ბევრ რამეზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა შალვა პაპუაშვილის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტთან დაკავშირებით.

გიორგი კახიანი

24 სექტემბერი 2026, 23:23

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: ეს არის უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნა, რომელსაც უყურებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ბუნებრივია, ამ ტრიბუნიდან წარმოთქმული ყოველი გზავნილი ყველგან ისმინება და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს

რამდენიმე საათი დარჩა პრემიერის გამოსვლამდე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მართლაც უდიდესია ამ ტრიბუნის მნიშვნელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა. მისი თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეას თვალს ადევნებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რაც მის მნიშვნელობას განსაზღვრავს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

24 სექტემბერი 2026, 22:49

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება რთული იყო, თუმცა ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება გახლდათ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა სკანდალური განცხადებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც დარბაზი არაბული ქვეყნების დიპლომატების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა, ისრაელის პრემიერმა მათ მიმართა და „მორალურ ლაჩრებს“ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

24 სექტემბერი 2026, 22:23

მსოფლიო

ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშები და მისი „ბირთვული ობიექტების“ განადგურება რომ არა, „დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით“

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანზე განხორციელებული იერიშები და მისი „ბირთვული ობიექტების“ განადგურება რომ არა, „დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით“.

24 სექტემბერი 2026, 22:22

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას გამართავს

გუნდი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე უმასპინძლებს. დღეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მარკ რუტე

24 სექტემბერი 2026, 22:09

მსოფლიო

მარკ რუტე: ნატო მზად არის უპასუხოს დივერსიებსა და დრონების ინციდენტებს მთელ ევროპაში და ასეთ საფრთხეებთან გამკლავების გეგმებიც შემუშავებული აქვს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის უპასუხოს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს.

24 სექტემბერი 2026, 21:40

მსოფლიო

მარინ ლე პენი: ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო

ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა.

24 სექტემბერი 2026, 21:17

საზოგადოება

გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი 21-ე საჯარო სკოლაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეს განათლების სამინისტროში უწყების წარმომადგენლების, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების შეხვედრა გაიმართა. მათ სკოლის შენობაც ერთად დაათვალიერეს, ადგილზე იყო ინფრასტრუქტურის მინისტრიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის თუ დემონტაჟის შესახებ ჯერ მიღებული არ არის.