BBC-ზე აჭარის შესახებ სარეკლამო რგოლი გადის
Choose your favourite colour – ამ სლოგანით აჭარის შესახებ სარეკლამო რგოლი BBC World-ზე ტრიალებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ეთერით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გადის, რომლის განახლებულ ვერსიაზეც BBC-მ იმუშავა.
„გარდა BBC-სა, რეკლამას ვიწყებთ „ევრონიუსსა“ და „დოიჩე ველეზე“, რაც, სატელევიზიო რეკლამის გარდა, აჭარის შესახებ სიუჟეტების მომზადებას ითვალისწინებს.
ბუნებრივია, ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა, გადაცემები და სიუჟეტები უკვე 16 სამიზნე ქვეყნის ადგილობრივ ტელევიზიებში.
ჩვენი სარეკლამო აქტივობები ასევე მოიცავს ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მოწვევას აჭარაში, რათა მათ უკეთ შეძლონ აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია ჩვენს პოტენციურ ტურისტებთან“, – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
ყველა სიახლე
07 მარტი 2026, 21:39
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი უცხოელ სტუდენტებზე: 37 ათასია ის რაოდენობა, რომელიც დღეს საქართველოში ფიქსირდება, ამ მიმართულებით ჭარბობს ინდოეთის მოქალაქეები
„მინდა აღვნიშნო, რომ უცხოელი სტუდენტების ეფექტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე შეადგენს მილიარდ 200 მილიონ ლარს, ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებიდან ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი შემოსავალს ნახულობს. ერთი უცხოელი სტუდენტი სწავლის გადასახადში დაახლოებით 15 500 ლარს იხდის და ამავდროულად სხვა დამატებით სექტორებში ხარჯავს 16 300 ლარს. არ უნდა დაგვავიწყდეს პირდაპირი შემოსავალი, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ - 576 მილიონი ლარის მოცულობით და სხვა სექტორებში ასევე ეს დადებითი ეფექტი ნაწილდება დაახლოებით 605 მილიონი ლარით“, - აღნიშნა მინისტრმა.
07 მარტი 2026, 21:35
პოლიტიკა
ლევან ლორთქიფანიძე “იგლ ჰილსის” პროექტზე: ეს პროექტი დაასაქმებს ისევ მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ, სერიოზულ დარგებში
“იგლ ჰილსის” პროექტს უამრავი პრობლემა აქვს, ეს პროექტი დაასაქმებს ისევ მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ, სერიოზულ დარგებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ. “იგლ ჰილსის” პროექტს უამრავი პრობლემა აქვს, ეს პროექტი დაასაქმებს ისევ მშენებლობის და მომსახურების სფეროში ადამიანებს და არა რომელიმე ახალ, სერიოზულ, მეცნიერებადტევად და ინდუსტრიულ დარგში, ეს პრობლემაა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, იმ ხელშეკრულებით სადაც გასაიდუმლოებული მუხლებია, რომ მთელი მოგება ინვესტორს, მთელი - რისკი სახელმწიფოს. დასცინიან ხოლმე მწვანე საკითხებს, სერიოზული ეკოლოგიური შედეგები ექნება ამ პროექტსაც”, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
07 მარტი 2026, 21:34
ეკონომიკა
პრემიერი: 8 მილიარდამდე იყო და 25 მილიარდს გადასცდა მრეწველობის ბრუნვა, 2012 წელს განხორციელდა 646 მილიონი ლარის ინვესტიცია, 2024 წლის მაჩვენებელი იყო 1,9 მილიარდი - ეს ყველაფერი იქნებოდა შეუძლებელი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე
დიდი მხარდაჭერაა მთავრობისგან, იმისათვის, რომ მრეწველობის დონე არ ჩამორჩეს ეკონომიკის განვითარებას, არ არსებობს საწარმო, სადაც სახელმწიფო არ ახდენს სუბსიდირებას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
07 მარტი 2026, 21:31
პოლიტიკა
პრემიერი: დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს - იყო წლები, როდესაც ამას ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება
დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატებში“.
07 მარტი 2026, 21:23
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: პაკისტანელ და ინდოელ კურიერებს რომ ებრძვიან, ეს არის აბსურდის უკიდურესი შემთხვევა, ლეგალურად უნდა შემოვუშვათ, ყველას უნდა მიცეთ მუშაობის უფლება, რომ მოგვემსახუროს
პაკისტანელ და ინდოელ კურიერებს რომ ებრძვიან, ეს არის აბსურდის უკიდურესი შემთხვევა, ლეგალურად უნდა შემოვუშვათ, ყველას უნდა მიცეთ მუშაობის უფლება, რომ მოგვემსახუროს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. მისი თქმით, მისი სურვილია, რომ საქართველოში ხალხი შემოდიოდეს იაფფასიანი და მძიმე ფიზიკური სამუშაოსთვის.
07 მარტი 2026, 21:20
პოლიტიკა
პრემიერი: 2 272 ლარი არის დასავლეთ ევროპასთან შედარებით დაბალი ხელფასი, მაგრამ როცა 2020-ის შემდეგ 712,5 ლარიდან გაქვს მკვეთრი გაუმჯობესება, ეს არის მთავარი, რითაც შეიძლება, შეფასდეს, არის თუ არა წარმატებული ხელისუფლების საქმიანობა
დებატებში სტატისტიკის გარეშე საუბარი შეუძლებელია, რადგან საბოლოო ჯამში სტატისტიკა არის ის, რაც გარკვეულ ფაქტებს ადასტურებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტატისტიკის გათვალისწინების გარეშე დებატებს აზრი არ ექნება.
07 მარტი 2026, 21:10
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან განვითარებული ორგანიზაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის დროს შეიქმნა, არის „აწარმოე საქართველო“ - 2013 წლიდან დღემდე, 6 მილიარდი ლარის მოცულობის დახმარება გაეწია ქართველ მეწარმეებს
ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩვენს ქვეყანაში ყველა მიმართულების განვითარებას, მათ შორის მრეწველობის განვითარებასაც, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი- დებატები“. მინისტრის თქმით, „აწარმოე საქართველოს“ უდიდესი ღირებულება აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი.
07 მარტი 2026, 21:03
პოლიტიკა
პრემიერი: სხვადასხვა ქვეყანაში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, გვაქვს აქტიური კონსულტაციები და ვგეგმავთ, შევამსუბუქოთ მათთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურები
მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, უნდა გავმიჯნოთ ეთნიკური ქართველები და საქართველოს მოქალაქეები. თუ მშობლები არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში შვილს არავითარი პრობლემა არ ექმნება მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით, თუ არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მათი ოჯახის წევრი, მათ შორის შვილი, ექვემდებარება ნატურალიზაციის წესს, მოქალაქეობის პრინციპიდან გამომდინარე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.
07 მარტი 2026, 21:00
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია ფერეიდნელ ქართველებზე: ჩვენმა ხელისუფლებამ სამძიმრის წერილს კი მოაწერა ხელი, მაგრამ მთავარი რაც უნდა გაეკეთებინა, რომ ამ ხალხისთვის საჯაროდ შეეთავაზებინა - მობრძანდით საქართველოში, თქვენთვის ღიაა საქართველოს კარი
ჩვენმა ხელისუფლებამ სამძიმრის წერილს კი მოაწერა ხელი, მაგრამ მთავარი რაც უნდა გაეკეთებინა, რომ ამ ხალხისთვის საჯაროდ შეეთავაზებინა, მობრძანდით საქართველოში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ღია ეთერში პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
07 მარტი 2026, 20:47
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა
„ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ღია ეთერში პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
07 მარტი 2026, 20:45
პოლიტიკა
ლევან ლორთქიფანიძე: სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ
სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ. „მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. რაც არ უნდა ღაზას სექტორის და გერმანიის მაგალითები მოვიყვანოთ, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა განპირობებულია იმ ეკონომიკური და სოციალური ვითარებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
07 მარტი 2026, 20:45
პოლიტიკა
პრემიერი: ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა უარყოფითი სალდო, ანუ იმაზე მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა, 2024 წელს 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო
ემიგრაცია არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან, ამის მთავარი მიზეზი არის ეკონომიკა, რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვას, ესეც პრობლემური საკითხია და საჭიროა პროცესების სწორად მართვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისივე თქმით, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ.
07 მარტი 2026, 20:44
პოლიტიკა
ზურაბ მახარაძე: მადლობა „ქართულ ოცნებას“ რომ შეცვალა პოზიცია და გაიხსნა სადებატო სივრცე
მადლობა „ქართულ ოცნებას“ რომ შეცვალა პოზიცია და გაიხსნა სადებატო სივრცე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძემ. რაც შეეხება მიგრაციას თემას მახარაძემ საჯარო რეესტრის დოკუმენტები წარადგინა და დასვა კითხვა, საიდან მოხდა 465 ათასი ადამიანის გენერირება?
07 მარტი 2026, 20:42
ეკონომიკა
ქვრივიშვილი: საერთაშორისო დისკუსიებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი მაგალითი, თუ როგორ შეძლო ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა მოეხდინა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სრულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე, განჭვრეტად გარემოს შექმნაზე იმისთვის, რომ ბიზნესმა განაგრძოს იმ სიკეთის შექმნას, რაც გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირსეული ახალი სამუშაოს ადგილების შექმნა უპირობოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.
07 მარტი 2026, 20:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო
გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატები“.
07 მარტი 2026, 19:50
საზოგადოება
კობა კობალაძემ ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო
ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან და ვეტერანებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
07 მარტი 2026, 18:58
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი
თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.
07 მარტი 2026, 18:43
სამართალი
სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით
„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
07 მარტი 2026, 18:40
პოლიტიკა
სუბარი: 3-ჯერ და 5-ჯერ მეტია მეზობლების ვაჭრობა ირანთან - სომხეთის წელიწადში აღწევს 1 მილიარდ დოლარს, აზერბაიჯანის - 700 მილიონს. არ მგონია, რომ გამოსულიყო რომელიმე მათი ოპოზიციონერი და ტერორისტულ ქვეყანასთან თანამშრომლობა დაებრალებინა
ჯერ გვაბრალებდნენ, რომ საქართველო რუსეთთან სანქციების გვერდის ავლის საშუალებაა და გამოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი ხდება. დღეს ახლა აბრალებენ, რომ ირანია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, - „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
07 მარტი 2026, 18:24
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის
ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.


