27 სექტემბერი 2026, 21:51 / სანდო წყარო

ლევან მაჭავარიანი ბახმაროში ჩატარებულ სემინარზე: ეს იყო პოლიტიკური შინაარსის სემინარი და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო მთავრობასთან

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ეს იყო პოლიტიკური შინაარსის სემინარი და შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო მთავრობასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ბახმაროში ჩატარებულ სემინართან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა, სავარაუდოდ, კანონის გვერდის ავლა.

„ბრიუსელიდან ჩვენ, სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ რადიკალიზმის დაფინანსებას და მათი მხრიდან ისეთი ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარების ავანგარდში დგანან ხოლმე და ასეთი ცუდი რეპუტაციით რომ სარგებლობენ, კითხვის ნიშნები დატოვეს.

ნორვეგიის ახალმა ელჩმა პირდაპირ ფარული შეხვედრა ჩაატარა ზურა ჯაფარიძესთან და ნიკა გვარამიასთან, რომლებიც მართლა გამოირჩევიან იმ რადიკალურ ოპოზიციაშიც თავიანთი სხვა ტიპის რადიკალიზმით. აგრძელებენ ასეთი ტიპის მუშაობას ეს ფონდები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ არაფერი გამოგვეპარება, ყველაფერზე ვფლობთ ინფორმაციას, ყველაფერზე იქნება რეაგირება კანონის ფარგლებში, თუმცა ასეთი ქმედებებით კიდევ უფრო იზიანებენ საკუთარ რეპუტაციას საქართველოში.

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ ეს პოლიტიკური აქტორები ცდილობენ პოლარიზაციის გაღრმავებას საქართველოში, ცდილობენ ემოციურად დაზიანებული ჩვენი თანამოქალაქეების გრძნობებზე თამაშს და მათთვის იმის სწავლებას, რომ თითქოს თავისუფლებისთვის ბრძოლა - ეს არ არის ტერორიზმი, როგორც ჩვენ ვიხილეთ, მაგალითად, ფრანკლინის კლუბი. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა, ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ეს ფაშიზმი საქართველოში დასრულდეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის.

18 სექტემბერს ბახმაროში არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ. გრანტების შესახებ კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის თანხმობაა საჭირო.

ყველა სიახლე

ვახტანგ ჭარაია

27 სექტემბერი 2026, 22:38

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: „ნამახვან“ ჰესის ეკონომიკური სარგებელი საქართველოსთვის იქნებოდა შეუფასებელი, არამარტო სუფთა ეკონომიკური, არამედ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც, სამუშაო ადგილებისთვის, საბიუჯეტო შემოსავლებისთვის, ეგრეთწოდებული გადადინების ეფექტით, უამრავ სხვა დარგში იქნებოდა დადებითი შედეგები

გინდ ქართველი იყოს, გინდ უცხოელი იყოს, ამოსავალი წერტილი ეს არ უნდა იყოს, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რა ინვესტიციას ახორციელებს, გვჭირდება თუ არა ჩვენ ეს ინვესტიცია, ახლავს თუ არა მას ისეთი ხიფათი რომელიც წონის იმ ფინანსურ სარგებელს რომელიც შეიძლება მას მოჰყვეს და შესაბამისი გადაწყვეტილება ძალიან მარტივია შემდგომ მისაღებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „გრუნის“ ბიზნეს აკადემიის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ.

27 სექტემბერი 2026, 22:35

საზოგადოება

ლევილის ქართველთა მამულის ახალი სიცოცხლე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ლევილის ქართველთა მამულის ახალი სიცოცხლე - სივრცე, სადაც 1922 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრაციაში მყოფმა მთავრობამ დაიდო ბინა და რომელიც საქართველოს ეროვნული იდეის, თავისუფლებისა და ქართული კულტურის ერთგულების კერად იქცა, სრულად რეაბილიტირებულია.

ლევან მამალაძე

27 სექტემბერი 2026, 22:13

ეკონომიკა

ლევან მამალაძე: ეს არაბიზაციის თემა, ფაქტობრივად, არის მოგონილი თემა, არაფერზე დაყრდნობილი, არანაირ ციფრსა და არანაირ სტატისტიკაზე

ეს არაბიზაციის თემა, ფაქტობრივად, არის მოგონილი თემა, არაფერზე დაყრდნობილი, არანაირ ციფრსა და არანაირ სტატისტიკაზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, მეცნიერებათა დოქტორმა ლევან მამალაძემ.

27 სექტემბერი 2026, 22:05

ეკონომიკა

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალი - საქართველო ალ ნუვაისის თვალით. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ქალი, რომელმაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა - 50-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ამ ორგანიზაციას ქალი პირველად ჩაუდგა სათავეში. გადატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, ალ ნუვაისის ვიზიტების ნუსხაში პრიორიტეტული აღმოჩნდა ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 22:01

საზოგადოება

პრემიერი: ქართველი საზოგადოებისთვის ლევილი არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ინახავდნენ ქართველები ათწლეულების მანძილზე ოცნებას თავისუფლების შესახებ, მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება ლევილის მამულს, აქ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ლევილის მამული იმისათვის, რომ ფართო საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს უცხოელ მეგობრებს გავაცნოთ საქართველოს კულტურა, იდენტობა და ისტორია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

27 სექტემბერი 2026, 21:53

ჯანდაცვა

ბავშვები საკვებით მოიწამლნენ თუ ვირუსი გავრცელდა - ნოროვირუსი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შემთხვევების მიზეზი არა საკვებით ინტოქსიკაცია, არამედ ნოროვირუსი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოკვლეულ ნიმუშებში სურსათის უვნებლობის დარღვევა არ დადასტურდა. ყველა შესაბამისი უწყება ფეხზე იდგა, 24-საათიანი რეჟიმი მუშაობდა, რომ საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია ჰქონოდა. პარალელურად, განსაკუთრებული მეთვალყურეობა ჰქონდათ კლინიკებში მოთავსებულ ბავშებს.

27 სექტემბერი 2026, 21:45

პოლიტიკა

წახალისებული ექსტრემიზმი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ევროპულმა ინსტიტუტებმა უძველესი კულტურის ქვეყანაში რატომღაც უკულტურობის დაფინანსება გადაწყვიტეს. კორძის მუსიკალური საღამო გორში საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო ჩაიშალა. შემსრულებელი ამ ფაქტმა ისე გააღიზიანა, რომ სოცქსელებში ღიად მოითხოვა ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა და მიიღო კიდეც - განცხადება განცხადებაზე გაავრცელეს.

ირაკლი კობახიძე

27 სექტემბერი 2026, 21:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე: დიდი ხანია აქვთ მცდელობები, რომ სხვადასხვა სახით შეტევა მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ფინანსებს, ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი - ისინი ცდილობენ, რომ ადამიანს, რომელსაც მრავალმილიარდიანი ქველმოქმედება აქვს გაწეული თავისი ცხოვრების მანძილზე, დააბრალონ გარკვეული სიკეთის სხვისგან მითვისება

დიდი ხანია აქვთ მცდელობები, რომ სხვადასხვა სახით შეტევა მიიტანონ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ფინანსებს, ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით.

27 სექტემბერი 2026, 21:22

პოლიტიკა

არარსებული „არაბიზაციის“ საფრთხე - ქვეყნის განვითარების მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ სიტყვა „არაბიზაცია“ მათთვის თურმე კრებსითი ყოფილა და ის საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად გამოიგონეს.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 21:08

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟზე: ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს

ეს ფანტაზიორობა ბიძინა ივანიშვილის ქონების წარმომავლობის გარეშემო არის სწორედ ამ შავი პროპაგანდისტული ხაზის ნაწილი და ამ შემთხვევაში სტუდია „მონიტორიც“ იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტუდია „მონიტორის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით.

27 სექტემბერი 2026, 20:54

სამართალი

სიმართლე იმ რეკრეაციულ ზონაზე, რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ ესტონელი ბიზნესმენისგან იყიდა - დამალული სიმართლის ფასი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნინო ზურიაშვილმა კალამი აშკარად ლურსმანზე ჩამოკიდა? მისი წარსული პროფესიული სტანდარტის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია ისეთი რეპორტაჟის ხილვა, რომელიც სტუდია „მონიტორმა“ შემოგვთავაზა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით.

27 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

რა გზავნილებით ჩავიდა პრემიერი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

დეოკუპაცია, მშვიდობის პოლიტიკა, პრაგმატიზმი - გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოს მიმართა. ეს იყო უმაღლესი თანამდებობის პირის გამოსვლა, რომლის მთავარი გზავნილებიც იმ რეალობას ასახავდა, რომელშიც დღეს საქართველო და მსოფლიო არიან. მთავრობის მეთაურმა ილაპარაკა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე და იმ გამოწვევებზე, რომლებთან გამკლავებაც დღევანდელ ხელისუფლებას უწევს.

27 სექტემბერი 2026, 20:10

სპორტი

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია

საქართველოს ნაკრები პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა. საქართველოს ნაკრებმა ნეიტრალურ პარასპორტსმენთა გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხა

27 სექტემბერი 2026, 20:04

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

27 სექტემბერი 2026, 19:59

საზოგადოება

„მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს დღე იმედია უკეთესი ხვალინდელი დღის, დაკარგულის დაბრუნების - ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში - ოღონდ არა ომით და აგრესიით, არამედ მშვიდობით, ურთიერთპატიებით და შენდობით" - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. მაცხოვრის ჯვარცმიდან თითქმის სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი სიწმინდე - უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს და მისი თაყვანისცემის საშუალება მიეცათ. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ეს დღე იმედია უკეთესი ხვალინდელი დღის, დაკარგულის დაბრუნების - ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში - ოღონდ არა ომით და აგრესიით, არამედ მშვიდობით, ურთიერთპატიებით და შენდობით, - ასე მიულოცა მაყურებელს ჯვართამაღლების დღესასწაული ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.

27 სექტემბერი 2026, 19:23

მსოფლიო

POLITICO: გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, ფასების შემცირებისა და სტაბილიზაციის მიზნით, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდა

გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, ფასების შემცირებისა და სტაბილიზაციის მიზნით, ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს გაზსა და ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 სექტემბერი 2026, 17:54

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ფრონტის ყველა აქტიურ ზონაში 10 660 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში ფრონტის ყველა აქტიურ ზონაში 10 660 რუსი სამხედრო გაანეიტრალეს, დაღუპულებისა და დაჭრილების ჩათვლით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

რამაზ სვანაძე

27 სექტემბერი 2026, 17:53

სპორტი

28 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან შეხვედრას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩაატარებს

„მინდა ფეხბურთის ფედერაციას მადლობა ვუთხრა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემ მიმართ ყოველთვის იყო, არის და დარწმუნებული ვარ, შემდეგშიც იქნება. იქნება იმიტომ, რომ რამაზ სვანაძე არ მოსულა მარტივად იქ, სადაც ახლა არის. რამაზ სვანაძეს ძალიან დიდი გზის გავლა დასჭირდა იმისთვის, რომ აქ მოსულიყო და სანამ რამაზ სვანაძე აქ მოვიდოდა, რამაზ სვანაძემ გაიარა ძალიან რთული გზა - დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებებით და დამთავრებული იმ ორი ევროპის ჩემპიონატით, რომლის ანალოგი საქართველოში მანამდე არ ყოფილა“, - აღნიშნა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.

27 სექტემბერი 2026, 17:36

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.