25 სექტემბერი 2026, 10:50 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

ის ორმაგი სტანდარტების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

„ორმაგი სტანდარტები დემოკრატიის სახელით

ყველა ვხედავთ, ბოლო წლებში, როგორი აგრესიული დამოკიდებულება იყო ევროსტრუქტურების მხრიდან საქართველოს მიმართ.

ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების მაღალი დონის საერთაშორისო ვიზიტებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს მიდგომები შეიცვალა, თუმცა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, ეს რაღაც დამთხვევებიდან გამომდინარე შთაბეჭდილებაა, თუ ბოლოს და ბოლოს დასავლეთის ფსევდო ლიბერალურმა ისტებლიშმენტმა რეალურად აიღო ხელი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის გზებისა და მეთოდების ძიებაზე.

კარგად ვიცით, რა მიზეზები განაპირობებდა ამდენი წლის მანძილზე ჩვენი ხელისუფლებისადმი ასეთ ანტაგონისტურ დამოკიდებულებას და თუ გამოირკვევა, რომ დასავლეთმა შეცვალა თავისი მიდგომები საქართველოს „არალეგიტიმურად“ და „არადემოკრატიულად“ მონათლული ხელისუფლების მიმართ, მაშინ ამის მიზეზი იქნება არა ჩვენი ხელისუფლების ან დასავლური ლიბერალური პოლიტიკური ისტებლიშმენტის „გამოსწორება“ და მეორე მხარის პოზიციის გაზიარება, არამედ იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ დასავლეთში დაინახეს და გააცნობიერეს ქართული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ისეთი სიღრმისეული დასუსტება, რომ ბოლოს და ბოლოს უპერსპექტივოდ მიიჩნიეს მათი მხრიდან არაერთხელ დაფიქსირებული და ფართოდ რეკლამირებული ქართული „არალეგიტიმური და არადემოკრატიული“ ხელისუფლების დამხობის შესაძლებლობა.
აქედან გამომდინარე, იძულებულნი გახდნენ შეგუებოდნენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არსებობის რეალობას და აღიარეს მისი ლეგიტიმურობა.

იმ ფონზე, რაც ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ხდება, ეს ყოველივე მოსალოდნელი იყო, რადგან ევროსტრუქტურებში არ არიან ისეთი გულუბრყვილო და გულუხვი პოლიტიკოსები, რომ თავიანთ ქართველ ბენეფიციარებს მაშინაც კი აღმოუჩინონ ფინანსური თუ პოლიტიკური მხარდაჭერა, როცა ისინი ვერც შედეგს დებენ და ვერც ზრდის შესაძლებლობებს ასხივებენ.
ნებისმიერი გონიერი პოლიტიკოსის მოქმედების ორიენტირი სწორედ შედეგზეა ორიენტირებული, ხოლო ემოციები, ლამაზი სიტყვები, თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები მათთვის სწორედ ამ შედეგების მიღწევის საშუალებაა და არა მიზანი.

ეს რომ ასე არ იყოს, არ იქნებოდა ასე მკვეთრად გამოხატული ორმაგი სტანდარტი სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებების თუ ზოგადად, პოლიტიკური ძალების მიმართ, რომლებსაც მიუღებლად ან საკუთარ ფავორიტებად თვლიან («Сукин сын, но наш сукин сын»).

ყველა ხედავს, როგორ აპატიმრებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, პირდაპირ არჩევნების წინ აუქმებენ მათი ფავორიტი ხელისუფლებები კონკურენტ პოლიტიკურ პარტიებს უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში და რუმინეთში, უცერემონიოდ ხურავენ ოპოზიციურ ტელევიზიებს, მაგრამ ევროპული ლიბერალური პოლიტისტებლიშმენტი ამ ყველაფერს სამართლიანობას, დემოკრატიას და თავისუფლებისთვის ბრძოლად ასაღებს, მაგრამ მათ მიერ მოძულებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამის მეათედის (ან სულაც ხელოვნურად ასეთად წარმოჩენილ) ნამოქმედარსაც კი ანტიდემოკრატიულ, თავისუფლების და ადამიანის უფლებების შემზღუდავ ქმედებებად აფასებს, ყველა საშუალებით ხელს უწყობს მათ მოკავშირე ქართულ ფსევდოლიბერალურ ძალებს ხელისუფლებისათვის ძირის გამოთხრასა და დამხობაში.

ბოლო დღეებში გამოვლენილი სიმპტომები, რომელიც მიუთითებს მათ სურვილზე, შეცვალონ ჩვენი ხელისუფლების მიმართ უსამართლო პოლიტიკა, როგორც ჩანს, შედეგია იმისა, რომ მათ ბოლოს და ბოლოს თითქმის გააცნობიერეს 2 ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც ქართველის ხალხის უმრავლესობისთვის დიდი ხანია ცნობილია:

1.„ოცნების“ ხელისუფლების არჩევა 2024 წელს ნამდვილად იყო საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატულება და 2.ბლეფი აღმოჩნდა ქართული ფსევდოლიბერალური ოპოზიციის ბაქი-ბუქი და უცხოელი მფარველების დაბოლება, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა მათი მომხრეა, რის საფუძველზეც სულ მოკლე ხანში მოხდება „ოცნების“ ხელისუფლების დამხობა.

ეს „მოკლე ხანი“ კი არჩევნების შემდეგ უკვე 2 წელია გაიწელა და რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ ამ ხნის განმავლობაში პირიქითა პროცესები ხდება - ფსევდოლიბერალური ქართული ოპოზიცია ქუცმაცდება და სუსტდება, ხოლო ხელისუფლების პოზიციები ძლიერდება, ეკონომიკასაც არ უჩანს ჩამოქცევის პირი, ინვესტიციები მატულობს, ტურისტებისთვისაც ვერ ხერხდება საქართველოს „ბუად“ წარმოჩენა, „გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე“ და „ტროტუარზე დგომისათვის“ დაპატიმრებაზე მანიპულაციური პროპაგანდისტული ნარატივი კი უკვე სასაცილო გახდა, რადგან ყველას თვალწინ ფუნქციონერებს რადიკალური ოპოზიციური ტელევიზიები, დედაქალაქის ცენტრში ყოველ შაბათს თავისუფლად ეწყობა რადიკალური ოპოზიციური „მარშები“ (ძირითადად სწორედ ტროტუარებზე) და ინტერნეტ სივრცეც დაპყრობილი აქვს სწორედ ანტისახელისუფლებო ძალებს. რაც შეეხება ფსევდოლიბერალების მხრიდან „სქრინვა-სქროლვად“ სახელდებულ შსს-ში შექმნილ დეპარტამენტს, ისიც ყველამ ნახა, რომ მსგავსი სამსახურები ინტერნეტში გამოქვეყნებულ გარკვეული მასალებისათვის დასავლეთის ქვეყნებში არათუ აჯარიმებენ, არამედ აპატიმრებენ ხოლმე საკუთარ მოქალაქეებს.

თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის მხრიდან გამოვლენილი მიდგომების ცვლილება არ იქნება ერთჯერადი სიმპტომი და ის სტაბილურად გაგრძელდება, ეს იქნება სწორედ ზემოთ აღნიშნული რეალობის გაცნობიერების დასტური და ქართული ხელისუფლების რეალისტური პოლიტიკის შედეგი.

ამ შედეგის მიღწევა საქართველოსთვის განსაკუთრებით რთული იყო და არის, ვინაიდან მას ამ გზის გავლა უწევს თითქმის სრულიად დამოუკიდებლად, რეალური ძლიერი პარტნიორის მხარდამჭერის გარეშე.

რომ შევადაროთ დასავლეთის მიერ მოძულებულ, „არადემოკრატიულად“ მიჩნეულ ორ სხვა ქვეყანას (აზერბაიჯანსა და ბელარუსს), მათი ხელისუფლების დამხობებზე აქტიური მცდელობებისაგან დასავლურმა ფსევდოლიბერალურმა სამყარომ დიდი ხანია ხელი აიღო, რადგან მათ ზურგს ძლიერი სახელმწიფოები (თურქეთი და რუსეთი) უმაგრებენ, საქართველოს ხელისუფლებას კი ამ აზვირთებულ ოკეანეში დღესდღეობით მარტო, პატარა გემივით უწევს ცურვა და მაინც ახერხებს წონასწორობის შენარჩუნებას.

ამ პირობებში სიტუაციურ მოკავშირედ ისევ აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია შეიძლება ჩაითვალოს, რომლის კონსერვატორული იდეოლოგია და პოლიტიკა თანხვედრაშია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან.
ასეთივე სიტუაციურ მოკავშირეებად ჩანან ევროპის დიდ ქვეყნებში გაძლიერებული მემარჯვენე პოლიტიკური ძალები, რომლებსაც შეიძლება უკვე მომავალ წელს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდეთ არა მხოლოდ საკუთარ ქვეყნებში, არამედ ევროპულ სტრუქტურებშიც.

ამიტომ დღეს რეალურად შექმნილმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება თავისი შედეგი გამოიღოს, უცხოეთში ვიზიტების დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ღირსეული გამოსვლებიც გავითვალისწინოთ და ფრთხილი ოპტიმიზმით ვივარაუდოთ, რომ დღეს კომუნისტურ „ცეკად“ გადაქცეული დასავლური წამყვანი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისევ დაუბრუნდეს დიალოგზე, ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორუფლებიანობაზე და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ იმ პოზიციებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ევროგაერთიანება", - წერს ნანა კაკაბაძე.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2026, 11:53

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძემ გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, გაეროს აივ/შიდსის ერთობლივი პროგრამის (UNAIDS) მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

25 სექტემბერი 2026, 11:51

რეგიონი

შსს: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალი", - განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 11:50

რეგიონი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია და ამ დრომდე, უსაფრთხოების მიზნით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

25 სექტემბერი 2026, 11:49

საზოგადოება

„თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკის განახლება გრძელდება - სამსახურს 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა

დედაქალაქში, დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს სხვადასხვა მარკის 40-მდე ერთეული სპეცტექნიკა დაემატა.

25 სექტემბერი 2026, 11:47

მსოფლიო

New York Post: აშშ ლაზერულ იარაღში 500 მილიონ დოლარს ხარჯავს - ახალი სისტემები ირანსა და საზღვარზე დრონებს ანადგურებს

აშშ-ის სამხედრო ძალები ლაზერულ იარაღს ჰორმუზის სრუტეში იყენებენ, მათ შორის ირანული დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ. ამ ტექნოლოგიის განვითარებაში ამერიკელი სამხედროები დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს ხარჯავენ, წერს New York Post-ი.

25 სექტემბერი 2026, 11:18

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: წყლის მიწოდება დღეს ღამით, 26 სექტემბერს, 03:00 საათზე შეწყდება. წყალმომარაგების შეზღუდვა 27 სექტემბრის 15:00 საათამდე, ჯამში 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება

25 სექტემბერი 2026, 11:14

სამართალი

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ტუნისში გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში „Phoenix Express 2026“ მიიღეს მონაწილეობა. სწავლება ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სარდლობის მიერ იყო ორგანიზებული.

25 სექტემბერი 2026, 11:10

ეკონომიკა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 555.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი აგვისტოს მდგომარეობით 8.14 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

25 სექტემბერი 2026, 11:07

რეგიონი

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე დარიალის ხეობაში უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოძრაობა აკრძალულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში, ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია.

25 სექტემბერი 2026, 11:06

საზოგადოება

სიონის საკათედრო ტაძარში ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს - გარდაცვლილის ხსოვნას ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიაგო პატივი

ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, საიდანც 14:00 საათზე გამოასვენებენ და დღეს დაკრძალავენ.

25 სექტემბერი 2026, 11:06

საზოგადოება

2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის კომისიამ 10 გამორჩეული პედაგოგი გამოავლინა

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ყოველწლიურად მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია იმართება. წელს ღონისძიება ქალაქ ქუთაისში ჩატარდება.

25 სექტემბერი 2026, 11:02

სამართალი

გურიის პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

25 სექტემბერი 2026, 10:58

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ გაეროს წინაშე იმ სახელმწიფოს პოზიციიდან ისაუბრა, რომელიც მსოფლიოს საკუთარ როლს ახალ რეგიონულ არქიტექტურაში სთავაზობს - ეს კი ცენტრალური როლია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

25 სექტემბერი 2026, 10:50

მსოფლიო

Reuters: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნასა და ბლოკადის ეტაპობრივ მოხსნაზე მსჯელობენ

აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები ნიუ-იორკში ომის დასრულების გზებზე მსჯელობენ. მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება ეტაპობრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თეირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნის, ხოლო ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ ბლოკადას მოხსნის, იუწყება Reuters-ი.

25 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 3 000 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 19 200 ლარს შეადგენს.

25 სექტემბერი 2026, 10:36

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

25 სექტემბერი 2026, 10:36

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

25 სექტემბერი 2026, 10:32

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ბიოუსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მიმართულებით მომუშავე კომპანია Perimeter-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ენდი ბერნემი

25 სექტემბერი 2026, 10:29

მსოფლიო

The Telegraph: მრჩევლები ენდი ბერნემს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ უბიძგებენ

დაუნინგ სთრითის მრჩევლები მომავალ წელს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობიან. ინფორმაციას The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.