28 სექტემბერი 2026, 17:58 / სანდო წყარო

დავით მათიკაშვილი: ამ გარე ძალების ინფორმაციის პირველწყარო, რომელსაც საქართველოში არ სურს მშვიდობა, არის სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები

დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ამ გარე ძალების ინფორმაციის პირველწყარო, რომელსაც საქართველოში არ სურს მშვიდობა, არის სწორედ „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში აგენტურა არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები -„ლელო“ და გახარიას პარტია, ასევე ენჯეო სექტორის ნაწილი.

„მათ სხვა დასაყრდენი ჩვენს ქვეყანაში არ ჰყავთ. ნებსით თუ უნებლიეთ, თუკი რაიმე ფორმით უნდათ საქართველოში პოლიტიკურ აქტიურობაში მონაწილეობის მიღება, სხვა გზით ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ისევ ამ პოლიტიკურად გაცვეთილ, პოლიტიკურად და სისხლის სამართლებრივად დამნაშავე პირებთან უწევთ ურთიერთობა, რომელთა მეშვეობითაც სურთ იმ მძიმე სცენარის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სწორედ ქართველი ხალხის დიდი სიბრძნის, „ქართული ოცნების“, მისი საპატიო თავმჯდომარის, ქვეყნის პრემიერის, ქვეყნის პრეზიდენტის და პარლამენტის, მაგრამ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ძალიან მკაცრი, კონკრეტული და პრინციპული პოზიციიდან გამომდინარე ვერ ხორციელდება. სხვა ძალებს ისინი საქართველოში ხელს ვერ ჰკიდებენ, სხვას ღალატზე ხელს ვერ აწერინებენ, ამიტომაც ისევ იმ ძალებთან უწევთ ყოფნა, რომელთაც ერთ დროს ეს მძიმე ანტიქართული და საქართველოს მოძულე ხელმოწერა უკვე შესრულებული აქვთ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

28 სექტემბერი 2026, 18:41

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ

გახარია, ან ნებისმიერი პარტია, რომელიც ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელშია შეტანილი, არის ერთი, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც გარე ძალების მხრიდან იმართება, უბრალოდ, სხვადასხვა ნომერი და ფერი აქვთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

28 სექტემბერი 2026, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ისინი არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან, სამშობლო რა არის

ისინი [ოპოზიცია] არიან სამშობლოს მოღალატეები, არ იციან, სამშობლო რა არის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს პატარა სოფლები უწოდა. ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიცია ყოველთვის კონკრეტული ძალების ინტერესებს ასრულებდა.

28 სექტემბერი 2026, 18:26

მსოფლიო

EURACTIV: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები სულ უფრო მეტად ექცევა ეროვნული ინტერესების გავლენის ქვეშ, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები კრემლის „შავ სიასთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებს სრულიად სხვა საკითხებში დათმობების მისაღწევად იყენებენ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები სულ უფრო მეტად ექცევა ეროვნული ინტერესების გავლენის ქვეშ, რადგან წევრი ქვეყნების მთავრობები კრემლის „შავ სიასთან“ დაკავშირებულ მოლაპარაკებებს სრულიად სხვა საკითხებში დათმობების მისაღწევად იყენებენ, - წერს გამოცემა EURACTIV-ი.

28 სექტემბერი 2026, 18:22

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტრებიუკს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარეთა კონფერენციასთან (COP) დაკავშირებული საკითხების და გარემოსდაცვითი კუთხით ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მართვასა და სათბური გაზების ემისიების შემცირებაზე. მსჯელობა ასევე შეეხო ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვის და ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების საკითხებს.

28 სექტემბერი 2026, 18:18

ეკონომიკა

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა

28 სექტემბერს ქალაქ გიოგოლოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი საბაჟო კომიტეტის რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი მამუკა ბარათაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე შაჰინ ბაგიროვი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე სეზაი უჩარმაქი.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2026, 18:15

პოლიტიკა

კახა კალაძე: ბოლო წლების განმავლობაში მეტროს ვაგონები არ განახლებულა - პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 სექტემბერი 2026, 18:13

სამართალი

პროკურატურამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 სექტემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ბრალდებულმა ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით გააუპატიურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

კახა კალაძე

28 სექტემბერი 2026, 18:12

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებებზე: როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს და ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც მისი განცხადებებიდან ვისმენთ

სააკაშვილი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დასასრული აქვთ ქვეყნის მოღალატეებს, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადებები.

ირაკლი ხელაძე

28 სექტემბერი 2026, 18:12

პოლიტიკა

ირაკლი ხელაძე: მიმდინარე წლის ქონების გადასახადთან დაკავშირებით, რომლის დეკლარირებაც 1-ელი ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილება შეეხებათ და საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან 40 ათასიდან 100 ათასამდე საშემოსავლო ზღვარში

მიმდინარე წლის ქონების გადასახადთან დაკავშირებით, რომლის დეკლარირებაც 1-ელი ნოემბრიდან უნდა დაიწყოს, ეს გადაწყვეტილება შეეხებათ და საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან 40 ათასიდან 100 ათასამდე საშემოსავლო ზღვარში, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“ კანონპროექტზე, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადს ეხება.

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო. ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან კარგად დანახული სცენარი, რომელი სცენარითაც მზაკვრულად მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ ცალკეული ძალები

პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, რაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 18:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიმიკურ მუქარაზე: სააკაშვილი ამით კიდევ ერთხელ აჩვენებს საკუთარ სახეს და იმას, თუ როგორ სძულს ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიც იყო

ამ სიტყვებით ის მთელ საქართველოს აგინებს. ეს „ქართული ოცნების“ მიმართ კი არ არის ნათქვამი, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლოზე მიმიკურად წარმოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით.

დავით მათკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:53

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ბელგიაში შეხვედრები გვქონდა ორივე პალატის თავმჯდომარეებთან, ლუქსემბურგში შევხვდით დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს. ყველა შეხვედრა იყო პოზიტიური - ჩვენ ჩვენი სათქმელი ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით პირდაპირ ვუთხარით და გავაგებინეთ ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებს

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტები „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:53

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ფაქტია, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი კარდინალურად შემცირებულია. პარტია, რომელსაც აქვს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული ნიადაგი, რომელსაც სურს საკუთარი ქვეყნის ნგრევა, ბუნებრივია, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე. ამიტომაც აბსოლუტურად გამართლებულია ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში

ფაქტია, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი კარდინალურად შემცირებულია. პარტია, რომელსაც აქვს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული ნიადაგი, რომელსაც სურს საკუთარი ქვეყნის ნგრევა, ბუნებრივია, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე. ამიტომაც აბსოლუტურად გამართლებულია ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

28 სექტემბერი 2026, 17:51

სპორტი

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული დარბაზი საქართველოს სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაქრაძემ და მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ გახსნეს.

28 სექტემბერი 2026, 17:46

მსოფლიო

Reuters: ჩინეთი და აშშ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დაწესებული ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:42

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვთ აღიარებული

„ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებას უწოდებს. სააკაშვილმა დღეს სასამართლოში 2008 წლის აგვისტოზე ლაპარაკისას რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ძალიან პატარა სოფლებად მოიხსენია. მათიკაშვილის თქმით, სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვს აღიარებული.

28 სექტემბერი 2026, 17:32

საზოგადოება

საქართველოში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დედაქალაქში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. ცხოველთა მეპატრონეებს საშუალება ჰქონდათ აეცრათ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ცხოველის მოვლის, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და იმ აუცილებელი პროცედურების შესახებ, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

28 სექტემბერი 2026, 17:30

სამართალი

საქალაქო სასამართლოში სიძულვილის ენის ორი ადმინისტრაციული ოქმი განიხილეს

ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის სამი ათასი ლარით დაჯარიმდა, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის კიდევ ერთი მოქალაქის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

ტარიელ შავერდაშვილი

28 სექტემბერი 2026, 17:28

სამართალი

ტარიელ შავერდაშვილი: გირგვლიანის ამბის შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის, რადგან მე და ბადრი ახლოს ვიყავით, ჩემზეც და ჩემს ოჯახზეც დაიწყო ზემოქმედება. 15 ათასი ტონა შაქრით დატვირთული გემი დამიპატიმრა კეზერაშვილმა იმ მიზეზით, თითქოს იარაღი და კონტრაბანდა შემომქონდა

დღეს ბადრი პატარკაცისვილის მეგობარი ტარიელ შავერდაშვილი გამოკითხეს. მან დეტალურად ილაპარაკა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტის და წნეხის შესახებ.