2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს განათლების კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატება. დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს. 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით.
„ყველა კომიტეტი მოისმენს ბიუჯეტში დაგეგმილ ძირითად პარამეტრებს. დოკუმენტი წარმოდგენილია 37.6 მლრდ ლარით, დაგეგმილია 5%-იანი ზრდა. გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც წარმოდგენილი იქნება კომიტეტის სხდომაზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ.
ყველა სიახლე
05 ოქტომბერი 2026, 08:50
მსოფლიო
POLITICO: შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული ექსპორტის კრიზისის ფონზე, პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტში დახმარებაზე
შავი ზღვის ბლოკადით გამოწვეული ექსპორტის კრიზისის ფონზე, პოლონეთმა და რუმინეთმა უარი თქვეს უკრაინისთვის მარცვლეულის ექსპორტში დახმარებაზე, - წერს POLITICO.
05 ოქტომბერი 2026, 08:38
მსოფლიო
უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სამაშველო ტექნოლოგიების სფეროში
უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სამაშველო ტექნოლოგიების სფეროში. შეთანხმებები მოიცავს ათასობით IRIS-T რაკეტის, ახალი საცეცხლე მოდულებისა და რადარების შეძენას, ჩამჭრელი დრონების წარმოებას და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობას.
05 ოქტომბერი 2026, 08:31
საზოგადოება
გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
05 ოქტომბერი 2026, 08:23
რეგიონი
თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ დასრულდა
თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ დასრულდა. ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა და მას პირველად ხულომ უმასპინძლა.
05 ოქტომბერი 2026, 08:20
რეგიონი
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა
წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა. ქალაქის მთავარი დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. წყალტუბომ დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებსა და საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებსაც უმასპინძლა.
05 ოქტომბერი 2026, 08:17
საზოგადოება
„თბილისობა 2026“ დასრულდა
„თბილისობა 2026“ დასრულდა. თბილისის მთავარი სახალხო დღესასწაული ორი დღის განმავლობაში 5 ლოკაციაზე აღინიშნა. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, სტუმრებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლობდა.
05 ოქტომბერი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
5 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
05 ოქტომბერი 2026, 00:40
სპორტი
კონტაქტური კარატეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს
ლატვიის დედაქალაქ რიგაში კონტაქტურ კარატეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა. ქართველმა კარატისტებმა დასკვნით საშეჯიბრო დღეს შვიდი - ოთხი ოქროსა და სამი ბრინჯაოს, მედალი მოიპოვეს.
05 ოქტომბერი 2026, 00:28
სპორტი
ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იუნგ ვეი იანგი დაამარცხა.
05 ოქტომბერი 2026, 00:10
პოლიტიკა
ლევან მეხუზლა: წლევანდელი ღვინოები იქნება გამორჩეული და განსაკუთრებული. პატრიოტიზმი ჩვენს შემთხვევაში გადის იმაზე, რომ გვქონდეს საუკეთესო ღვინო და გლობალურ ბაზარზე ჩვენი სამშობლო საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „იმედის კვირას“ ქარხნებისთვის ჩასაბარებელი საღვინე ყურძნის შაქრიანობასა და ამ მხრივ, მევენახეებისთვის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
04 ოქტომბერი 2026, 23:37
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა
ფაქტობრივად 1961 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება ღვინის მოხმარება მსოფლიო ბაზარზე. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა დაგვეწყო ფიქრი და ზრუნვა იმაზე, რომ ასეთ ცვალებად გარემოში ქართული ღვინო დარჩეს კონკურენტუნარიანი, ქართული ღვინო აუცილებლად უნდა ასოცირდებოდეს ხარისხთან და შესაბამისად ეს იყო მთავარი ამოცანა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
04 ოქტომბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებ
ჩვენი ხელისუფლების პრეტენზიები ევროკავშირის მიმართ აბსოლუტურად ობიექტური და პოლიტიკურად კორექტულ ფორმაში გამოხატული იყო, რადგან რაც სინამდვილეში ხდებოდა, ეს ყველა ნორმალურ, ადამიანურ ზღვარს სცილდებოდა. ვგულისხმობ კანონს გამჭვირვალობის შესახებ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.
04 ოქტომბერი 2026, 23:26
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი გეოპოლიტიკური ჯუჯაა, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით
ცნობილი სიტყვებია, ევროკავშირი „გეოპოლიტიკური ჯუჯაა“, მაგრამ ეკონომიკური გიგანტია. აი, გიგანტი დაბერდა, 2008 წლის შემდეგ კი სტაგნაციას ვერ აჩერებენ, სამაგიეროდ შეუძლიათ, მიიღონ კიდევ ერთი რეგულაცია, მაგალითად წყლის ბოთლებთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ.
04 ოქტომბერი 2026, 23:22
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთან
ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა პეტრე მამრაძემ ევროკავშირის რღვევაზე საუბრისას.
04 ოქტომბერი 2026, 23:15
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე: დადასტურდა, რომ ე.წ. ბოიკოტობანა ქართველ ხალხს არ მოსწონს და იმ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს მოუწოდებდნენ, ფაქტობრივად, რეიტინგები გაუნულდათ - რჩევაა, დაიშალონ, გაქრნენ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმ ტყუილებისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ
მე არ ვყოფილვარ ამ შეხვედრაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას გააცნეს და რომ არ მოეწონათ, სწორედ ამის გამო მოხდა, ალბათ ამ კვლევის გვერდზე გადადება, - განუცხადა „იმედის კვირას“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ IRI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრისას.
04 ოქტომბერი 2026, 22:59
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის ჯილდო 32 მოქალაქეს გადასცა, რომელთა შორის ექიმები, მეცნიერები, ხელოვნების, კულტურისა და სპორტის სფეროს მოღვაწეები, პედაგოგები და ჟურნალისტები არიან.
04 ოქტომბერი 2026, 22:53
სამართალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
04 ოქტომბერი 2026, 22:31
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაციები
არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ IRI-ის კვლევაზე საუბრისას.
04 ოქტომბერი 2026, 22:20
პოლიტიკა
როგორ გეგმავენ პოლიტიკური ჯგუფები მევენახეების პროტესტის პროვოცირებას - სპეკულაციის ფასი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი
ყოველდღიურად ათასობით ტონა ყურძენი იკრიფება და შესაბამისად, ღვინის ქარხნებთან მევენახეთა ყურძნით დატვირთული მანქანების რიგებიცაა. ლაბორატორიული შემოწმება, შაქრიანობის გაზომვა და დოკუმენტაციის გაფორმება დროს მოითხოვს, რასაც ზოგჯერ, მევენახეების უკმაყოფილებაც ახლავს.


