02 ოქტომბერი 2026, 14:27 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრი Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის, Charoen Pokphand Group-ის თავმჯდომარე კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტებს და მათ მნიშვნელობას დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი და განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული რესურსები.

პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოურ ინვესტიციებს და ინვესტორებს სტაბილურ, პროგნოზირებად და მიმზიდველ ბიზნესგარემოს სთავაზობს.

ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატი Charoen Pokphand Group-ი სხვადასხვა სექტორში საქმიანობს, მათ შორისაა საკვებისა და აგრობიზნესის, საცალო და ელექტრონული ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, ფინანსებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებები. კონგლომერატი წარმოდგენილია 23 ქვეყანაში, ჰყავს 456 ათასზე მეტი თანამშრომელი და მისი წლიური ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს აღემატება.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

02 ოქტომბერი 2026, 14:40

მსოფლიო

Reuters: საფრანგეთში მოსწავლეთა საპროტესტო აქციების გამო 400-მდე სკოლა დაიხურა

საფრანგეთში განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო დაწყებული მოსწავლეთა საპროტესტო აქციები სულ უფრო ძალადობრივ ხასიათს იღებს. ქვეყანაში დაახლოებით 400 სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა, იუწყება Reuters-ი.

გიორგი კახიანი

02 ოქტომბერი 2026, 14:35

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია აკეთებს, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ ნაწილში, რაზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში

„ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით, მთავრობა ეფექტიანად ფუნქციონირებს. მაშინ, როდესაც ქვეყნის გარედან ვისმენთ პრეტენზიებს, კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია აკეთებს, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ ნაწილში, რაზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში“, - აღნიშნა კახიანმა.

გიორგი გაბუნია

02 ოქტომბერი 2026, 14:32

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია. მოქალაქეები ხედავენ, რომ ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე უკეთესი ხდება

საზოგადოებრივი ნდობა საქართველოს მთავრობისადმი მზარდი და მაღალია, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ მუდმივად ვესაუბრებით საზოგადოებას ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშეა, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

ლევან მაჭავარიანი

02 ოქტომბერი 2026, 14:25

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ - ბურთი მათ მოედანზეა. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ და გავწეროთ კონკრეტული გზამკვლევი და ამ გზამკვლევში რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესები უნდა იყო ასახული

ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა მედიასთან.

თენგიზ შარმანაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის ჩავარდნილ აქციაზე: ვიდრე ამ ილუზიებში იქნებიან, რომ ქართველი ხალხის სერიოზული ნაწილი უჭერს მხარს, მანამდე ექნებათ ის სამარცხვინო რეიტინგი, რომელიც IRI-ის გამოკითხვებით აქვთ

ერთხელ და სამუდამოდ გაახილონ თვალი და მიხვდნენ, რომ ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს მათი არანაირი შეკრება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის ჩავარდნილ აქციაზე.

02 ოქტომბერი 2026, 14:17

სამართალი

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებს, როდესაც, მსჯავრდებულის განცხადებით, მასზე სექსუალურად იძალადეს, რაც არის სრული სიცრუე.

02 ოქტომბერი 2026, 14:11

კულტურა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი, ინჟინერ-გეოლოგი, პროფესორი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

02 ოქტომბერი 2026, 14:07

პოლიტიკა

თბილისში კორეა-საქართველოს სტრატეგიული ფორუმი - „ხელოვნური ინტელექტი საჯარო მმართველობაში“ გაიმართა

ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ზოდელავამ და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავრობათაშორისი თანამშრომლობის დარგის დირექტორმა ჰაისუნ ჩოიმ გახსნეს.

მარტა კოსი

02 ოქტომბერი 2026, 13:48

მსოფლიო

მარტა კოსი: უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში 2027 წლის 1-ელ იანვარს ვერ გაწევრიანდება, რადგან წევრობა კონკრეტული კრიტერიუმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

ლევან მაჭავარიანი

02 ოქტომბერი 2026, 13:42

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვაზე: არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში

არცერთ განვითარებულ ქვეყანაში გარე პოლიტიკურ აქტორს უფლება არ აქვს ჩაერიოს ლოკალურ პოლიტიკაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ თბილისის ოფისის დახურვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს, რა ტიპის გრანტი უნდა გაიცეს ენჯეო ორგანიზაციაზე.

02 ოქტომბერი 2026, 13:41

პოლიტიკა

ცესკოში 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა. პრესსპიკერის თქმით, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება.

02 ოქტომბერი 2026, 13:22

მსოფლიო

AXIOS: აშშ-მა საუდის არაბეთსა და კატარში ენერგოობიექტების დასაცავად დამატებითი Patriot-ები განალაგა

აშშ-ის სამხედროებმა ბოლო კვირებში საუდის არაბეთსა და კატარში Patriot-ის დამატებით ორი საზენიტო-სარაკეტო ბატარეა განალაგეს, რათა ირანთან ომის შესაძლო განახლების შემთხვევაში, ორივე ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა დაიცვან. ინფორმაციას AXIOS-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე და რეგიონში მოქმედ ერთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

02 ოქტომბერი 2026, 13:16

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც კლინიკა პაციენტის მიღებაზე ამბობს უარს, ჩვენ ვცდილობთ საკითხი შევისწავლოთ. რაც შეეხება ზარებს, როდესაც სასწრაფო კლინიკას უკავშირდება, ყველა ზარი იწერება და ეს ყველა ექიმისთვის ცნობილია

როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ იყო გადაცდომა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ოქტომბერი 2026, 13:13

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მონაცემი, რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს

მონაცემი, რომლითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ახალი რეკორდია, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით მმართველი გუნდისთვის მანდატია იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიერ გატარებულ კურსს, რაც ქვეყანაში შიდა პოლიტიკური რადიკალიზაციისა და დესტაბილიზაციის რისკს მკვეთრად ამცირებს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

შიო მესამე

02 ოქტომბერი 2026, 13:11

საზოგადოება

შიო მესამე: ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც არ იცვლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოვიდა.

02 ოქტომბერი 2026, 13:09

რეგიონი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიისა და ლიის დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან და სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ნატო კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.

02 ოქტომბერი 2026, 13:06

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ უმასპინძლა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და თურქ კოლეგა იაშარ გიულერთან ერთად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელა.

შალვა პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 13:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ რეიტინგზე: კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა

„ლელოს“ რომ ჰგონია, რახან „TV პირველი“ აქვთ ნაყიდი, 24 საათი „ლელოს“ ატრიალებენ და ხალხის მხარდაჭერა აქვთ, კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურ ცდომილებაშიც ვერ მოხვდა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

02 ოქტომბერი 2026, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება საქართველო, ის არის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებით

როგორც კი ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება საქართველო, ის არის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან შედარებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.