imedi /  15 თებერვალი 2018, 14:16 / სანდო წყარო

წულუკიანმა ჩაბუქის საქმეზე განმარტა, რომ ის სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს და იუსტიციის მინისტრი სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლის მიმართვასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სასამართლომ უნდა თქვას, აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უფლება ესა თუ ის პირი გადასცეს იმ ქვეყანას, რომელიც მის გადაცემას ითხოვს.

“მომართვაზე ჩაბუქის ოჯახს უკვე გავეცი პასუხი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს და იუსტიციის მინისტრი სასამართლომდე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ასე არის კანონით. ამჟამად საქმეს სასამართლო იხილავს და სასამართლომ უნდა თქვას, აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრს უფლება ესა თუ ის პირი გადასცეს იმ ქვეყანას, რომელიც მის გადაცემას ითხოვს. თუ სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს ამის უფლება არ აქვს, კანონის მიხედვით, ასეთი საქმე იხურება და საკითხი აღარ განიხილება. თუ სასამართლო იტყვის, რომ იუსტიციის მინისტრს აქვს ამ პირის გადაცემის უფლება, შემდეგ უკვე საქმის მასალებზე, მტკიცებულებებსა და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე დაყრდნობით, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ არ ვიცი რა იქნება. შესაბამისად, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, ვცეთ პატივი ჩვენივე ქვეყნის სასამართლოს და დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

10 თებერვალს „დემირელის“ კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართა.

თუბა ჩაბუქის თქმით, მის ოჯახს თურქეთში არც თავშესაფარია აქვს და არც სამშობლო და მათი ბოლო იმედი საქართველოა.

თავის მხრივ, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი არ გამორიცხავს ევროსასამართლოს მიმართოს, თუ სასამართლო არ მიიღებს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილებას.

დღეს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქს შეხვდა. ევროპარლამენტარი მუსტაფა ემრე ჩაბუქთან 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

რებეკა ჰარმსმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ არ დაუშვან ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება. მან მოუწოდა სასამართლოსაც, რომ არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება. 

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

ჩაბუქის ექსტრადიციაზე 6 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო 19 თებერვლამდე გადაიდო.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის თავისუფლად გავრცელება

დღეს ჩვენ გვაქვს ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, რომ „იმედზე“, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმის პირობებშიც უზრუნველყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის, თავისუფლად გავრცელება და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარი - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ამ მონაპოვრის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

26 თებერვალი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: საქმე გვაქვს პოლიტიკურ ეფშტეინიზმთან. ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ ერებს მოუწოდონ რუსეთთან დაპირისპირებაზე, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური წრეები რუსეთთან ვაჭრობით ითბობენ ხელს

მიუხედავად 19 სასანქციო პაკეტისა, რომელიც მიიღეს, რუსეთთან ვაჭრობა მაინც გრძელდება, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

26 თებერვალი 2026, 23:15

პოლიტიკა

კაკაბაძე: 7 ნოემბერს სააკაშვილმა დაარბია და დახურა „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს ბრიტანეთმა სანქციებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იგივე საბაბით

ალბათ გახსოვთ, 2007 წლის 7 ნოემბერს „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილმა დემოკრატიის სახელით ფიზიკურად დაარბია და დახურა ტელეკომპანია „იმედი“ იმ საბაბით, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას. 2026 წლის 24 თებერვალს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციების დაწესებით ფინანსურად დაარბია და ფაქტობრივად დახურა ტელეკომპანიები „იმედი“ და „POSTV“ იმ საბაბით, რომ ისინი ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

26 თებერვალი 2026, 23:00

მსოფლიო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თალიბანის ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთმა პაკისტანის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რაც ისლამაბადის მიერ განხორციელებული ბოლო დარტყმების საპასუხო რეაქციაა.

26 თებერვალი 2026, 22:58

მსოფლიო

ლიზ ტრასი: როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება

როგორ შეიძლება ადამიანებმა დაკარგონ მორალური კომპასი? ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუშვა მოზარდი გოგონების წამება და გაუპატიურება, რასაც პატრიკ კრისტისი „შიშს“ უკავშირებს, - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი, X-ზე.

ალექსეი არესტოვიჩი

26 თებერვალი 2026, 22:52

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინის მთავარი მარცხი კონსტიტუციაში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ჩანაწერია, რადგან ეს საკუთარი თავის შეზღუდვას და უფროსის დანიშვნას გულისხმობს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის ყველაზე დიდი მარცხი არა უბრალოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სურვილია, არამედ ამ მიზნის კონსტიტუციაში ჩაწერა.

26 თებერვალი 2026, 22:00

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი შვეიცარიულ ბანკს, MBaer Merchant Bank AG-ს ამერიკულ ფინანსურ სისტემაზე წვდომის შეწყვეტით დაემუქრა იმ საბაბით, რომ აღნიშნული ბანკი მხარს უჭერდა ირანთან, რუსეთსა და ვენესუელასთან დაკავშირებულ არალეგალურ აქტორებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 21:41

პოლიტიკა

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ იბრძოდა საქართველოში ომისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე მშვიდობის მტრებს ამხელს. შალვა პაპუაშვილმა კონკრეტული საჯარო მოწოდებები გაიხსენა მათთვის, ვინც ამ დრომდე ირწმუნება, რომ ომში ჩართვის მცდელობა მითია.

26 თებერვალი 2026, 21:37

პოლიტიკა

თავდასხმა მედიაზე - არარსებული მტკიცებულებებით. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„იმედიც“ ამ დრომდე უცდის საელჩოს განმარტებას: ეჭვების გარდა, რას დაეყრდნო გაერთიანებული სამეფო ქართული ტელეარხების სანქცირებისას. პასუხები არ ჩანს.

ჰილარი კლინტონი

26 თებერვალი 2026, 21:35

მსოფლიო

ჰილარი კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ჯეფრი ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაზე - არ მახსენდება, რომ ოდესმე შევხვედროდი მას

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, სამშაბათს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სახელმწიფო რეფორმების კომიტეტში ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ჯეფრი ეპშტეინისა და მისი პარტნიორის, გისლეინ მაქსველის კრიმინალური საქმიანობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

26 თებერვალი 2026, 21:10

მსოფლიო

The Spectator: კირ სტარმერი ანადგურებს აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობას

ბრიტანეთის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულია. ჩვენი კავშირები უფრო ღრმაა, ვიდრე მთავრობები, უფრო ძლიერია, ვიდრე პიროვნებები და მდგრადია იდეოლოგიური მოდის მიმართ. თუმცა, კირ სტარმერის ლიდერობის პირობებში, ამ ოდესღაც ურყევ ორმხრივ პარტნიორობას საფრთხე ემუქრება, რომ სერიოზულად დაზიანდეს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Spectator-ი სტატიაში სათაურით სტარმერი ანადგურებს „განსაკუთრებულ ურთიერთობას“.

26 თებერვალი 2026, 21:09

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

26 თებერვალი 2026, 21:07

კულტურა

თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა

თბილისის საკრებულომ ინკლუზიურ თეატრს „კონტაქტი“ უმასპინძლა. დასის წევრებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას თეატრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ინკლუზიურ თეატრის ხელმძღვანელმა გიორგი მიქაბერიძემ მიაწოდა.

26 თებერვალი 2026, 20:59

საზოგადოება

გიორგი კალანდია ღირსების ორდენით დაჯილდოებაზე: ჩემთვის ეს არის დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს ხელოვნების სასახლის აღიარება უპირველეს ყოვლისა

ჩემთვის ეს არის დიდ პატივთან ერთად და დიდ ღირსებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა. ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს ხელოვნების სასახლის აღიარება უპირველეს ყოვლისა, - განაცხადა საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა და „იმედის დილის“ წამყვანმა გიორგი კალანდიამ.

26 თებერვალი 2026, 20:17

პოლიტიკა

როგორ ებრძვის რუსეთს ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ ებრძვის რუსეთს თავად ბრიტანეთი, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციას „იმედს“ აბრალებს - სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 3 წლის განმავლობაში ლონდონსა და მოსკოვს შორის სავაჭრო კავშირები 8 მილიარდ დოლარს აღწევს. ცალკეა საკითხია ექსპორტში - მათ შორის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნედლეულის გატანაში დახმარება. ასევე რუსი ჩინოვნიკების მდიდრული იახტებით გადაადგილების უზრუნველყოფა.

26 თებერვალი 2026, 20:10

მსოფლიო

Reuters: აშშ აფერხებს „ლუკოილის“ აქტივების გაყიდვას, უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლის მიზნით

ოთხი ინფორმირებული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობგიგანტ „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივების გაყიდვის პროცესი შეაფერხა, რათა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

26 თებერვალი 2026, 19:45

საზოგადოება

კახა კალაძე: დღეს ღამით დედაქალაქში უხვი ნალექია მოსალოდნელი, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაშია

„დღეს ღამე უხვი ნალექია დედაქალაქსა და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოცხადებული. მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური მზადყოფნაშია, შესაბამისი ტექნიკით ყველა საჭირო სამუშაო ჩატარდება გზების გასაწმენდად“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

რობერტა მეცოლა

26 თებერვალი 2026, 19:37

მსოფლიო

POLITICO: ევროპარლამენტის პრეზიდენტს სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის

ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას სურს თეთრმა სახლმა იცოდეს, რომ მისი მცდელობები, გავლენა მოახდინოს ევროპულ პოლიტიკაზე, სასურველი არ არის.

ბექა ოდიშარია

26 თებერვალი 2026, 19:12

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მაღალრეიტინგული მაუწყებლების დასანქცირება ნიშნავს ძალადობას მილიონობით მსმენელსა და მაყურებელზე, ქართველები ყველაზე მეტად ვერ იტანენ უსამართლობას

თავისუფალი სიტყვის სანქცირება ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ მისი უდიდესი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს „პოსტივის“ და „იმედის“ ჟურნალისტებს, - წერს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში.

26 თებერვალი 2026, 19:12

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე არსებულ დაზარალებულის ანგარიშზე მოიპოვა უკანონო წვდომა, საიდანაც უკანონოდ გადმოწერა და შეინახა მისი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომლის გამოყენებითაც დაზარალებულს აშანტაჟებდა და ურთიერთობის გაგრძელებას სთხოვდა.