დასავლეთ საქართველოში ფაროსანასთან საბრძოლველად 5 საველე შტაბი იმუშავებს
ფოტო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ზუგდიდში 4 რეგიონის - სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ლევან დავითაშვილმა იმ ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც მავნებელთან ბრძოლის კუთხით ხორციელდება, ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი, შეწამვლითი ღონისძიებები და სამეცნიერო საქმიანობა.
„ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გასატარებლად ახალი ტექნიკა შევიძინეთ. წელს 150 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა გვაქვს მობილიზებული. საველე ღონისძიებებს ჩავატარებთ მონიტორინგის შესაბამისად. აქ ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ რას აკეთებს სახელმწიფო და რას აკეთებს მოსახლეობა, იმიტომ, რომ ეს კითხვა ხშირად ისმის. სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიებს ჩვენ დავამუშავებთ; რაც შეეხება უკვე უშუალოდ მოსახლეობას, აქ ჩვენ შევდივართ სპეციალური ტექნიკით. თერმონისლით ვამუშავებთ ორღობეებს, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების მიმდებარე ტერიტორიებს და ისეთ ნაკვეთებს, სადაც შეგვიძლია პოპულაცია მაქსიმალურად შევამციროთ. თუ მოსახლეობა მობილიზებული იქნება და საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთებს მიხედავენ, ჩვენ, ფაქტობრივად, შევძლებთ მოსავლის დაცვას. ჩვენ მოგვიწევს მავნებელთან რამდენიმეწლიანი ბრძოლა, თუმცა მისი პოპულაციის კონტროლი მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში იმუშავებს ხუთი საველე შტაბი, რომლებსაც კოორდინაციას გაუწევს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი.
„ამავე დროს, უკვე დავიწყეთ საველე მონიტორინგის სისტემის განთავსება, რომელიც მთელს ტერიტორიას მოიცავს და 100 ათასი წერტილიდან მოხდება მონაცემების მიღება, რათა მავნებლის გავრცელების და პოპულაციის შესახებ გვქონდეს ოპერატიული ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დასავლეთ საქართველოში მობილიზებულია ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საშუალებები და პრეპარატები, რომლებიც რეგიონების მიხედვით განაწილდება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 2 ათასი ფერომონი გადაეცემა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქიმიური ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება. მონიტორინგის სისტემები, მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში განთავსდება.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს, ჯერჯერობით უცნობია.
ყველა სიახლე
18 მარტი 2026, 18:50
საზოგადოება
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
18 მარტი 2026, 18:48
პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტი: ილია მეორე რწმენის სიძლიერის, თავისი ხალხის ერთსულოვნებისა და ერთიანობის სიმბოლო იყო
სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
18 მარტი 2026, 18:45
საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი: მარადიული იყოს ილია მეორის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები
მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.
18 მარტი 2026, 18:43
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა
სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხანში ილია მეორეს დაასვენებენ, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
18 მარტი 2026, 18:34
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო, უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა შიში, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო უკრაინა რაკეტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
18 მარტი 2026, 18:20
საზოგადოება
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით, ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
18 მარტი 2026, 18:10
საზოგადოება
სინოდის მიმართვა: დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, ურთიერთმიტევებასა და შერიგებაში
ქრისტესმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას. გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, - ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ შემუშავებულ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
18 მარტი 2026, 18:10
საზოგადოება
კობა კობალაძე: დასრულდა ეპოქა, რომელიც სინათლეს ჰფენდა ჩვენს ერს. უწმინდესი იყო სულიერი საყრდენი თითოეული ჩვენგანისათვის იმ დროში, როცა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიმშვიდე, რწმენა და გამძლეობა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორ კობა კობალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.
18 მარტი 2026, 17:56
საზოგადოება
წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა
წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, - ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.
18 მარტი 2026, 17:46
საზოგადოება
თეა ახვლედიანი: ჩვენმა პატრიარქმა დაგვიტოვა ფასეულობათა იმგვარი მემკვიდრეობა, რაც მჯერა, საუკუნოდ დამკვიდრდება არა მხოლოდ მისი უწმინდესობის თანამედროვე საზოგადოების, არამედ მომავალი თაობების ცნობიერებაში
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
18 მარტი 2026, 17:44
საზოგადოება
ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე ილია მეორეზე: რთულ დღეებში მარად სახსოვარი პატრიარქი მამისეული სიბრძნითა და სიყვარულით უძღვებოდა მრევლს და უდრეკად ემსახურებოდა წმინდა ქართული ეკლესიის მისიას
ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.
18 მარტი 2026, 17:19
საზოგადოება
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ დამგლოვიარო მსვლელობა დაიწყო
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყო. ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.
18 მარტი 2026, 17:10
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას
საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.
18 მარტი 2026, 17:05
მსოფლიო
ნატო თურქეთში ირანიდან მომდინარე საფრთხის ფონზე Patriot-ის კიდევ ერთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას განათავსებს
ნატომ მიიღო გადაწყვეტილება თურქეთში ირანიდან მომდინარე საფრთხის გამო Patriot-ის ტიპის კიდევ ერთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების შესახებ. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
18 მარტი 2026, 16:44
საზოგადოება
თინათინ რუხაძე: დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს დიდი ტკივილი და მისი უწმინდესობის ხსოვნას პატივი მივაგოთ ისე, როგორც მის ნათელ სულს ეკადრება
დღეს ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ღირსეულად ვატაროთ ეს დიდი ტკივილი და მისი უწმინდესობის ხსოვნას პატივი მივაგოთ ისე, როგორც მის ნათელ სულს ეკადრება, - აღნიშნულია საქართველოს კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებაში, რომელიც პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვრცელდება.
18 მარტი 2026, 16:35
საზოგადოება
ილია მეორის გარდაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა
მარნეულის მუნიციპალიტეტმა ილია მეორის გარდაცვალების გამო „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა, - ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
18 მარტი 2026, 16:27
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა: შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
18 მარტი 2026, 16:17
საზოგადოება
მეუფე იობი: დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი
„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, - განაცხადა მეუფე იობმა.
18 მარტი 2026, 16:06
საზოგადოება
სულხან თამაზაშვილი: პატრიარქმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერი ერთიანობის, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში
უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი - აღნიშნულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში. მისი თქმით უწმინდესის ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე განუზომელია.
18 მარტი 2026, 16:02
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში, 22 მარტს დაკრძალავენ. ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.


