პოლიტიკა

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძე

25 სექტემბერი 2026, 13:25

ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და მთავრობის თავმჯდომარეს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ნინო წილოსანი

25 სექტემბერი 2026, 13:19

ნინო წილოსანი: საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ შუა დერეფანი გამართულად და აქტიურად მუშაობს

ჩვენ ორი სახელმწიფო არა მხოლოდ მეზობლები ვართ, ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები და, ფაქტობრივად, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენი კარგი თანამშრომლობა არის საფუძველი იმისა, რომ ზუსტად შუა დერეფანი გამართულად და ძალიან აქტიურად მუშაობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში.

დავით ჩიხელიძე

25 სექტემბერი 2026, 12:52

დავით ჩიხელიძე: ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე იყო მკაფიო, ღირსეული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული, ზუსტად ისეთი, როგორიც სუვერენული და ძლიერი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეეფერება, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2026, 12:50

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, ეს კატეგორიულად მიუღებელია

ამ ადამიანებს აქვთ მცდელობა, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ. გაბრაზებულები არიან იმის გამო, რომ არ მოვისმინეთ მათი მუქარები და არ დავემორჩილეთ მათ მიერ გაჟღერებულ „მესიჯებს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას, რომელიც გორში, ქართველი მუსიკოსის ალექსანდრე კორძაიას (Kordz) კონცერტის გაუქმებას ეხებოდა.

კახა კალაძე

25 სექტემბერი 2026, 12:45

კახა კალაძე ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე: პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს როლსა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზად არის გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა რეგიონში მშვიდობის განმტკიცების ხელშესაწყობად.

რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი 2026, 12:42

რატი იონათამიშვილი პრემიერის გამოსვლაზე გაეროში: მსოფლიოს წინაშე მკაფიოდ გაჟღერდა საქართველოს სათქმელი - მშვიდობის, სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესებისა და ღირსების დაცვა, მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან იყო ისტორიული და საამაყო მომენტი ჩვენი ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის, - წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.

ლადო სადღობელაშვილი

25 სექტემბერი 2026, 12:37

ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად

ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან მახაშვილი

25 სექტემბერი 2026, 12:32

ლევან მახაშვილი გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა

აღინიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ვერ მიიღწევა იძულებით და მნიშვნელოვანია დიალოგი, კომუნიკაცია, ურთიერთპატივისცემა, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების ნაწილში, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}