რა შემთხვევაში უნდა გადაუხადოს თბილისის მერიამ სითი პარკს პირგასამტეხლო
სითი პარკი
თბილისის მერიამ კომპანია "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილიდან დაკარგავს ძალას. კომპანია უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს.
ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, თბილისის მერიას კომპანიისთვის პირგასამტეხლოს გადახდას ავალდებულებს. საუბარია 25 მილიონ ლარზე. თუმცა ვიცემერის თქმით, თანხას არ გადაიხდიან, რადგან სითი პარკი ხელშეკრულების დარღვევის გამო რამდენჯერმე უკვე გააფრთხილეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) IDFI 2013 წელს ცდილობდა მიეღო ხელშეკრულების ასლი, თუმცა 2013 წლის დეკემბერში ინსტიტუტმა მიიღო ხელშეკრულების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მერიის ცნობით არ წარმოადგენდა შპს „სი-ტი პარკის“ კომერციულ საიდუმლოს. „სი-ტი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ 2014 წელს გახდა ცნობილი, როდესაც თბილისის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით ხელშეკრულება გასაჯაროვდა.
IDFI გთავაზობთ ხელშეკრულების იმ ნაწილების ანალიზს, სადაც საუბარია ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპენსაციის გადახდაზე.
„სი-თი პარკის“ ვალდებულებები:
ხელშეკრულების მიხედვით, „სი-თი პარკის“ მომსახურებები მოიცავს შემდეგს:
- ინფრასტრუქტურის მომზადება
- საგზაო ნიშნების მონტაჟი
- საგზაო ნიშნების განახლება
- საზოგადოების ინფორმირება
- ავტომატური საზომი მოწყობილობების, პარკირების ფიჭური სისტემის გავრცელება და ოპერირება
- პარკირების საფასურის გადახდის დაზიანებული ან მოპარული მოწყობილობების აღდგენა
- ქოლ-ცენტრების მუშაობა კვირაში 5 სამუშაო დღე,
- გადახდის ცენტრების ოპერირება ა.შ.
ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისის მერიამ შპს „სი-თი პარკს“ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს შემდეგ შემთხვევებში:
- თუ ქ. თბილისის მერია შეწყვეტს ხელშეკრულებას საკუთარი მიზეზით, „სი-ტი პარკის“ მხრიდან აღებული ხელშეკრულებების დარღვევის გარეშე (მუხლი 12.2.)
- თუ შპს „სი-ტი პარკი“ თავად შეწყვეტს ხელშეკრულებას ქ. თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (მუხლი 12.2.)
- თუ თბილისის მერია მესამე მხარეს ან სხვა სამთავრობო ორგანოს გადასცემს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების მსგავს ან კონკრეტულ უფლებას (მუხლი 9)
- თუ საქართველოს კანონმდებლობა ისე შეიცვლება, რომ შპს „სი-ტი პარკს“ შეეზღუდება შესაძლებლობა, განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობა, ან რაიმე სახით შეუმცირდება შემოსავალი (მუხლი 5)
შპს „სი-თი პარკისთვის“ ასანაზღაურებელი კომპენსაცია გამოიანგარიშება შემდეგი წესით:
პირველ სამ შემთხვევაში (მუხლი 12.2. და მუხლი 9):
- თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სი-თი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია დაიანგარიშდებოდა შემდეგი ფორმულით - 500,000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.
- თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო შპს „სი-თი“ პარკისთვის აენაზღაურებინა შეწყვეტის ხარჯები, რომლებიც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სი-თი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.
მეოთხე შემთხვევაში (მუხლი 5):
- საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული უშუალო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საშუალო თვიური მაჩვენებელი გამრავლებული იმ თვეების რაოდენობაზე, რაც დარჩენილი იყო ცვლილების ძალაში შესვლიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
- ამას გარდა, შპს „სი-თი პარკი“ უფლებამოსილი არის მიიღოს კომპენსაცია იმ დამატებითი ხარჯების გაწევის გამო, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და ხელშეკრულების საგანს.
ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისის მერიამ შპს „სი-თი პარკს“ კომპენსაცია არ უნდა გადაუხადოს შემდეგ შემთხვევებში:
- "სი-თი პარკის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ქ. თბილისის მერია წერილობით გააფრთხილებს "სი-ტი პარკს", აღნიშნავს დარღვევის ბუნებას და მისცემს "სი-თი პარკს" დარღვევის გამოსწორების 60 დღიან ვადას (მუხლი 13.3.)
- „სი-თი პარკის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისის მერია შეწყვეტს ხელშეკრულებას (მუხლი 13.3.)
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.
კომპანია სითი პარკსა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.
ყველა სიახლე
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
30 აგვისტო 2026, 14:16
მსოფლიო
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა
ლვოვში ანტისახელისუფლებო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა მთავრობაში არსებული კორუფცია გააპროტესტეს. ისმოდა მთავრობის გადადგომისა და არჩევნების ჩატარების მოწოდებები.
30 აგვისტო 2026, 14:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც ჩიკვაიძე წერს, რომ მისგან და მისი ბიზნესპარტნიორისგან, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეწყალების თხოვნას „ვერ ეღირსება“.
30 აგვისტო 2026, 14:09
რეგიონი
დღეს ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026“ აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი და სპორტული აქტივობა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კონცერტები.
30 აგვისტო 2026, 14:05
პოლიტიკა
„მე შეიძლება მეორე დღესვე დავწერო შეწყალება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ვინც არ დაწერს, იმის თანასწორი ვიქნები“ - ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტმა შეიწყალა, რადგან აქციებზე დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს. სოციალურ ქსელში დაწერილ მორიგ პოსტში ისევ აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო.
30 აგვისტო 2026, 13:55
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
30 აგვისტო 2026, 12:55
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
30 აგვისტო 2026, 12:34
რეგიონი
ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.
30 აგვისტო 2026, 12:26
სამართალი
შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
30 აგვისტო 2026, 12:20
მსოფლიო
CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა
ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 12:15
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.
30 აგვისტო 2026, 12:12
ჯანდაცვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.
30 აგვისტო 2026, 11:58
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
30 აგვისტო 2026, 11:45
სპორტი
ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია
ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.
30 აგვისტო 2026, 11:27
მსოფლიო
კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა
კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.
30 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები
იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
30 აგვისტო 2026, 11:18
მსოფლიო
პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას
არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.
30 აგვისტო 2026, 11:12
რეგიონი
ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.


