imedi /  20 მარტი 2018, 23:55 / სანდო წყარო

საპატრიარქო სახელმწიფოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდებს

საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვისკენ მოუწოდებს.

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით  საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა.

ამას შედეგად მოყვა ცალკეული მოქალაქეების, „ქართული მარშის“ და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი რეაგირება.

ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან,  მკვეთრ  რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.

გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა  დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან.

ამიტომაც, მივმართავთ მორწმუნეთ, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და საერთოდ ყველას, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს  ქვეყანის  სტაბილურობის  ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს“, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

18 მარტს გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში იესო ქრისტეს შესახებ თქვა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.

19 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული მარშის წევრებმა აქცია გამართეს და გიორგი გაბუნიასგან მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ, პოლიციამ აქციის 6 მონაწილე დააკავა

რამდენიმე წუთის წინ ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო ლადო სადღობელაშვილი დააკავა.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

24 სექტემბერი 2026, 14:07

მსოფლიო

მარკო რუბიო: საერთაშორისო სისტემა კრიზისშია, რადგან თავის პირველად მანდატს გასცდა

„საერთაშორისო სისტემა დღეს საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, ისევე როგორც ეს საერთაშორისო ნორმები, რომლებზეც ხშირად ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] და მე ამას თავიდანვე ვუსვამდით ხაზს: ამ ადმინისტრაციის პოზიციით, ნებისმიერი მთავრობის უპირველესი და მთავარი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. მრავალმა ლიდერმა მიუთითა იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემა კრიზისშია - ის მარცხდება, რადგან გასცდა თავის პირველად მანდატს. სისტემა ჩაერია ისეთ საკითხებში, სადაც არ უნდა ჩარეულიყო და ამავდროულად, უუნარო აღმოჩნდა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მასშტაბური კონფლიქტის გადასაჭრელად“, - განაცხადა რუბიომ.

შალვა პაპუაშვილი კლოდ ვისელერი

24 სექტემბერი 2026, 14:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, კლოდ ვისელერს შეხვდა.

ირაკლი კირცხალია

24 სექტემბერი 2026, 14:01

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა - ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე

რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების სერიოზულად კომენტირება არასერიოზულია! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების შესახებ.

24 სექტემბერი 2026, 13:57

მსოფლიო

ამერიკული კომპანია, რომელიც პენტაგონსა და საიდუმლო სამსახურს პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიდა, რუსეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინეს ვირჯინიაში რეგისტრირებული ციფრული ექსპერტიზისა და მონაცემთა ანალიზის კომპანია Oxygen Forensics-ის გენერალურ დირექტორს, 55 წლის ლი რაიბერსა და კომპანიის რუს დამფუძნებელს, 52 წლის ოლეგ დავიდოვს. მათ აშშ-ის პენტაგონის, საიდუმლო სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის მოტყუება და კომპანიის რეალური რუსი მფლობელების დამალვა ედებათ.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციები თავს დაანებებენ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა

როგორც გავიგეთ დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან, დედის გინებით უნდათ ალბათ დიალოგის აღდგენა. ასეთ ფორმატში ვართ დღეს სამწუხაროდ ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავის დროზე, 2022 წელს არ ავყევით ესკალაციას, თორემ დღეს ჩვენ ნაომარი, დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით და ამ გადმოსახედიდან შევხედავდით, ნელ-ნელა როგორ ჩაეხუტებიან ისევ რუსეთს, როგორც 2008 წლის შემდეგ ჩაეხუტნენ - საუკუნეებია, ვიცით, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ ვართ ჩვენი თავის პატრონები

მე მგონი, ქართველმა ხალხმა უკვე დიდი ხანია, გაშიფრა საერთაშორისო პოლიტიკის არსი. ღირებულებები, რომლებზეც საუბრობენ, მაშინ არის ღირებულებები, როცა მათთვის არის სასარგებლო, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას ევროკავშირის მიერ სასანქციო სიიდან რუსი ბიზნესმენების - ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის ამოღების შესახებ.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია, დღეს ევროკავშირი დოგმის დონეზე ჰყავთ აყვანილი და გამოცხადებული ჰყავთ აღთქმულ ქვეყანად

რევოლუციური პროპაგანდის ფრონტი დამარცხებულია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოების თვალწინ პროტესტის ეს ჯგუფი თავისი ყველა დამახასიათებელი ნიშნებით ფსევდორელიგიურ სექტად ჩამოყალიბდა.

24 სექტემბერი 2026, 13:43

რეგიონი

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 22 სექტემბრიდან, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობდა.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა

ესეც ხომ აჩვენებს, სად დგას დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ ორასი ათას ადამიანს პასუხის ღირსადაც არ თვლის და ამ „კორძის“ პოსტს ეგრევე გამოეხმაურა, ლამის ბოდიშებით, რომ გააუქმა ეს შეხვედრა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კორძის“ კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი დგას დიალოგზე, ევროკავშირი დგას სამართლიანობასა და დისკუსიაზე და როდესაც მისი ზოგიერთი ხელმძღვანელი ცდილობს, რომ ინტეგრაციის პროცესი კონფრონტაციის ინსტრუმენტად აქციოს, ეს არასწორია - ლუქსემბურგის ხელისუფლების, პარლამენტის დამოკიდებულება ამ მხრივ ემთხვევა ჩვენს დამოკიდებულებას

ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ფაქტია და მგონი, ეს არის ევროპულობა, რომ შეუძლებელია, კონფრონტაცია იყოს სწორი გზა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი:ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში

ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით პროცესს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად და მეტად წუხან და ცდილობენ, რომ მათი ხმა უფრო მეტად გაიგონ ევროკავშირის ინსტიტუციებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ლუქსემბურგშიც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა

ისევე როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, აქაც ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როცა ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა არის სამართლიანი დიალოგის გზა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, სადაც ის დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

24 სექტემბერი 2026, 13:24

მსოფლიო

მოლდოვაში კამერით აღჭურვილი დრონის ნამსხვრევები იპოვეს

მოლდოვის ფლორეშტის რაიონში პოლიციამ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები აღმოაჩინა. ქვეყნის პოლიციის ექსპერტების მონაცემებით, ნაპოვნ აპარატს რუსეთის მიერ გამოყენებული „გერბერას“ მოდელისთვის დამახასიათებელი ტექნიკური პარამეტრები აქვს.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 13:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოხარულები ვართ, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც ესმის ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ

მოხარული ვართ, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც ესმის ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

24 სექტემბერი 2026, 13:11

პოლიტიკა

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა

3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდა.

24 სექტემბერი 2026, 12:36

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო რეზერვებისა და საჯარო აქტივების მართვის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ფორუმმა ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო რეზერვებისა და სახელმწიფო აქტივების მართვაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და წამყვანი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ვალერი გელბახიანი

24 სექტემბერი 2026, 12:36

პოლიტიკა

ვალერი გელბახიანი: თვითონ ქოლცენტრის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ელისო კილაძე გვყავდა დაქირავებული, ვუხდიდით ხელფასს, თვეში 5500 დოლარს, რომელსაც ელისო კილაძე ხელფასის სახით ურიგებდა მის ჟურნალისტებს „ქრონიკა+“-ში

ელისო კილაძეს ბრალი ედება თაღლითობაში, ხომ? თაღლითობა ნიშნავს, რომ ვიღაც უნდა მოატყუო და ამ მოტყუების შედეგად ფული უნდა დაისაკუთრო. ერთი ადამიანი ხომ უნდა იყოს ასეთ საქმეში ვინც იტყვის რომ ელისო კილაძემ მომატყუა. ასეთი მოწმე საქმეში არ არის, - ამის შესახებ ელისო კილაძის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

24 სექტემბერი 2026, 12:21

რეგიონი

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს დუბაის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან გამოფენაზე აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად უწევდა პოპულარიზაციას.

24 სექტემბერი 2026, 12:15

საზოგადოება

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყლის მიწოდება შეეზღუდება

„სწორედ ამიტომ, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ კოორდინაციით უზრუნველყო ახალი მილის მოწყობა და 26 სექტემბერს ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რათა თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი.

24 სექტემბერი 2026, 12:00

რეგიონი

ბექა ვაჭარაძემ ფოთელ სპორტსმენს ალექსანდრე გვასალიას „ზასლავლის თასი 2026“-ის მოპოვება მიულოცა

ფოთელი სპორტსმენი ალექსანდრე გვასალია „ზასლავლის თასი 2026“-ის გამარჯვებულია. წარმატებულ სპორტსმენს მიღწეული შედეგი ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მიულოცა, - ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.