შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე და ჩვენი მონდომებით დადგინდა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. უფრო მეტიც, ოკუპირებულია არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სწორედ ამ ომებიდან, 1990-იანი წლებიდან
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
რაც შეეხება რუსეთის, როგორც საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს სახელდებას, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი ეს სტატუსი გააფორმა სასამართლოს აქტით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
მან აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი.
„კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სწორედ ჩვენი სარჩელის საფუძველზე და ჩვენი მონდომებით დადგინდა, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი. უფრო მეტიც, ოკუპირებულია არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ სწორედ ამ ომებიდან - 1990-იანი წლებიდან. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს ეფექტიან კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ოკუპაცია. ასე რომ, სახელდება სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ტერმინ „ოკუპაციასთან“ დაკავშირებით ევროკავშირის მიდგომაზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება ოკუპაციას. ბოლო წლებამდე ევროკავშირი არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ განცხადებაში არ ამბობდა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს მოიხსენიებდა არა ოკუპირებულ ტერიტორიებად, არამედ სხვა ტერმინოლოგიით, როგორც საქართველოდან გამოხლეჩილ ტერიტორიებს. ჩვენი მუდმივი მოწოდებების შედეგად, ბოლო პერიოდში, ალბათ 1-2 წელია, რაც ზოგიერთ განცხადებაში მხოლოდ ნაწილობრივ ჩასწორდა ეს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი მოიხსენიებიან, ოღონდ კომბინაციაში - ოკუპირებულ და გამოყოფილ ტერიტორიებად, რაც ასევე მიუღებელია ჩვენთვის. ბოლოს და ბოლოს ევროკავშირი უნდა შეეშვას ამგვარ ორმაგ სტანდარტებს და ოკუპაციას დაარქვას ოკუპაციის სახელი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
27 სექტემბერი 2026, 12:20
მსოფლიო
ISW: პუტინმა შესაძლოა ზამთარში შორ მანძილზე დარტყმების სტრატეგიას მიმართოს და ენერგოობიექტებზე შეტევების შეწყვეტას არ დათანხმდეს
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეზღუდვას, რადგან ზამთარში, შესაძლოა, აქცენტი შორ მანძილზე მასირებულ დარტყმებზე გააკეთოს.
27 სექტემბერი 2026, 12:11
პოლიტიკა
პაპუაშვილი: სააკაშვილს თავად აქვს მოყოლილი, რომ ომამდე საიდუმლო წერილი მისწერა მედვედევს, სადაც ის სთავაზობდა ნატოს დათმობასა და აფხაზეთს გაყოფას. ამ პოლიტიკას აწარმოებდა დიქტატორული რეჟიმი, რომ ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე გაეხსნათ სხვა პერსპექტივები. არანაირი ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ხარჯზე ქართველი ხალხისთვის არ არსებობს
ამ აქციის ორგანიზატორი არის ომის პარტია, რომელსაც საქართველოში ახალი ომი უნდა. მათ უნდოდათ 2022-ში, რაც ავაცილეთ ქვეყანას და დღესაც ეს ომი უნდათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც დღეს დაგეგმილ აქციას შეეხებოდა.
27 სექტემბერი 2026, 12:05
მსოფლიო
სამხრეთ აფრიკაში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ აფრიკაში მომხდარი ორი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, - იუწყება ადგილობრივი პოლიცია.
27 სექტემბერი 2026, 12:04
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები.
27 სექტემბერი 2026, 12:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც აგვისტოს ომის ანტიგმირის - კეზერაშვილის ტელევიზია ავრცელებს სიცრუეებს ომთან და მოწოდებებთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მორალურ პოზიციას, სადაც იმყოფება პარტიული მედია
თქვენ რასაც ავრცელებთ, ეს არის სიცრუე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ რუსეთთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი”.
27 სექტემბერი 2026, 11:54
მსოფლიო
Euronews: ლავროვმა უარყო გერმანელი კოლეგის მოწოდებები „საშიში“ ესკალაციური ნაბიჯების შეჩერების შესახებ და ბერლინი უკრაინის „მთავარ სპონსორად“ მოიხსენია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უარყო გერმანელი კოლეგის მოწოდებები „საშიში“ ესკალაციური ნაბიჯების შეჩერების შესახებ და ბერლინი უკრაინის „მთავარ სპონსორად“ მოიხსენია.
27 სექტემბერი 2026, 11:48
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თავს არავის ვესხმით, ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება - ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე
თავს არავის ვესხმით, კრიტიკა ყოველთვის არის პასუხი იმ თავდასხმებზე, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის ხოლმე. ვიტოვებთ უფლებას ვიყოთ კრიტიკულები ნებისმიერი სახელმწიფოს თუ პოლიტიკის მიმართ, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება. ასე რომ, ვინმეს თუ უნდა საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის გაჩუმება, ამისთვის ერთადერთი გზაა, არ დაესხან თავს ქართველ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთს მუდამ ესხმის თავს.
27 სექტემბერი 2026, 11:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თავადაც ხედავენ, რომ საერთოდ განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი, როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ნიშნავს ზუსტად სექტანტობას
არ არსებობს რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცით და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 სექტემბერი 2026, 11:28
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს - ძალიან დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ
მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე.
27 სექტემბერი 2026, 11:26
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება
ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ალდეს“ ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს, ეს არის მათი პრინციპები და ღირებულებები, რასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს
თქვენ იცით, „ალდე“ რა პოლიტიკური ძალაც არის და რა ღირებულებებიც აქვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
27 სექტემბერი 2026, 11:24
მსოფლიო
The Wall Street Journal: ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს
ვარშავაც და კიევიც თავის საერთო მტრად რუსეთს ასახელებენ, თუმცა ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ საკუთარ მტკივნეულ წარსულს. The Wall Street Journal-ის ცნობით, კონფლიქტი უკრაინის აჯანყებულთა არმიის (УПА) გარშემო - რომლის წევრებსაც უკრაინაში გმირებად მიიჩნევენ, ხოლო პოლონეთში მასობრივი სიკვდილით დასჯის ორგანიზატორებად - ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აუარესებს და რუსეთს მათ შორის ბზარის გასაჩენად ხელსაყრელ საბაბს აძლევს.
27 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ
მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 სექტემბერი 2026, 11:22
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად
ჩვენი ვალია, მაქსიმუმი გავაკეთოთ მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
27 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა
სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
27 სექტემბერი 2026, 11:07
საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მანამდე შიო მესამე ლიტურგია აღავლენს.
27 სექტემბერი 2026, 11:03
პოლიტიკა
აშშ საელჩო: დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღეს და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო ამერიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა. კორტნი ოსტრიანი, გმირთა მემორიალზე საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თარიღს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელშიც ეხმაურება.
27 სექტემბერი 2026, 11:01
საზოგადოება
ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ტრაგიკული თარიღი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წევრებმა.
27 სექტემბერი 2026, 10:54
მსოფლიო
ტრამპი: მინდა, რომ ზელენსკიმ შეთანხმება დადოს პუტინთან, და მინდა, რომ პუტინიც მოელაპარაკოს მას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მოგვარების შესახებ შეთანხმება მალე დაიდება.


