Rapporteur: საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი წინააღმდეგია
მაკა ბოჭორიშვილი ჰაკან ფიდანი
ფოტო: Getty Images
საქართველოს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა თბილისის ინიციატივას ევროკავშირის მხარდაჭერა არ აქვს. ინფორმაციას Rapporteur-ი ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველო ოფიციალურად წარადგენს საკუთარ კანდიდატურას და ეუთოს 57 მონაწილე სახელმწიფოს მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.
„საქართველოს სურს, 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს და მზად არის, ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ეუთოს წარმომადგენლებისთვის გამართულ მიღებაზე.
ეუთო ევროპის, აშშ-ისა და რუსეთის მონაწილეობით მოქმედი მთავარი მრავალმხრივი უსაფრთხოების ფორუმია. ბოლო წლებში ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეფერხდა, რადგან ყველა გადაწყვეტილების მისაღებად მონაწილე სახელმწიფოების კონსენსუსია საჭირო, წერს გამოცემა.
ამ დროისთვის ეუთოს თავმჯდომარეობის ერთადერთი ოფიციალური კანდიდატი კვიპროსია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ფართო მხარდაჭერა აქვს. თუმცა, დიპლომატების ცნობით, კვიპროსის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს.
უთანხმოებამ ეუთო 2027 წლის თავმჯდომარეობის საკითხზე კონსენსუსის გარეშე დატოვა, რაც საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, თავი ალტერნატიულ კანდიდატად წარმოაჩინოს, იუწყება გამოცემა.
Rapporteur-მა ევროკავშირის საგარეო საქმეთა პრესსპიკერს კრისტიან უიგანდს ჰკითხა, კვლავ უჭერს თუ არა ევროკავშირი მხარს კვიპროსის კანდიდატურას და განიხილავს თუ არა ალტერნატიულ კანდიდატს ან ჩიხიდან გამოსვლის სხვა გზას. უიგანდმა პირველ კითხვაზე მოკლედ „დიახ“, ხოლო მეორეზე - „არა“ უპასუხა.
თბილისისთვის ეუთოს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანი დიპლომატიური პლატფორმა იქნება იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან და რამდენიმე დასავლურ ქვეყანასთან გაუარესებულია, აღნიშნულია სტატიაში.
შემდეგი მნიშვნელოვანი თარიღი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაა, რომელიც 3-4 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში გაიმართება. ეს იქნება შვეიცარიის 2026 წლის თავმჯდომარეობის ფარგლებში ორგანიზაციის ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა.
მოსალოდნელია, რომ დეკემბრის მინისტერიალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პირადად დაესწრება, რაც მისი ევროპაში ერთ-ერთი იშვიათი ვიზიტი იქნება.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ იგნაციო კასისმა მიმდინარე თვეს განაცხადა, რომ შეხვედრას შესაძლოა რუსეთისა და აშშ-ის პირველი დიპლომატებიც დაესწრონ და მას დიალოგის შესაძლებლობა უწოდა. ლავროვმა და კასისმა ლუგანოს მინისტერიალის მოსამზადებელ საკითხებზე გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრეს.
ბოლო პერიოდში ეუთოში აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვეული გააქტიურება შეინიშნება, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტების მიმართ გაცილებით უფრო მკაცრ მიდგომას ინარჩუნებენ.
როგორც Rapporteur-ი იუწყება, თუ თურქეთი კვიპროსის კანდიდატურის დაბლოკვას გააგრძელებს, ლუგანოს შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატურა შესაძლოა ალტერნატიულ ვარიანტად განიხილონ.
თუმცა, საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორისაც აქვს წინააღმდეგობა. დიპლომატების ცნობით, განსაკუთრებით უარყოფითად არიან განწყობილი ბალტიის ქვეყნები, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაუარესებულ ურთიერთობებთან და რუსეთთან მიმართებით თბილისის პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეშფოთებას ასახავს.
2027 წლის თავმჯდომარეობისთვის საკუთარი კანდიდატურის წარდგენას სერბეთიც განიხილავს, განუცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა Rapporteur-ს. ბელგრადის შესაძლო გადაწყვეტილებამ შესაძლოა ბრიუსელის დილემა კიდევ უფრო გაართულოს, განსაკუთრებით ევროკავშირსა და სერბეთს შორის დაძაბული ურთიერთობებისა და ომის დამნაშავე რატკო მლადიჩის დაკრძალვასთან დაკავშირებული ბოლო დაპირისპირების ფონზე.
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 10:27
პოლიტიკა
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკოორდინაციო საბჭომ სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და დარგობრივი რეგლამენტები მიიღო
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ხელმძღვანელობდა, საბჭოს წევრი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 10:24
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 10:22
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) გენერალურ მდივანს როელ დონას შეხვდა
„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი ირაკლი ჩილინგარაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პროგრამების აღმასრულებელი მენეჯერი ირინა ბერიძე ესწრებოდნენ“.
30 სექტემბერი 2026, 10:21
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
30 სექტემბერი 2026, 10:19
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 9 პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
30 სექტემბერი 2026, 09:42
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა
მინისტრმა მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
30 სექტემბერი 2026, 09:33
მსოფლიო
ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტს სახელი გადაარქვა და მას სუპერინტელექტი უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ (AI) ტერმინით „სუპერინტელექტი“ (SI) უნდა ჩანაცვლდეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 09:31
პოლიტიკა
საქართველო აშშ-ის მიერ ინიციირებულ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პარტნიორობის ერთობლივ დეკლარაციას შეუერთდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ხელი მოაწერა „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების პარტნიორობის“ ერთობლივ დეკლარაციას.
30 სექტემბერი 2026, 09:15
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა რუსეთის, ჩინეთის, ჰონგ-კონგისა და პაკისტანის კომპანიებს ირანთან კავშირების გამო სანქციები დაუწესა
აშშ-ის მთავრობამ ირანისთვის იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვაში დახმარების გამო 13 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
30 სექტემბერი 2026, 09:14
პოლიტიკა
ევროკომისია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებას გეგმავს, რაც წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს დადებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლების გაუქმებას გულისხმობს
გეგმის თანახმად, ევროკავშირი გადავა კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის სისტემაზე, რაც ცალკეულ წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლების გამოყენებისა და გადაწყვეტილებების დაბლოკვის შესაძლებლობას ჩამოართმევს.
30 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
რუსეთმა კიევი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი
რუსეთმა გვიან ღამით კიევზე რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, იუწყება უკრაინული მედია.
30 სექტემბერი 2026, 08:41
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 სექტემბერს საქართველოში
სიღნაღშიც წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
30 სექტემბერი 2026, 08:38
საზოგადოება
კლიმატის ცვლილების მიმართულებით, ახალი პროექტი იწყება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (EIEC), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, საქართველოს მეორე ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR2), გაერთიანებული მესამე ორწლიანი გამჭვირვალობის ანგარიშის (BTR3) და მეექვსე ეროვნული შეტყობინების (6NC) მომზადების პროცესს იწყებს.
30 სექტემბერი 2026, 08:35
რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის შედეგებს რეგიონებში აჯამებს
„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის შედეგებს რეგიონებში აჯამებს. კომერციული დირექტორი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გასული სარწყავი სეზონის შედეგები განიხილეს და სოფლის მეურნეობის წარმოების პროცესში საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს.
30 სექტემბერი 2026, 08:34
რეგიონი
რუსთავში ქალაქის გამწვანების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს
რუსთავში, ქალაქის გამწვანების საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის - ,,მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, ქალაქის შემოსასვლელში, სხვადასხვა სახეობის 2 ათასი ძირი ხე-მცენარე დაირგვება.
30 სექტემბერი 2026, 08:32
რეგიონი
სოფელ ბაზალეთში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის გზაზე, მოეწყობა სანიაღვრე არხები და საცხოვრებელი სახლების ეზოებთან შესასვლელები.
30 სექტემბერი 2026, 08:30
რეგიონი
ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში
ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებშიც. როგორც აღინიშნა, ღონისძიების მიზანი მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომის დაფასება და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებაა.
30 სექტემბერი 2026, 08:27
საზოგადოება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ დიდუბის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქალაქ თბილისის დიდუბის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
30 სექტემბერი 2026, 08:25
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურს ევროკავშირს გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტო-ს უფლება არ ჰქონდეს და ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა
შეიძლება ისიც კი ივარაუდო, რომ ხელოვნურად არ სურთ [ევროკავშირს] გაფართოება, ვინაიდან არ წარმომიდგენია რომელი კანდიდატი ქვეყანა იქნება, ვისაც სურვილი აქვს, რომ ვეტო-ს უფლება არ ჰქონდეს, ამავდროულად სურვილი ექნება, რომ აშშ-თან აიკრძალოს ურთიერთობა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.


