imedi /  06 მარტი 2018, 15:50 / სანდო წყარო

პასკალ მენიე ვიზალიბერალიზაციაზე: იმ ადამიანებს გამო, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, სხვები არ უნდა დაისაჯონ

პასკალ მანიე

პასკალ მანიე

"საქართველოს მოქალაქეების სამარცხვინო საქციელის გამო, რომლებიც საფრანგეთში კრიმინალს ჩადიან, არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც ვიზალიბერალზიაციას ღირსეულად იყენებენ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ელჩის თქმით, მოიმატა, როგორც თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა, ასევე კრიმინალის რიცხვმა საფრანგეთში და „ასე თუ გაგრძელება, შესაძლოა რაღაც გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“. ამასთან, ელჩს არ დაუკონკრეტებია რა შესაძლო გადაწყვეტილებებს გულისხმობდა. 

პასკალ მენიეს განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და საფრანგეთის პოლიციას, ასევე შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა.

მისივე გამარტებით, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქტიურ ფაზაში შედიოდა, ამან საფრანგეთსა და გერმანიაში დიდი დებატები გამოიწვია და განიხილავდნენ, მიეცათ თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის თაობაზე თანხმობა. ელჩის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც გერმანიას და საფრანგეთს აშფოთებდა, ეს იყო ქართველების მხრიდან ევროპაში ჩადენილი კრიმინალი. 

„მაშინ ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ამას მოაგვარებდნენ. ჩვენც დავთანხმდით იმას, რომ ქართული მხარისთვის ვიზალიბერალიზაცია მიგვეცა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთს და გერმანიას შეშფოთება ჰქონდა, ეს არის ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც თანთანად იზრდებოდა ევროპის ქვეყნებში და ამ ორ ქვეყანაშიც. ზუსტად ამაზე საქართველოს მხარემ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, რის გამოც უვიზო მიმოსვლას დავთანხმდით. საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, ეს კი შეიძლება ითქვას, რომ ჯილდოც იყო ქართული მხარისთვის, რათა ქართველებს შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეძლებოდათ. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ნოემბრის თვიდან ძალიან მოიმატა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა. ასევე იმატა ორგანიზებულ კრიმინალის წარმომადგენელთა რიცხვმაც თვითონ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე. ასე თუ გაგრძელდება, შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებსაც საქმეს უფუჭებენ კრიმინალის წარმომადგენლები ევროპის ტერიტორიაზე. მათი სამარცხვინო საქციელის გამო არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას ღირსეულად იყენებენ. პირველი, ჩვენ რაც გვსურს ეს არის კონტროლის გამკაცრება გასვლის მხრივ, ანუ სხვადასხვა ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებმა ვერ შეაღწიონ საფრანგეთში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე გამკაცრდეს. ასევე შემდეგი რაც გვინდა გავაკმაცროთ, ეს არის შემოსვლა შენგენის ტერიტორიაზე, მაგალითისთვის გეტყვით, როგორიც არის ქუთაისი–ბერლინის ფრენები, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი აეროპორტი. გვინდა, იქ კონტროლი გავამკაცროთ, რათა საეჭვო პირები შენგენის ტერიტორიაზე არ დაუშვან. შემდეგი თანამშრომლობა არის ორმხრივი თანამშრომლობა ფრანგ და ქართველ პოლიციელებს შორის“, – განაცხადა ელჩმა. 

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს შს საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გერმანიაში მიდის და მან იმედი გამოთქვა, რომ გახარია საფრანგეთსაც ეწვევა. 

„საჭიროა მთავრობებს შორის დიალოგი, რათა არ მოხდეს ღირსეული ქართველების დასჯა“, – განაცხადა მენიემ.

მანამდე გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა, დოქტორმა კრისტიან კლოსიმ განაცხადა, რომ საქართველო დაცული ქვეყანაა, გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის პირობა არ არსებობს.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.

ყველა სიახლე

ირაკლი ზარქუა

11 სექტემბერი 2026, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთმანეთს ამხელენ უსამშობლობაში, არაქართულ პოზიციაში, კორუფციაში, საქართველოს ინტერესების დაუცველობაში. ზუსტად ამას ვამბობდით ჩვენ

დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაში ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა.

11 სექტემბერი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.

დონალდ ტუსკი

11 სექტემბერი 2026, 14:46

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: თუ ენერგიის ფასები ასეთი მაღალი დარჩება, ზღაპარი იქნება ჩინეთთან და შეერთებულ შტატებთან კონკურენციაზე ოცნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრაზე ევროკავშირში ენერგომატარებლების მაღალი ფასები მკაცრად გააკრიტიკა.

შიო მესამე

11 სექტემბერი 2026, 14:36

საზოგადოება

პატრიარქი: ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

გიორგი სოსიაშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:29

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: მათი დაცემა დაიწყო მაშინ, როდესაც მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და გარედან თანხები შემოელიათ

განულებულები, მიწასთან გასწორებულები არიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 14:26

სამართალი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 4 სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. კანონდამრღვევებს 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრათ

მათ ნაწილს პოლიტიკოსის შეურაცხყოფას, ნაწილს კი სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებას ედავებოდნენ.

ლაშა აბაშიძე

11 სექტემბერი 2026, 14:23

ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელ გზაზე: ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური

„მნიშვნელოვანი პროექტია და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვფიქრობთ ტენდერი მსოფლიო ბანკის რეგულაციებით გამოცხადდება. სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს იქნება 18-კილომეტრიანი სრულიად ახალი ხაზი. ასევე აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. ხაზი სრულიად ელექტოფიცირებული იქნება. ეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ანაკლიის პორტს დააკავშირებს არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან“, - აღნიშნა აბაშიძემ.

რატი იონათამიშვილი

11 სექტემბერი 2026, 14:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

რა თქმა უნდა, როდესაც გაზეთი, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ფაქტების გარეშე დეზინფორმაციას ავრცელებს, ამას ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო. ეს არის პირდაპირი ცილისწამების კამპანია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე.

არჩილ გორდულაძე

11 სექტემბერი 2026, 14:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ქალბატონ მარტა კოსს რომ დავუჯეროთ, ევროკავშირის ყველა წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას წყვეტს. სხვანაირად რა ლოგიკაა, რომ კანდიდატ ქვეყნებს აუკრძალო ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგრძელებენ ამ ურთიერთობას

არჩილ გორდულაძე აღნიშნავს, რომ კანდიდატ წევრებს ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე უყენებენ წინაპირობებს, რომ მათ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ უნდა აწარმოონ.

11 სექტემბერი 2026, 14:19

სამართალი

პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

11 სექტემბერი 2026, 14:16

სამართალი

სგპ „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

11 სექტემბერი 2026, 14:12

მსოფლიო

Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება

იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 სექტემბერი 2026, 14:09

საზოგადოება

რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.

11 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

საქართველოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის დაცული ტერიტორიების კუთხით განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი.

11 სექტემბერი 2026, 13:35

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.

11 სექტემბერი 2026, 13:34

პოლიტიკა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

11 სექტემბერი 2026, 13:34

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომს არ ნანობს - "არჩევნების შემთხვევაშიც იმავეს გავაკეთებდი"

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყებას არ ნანობს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტმა შესაძლოა ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს.

შალვა პაპუაშვილი

11 სექტემბერი 2026, 13:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები

ყველამ, ვინც ჩვენება მისცა, თქვა, რომ არიან ჭორიკნები და ამ ჭორაობაზე უნდათ ხალხი აანერვიულონ, შეთხზან კონსპირაციები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების დაკითხვასთან დაკავშირებით.

11 სექტემბერი 2026, 13:26

მსოფლიო

AP: აშშ-ში დიზელის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ერთი გალონის ღირებულებამ 6 დოლარს გადააჭარბა

აშშ-ში დიზელის საწვავის ფასმა პარასკევს ახალი რეკორდი დაამყარა და საშუალოდ გალონზე 6 დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.