შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დღეს ერთი წელი გავიდა 2025 წლის 4 ოქტომბრიდან - დღიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მცდელობა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმით დასრულდა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, არჩევნებით და არა შტურმით.
„ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა.
ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ.
4 ოქტომბერი ერთ დღეში არ დაწყებულა.
მას წინ უძღოდა კვირების განმავლობაში ხელისუფლების დამხობის დაანონსება, ძალადობრივი სცენარების რომანტიზება და რადიკალური ჯგუფების პოლიტიკური შეგულიანება.
ამ ფონზე, 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროკომისიის პრესსპიკერს პირდაპირ ჰკითხეს დაანონსებული შეკრების შესახებ და პასუხად მოვისმინეთ არა მოწოდება არჩევნებში მონაწილეობისკენ, არა გაფრთხილება ძალადობის დაუშვებლობაზე, არამედ დამხობის მიზნით დაანონსებული შეკრების მიმართ პირდაპირი მხარდაჭერა (!).
მაშინვე საჯაროდ ვთქვით, რომ ეს იყო უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადება და რომ, როდესაც ხელისუფლების დამხობა წინასწარ არის დაანონსებული, ასეთი პოლიტიკური სიგნალი რადიკალებისთვის წახალისებას ნიშნავს.
სამწუხაროდ, რამდენიმე დღეში სწორედ ის მოხდა, რის შესახებაც ვაფრთხილებდით.
4 ოქტომბერს შეკრების მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ და სასახლის შტურმით აღება სცადეს. გარედან სისხლისღვრისთვის გაწირული ქვეყანა, 90იან წლებში დაბრუნებას მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავების მკაფიო და ორგანიზებულმა მოქმედებამ გადაარჩინა.
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ კიდევ ერთი გარემოება.
მანამდე, თვეების განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრად წარმოაჩენდა. ამ ლეგენდის გასამყარებლად მასთან "სათათბიროდ" რეგულარულად მიდიოდნენ უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, რომლებიც, მასთან ერთად, პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე პოზირებდნენ.
ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით ყველას - სახელმწიფო სიმბოლოებით თამაში და არარსებული ორხელოსუფლიანობის განცდის შექმნა უწყინარი პოლიტიკური თეატრი არ არის. ასეთი სიმბოლოები ადამიანებს შეიძლება რეალური მოქმედებისკენ უბიძგებდეს.
ამიტომ, 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით არ გამხდარა სამიზნე. და შემთხვევითი არც ის იყო, რომ მარცხის შემდეგ, ზურაბიშვილის და დიპლომატების არცერთი "თათბირი" აღარ გვინახავს. თუმცა, დღემდე ბრიუსელისგან ასევე ვერ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობა და მოძალადეებისგან მკაფიო გამიჯვნა.
არშემდგარი დამხობიდან ერთი წლის შემდეგ განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება.
ეს არის 4 ოქტომბრის მთავარი გაკვეთილი - საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი, არჩევნებით და არა შტურმით.
დაბოლოს, ერთი წლის თავზე კვლავ მოვუწოდებ ბრიუსელს, დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი თავდასხმა, უარი თქვას მომავალში რადიკალური ჯგუფების პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზე, გააუქმოს საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციები“, - წერს პაპუაშვილი.
ყველა სიახლე
04 ოქტომბერი 2026, 13:11
პოლიტიკა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რეაგირება მოჰყვება, ეს გარედან დალაგებული სცენარი იყო
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 4 ოქტომბრის საქმე შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი გარედან იმართებოდა, რის გამოც დასავლეთისგან რაიმე სახის რეაგირების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
04 ოქტომბერი 2026, 12:36
ტაბლოიდი
ჩიუაუა კომანდო მექსიკის ეროვნული გვარდიის თანამშრომელი გახდა🐶
მექსიკის ეროვნულ გვარდიაში 350 ძაღლი მსახურობს, რომელთა უმეტესობას გერმანული ნაგაზები და ლაბრადორები წარმოადგენენ. კომანდო საძიებო ჯგუფის ყველაზე პატარა წევრი გახდა. აღინიშნება, რომ თავისი ზომების მიუხედავად, ჩიუაუა სხვა ძაღლების თანაბრად ვარჯიშობს.
04 ოქტომბერი 2026, 12:25
კულტურა
ველური ბუნების ყველაზე სასაცილო ფოტოების კონკურსის ფინალისტები გამოვლინდნენ📷
წელს კონკურსში მონაწილეობა 10 ათასზე მეტმა მოყვარულმა და პროფესიონალმა ფოტოგრაფმა მიიღო, 112 ქვეყნიდან, რაც კონკურსის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფინალში მხოლოდ 40 ნამუშევარი გავიდა.
04 ოქტომბერი 2026, 12:20
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე 2025 წლის 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციამ მანდატებთან ერთად, მხარდამჭერებიც მიატოვა „ფეიკ“ რევოლუციაზე.
04 ოქტომბერი 2026, 12:19
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეუმდაგრი დამხობიდან ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა
ერთი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ იმ დღეს არა მხოლოდ ემოციით, არამედ უკვე ფაქტების სრული ჯაჭვით შევხედოთ, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
04 ოქტომბერი 2026, 12:01
მსოფლიო
საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს
შეტაკებების დროს პოლიციამ ცალკეულ შემთხვევებში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მომიტინგეთა ნაწილმა სერიოზული დაზიანებები, მათ შორის თვალის ტრავმები და ტვინის შერყევა მიიღო, ზოგს კბილები აქვს ჩამტვრეული.
04 ოქტომბერი 2026, 11:37
საზოგადოება
დედაქალაქში სახალხო ზეიმი „თბილისობა 2026“ გრძელდება
სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები, ქართული და უცხოური სამზარეულო, კულინარიული ზონები და მასტერკლასები, სწრაფი კვების ობიექტები, ტრადიციული ნუგბარის, თაფლისა და ღვინის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციები - თბილისობა გრძელდება.
04 ოქტომბერი 2026, 11:35
მსოფლიო
ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებს
ლატვიაში ახალი სეიმი აირჩიეს. ამომრჩეველთა ხმების 35,3%-ით მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, ეს ბლოკი სეიმის 100 ადგილიდან 42-ს მიიღებს, რაც ლატვიის არჩევნების ისტორიაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის რეკორდული შედეგია.
04 ოქტომბერი 2026, 11:34
კულტურა
„სოფიკო 90“ - ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს
სოფიკო 90 - ლეგენდარული მსახიობი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს. მაყურებელმა მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გამორჩეული და უცნობი ისტორიები მოისმინა. შესრულდა მუსიკალური ნომრები კინოფილმებიდან, აჩვენეს კადრები მისი ცნობილი როლებიდან.
04 ოქტომბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულებმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს
„თითოეულ ამომრჩეველს პირველ რიგში მინდა გადავუხადო მადლობა მობრძანებისთვის, ჩემი და პარტიის მხარში დგომისთვის. დაიხურა უბანი 8 საათზე, ცუდი ამბების გარეშე და ჩატარდა არჩევნები ნორმის ფარგლებში, წესების დაცვით. ჩვენი იმედი გამართლდა - მაქსიმალური მხარდაჭერა გამომიცხადეს ამომრჩევლებმა და, რა თქმა უნდა, ვსარგებლობთ უმრავლესობით და მაღალი ხმის რაოდენობით“, - განაცხადა ახმეტის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა ლევან ითიურიძემ.
04 ოქტომბერი 2026, 11:17
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი: ამ არჩევნებმა, ისევე როგორც წინა არჩევნებმა აჩვენა ის, რომ როდესაც პროცესთან მიმართებით არის ნაკლები ინტერესი ამ არჩევნების არშემდგარად გამოსაცხადებლად, გასაშავებლად და დისკრედიტაციისთვის გამოსაყენებლად, იმთავითვე ნათელია ყველაფერი და იმთავითვე კითხვის ნიშნები არ არსებობს
თავისუფალ გარემოში ჩატარდა არჩევნები. პროცესი მაღალპროფესიულ დონეზე იყო ადმინისტრირებული, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
04 ოქტომბერი 2026, 11:02
მსოფლიო
გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
გერმანიაში ერთიანობის დღეს შეიარაღების გაზრდის, თავდაცვის ხარჯების მატებისა და ჯარში სავალდებულო გაწვევის შესაძლო დაბრუნების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. „შეაჩერეთ აგრესიული პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ“, „შეაჩერეთ რუსოფობიური სიგიჟე ბერლინსა და ბრიუსელში, მშვიდობა და მეგობრობა რუსეთთან“ - ასეთი პლაკატები ეჭირათ აქციის ზოგიერთ მონაწილეს. სხვებს რუსულად ეწერათ: „მშვიდობა და მეგობრობა“.
04 ოქტომბერი 2026, 11:00
რეგიონი
ხაშურში მდინარე მტკვარზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე არსებული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად ახალი საავტომობილო ხიდისა და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
04 ოქტომბერი 2026, 10:46
მსოფლიო
ჰეგსეტის განცხადებით, ვაშინგტონმა შესაძლოა ჯარების ნაწილი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გადაისროლოს
აშშ-მა შესაძლოა ნარკოკარტელებთან საბრძოლველად ჯარების ნაწილი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში გადაისროლოს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა. მისი თქმით, ვაშინგტონი ნარკოტრაფიკთან ბრძოლის მიზნით, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში სამხედრო ყოფნას აფართოებს და ამ კამპანიის ფარგლებში რეგიონის ქვეყნების - ეკვადორის, ჰონდურასის, გვატემალასა და პანამის მთავრობებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
04 ოქტომბერი 2026, 10:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში და აზიარებს ვიდეოს, სადაც 4 ოქტომბრის ირგვლივ განვითარებული პროცესებია ასახული.
04 ოქტომბერი 2026, 10:28
რეგიონი
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე დროებით მოწყობილი სახიდე გადასასვლელი აღდგენილია და გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
04 ოქტომბერი 2026, 10:25
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
04 ოქტომბერი 2026, 10:24
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის ვიზიტის მთავარი მიზანია, დაარწმუნოს კიევი, რომ ბერლინი განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
04 ოქტომბერი 2026, 10:23
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძალვის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.


