imedi /  12 თებერვალი 2018, 12:14 / სანდო წყარო

EMC ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ზვიად რატიანი

ზვიად რატიანი

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაჩქარებას და რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

" გამოძიების დაწყებიდან გონივრული ვადის გასვლის და საქმეში არსებული სათანადო საფუძვლების არსებობის მიუხედავად, ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ რატიანს და მისი ინტერესების დამცველს მისცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა გამოძიების პროცესის დამოუკიდებლობის და სანდოობის მიმართ კითხვებს აჩენს.

ამ დრომდე საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ცნობილია შემდეგი:

1. ზვიად რატიანის სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებების არსებობა დადასტურებულიასამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. დასკვნის თანახმად, ზვიად რატიანს სხეულსა და სახეზე მთლიანობაში ოცამდე დაზიანება, სისხლისჩაქცევები და ესკორიაციები აღენიშნება;

2. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია ისიც, რომ ზვიად რატიანს პოლიციის თანამშრომლებთან კომუნიკაციამდე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა;

3. საქმის მასალებით ასევე დგინდება პოლიციის თანამშრომელთა მიერ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული ახსნა-განმარტებების მცდარობა. სასამართლო პროცესზე პოლიციელებმა განმარტეს, რომ რატიანის დაკავება განპირობებული იყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით და ქუჩაში უმისამართო, ხმამაღალი გინებით. საქმეში არსებული ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერით დაფიქსირებულია ზვიად რატიანის გადაადგილების ეპიზოდი თამარ მეფის გამზირზე. აღნიშნული ჩანაწერი ნათლად აჩვენებს, რომ ზვიად რატიანის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და უმისამართო გინებას მითითებულ დროს ადგილი არ ჰქონია. ეს გარემობა საეჭვოს ხდის პოლიციელთა ახსნა-განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და უკარგავს სანდოობას მათ პოზიციებს;

4. საქმის მასალებით დგინდება, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანამდე, ზვიად რატიანი პოლიციას დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა იზოლატორის მიმდებარე ავტოსადგომზე. გამოძიებისთვის ზვიად რატიანის მიერ მიცემული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის თანამშრომლები მასზე განსაკუთრებით სწორედ დროებითი მოთავსების იზოლატორთან ყოფნის დროს ძალადობდნენ. საქმეში არსებული ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერით, დგინდება, რომ ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომელთა ავტომანქანა, რომელშიც ზვიად რატიანი იყო მოთავსებული, დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაჩერებული. პოლიციის თანამშრომლები ამ დაყოვნებას დმი-ში სხვა დაკავებულის მიღებით ხსნიდნენ, თუმცა ვიდეოკადრებზე ასახულია, რომ პოლიციის თანამშრომელთა მიერ იზოლატორის ტერიტორიაზე რატიანის მიყვანიდან შვიდ წუთში, სხვა ავტომანქანით მიყვანილი, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ შეჰყავთ იზოლატორში. ეს გარემოება საეჭვოს ხდის პოლიციის თანამშრომელთა განმარტებების სისწორეს, როგორც აღნიშნულ ეპიზოდთან, ისე რატიანის საქმეში არსებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

5. გამოძიებას ჯერჯერობით სათანადოდ არ აქვს გამოკვლეული იზოლატორთან რატიანის ხანგრძლივი დაყოვნების ეპიზოდი, მათ შორის, დაყოვნების პერიოდში იზოლატორში სხვა დაკავებულების შეყვანის შესაძლო შემთხვევები.

მიგვაჩნია, რომ საქმის გამოძიების ამ ეტაპისთვის, არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად. ასევე, მნიშნელოვნად მიგვაჩნია რიგი საგამოძიებო მოქმედებების (მათ შორის, პოლიციელების ამოცნობა) უმოკლეს ვადებში ჩატარება იმისთვის, რომ დროულად იყოს მიღებული საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება. 

მოვუწოდებთ თბილისის პროკურატურას, ზვიად რატიანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, დროულად ჩატარდეს ზვიად რატიანის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელთა ამოცნობა, დადგინდეს ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორთან საათნახევრის განმავლობაში დაყოვნების რეალური მიზეზი, მათ შორის, მოხდეს იმ პირების გამოკითხვა, რომლებიც დროის იმავე მონაკვეთში იმყოფებოდნენ იზოლატორის ავტოსადგომზე და შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას", -ნათქვამია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.  პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველების მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც. რატიანის მიმართ პოლიციელთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო.

ყველა სიახლე

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.

26 აგვისტო 2026, 20:44

საზოგადოება

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:36

ეკონომიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.