მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი - საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა არა მხოლოდ ფიზიკურ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, არამედ თავად გახლდათ კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებულთა ჰარმონიული ერთობის ცოცხალი მაგალითი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოში არასოდეს მომხდარა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით გამორჩევა და დევნა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორია დამპყრობლებთან და იმპერიულ ამბიციებთან მუდმივი ჭიდილის ქრონიკაა, ჩვენს მიწაზე სხვადასხვა სარწმუნოების, ენისა და ტრადიციის ხალხები ოდითგანვე მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთიან ეროვნულ სხეულს ქმნიდნენ.
საამაყოა, რომ საქართველოში არასოდეს მომხდარა ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით გამორჩევა და დევნა — ამის უტყუარი დასტურია ჩვენს დედაქალაქში საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა კონფესიის ტაძრების გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაარსებობა. ქართველი ხალხი ყოველთვის ღია იყო მსოფლიო კულტურებისთვის, თუმცა არასოდეს დაუკარგავს საკუთარი ეროვნული და სულიერი თვითკმარობა.
როდესაც ევროპული ცივილიზაციის საწყისებზე ვსაუბრობთ და ელინურ ფილოსოფიასა თუ რომაულ სამართალს ვიხსენებთ, გვმართებს დავაფასოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობაც — ფაზისის კოლხური აკადემიიდან მოყოლებული, ქართულ ინტელექტუალურ გონს უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპული და ქრისტიანული იდენტობის ფორმირებაში.
საუკუნეების განმავლობაში საქართველო მტკიცედ იდგა ქრისტიანული ევროპის სადარაჯოზე. უმდიდრესი სულიერი საგანძურით, უძველესი დამწერლობითა და ისეთი საგანმანათლებლო კერებით, როგორიცაა გელათისა და იყალთოს აკადემია, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კულტურა, რომელიც ჰუმანიზმს, თავისუფლებასა და უზენაეს ეროვნულ იდეალებს ეფუძნებოდა.
ქართული ხელოვნება, ფილოსოფიური აზროვნება და ლიტერატურა ორგანულად აერთიანებდა და კიდევ უფრო ამდიდრებდა როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ცივილიზაციების მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყველა სიახლე
02 ოქტომბერი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი IRI-ის კვლევაზე: სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა
სარკეში დაინახეს თავისი მახინჯი პოლიტიკური სახე და იფიქრეს, რომ თუ სარკეს თვალს აარიდებენ, რეალობას გაექცევიან, მაგრამ რეალობა ყველას დაეწევა. ბევრჯერ დაეწია მათ რეალობა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც ყველას დაეწევა ვინც კი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით.
02 ოქტომბერი 2026, 12:23
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში
მისი თქმით, ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე ქართული მხარე ადასტურებს, რომ მზად არის დაიწყოს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან.
02 ოქტომბერი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის, თუ როგორ აფასებს ქართველი ხალხი ხელისუფლების მუშაობას, გამოჩნდა IRI-ის კვლევაში, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს
ამომრჩევლის პასუხი ყველამ იხილა IRI-ის კვლევაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერის ისტორიული მაქსიმუმი აქვს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
02 ოქტომბერი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით: გვექნება თემატური დისკუსია, რომელიც შეეხება ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში მე-17 მუხლის მნიშვნელობას, რომლითაც ევროკავშირი იღებს ვალდებულებას, რომ რელიგიურ ორგანიზაციებთან ჰქონდეს მუდმივი დიალოგი, ასევე გვექნება მეორე მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ოჯახისა და ტრადიციული ღირებულებების მნიშვნელობას
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან ერთად ვმართავთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ევროპული ცივილიზაციის ქრისტიანულ საფუძვლებს, ასევე პარლამენტების საქმიანობას იმისათვის, რომ ეს ღირებულებითი საფუძვლები აისახოს შემდეგ კანონმდებლობაში და როგორ უნდა მოხდეს ეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან თბილისში მიმდინარე კონფერენციის - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ შესახებ საუბრისას.
02 ოქტომბერი 2026, 12:13
თავდაცვა
თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის 2026-2027 სასწავლო წლის პროგრამის მსმენელებს შეხვდა.
02 ოქტომბერი 2026, 12:12
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე: არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება
არავინ არ არის ვალდებული აიტანოს მის მიმართ ცილისწამება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბერა ივანიშვილის მიერ მის მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაანონსების საკითხთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცილისმწამებლებისა და სიძულვილის ენის ავტორების წინააღმდეგ მნიშვნელოვანია სამართლებრივი ინსტრუმენტების არსებობა.
02 ოქტომბერი 2026, 12:11
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ანაზღაურებად სტაჟირებას საქპატენტში 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, საკონკურსო ეტაპების გადალახვის შედეგად, საქპატენტში სტაჟირებას 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 12:06
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა
საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის კვლევაზე.
02 ოქტომბერი 2026, 12:03
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა 85 წლის პაციენტს უარი უთხრა მიღებაზე, რომელსაც ნაოპერაციების გასწორება სჭირდებოდა და შემდეგ თავად დატოვა თანამდებობა
„ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალბატონს დასჭირდა ოპერაციასთან დაკავშირებული გართულების გასწორება. სასწრაფო სამედიცინო სამსახური დაუკავშირდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ამ კონკრეტულმა [„ემერჯენსის“ უფროსი ჯუმბერ ბოლქვაძე] თანამდებობის პირმა უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. დღეს მიზეზად იმ გარემოების დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, ეს არის აბსოლუტური ტყუილი.
02 ოქტომბერი 2026, 12:02
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა დიდი ბრიტანეთი ქვეყნის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ლონდონის მიერ ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებული სანქციების დაწესება „უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული“ გადაწყვეტილებაა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 11:59
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული
„ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელი აქცია იყო მარტივი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ. ამავდროულად, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული IRI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ეს პარტია მთელი თავისი მიკროდანაყოფებით არის განულებული. შესაბამისად, ამ აქციამაც ეს სურათი გვაჩვენა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა გუშინ გამართული აქციის შესახებ.
02 ოქტომბერი 2026, 11:45
სამართალი
პენიტენციური სამსახური: პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 11:43
რეგიონი
გივი მიქანაძემ და რევაზ სოხაძემ ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ რუსთავის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
02 ოქტომბერი 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნებადა ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაში
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილმა, საერთაშორისო კონფერენციზე ,,ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართელოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
02 ოქტომბერი 2026, 11:40
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მმართველობის ინდიკატორებისა და პროექტ „ევრომონიტორის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელმა 54.1% შეადგინა და ქვეყანამ ევროპის საუკეთესო ხუთეულში გადაინაცვლა.
02 ოქტომბერი 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა - ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ ეს არჩევანი და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ
საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველომ 1700 წლის წინ მიღებული ცივილიზაციური არჩევანი, დღეს მომავლის მშენებლობის რესურსად აქციოს.
02 ოქტომბერი 2026, 11:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც - იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა თითოეული ქართველი
თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა, მოყვასის მიმართ ვალდებულება, სოლიდარობა, მოწყალება, ოჯახის მნიშვნელობა - ეს ცნებები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ევროპულ საზოგადოებებს და დღესაც მონაწილეობს მათ ზნეობრივ თვითგაგებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში’’ სიტყვით გამოსვლისას.
02 ოქტომბერი 2026, 11:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქრისტიანული ღირებულების ძალა სწორედ თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებას
ღირებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა არ ნიშნავს რწმენის კანონით თავს მოხვევას. ქრისტიანული ღირებულების ძალა სწორედ თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებასა და ღირსებას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში’’ სიტყვით გამოსვლისას.
02 ოქტომბერი 2026, 11:37
მსოფლიო
TIME: ტრამპი, მადუროს დაკავების შემთხვევაში, ვენესუელელების მოსალოდნელი რეაქციის შესახებ ჩატ-ბოტ Grok-ს ეკითებოდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით სულ უფრო მეტად ინტერესდება და მასთან დაახლოებული ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების მოსაზრებებსაც აქტიურად ისმენს. ინფორმაციას TIME-ი ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 11:34
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ვის უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ ევროკომისიის კვლევას თუ ერთი მუჭა დესტრუქციული ოპოზიციის ჭორაობას ხელისუფლების ურეიტინგობის შესახებ?
ექსპერტის თქმით, ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად ქვეყანა ვითარდება და ვერც გარე და ვერც შიდა მტერი ვერაფერს დააკლებს.


