ვინ არიან მინდელის შახტში დაღუპული მეშახტეები
"საქნახშირი"
დღეს გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის შახტში 6 მეშახტე დაიღუპა, 3 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა "ქუთაისი პოსტი" წერს, მინდელის შახტში გარდაცვლილი ექვსი მეშახტიდან ყველაზე უმცროსი, პავლე გამეზარდაშვილი 25 წლის იყო. ის ნახშირმომპოვებელ უბანში 2010 წლიდან მუშაობდა.
შემთხვევას ემსხვერპლა 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, რომელიც შახტში 2011 წლიდან მუშაობდა. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
კიდევ ერთი მსხვერპლი 49 წლის ბესიკ გურგენიძეა, რომელიც აფეთქებითი სამუშაოების წარმოების უბნის მიწისქვეშა ოსტატ-ამფეთქებელი იყო. ის შახტში 2010 წლიდან მუშაობდა. მასაც დარჩა მეუღლე და სამი შვილი.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა მირზა ქურციკიძე, რომელიც 46 წლის იყო. მან მინდელის შახტში მუშაობა 2017 წელს დაიწყო, მანამდე კი, 2009-დან 2014 წლამდე, საქნახშირში მუშაობდა. მირზა ქურციკიძეს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
მეოთხე მსხვერპლი 51 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილია, რომელიც შახტში 2007 წლიდან მუშაობდა. მასაც დარჩა მეუღლე და ორი შვილი.
ექვსი გარდაცვლილიდან ერთ-ერთია 58 წლის გოგი რაფავა, რომელიც N1 ნახშირმომპოვებელი უბნის გამყვანი იყო. ამ სამუშაოს 2007 წლიდან ასრულებდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
როგორც "ქუთაისი პოსტი" მეშახტეებზე დაყრდნობით წერს, მათი საშუალო ხელფასი 800 ლარია.
2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროებში), ქვეყნის მასშტაბით, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა 12. ამის შესახებ imedinews-ს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში უთხრეს.
შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში 2017 წლის 9 მაისსაც მოხდა უბედური შემთხვევა - ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ მომზადდა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ, 2018 წლის 7 მარტს პარლამენტმა მიიღო.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 10:16
თავდაცვა
მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ქართველმა ინსტრუქტორებმა მოამზადეს. ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს.
26 სექტემბერი 2026, 10:03
კულტურა
ელისო ბოლქვაძე: მუდამ დიდი სიხარულია ქართველ მევიოლინესთან, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან, ვიტალი იმერელთან შეხვედრა და მისი საოცარი ნიჭიერებით გადმოცემულ ჯაზის სამყაროში მოგზაურობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ცნობილი მუსიკოსის, მევიოლინე ვიტალი იმერელის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება და იმედოვნებს, რომ მსმენელი მის შემოქმედებას კიდევ მოისმენს.
26 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი ირანის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტას უარყოფს და არჩევნების შემდეგ დაბომბვის განახლებას ელოდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ შეთავაზებული შვიდდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო და თანაშემწეებს განუცხადა, რომ ნოემბერში შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ ირანის დაბომბვის განახლებას ელოდება. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 09:35
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი: მდინარე არაგვზე ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ფარგლებში, ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დათქმულ დროს დაიწყო.
26 სექტემბერი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 სექტემბერს საქართველოში
26 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
26 სექტემბერი 2026, 08:29
მსოფლიო
The Washington Post: ომში მზარდი ხარჯების დასაფარად, უკრაინა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზაციას განიხილავს. შედეგად კიევი დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს, ეს კი 30 ათასი სამხედრო დრონისთვის საკმარისი თანხაა
The Washington Post-ის ცნობით, წლების განმავლობაში უკრაინაში მოქმედი უზარმაზარი, თუმცა უკანონო პორნოინდუსტრია ჩრდილში არსებობდა. სამართალდამცველები, როგორც წესი, ამ სფეროს ყურადღებას არ აქცევდნენ, თუმცა ცალკეული მაღალჩინოსნები კანონის გვერდის ავლაში შემჩნეული ადამიანებისგან ქრთამის გამოძალვის მიზნით საკუთარ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ.
26 სექტემბერი 2026, 08:00
საზოგადოება
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა? - დღეს 20:00 საათზე „ღია ეთერი“ „იმედზე“
„რთველი - 2026“ დაიწყო - ქვეყანა მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს ელოდება - რა გამოწვევებია პროცესის ორგანიზების კუთხით და როგორ მოქმედებს სახელმწიფო საკოორდინაციო შტაბების სისტემა?
26 სექტემბერი 2026, 00:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი თეა ადეიშვილის და ლაშა ბაქრაძის რეპლიკაზე: როცა ერთი საბაბიც არ გაქვს, პრემიერზე რაიმე ცუდი თქვა და ინგლისურის აქცენტს უწუნებ... სექტაა, აბა რა არის ეს?!
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პრემიერის შესახებ გაჟღერებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც გადაცემის წამყვანმა თეა ადეიშვილმა და სტუმარმა ლაშა ბაქრაძემ ირაკლი კობახიძის უცხო ენების ცოდნა და აქცენტი დაიწუნეს.
25 სექტემბერი 2026, 23:31
სპორტი
სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო. მსოფლიოს პირველობაზე 44 ქვეყნის 312 პარაათლეტი მონაწილეობს, აქედან 16 ქართველი პარაძიუდოისტია.
25 სექტემბერი 2026, 22:42
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ნანული გუგუნავაზე: მზრუნველი, სათნო და კეთილშობილი ადამიანი შეუერთდა მარადისობას. იგი მუდამ ერთგულად ედგა მხარში სახელოვან მეუღლეს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს. მათი სიყვარული მწერლის შემოქმედების მასაზრდოებელ წყაროდ იქცა
საპატრიარქო, ნანული გუგუნავა-დუმბაძის გარდაცვალების გამო, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სამძიმრის წერილს აქვეყნებს. სამძიმრის წერილში შიო მესამე თანაგრძნობასა და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
25 სექტემბერი 2026, 22:03
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების შეხვედრა 0:1 დასრულდა. ირლანდიელებმა გოლის გატანა მეორე ტაიმის ბოლოს, დამატებულ დროში, მე-9 წუთზე შეძლეს.
25 სექტემბერი 2026, 21:47
კულტურა
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „იმედზე“ ყოველ პარასკევს განახლებული პროექტი - „ქართული ხალხური“ გავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„მიმღერეს“ შემქმნელებისგან „ქართული ხალხური“ „იმედზე“ - პროექტის მთავარი გმირები ათი სხვადასხვა რეგიონიდან მომღერალი ოჯახები იქნებიან, მათ კი სხვადასხვა ანსამბლი და სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები შეუერთდებიან.
25 სექტემბერი 2026, 21:44
საზოგადოება
პარლამენტის წევრები ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ილია ინჯიამ და პარლამენტის წევრებმა მარტვილში, ჭყონდიდობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.
25 სექტემბერი 2026, 21:39
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან.
25 სექტემბერი 2026, 21:30
საზოგადოება
„მობილურ იუსტიციის სახლს“ კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნიდერლანდებში გამართულ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე, პროექტი ინოვაციურ პრაქტიკად აღიარეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან წარდგენილ 134 პროექტს შორის გამოარჩიეს. ქვეყნის მასშტაბით უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს.
25 სექტემბერი 2026, 21:05
რეგიონი
სენაკის სპორტკომპლექსს კალათბურთის ახალი სავარჯიშო ინვენტარი გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეს ის არის, რაზეც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული შეხვედრების დროს ისაუბრეს. კალათბურთელებს დღეს ვარლამ ლიპარტელიანი შეხვდა.
25 სექტემბერი 2026, 21:05
სამართალი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.
25 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
მარტვილში ჭყონდიდელობა აღნიშნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიურ და სახალხო დღესასწაულზე სამეგრელოში ჩავიდა კათოლიკოს პატრიარქი. მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების და ქადაგების შემდეგ, შიო მესამემ სასულიერო პირები მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
25 სექტემბერი 2026, 20:52
საზოგადოება
ნოდარ დუმბაძის მეუღლე შვილის გვერდით, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს
ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა დღეს ვაკის სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდზე მის ხსოვნას პატივი ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილებმა მიაგეს.
25 სექტემბერი 2026, 20:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასება ოპოზიციურ პროტესტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პროტესტს აფასებს და პარლამენტის თავმჯდომარის ვრცელ ანალიზს ეხმიანება, რომელშიც შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ყოველდღიურ და ერთსახოვან საპროტესტო აქციებზე საუბრობს, ოპოზიციის ამ მცირერიცხოვან ჯგუფს კი, „ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად“ მოიხსენიებს.


