imedi.ge /  25 იანვარი 2018, 15:01 / სანდო წყარო

გურჯაანის ბაზარში ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

ინსპექტორებმა გადამოწმებისას, მითითებების შეუსრულებლობის გამო თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციაც დააჯარიმეს.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

14 მაისი 2021, 17:00

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან უნდა იყოს

„ქართული ოცნების“ არგუმენტი მესმის, რომ როცა ოპოზიციის წარმომადგენელი ასრულებს მოვალეობას, მას პროცესის დაბლოკვა რომ უნდოდეს, ეს უნდა შეეძლოს თუ არა – ეს არგუმენტი ჩემთვის მისაღებია. წინადადება მქონდა, რომ იმ შემთხვევაში, როცა არჩევნები ტარდება და შესაძლებლობა არსებობს, მოადგილემ ქვეყანას რაღაცა დაუშავოს, საარჩევნო პერიოდში მას უნდა სჭირდებოდეს ცესკო-ს დანარჩენი წევრების თანხმობა“.

ფრიდონ ინჯია

14 მაისი 2021, 16:58

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია: ვთვლით, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში

ვთვლით, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში. ამისთვის სამართლიანად მიგვაჩნია, რომ კომისიების შემადგენლობის რაოდენობა გაიზარდოს და იყოს 19, ან 21, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

14 მაისი 2021, 16:56

COVID19

შიდა ქართლის გუბერნატორი და მისი მოადგილეები „სინოფარმით“ აიცრნენ

ვაქცინაციის პროცესში შიდა ქართლში სახელმწიფო ადმინისტრაციაც ჩაერთო. „სინოფარმით“ დღეს ქარელში კლინიკა „გორმედში“ მხარის გუბერნატორი, მისი მოადგილეები და თანამშრომლები აიცრნენ.

14 მაისი 2021, 16:53

სამართალი

გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

იაგო ხვიჩია

14 მაისი 2021, 16:52

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ზურაბ ადეიშვილზე: რაციონალური ადამიანია, რომ შეეძლოს, ორმაგ მოქალაქეობას აირჩევდა

„მოქალაქეობაზე უარის თქმა ადამიანის უფლებაა. ამ წუთას, ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, რატომ უნდა შევაფასო როგორც ქართველი პოლიტიკოსის ქმედება? დიდი ხანია, უკრაინაში ცხოვრობს, მას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დასდევს და გადაწყვიტა, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, სადაც ცხოვრობს ამდენი წელია. ადეიშვილი რაციონალური ადამიანია, ორმაგი მოქალაქეობა რომ შეეძლოს, ერთი ქვეყნის მოქალაქეობას ორმაგ მოქალაქეობას არჩევდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაისი 2021, 16:41

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ მრავალ წარმოებას მისცა ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.

ვლადიმერ პუტინი

14 მაისი 2021, 16:36

მსოფლიო

პუტინი: ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი რუსეთის უსაფრთხოებას უშუალოდ ეხება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი რუსეთის უსაფრთხოებას უშუალოდ ეხება.

14 მაისი 2021, 16:33

თავდაცვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი

14 მაისი 2021, 16:29

მსოფლიო

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ მიმართა

სომხეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ თავმჯდომარეს, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

14 მაისი 2021, 16:17

ეკონომიკა

Gulf Air-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება

კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული 1-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს კვირაში 4 სიხშირით უბრუნდება. ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 მაისი 2021, 16:07

მსოფლიო

ერდოღანი: მსოფლიომ პალესტინის მიმართ ისრაელის აგრესიაზე თვალები რომც დახუჭოს, თურქეთი ამას არასდროს შეეგუება

მსოფლიომ პალესტინის მიმართ ისრაელის აგრესიაზე თვალები რომც დახუჭოს, თურქეთი ამას არასდროს შეეგუება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

პაატა მანჯგალაძე

14 მაისი 2021, 16:01

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, საარჩევნო გარემო უფრო კონსტრუქციულია და პრინციპულ საკითხებზე თითქმის გვაქვს თანხმობა

ამნისტიის კანონისგან განსხვავებით, საარჩევნო გარემო უფრო კონსტრუქციულია და პრინციპულ საკითხებზე თითქმის გვაქვს თანხმობა. მოადგილის საკითხია, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტი ითვალისწინებს. ამაზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მგონია, რომ შევთანხმდებით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ხათუნა სამნიძე

14 მაისი 2021, 15:58

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრაზე საუბარი სამ ძირითად საკითხს შეეხო

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ მორიგ შეხვედრაზე საუბარი სამ ძირითად საკითხს შეეხო.

თიკო გურამიშვილი

14 მაისი 2021, 15:52

საზოგადოება

51-ე სკოლის დირექტორი უარყოფს ინფორმაცის, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი პედაგოგი სკოლის მოქმედი მასწავლებელი იყო

„დაუშვებელია ასეთი თემებით მანიპულირება, კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს. ტელეკომპანიის ნაცვლად კი, მინდა საზოგადოებას მე მოვუხადო ბოდიში, რადგან პანდემიის პირობებში ხალხის კიდევ უფრო შეშინება და შეცდომაში შეყვანა მავნებლობაა. სწორედ საზოგადოებისთვის მინდა კიდევ ერთხელ ავხსნა რეალობა: 1. გარდაცვლილი პედაგოგი 2019 წლიდან აღარ არის სკოლის თანამშრომელი. მან საპენსიო პროგრამის ფარგლებში დატოვა პოზიცია. 2. ასევე ცალსახად განვმარტავ, რომ გუშინ, 13 მაისს, როდესაც სასწავლო პროცესი განახლდა, სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით არ მიგვიმართავს სამინისტროსთვის. 3. სკოლის პედაგოგები 2 კვირიანი ინტერვალით იტესტებიან, რაც ემსახურება ვირუსის პრევენციას, ხოლო სკოლაში მუდმივად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების და ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობა”! - წერს თიკო გურამიშვილი.

14 მაისი 2021, 15:46

რეგიონი

ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი ტაბაღუამ, რუსთაველ მოკრივეებს საქართველოს ჩემპიონობა მიულოცეს

რუსთაველ სპორტსმენებს, ნიკოლოზ ბეგაძეს და ლაშა გურულს, რომლებიც კრივში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსთაველ მოკრივეებს საქართველოს ჩემპიონობა მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს წევრმა ამირან ჯანჯღავამ, სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორმა დავით შანიძემ.

14 მაისი 2021, 15:32

რეგიონი

ოზურგეთში 29 ათასამდე ადამიანს მაღალი ხარისხის ინტერნეტზე ექნება წვდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტი გაიხსნა. პროექტი, რომლის განხორციელების შედეგადაც ოზურგეთის 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

ნიკა მელია

14 მაისი 2021, 15:23

პოლიტიკა

ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. მელიას განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება.

14 მაისი 2021, 15:18

მსოფლიო

ქაბულში მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეჩეთში აფეთქებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დავით ზილფიმიანი

14 მაისი 2021, 15:14

პოლიტიკა

დავით ზილფიმიანი საარჩევნო რეფორმაზე: ამ მიმართულებით ვერ ვხედავ, რომ კონფლიქტური სიტუაციაა

ყველაფერი ამ ეტაპზე მიდის კარგად, ისეა, რაც ქვეყანასაც სჭირდება მომავალი არჩევნებისთვუს და რასაც გულისხმობდნენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

სებასტიან მოლინეუსი

14 მაისი 2021, 15:07

რეგიონი

სებასტიან მოლინეუსი ინტერნეტიზაციის პროექტზე: ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, მადლობას გიხდით ერთგულებისთვის ამ პროექტის მიმართ; ვულოცავ მთავრობას, ძლიერ პარტნიორს მსოფლიო ბანკისთვის

საქართველომ დაიწყო შესანიშნავი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში, ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.