imedi /  13 თებერვალი 2018, 16:19 / სანდო წყარო

ელისაშვილი თბილისის მერიას ტაქსების რეფორმისთვის აკრიტიკებს

ალექსანდრე ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილი

"ტფილისის ჰამქრის" დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიას და კახა კალაძეს ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. ელისაშვილის თქმით, ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "გაგებაში არ არიან, რას აკეთებენ". ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

ამასთან, ელისაშვილი ამბობს, რომ ტაქსების რეგულაციას ემხრობა, თუმცა დასძენს, რომ მნიშვნელოვანია ქალაქში გადასადგმელი ნაბიჯების რიგითობა.

"მაგრამ ეს ერთ-ერთი ბოლო საკითხია, რომელიც უნდა გააკეთო ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგების თვალსაზრისით. ეს ადასტურებს, რომ კალაძეს არაპროფესიონალები ჰყავს შემოკრებილი. თვითონაც პოლიტიკოსია და ამ ურბანულ საკითხებში ვერ ერკვევა, მაგრამ გუნდი მაინც უნდა ჰყავდეს ისეთი, ვინც იცის ასეთი საკითხები და ვისაც ჭკუა მოეკითხება და იცის, რა რის მერეა გასაკეთებელი ტრანსპორტში. გადმოიყვანა ენერგეტიკის სამინისტროდან ადამიანები, რომლებმაც წარმოიდგინეს, რომ რადგან კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა და მთავრობაში არიან, ყველაფერი კარგად ესმით. ტაქსებს უნდა მიხედო ბოლოს, მას შემდეგ, რაც მიხედავ ტრანსპორტის სფეროში სხვა საკითხებს, სატრანსპორტო სისტემას ახლებურად დაარეგულირებ და ა.შ. როგორც პოლიტიკოსისთვის, ჩემთვის კარგია ეს ამბავი, რადგან გადაიმტერებენ ამომრჩეველს, მაგრამ როგორც ამ ქალაქის მცხოვრებისთვის, ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ქალაქი დაზარალდება. ამ მიდებულ-მოდებული და ქაოტური გადაწყვეტილებებით, ისევ ქალაქს შეექმნება პრობლემები, თორემ მე რა... შემიძლია გარედან დავდგე და ვიცინო, როგორ უთავბოლოდ ეხეთქებიან აქეთ-იქით. კალაძემ თავისი გარდერობის დემონსტრირებას და „სელფებით“ კეკლუცობას, სჯობს, რომ ერთი-ორი პროფესიონალი აიყვანოს. გავიგეთ, რომ ძალიან მაგარი გარდერობი და „სელფის“ ჯოხი აქვს, რომელსაც ყოველდღე რთავს, მაგრამ ასე ფონს ვერ გავა და დაემხობა ეს ქალაქი ისევე, როგორც დაემხო სხვა მერებს. თვითონ არ იცის და სხვასაც არ უსმენს. ვიღაც ხმალაძეები და „ტიპები“ ჰყავს, რომლებიც „გარტყმაში“ არ არიან არაფრის და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. ჩემი რჩევა იქნება, რომ ტაქსებს მიხედონ 1.5-2 წლის შემდეგ, მანამდე კი აუცილებელი ნაბიჯები გადადგას. თუ არ იცის, შემიძლია დავუწერო და გადავუგზავნო და იმ ხალხის სახელები და გვარები ვუთხრა, ვინც იციან", - ამბობს ელისაშვილი.

12 თებერვალს კახა კალაძემ თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. ხოლო ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან. 

24 იანვარს კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში ტაქსების სერვისის გაუმჯობესებისთვის მერია სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე მუშაობს.

ყველა სიახლე

06 სექტემბერი 2026, 12:16

საზოგადოება

საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა: ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ

საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა: ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ

06 სექტემბერი 2026, 11:56

მსოფლიო

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

„ვხედავთ, როგორ აქტიურდებიან ევროპა და კანადა, და ამას პირდაპირი მნიშვნელობით აქ, ისლანდიაში ვადევნებთ თვალს“, - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელმა, იონას ალანსონმა.

06 სექტემბერი 2026, 11:41

მსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა

ვულკანმა ამოფრქვევა პარასკევს, გვიან ღამით დაიწყო, რასაც თან სდევდა უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნები. ხელისუფლების ცნობით, კვირას დილით კიდევ ორი ამოფრქვევა მოხდა. რეისების შეჩერებამ, რომელიც 13:30 საათამდე გაგრძელდა, 22 000-ზე მეტი ადამიანი დააზარალა.

ალექსანდარ ვუჩიჩი

06 სექტემბერი 2026, 11:23

მსოფლიო

ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება „სერბეთის პროგრესული პარტიის“ საბჭომ პარტიულ ყრილობაზე მიიღო.

06 სექტემბერი 2026, 11:15

მსოფლიო

საბერძნეთში ავიაშოუს მიმდინარეობისას სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა ორი პილოტი

საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა. ინციდენტი ათენის სიახლოვეს, ტანაგრას ბაზაზე მოხდა, სადაც ავიაშოუ იმართებოდა.

06 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში

მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების პარალელურად, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მიიტანეს იერიში. მათი სამიზნე დასახლებული რაიონები გახდა. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობა.

06 სექტემბერი 2026, 11:13

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს

ამერიკულმა ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტანკერებზე დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკის საზღვაო ძალების ორ სამხედრო გემს დაესხა თავს.

06 სექტემბერი 2026, 11:08

რეგიონი

ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადასცეს

ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებულ სასულიერო პირებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერტიფიკატები გადასცეს და შეაჯამეს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაო. მანამდე ფსიქოლოგმა ტრენინგი ჩაატარა.

06 სექტემბერი 2026, 11:08

მსოფლიო

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ანაკლიის ბანაკს ესტუმრნენ

დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა ბანაკის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს თავდაცვის ძალების ისტორიის, სამხედრო სწავლებების, ეროვნული გმირების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში პირობები და არსებული ბენეფიტები გააცნეს.

06 სექტემბერი 2026, 11:06

რეგიონი

ბათუმი „გემოფესტს" მასპინძლობს

„გემოფესტის“ პირველი დღე ბათუმში ამერიკელმა ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალმა და კომპოზიტორმა ბიგ დადი ვილსონმა დახურა. გასტრონომიულ ფესტივალს, ზღვისპირა ქალაქში, მუსიკალურად დიჯეები და ბენდები აფორმებენ.

06 სექტემბერი 2026, 11:05

რეგიონი

ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს

საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა და საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად. რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმის წლევანდელი სლოგანია : „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“.

06 სექტემბერი 2026, 10:59

საზოგადოება

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხუთი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი პროექტები მოიცავს ზესტაფონის №5, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯალაურთის და სარეკის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას.

06 სექტემბერი 2026, 10:35

მსოფლიო

გერმანიაში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს, რომლებზეც, რეიტინგის მიხედვით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს

20 წელზე მეტია, ამ მხარის სათავეში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) წარმომადგენელი დგას, ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოსტს 47 წლის სვენ შულცე იკავებს. თუმცა რეიტინგებს დიდი უპირატესობით სათავეში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) უდგას, რომელმაც პირველად მიიღო რეგიონული მთავრობის ფორმირების შანსი. მისი ძირითადი კანდიდატია 35 წლის ულრიხ ზიგმუნდი. ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, შეძლებს თუ არა AfD აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას.

06 სექტემბერი 2026, 10:13

მსოფლიო

​უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა

„მოლაპარაკებები არ შემოფარგლულა უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე მოსაზრებების გაცვლით - საკმაოდ დეტალურად იყო განხილული ეკონომიკური საკითხები და პოტენციური მსხვილი, ორმხრივად სასარგებლო რუსულ-ამერიკული პროექტები“, - განაცხადა მან.

ზაალ ანჯაფარიძე

06 სექტემბერი 2026, 10:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ - ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში სისხლიანი 8 წელი

ფბ-ზე გადავაწყდი სააკაშვილის ერთ-ერთი დღემდე დაუსჯელი ჯალათის ნიკა გვარამიას მუქარას ნინო წილოსანის მიმართ - ხელისუფლებაში დავბრუნდები, დაგიჭერ, ყველაფერს გათქმევინებ... და ა.შ. მყისიერად გაცოცხლდა მეხსიერებაში ის სისხლიანი 8 წელი, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

05 სექტემბერი 2026, 22:28

რეგიონი

აჭარული კერძების გემოები, გამოფენები და მუსიკა - ბათუმი პირველ „გემოფესტს“ მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი ბათუმის ბულვარი, გასტრონომიული ფესტივალის მასპინძელია - ბევრისთვის უცხო, ბევრისთვის კი კარგად ნაცნობი გემოები, ის, რაც აჭარის სავიზიტო ბარათია.

გურამ მაჭარაშვილი

05 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს - როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია.

თორნიკე ფაღავა

05 სექტემბერი 2026, 21:12

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა

სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა დაიწყო ბატონმა ღარიბაშვილმა, - განუცხადა ჟურნალისტებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.

05 სექტემბერი 2026, 20:52

სამართალი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიდი ოდენობით მეთადონი - მორიგ ნარკოდანაშაულში პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამხილა. ამოღებულია ათობით შეკვრად დაფასოებული ნივთიერება, ბრალდებულები კი დაკავებულნი არიან.

05 სექტემბერი 2026, 20:47

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საინვესტიციო ფორუმზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

,,სულ უფრო მეტი ვიზიტორი, ინვესტორი და ბიზნესსექტორის წარმომადგენელი ინტერესდება მაღალმთიანი აჭარით, ჩვენი რეგიონის პოტენციალით და შესაძლებლობებით. სწორედ ამ მზარდი ინტერესის ფონზე, დღეს პირველად ვმართავთ საინვესტიციო ფორუმს კურორტ გოდერძიზე, რომელშიც 70-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის არიან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ინვესტორები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, მათ გავაცნოთ მაღალმთიანი აჭარისა და უშუალოდ, კურორტ გოდერძის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი“.