01 ოქტომბერი 2026, 00:31 / სანდო წყარო

ირაკლი კირცხალია: ადამიანი და მისი უფლებები იყო ჩვენთვის და ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ღირებულება, სწორედ აქედან გამომდინარეობს უწყვეტი მშვიდობა

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და უწყვეტი მშვიდობა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომელთა მთავარი ფასეულობა და ღირებულება ყოველთვის ადამიანი და მისი უფლებები იყო. ამის შესახებ კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი განცხადებით, უმთავრეს ამოცანად რჩება პოლიტიკური სივრცის "აგენტურისგან" გათავისუფლება, რათა ასპარეზი ეროვნულ და ღირსეულ პოლიტიკურ ძალებს დაეთმოს.

"სწორედ ადამიანი, ის ღირებულება, ის ფასეულობა და მისი უფლება იყო, პირველ რიგში, ჩვენი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მთავარი ღირებულება და ფასეულობა, სწორედ აი, აქედან გამომდინარეობს შემდეგ ის უწყვეტი მშვიდობა. როდესაც მე ივანიშვილების ოჯახზე ვსაუბრობ, 2012-ში რომ არ გამოჩენილიყო ბატონი ბიძინა, ქვეყანა ასე არ იქნებოდა, როგორც დღეს არის. ქვეყანაში ეს ვითარება არ იქნებოდა, ეს ეკონომიკური მდგომარეობა არ იქნებოდა და ეს უწყვეტი მშვიდობა არ იქნებოდა. როდესაც ვამბობ, რომ ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიაში ამ ოჯახის სახელი და გვარი, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ აი, ამდენი შემოტევის მერე, ამდენი ბულინგის მერე, ამდენი უსამართლობის მერე, ის იმ ღირებულებების მაგალითია ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. მისი პრინციპები, მისი მოქმედება და მისი ნაბიჯები. მაგალითი იყო, არის და იქნება და აი, ამ მაგალითით მოვდივართ. და აი, ამ მაგალითით უდგას ამ გუნდს სათავეში თავისი სამშობლოს სიყვარულით. აი, ეს იყო და ის მშვიდობა, რასაც მივაღწიეთ, მიუხედავად აი, ამ ტურბულენტური ზონისა.

გასაკეთებელი ყოველთვის ბევრი იქნება. მათ განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც აი, ასე ვითარდება და ასე სწრაფად ვითარდება. ძალიან ბევრი იქნება ეკონომიკური განხრით და ხედავთ, როგორ მუშაობს ჩვენი ეკონომიკური გუნდი და რა ინფრასტრუქტურული პროექტებია და რა მიღწევები აქვს ეკონომიკურ გუნდს ამ მთავრობაში. გადახედეთ, დღე არ გავა, რომ ახალი ხელშეკრულება, ახალი პარტნიორობა, ახალი ავიამიმოსვლა, საზღვაო კუთხითაც, საჰაერო კუთხით, ყველა კუთხით, რკინიგზის კუთხით, პორტები, აეროპორტები, აი, ყველაფერი. მაგისტრალები და ასე შემდეგ, ვითარდება ეს ყველაფერი.

და მეორე, რასაც ვამბობ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ყველაზე მთავარი, რაც არის გასაკეთებელი, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო კარგად განვითარდეს, კიდევ უფრო მეტი შანსი ჰქონდეს მართლაც ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ კიდევ უფრო ეფექტურად განავითარონ ეს ქვეყანა ყველა მიმართულებით, არის, რომ აი, ეს აგენტურა უნდა მოვაცილოთ. და მივიყვანოთ იქამდე, რომ პოლიტიკური ველი განთავისუფლდეს აგენტურისგან და პოლიტიკური ველი დაიკავონ ეროვნულმა, ღირსეულმა ძალებმა.

დარწმუნებული ვარ, ეს არის ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ოცნება ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს ასე გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ, პირველ რიგში, ბატონ ბიძინას მინდა მივულოცო ხვალინდელი დღე [პირველი ოქტომბერი] და მთელ ჩვენს გუნდს და მთელ ჩვენს ქვეყანას, იმიტომ, რომ ყველაზე მთავარი მონაპოვარი რაც არის, ეს არის ადამიანი დღეს და აი, აქედან და ამ მთავარი ღირებულებიდან გამომდინარე, ის უწყვეტი მშვიდობა, რომელიც გვაქვს ჩვენ დღეს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

01 ოქტომბერი 2026, 00:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის პოსტზე: რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გასცეს სამართლებრივი პასუხი

ყველა შესაძლო გზითა და სცენარით უტევენ... რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილებაა, ყველას უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს, რითაც ბერა ივანიშვილის პოსტს გამოეხმაურა.

დიმიტრი სამხარაძე

01 ოქტომბერი 2026, 00:31

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

1 ოქტომბერი, დღე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში დარჩა, როგორც დიდი ცვლილების დღე. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც თავისი მიზანი, პასუხისმგებლობა და ფასი ჰქონდა. იმ ადამიანებისთვის, ვინც იმ პერიოდში ამ პროცესში იდგა, ეს თარიღი მხოლოდ კალენდარში მონიშნული დღე არ არის, ეს არის საკუთარი გზის, ერთიანობისა და ბრძოლის გახსენება, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

01 ოქტომბერი 2026, 00:30

მსოფლიო

POLITICO: უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება

ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს - დრონებისა და რაკეტების უწყვეტი ტალღებით იგი ანადგურებს ქალაქებს, ქარხნებს, ხიდებსა და პორტებს, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „უკრაინის საბრძოლო ბიუჯეტი ყველაზე ცუდ მომენტში იწურება“.

01 ოქტომბერი 2026, 00:18

პოლიტიკა

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან მე-14 წლისთავს „ქართული ოცნების“ ლიდერები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან

ირაკლი კირცხალია

01 ოქტომბერი 2026, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ეს არის აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა

აგენტურა, რომელმაც პარტია დაირქვა, - ასე ახასიათებს ოპოზიციაში არსებულ ვითარებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

არჩილ გორდულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა

რაც გერმანიაში არის აკრძალული და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ზუსტად იგივე საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, -

რამაზ საყვარელიძე

30 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე IRI-ის კვლევაში ოპოზიციის შედეგზე: ძალიან ბევრი შეცდომა აქვთ ჩადენილი

2012 წლის შემდეგ ეს მონაცემები [ოპოზიციის შედეგი სოციოლოგიურ კვლევაში] ერთი მიმართულებით მიდის, - განაცხადა გადაცემაში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ IRI კვლევაზე საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციურიმა პარტიებმა 2012 წლიდან ვერც ერთ არჩევნებში კარგი შედეგი ვერ აჩვენეს.

30 სექტემბერი 2026, 23:52

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაქოში თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო

ვიცე-პრემიერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი ბაქოს ექსპოცენტრში აზერბაიჯანის თავდაცვის მე-6 საერთაშორისო გამოფენას ADEX 2026 დაესწრო.

არჩილ გორდულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:48

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მიმოვიხედოთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, როგორი გეოპოლიტიკური ძვრებია

არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, მიმოვიხედოთ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, როგორი გეოპოლიტიკური ძვრებია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გოდრულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:45

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენი მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ევრობიუროკრატების აგენტურის - ისტორიულ მინიმუმზე

ჩვენი მხარდაჭერა არის ისტორიულ მაქსიმუმზე, მათი [ევრობიუროკრატების] აგენტურისა ისტორიულ მინიმუმზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ კითხვაზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს IRI-ის კვლევას ხელისუფლებასა და ევროკავშირის შორის ურთიერთობებში. მისი თქმით, საქართველო ევრობიუროკრატების წინაშე მართალია.

ზაალ ანჯაფარიძე

30 სექტემბერი 2026, 23:44

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: უკვე მესამე დღეა გრძელდება ქართველებისთვის დამახასიათებელი იწილო-ბიწილო თითქოსდა IRI-ს კვლევის ირგვლივ, რომელშიც რადიკალურ ოპოზიციისთვის ფაქტობრივად პოლიტიკური სიკვდილის დიაგნოზია დასმული

უკვე მესამე დღეა გრძელდება ქართველებისთვის დამახასიათებელი იწილო-ბიწილო, თითქოსდა IRI-ს კვლევის ირგვლივ, რომელშიც რადიკალურ ოპოზიციისთვის ფაქტობრივად, პოლიტიკური სიკვდილის დიაგნოზია დასმული, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი კირცხალია

30 სექტემბერი 2026, 23:42

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია საიას ანგარიშზე: სად მაშინდელი ციხე და სად დღევანდელი, ზოგი მაცივრით რომ გამორბის და ზოგი ტელევიზორით, ის ჰუმანური მიდგომები, რაც არის პენიტენციურ სისტემაში, ამას ანგრევენ. იმ შედეგზე უნდათ ჩრდილის მიყენება, რომელსაც დღეს მივაღწიეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გადაცემაში „ღამის კურიერი“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის გაგზავნილ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელიც ციხის პოპულაციის ზრდას ეხება.

ირაკლი კირცხალია

30 სექტემბერი 2026, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ევროკავშირში ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რომელზეც იდგნენ

„ყველაზე მთავარი და მართლა საუბედურო რა არის იცით? მართლა ფეხქვეშ გათელეს ყველა ის ფასეულობა, რა ფასეულობებზეც იდგნენ. ბრიუსელში, თავიანთივე ქვეყნებში ხედავენ უკვე პირდაპირი მნიშვნელობით, საბჭოთა მმართველობას საუკეთესო ფორმებით", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში ევროკავშირზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:39

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: საშუალება რომ ჰქონდეთ, სამკლაურებსაც გაგვიკეთებდნენ და გაზის კამერებსაც ააშენებდნენ - „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან ოპოზიციური ველის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

სამწუხაროდ, გვაქვს განგრძობადი ოკუპაცია ქვეყნის ტერიტორიების. ამავდროულად, განგრძობადი ოკუპაცია გვაქვს პოლიტიკურ ველზე ოპოზიციის ნაწილში. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ დასრულდეს დროებითი ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილისა, ასევე იმსახურებს ოპოზიციური ველის ოკუპაციის დასრულებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე რადიკალების მიერ IRI-ის კვლევის დამალვაზე: ალბათ, შეზარა იმ პოლიტიკურმა სარკემ და ამ პოლიტიკურ სარკეში დანახულმა აჩრდილმა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც იხილეს

ალბათ, შეზარა იმ პოლიტიკურმა სარკემ და ამ პოლიტიკურ სარკეში დანახულმა აჩრდილმა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც იხილეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რადიკალების მიერ IRI-ის კვლევის დამალვასთან დაკავშირებით.

არჩილ გოდრულაძე

30 სექტემბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გარდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ქორწილში პატარძლობა უნდა, ხოლო გასვენებაში გ,არდაცვლილი ადამიანის პოზიციაში ყოფნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, სააკაშვილი პარალელურ სამყაროში ცხოვრობს.

ირაკლი კირცხალია

30 სექტემბერი 2026, 23:19

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: IRI-ის კვლევამ გვანახა, რამხელა უფსკრულია აგენტურას და ქართველ საზოგადოებას შორის ჩვენს ქვეყანაში

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევამ ნათლად აჩვენა, თუ რამხელა უფსკრულია ოპოზიციასა და ქართველ ხალხს შორის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

30 სექტემბერი 2026, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: რეალურად, „ქართული ოცნების" რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, რეალურად, "ქართული ოცნების" რეიტინგი IRI-ის კვლევის შედეგებს ორჯერ აღემატება.

30 სექტემბერი 2026, 23:13

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: მეტი სიკეთე ჩვენს მოსახლეობას, ეს იყო, არის და რჩება ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად და ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნების” ხელწერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე საკითხები, რეგიონის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი თემები და პრიორიტეტები განიხილეს. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ პროექტებზე. იმსჯელეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, მთის კურორტების განვითარების და ბუნებრივი რესურსების პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე.