თბილისში ბიბლიოთეკები თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა
საქალაქო ბიბლიოთეკა
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერმა დედაქალაქში არსებული საქალაქო ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობასა და ამ მიმართულებით, რეფორმის დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, თბილისში არსებული 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მძიმე მდგომარეობაა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს.
"საქალაქო ბიბლიოთეკებში ძალიან მძიმე სიტუაციაა. სამწუხაროდ, 33 ბიბლიოთეკიდან 30-ში მეტ-ნაკლებად ანალოგიური მდგომარეობაა. ცხადია, ამ მიმართულებით, გარკვეული რეფორმების განხორციელებაა საჭირო. ჩემს მოადგილეს უკვე დავავალე, რომ წარმოადგინონ კონცეფცია, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რათა ბიბლიოთეკა საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს. ამ პირობებში მუშაობაც შეუძლებელია და ისიც, რომ ადამიანი მივიდეს და რამით დაინტერესდეს", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის 1884 წელს დაარსებულ N5 ბიბლიოთეკაში კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ.
ყველა სიახლე
07 მაისი 2026, 08:33
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს იხსნება
დაგეგმილია სიტყვით მიმართვა და ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ნატოს, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან. პლატფორმის მიზანია რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება და პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერება. საქართველოს პირველი კანონმდებელი ღონისძიებაზე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. სამიტი მონტენეგროში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
07 მაისი 2026, 08:29
სამართალი
ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ რეპორტაჟთან დაკავშირებით ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს, დღეს იგეგმება გურამ როგავას გამოკითხვაც
ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ჟურნალისტ გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ იყო მომზადებული, პროკურატურაში გამოკითხეს. დღესვე იგეგმება ჟურნალისტ გურამ როგავას გამოკითხვაც.
07 მაისი 2026, 08:24
სამართალი
ჯაშუშობისთვის დაკავებული გიორგი უძილაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
ადვოკატის განცხადებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებული დუმილს ირჩევს და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. უძილაურის უფლებადამცველი საქმის მასალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათის განმავლობაში ეცნობოდა.
07 მაისი 2026, 08:18
საზოგადოება
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში ილია თოფურიას უმასპინძლეს. ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
07 მაისი 2026, 08:00
სპორტი
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნანა ხორავა ატაცში ვიცე-ჩემპიონია
ეგვიპტეში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში ნანა ხორავამ 108კგ დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
07 მაისი 2026, 04:36
მსოფლიო
მაკრონი: ყველა მხარემ დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა მოხსნას ჰორმუზის სრუტის ბლოკადა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ირანელ კოლეგასთან, მასუდ პეზეშკიანთან მოლაპარაკებების შემდეგ, ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა.
07 მაისი 2026, 03:24
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომი მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი „სწრაფად დასრულდება“.
07 მაისი 2026, 03:00
მსოფლიო
The Guardian: ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა
ტერორიზმთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაში, ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის „ინკუბატორი“ უწოდა და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
07 მაისი 2026, 02:30
მსოფლიო
ტრამპი: ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არც ექნება - ისინი ამას დათანხმდნენ, სხვა საკითხებთან ერთად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ ჰქონდა, თუმცა აღნიშნა, რომ „არავითარი ვადები არ არსებობს“ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ელოდება თეირანისგან პასუხს ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებაზე.
07 მაისი 2026, 02:00
სპორტი
თეთრი სახლი: პრეზიდენტი ტრამპი ოვალურ კაბინეტში ალექს პერეირას, ილია თოფურიას, ჯასტინ გეიჯისა და სირილ განის შეხვდა
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტი ტრამპი სპორტული სამყაროს გამორჩეულ სახეებს შეხვდა. ივნისში დაგეგმილი ტურნირის - UFC Freedom 250-ის წინ, პრეზიდენტმა მებრძოლებს უმასპინძლა და მათთან ერთად მომავალი ორთაბრძოლები განიხილა.
07 მაისი 2026, 01:30
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნთან“ ფრედ ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა
ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა, „პარი სენ-ჟერმენმა“, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში სტუმრად ფრედ ითამაშა გერმანულ „ბაიერნთან“ და ტურნირის ფინალში გავიდა.
07 მაისი 2026, 00:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სასიხარულოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იდგმება, იმისთვის რომ იყოს შეხვედრების და პოზიციების გაცნობის შესაძლებლობა
გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-სთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში რამდენიმე ვიზიტია დაგეგმილი, სადაც მხარეები მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.
07 მაისი 2026, 00:31
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: აღარ გვინდა ვინმემ შეგვახსენოს ის წლები, რომელიც არცთუ ისე კარგად აისახა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იგივე გაიარონ და ამიტომაც ვუფრთხით მომეტებულ უცხოურ გავლენებს ჩვენს ქვეყანაში
ეს განცხადება, ჩვენთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი გამოიარა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კითხვას, რომელიც ევროკაშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.
07 მაისი 2026, 00:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება
ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი, ხვალ და ზეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მისივე თქმით, კიდევ ერთი ვიზიტი აშშ-დან მაისის მეორე ნახევარში იგეგმება.
07 მაისი 2026, 00:21
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციური პოლიტიკური ელიტა ვერ გახდა პოპულარული საქართველოში იმიტომ, რომ მათი დღის წესრიგი იყო წაგებული
ეს ხელისუფლება ვერ ჩაანაცვლეს ვერც ბრიუსელში საარჩევნო კამპანიების წარმოებით, ვერც ვაშინგტონში, ვერც ვერსად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
07 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი რეგიონის ქვეყნებს შორის კონკურენციის გაღვივების მცდელობაზე: ჩვენ არც საეჭვიანო გვაქვს რამე და არც სანერვიულო
ამ რეგიონში სამივე ქვეყანამ კარგად ვიცით ჩვენი როლი, ჩვენი ფასი, შესაბამისად თუ ვინმეს აზრად აქვს, რომ გააღვივოს არასაჭირო კონკურენცია, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მოკლებულია რეალურ შესაძლებლობებს, რომ ვინმე ამ მხრივ წარმატებას მიაღწიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მაკა ბოჭორიშვილმა ამ თემაზე საუბრისას გაიხსენა, რა უთხრა რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
07 მაისი 2026, 00:01
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში საგოლე მოქმედება შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი საგოლე მოქმედება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.
06 მაისი 2026, 23:57
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კონკრეტული ხელისუფლებები, ადამიანები იყვნენ გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად - დღეს უკვე ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება, ეს გარდაუვალია
ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იყო კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის. კონკრეტული ხელისუფლებები, ადამიანები იყვნენ გამოყენებული იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებით რაღაც მიზნები ყოფილიყო მიღწეული, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE“-ის გადაცემის წამყვანის კითხვას - „6 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოვიდოდა და საუბარს ისურვებდა. ჩვენ უნდა ველოდოთ ევროკავშირთან მიმართებითაც შემობრუნების წერტილს?
06 მაისი 2026, 23:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იყოს სამართლიანი და რეალისტური დამოკიდებულება, ეს ჩვენზე მეტად დღეს სჭირდება ევროპას
ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში იყოს სამართლიანი დამოკიდებულება და რეალისტური დამოკიდებულება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
06 მაისი 2026, 23:40
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია და ამიტომაც ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ
თითქოს ჩვენ პერსპექტივას და შესაძლებლობას ვკარგავთ - ეს ისეთივე უსაფუძვლო და არასერიოზული ნარატივია, როგორიც ამ წლების განმავლობაში ბევრი მოვისმინეთ და ამიტომაც ვერასდროს იყვნენ ამ ნარატივების ავტორები დამაჯერებლები, რადგან თავიანთ პოზიციებს ტყუილზე ამყარებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.


