გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი
გურამ მაჭარაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველაზე მთავარი, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა მოიტანა, არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაიბრუნა ღირსება და გაითავისა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მას პატივს სცემს, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ხალხს, ვინც დღემდე იცავს იმ იდეალებსა და იდეებს, რაც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რადგან ეს არის ის იდეალები და იდეები, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მაშინდელ ოპოზიციას - ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“.
„ყველაზე მთავარი, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერმა მოიტანა, არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაიბრუნა ღირსება და გაითავისა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პატივს სცემს.
„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში ღირსება, როგორც ასეთი, არ არსებობდა. სწორედ ამ დაბრუნებული ღირსების გამო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვეღარ მოახერხა ხელისუფლებაში დაბრუნება.
2022 წელს ჩვენ, „ხალხის ძალამ“, საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე. ვუთხარით, რომ გვებრძოდნენ ჯერ კულუარებიდან, შემდეგ კი - აშკარად, სურდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ეწეოდნენ ლგბტ პროპაგანდას და ა.შ.
ქართველ ხალხს ღირსება ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ განცდა იმისა, რომ ხელისუფლება პატივს სცემს ამ ღირსებას და, თურმე, შესაძლებელია ღირსებისთვის ბრძოლა არსებობდეს, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ არსებობდა. სწორედ ეს დაბრუნებული ღირსების განცდა გამოდგა მტკიცე იმ პოზიციის შენარჩუნებისთვის, რასაც გაუძლო ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ბოლო წლებში.
სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია ჩვენი პოზიციები. ძალიან საყურადღებოა ის ხალხი, ვინც დღემდე იცავს იმ იდეალებსა და იდეებს, რაც გვქონდა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ეს არის ის იდეალები და იდეები, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მაშინდელ ოპოზიციას - ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“. ეს იდეალები იყო ზუსტად ის, რასაც ქართული ფენომენი და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა ჰქვია.
ღირსებასთან ერთად, შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი. ჩვენ გვქონდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიყავით სუვერენული სახელმწიფო. ჩვენს საქმეებში ყოველთვის ერეოდნენ სხვები. მაგალითად, თუ პარლამენტის კომიტეტებს არ ექნებოდათ ამერიკის წინა ადმინისტრაციების, ევროკავშირის საელჩოს ან ენჯეოების პირდაპირი თანხმობა, ნებისმიერ კანონპროექტზე ჩნდებოდა პრობლემა და ეს საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის.
პრაქტიკულად, „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში. ისინი არ ექვემდებარებოდნენ არჩევნებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ქართველ ხალხს. პირდაპირ ინიშნებოდნენ და ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ყველა სიახლე
01 ოქტომბერი 2026, 21:49
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: 14 წლის წინ, სულ რაღაც ერთი წლის შექმნილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ჩამოაშორა სადისტების და ჯალათების რეჟიმი სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებას, სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სადისტების და ჯალათების რეჟიმი ჩამოაშორა.
01 ოქტომბერი 2026, 21:39
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინამ პირველად გამოიყენა საკუთარი წარმოების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მტერზე დარტყმა კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-7 ტიპის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტით პირველად განახორციელეს.
01 ოქტომბერი 2026, 21:21
ეკონომიკა
შუა დერეფანი და საქართველოს სტრატეგიული პოტენციალი. საერთაშორისო ფორუმი თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხაზი გაესვა საქართველოს როლს ამ სფეროში. განიხილეს „მსოფლიო ბანკის“ ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარება საქართველოს სტრატეგიულ პოტენციალზე გადის.
01 ოქტომბერი 2026, 21:00
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარაში მოქმედი სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებსა და ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა.
01 ოქტომბერი 2026, 20:59
მსოფლიო
პუტინი: თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თუ საქმე კალინინგრადის ოლქზე ან რუსეთის სხვა რეგიონებზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა, დღის წესრიგში დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის შეიარაღების გამოყენების საკითხი.
01 ოქტომბერი 2026, 20:45
საზოგადოება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება ევროპის მოედანზე და მეტეხის ხიდის ერთი მიმართულებით - ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნისკენ. ამ პერიოდის განმავლობაში მეტეხის აღმართიდან, ღვინის აღმართიდან, კოტე აფხაზისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებები ევროპის მოედნისკენ გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
01 ოქტომბერი 2026, 20:45
პოლიტიკა
შეტევა პატრიარქსა და საპატრიარქოზე - შეურაცხმყოფელი განცხადებებით ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები გამოდიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი კოორდინირებულ, მიზანმიმართულ კამპანიაზე ამახვილებს ყურადღებას.
01 ოქტომბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
პოლონეთის ჯილდო მზია ამაღლობელს - „ქართული ოცნება“ შეკვეთილ და წახალისებულ ძალადობაზე მიუთითებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლონეთის საგარეო უწყების გადაწყვეტილება და თბილისის პროტესტი - მზია ამაღლობელისთვის ლეხ ვალენსას სახელობის ჯილდოს გადაცემა მმართველ გუნდში რადიკალიზმისა და ძალადობის ღია წახალისებად უკვე შეფასდა.
01 ოქტომბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
სააკაშვილისთვის ჩავარდნილი აქცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ის, რაც IRI-მ კვლევით თქვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელი აქციით დაადასტურა. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ლიდერის მხარდასაჭერად რიყის პარკში შეიკრიბა.
01 ოქტომბერი 2026, 20:34
საზოგადოება
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები
ვარშავაში ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
01 ოქტომბერი 2026, 20:30
პოლიტიკა
ოპოზიციის მიერ დამალული კვლევის კიდევ ერთი დანართი. მთავრობის მთავარ მიღწევად გამოკითხულთა 35 პროცენტი მშვიდობას ასახელებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის ნაწილი IRI-ის კვლევის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს, მეორე ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა აგვისტო-სექტემბერში ჩატარდა. ცალკეული ლიდერები კი აცხადებენ, რომ კონკრეტულ მონაცემებს მხოლოდ მედიის საშუალებით გაეცნენ.
01 ოქტომბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
ბერა ივანიშვილი ცილისწამების საპასუხოდ სამართლებრივ დავას იწყებს. სარჩელი სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბერა ივანიშვილი იმ მედიასაშუალებებისა თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მის მიმართ დეზინფორმაციას და ცილისმწამებლურ ბრალდებებს ავრცელებენ, სასამართლო დავას იწყებს.
01 ოქტომბერი 2026, 20:24
პოლიტიკა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და გაყალბებული რეალობა. საიას ტყუილში იუსტიციის სამინისტრო ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაეროში გაგზავნილ ანგარიშს, რომელშიც ციხეების გადატვირთულობაზე წერია, ასევე გაკრიტიკებულია პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმები.
01 ოქტომბერი 2026, 20:21
მსოფლიო
კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა - დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის, მინდაუგას სინკევიჩიუსის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს დაზვერვის მონაცემები, რომლებიც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის მზადებას დაადასტურებდა. დმიტრიევმა ლიეტუველი პოლიტიკოსის სიტყვებს „უჩვეულოდ ბრძნული“ უწოდა.
01 ოქტომბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
2012 წლის პირველი ოქტომბერი - გარდამტეხი თარიღი ქართულ პოლიტიკაში. 14 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა მოიპოვა, საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა და ქვეყნის მართვის სადავეები ჩაიბარა. მმართველი გუნდის შეფასებები „ქრონიკაში“
მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე გადის.
01 ოქტომბერი 2026, 20:03
მსოფლიო
მარკ რუტე: ვხედავთ, როგორ გვცდის რუსეთი მთელ ევროპაში, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების კამპანია გაგრძელდება - ყველამ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ვიყოთ მობილიზებულნი
ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი სისტემური დივერსიების, ხანძრების გაჩენისა და ჰიბრიდული თავდასხმებისთვის. ამასთან, მან მოკავშირეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა.
01 ოქტომბერი 2026, 19:57
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არავინ აპირებს უკანონოდ და უსამართლოდ რაიმეს აკრძალვას - მოვუწოდებ საზოგადოებას, გაეცნოს კომისიის დასკვნას, დაზარალებულთა მონათხრობს და ამის შემდეგ თქვას, უნდა აიკრძალოს თუ არა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი პარტიები
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმიანება და განმარტავს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა გამყარებულია მტკიცებულებებითა და სხვადასხვა საქმეზე საერთაშორისო სასამართლოს დასკვნებით.
01 ოქტომბერი 2026, 19:32
რეგიონი
ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენ
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით წარიმართა. ლევან ღირსიაშვილმა და ილია ბეგიაშვილმა მოსწავლეთა მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
01 ოქტომბერი 2026, 19:19
მსოფლიო
Euronews: ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა
ევროკომისიამ დაასკვნა, რომ მიმდინარე წლისთვის უკრაინის ფინანსური და სამხედრო საჭიროებები სრულად არის უზრუნველყოფილი, მას შემდეგ, რაც ერთი თვის წინ კიევმა თავდაცვის სამინისტროში 27 მილიარდი დოლარის დეფიციტის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.


