imedi /  07 აპრილი 2018, 17:08 / სანდო წყარო

საქართველოში წმინდა ცეცხლს 23:55 საათზე ჩამოიტანენ

იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში თბილისის აეროპორტში 23:55 საათზე ჩამოიტანენ.

აეროპორტში მათ სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. ღვთაებრივი ცეცხლის წაღება სახლში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. წმინდა ცეცხლს, ასევე, მიიტანენ საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე კიდევ ერთხელ გახდა. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:16 საათზე გადმოვიდა.

ყველა სიახლე

გიორგი კახიანი

05 მარტი 2026, 18:04

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. ამის გამოხატულებაა ის შეხვედრები, რომელსაც დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ატარებს

მისასალმებელია ეს და ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

ამირან სალუქვაძე

05 მარტი 2026, 18:03

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ხიდაშელის განცხადებაზე: ასეთ სიტუაციაში, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოზომოს პოსტებიც, კომენტარებიც

„ასეთ სიტუაციაში, როცა დაძაბულია რეგიონში ვითარება და ვხედავთ პროვოკაციულ ქმედებებს ჩვენს სამეზობლოში, არათუ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და პოლიტიკოსმა, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა მოზომოს პოსტებიც, კომენტარებიც. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უპასუხისმგებლო არის“, - მიიჩნევს სალუქვაძე.

გიორგი კახიანი

05 მარტი 2026, 18:03

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს მშვიდობა - ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც არის დაბალანსებული ყველა თვალსაზრისით

ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, ვხედავთ, რა მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ნათლად უნდა დავინახოთ იმ პოლიტიკის სისწორე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

კაია კალასი

05 მარტი 2026, 17:57

მსოფლიო

არსებობს თავდაცვის საშუალებები, რომლებიც უკრაინას სჭირდება, მაგრამ ახლა მათი გადასროლა ახლო აღმოსავლეთში ხდება - კაია კალასის განცხადებით, ირანის ომმა, შესაძლოა, უკრაინას ავნოს

კრიზისმა ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უკრაინის შესაძლებლობას წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიას, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასმა.

გიორგი კახიანი

05 მარტი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი კახიანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება

როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს გარშემო ვითარება ამა თუ იმ ფორმით იძაბება, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაკვეთითაც ხდება მსგავსი სტატიების შემუშავება, მათი გამოაშკარავება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.

05 მარტი 2026, 17:55

სამართალი

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს და გამომძიებლებს რანგში დაწინაურების სერტიფიკატები გადასცა

საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - რანგირების საბჭოზე რანგში დაწინაურების მიზნით 41 პროკურატურის თანამშრომელი იყო წარდგენილი. მათ შორის პირველი რანგი მიენიჭა 22 თანამშრომელს აქედან 17 პროკურორს და 5 გამომძიებელს, ხოლო მეორე რანგი მიენიჭა 19 თანამშრომელს - 15 პროკურორს და 4 გამომძიებელს.

05 მარტი 2026, 17:52

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე ის მეგა პროექტები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებასაც რუსთავში საქართველოს მთავრობის თანადგომით, მალე დავიწყებთ

სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავში სპორტის განვითარების სტრატეგია, სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს.

05 მარტი 2026, 17:52

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებულ შეტევას. მიუღებელია ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მიმართულია რეგიონში ვითარების ესკალაციისკენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას ეხმაურება.

05 მარტი 2026, 17:43

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა ვაშინგტონში „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თანათავმჯდომარესა და წარმომადგენლებს შეხვდა

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა „რესპუბლიკური პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თანათავმჯდომარესა და წარმომადგენლებს შეხვდა.

05 მარტი 2026, 17:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა, ნახიჩევანში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე მოქალაქე.

05 მარტი 2026, 17:34

მსოფლიო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება არანაირად არ არის მისაღები

„საბედნიეროდ, უპილოტო საფრენმა აპარატმა, რომელიც სკოლისკენ მიემართებოდა, მიზანს ვერ მიაღწია, შენობის მახლობლად ჩამოვარდა და აფეთქდა. ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და ირანის შესაბამისი ორგანოები დასჯიან პასუხისმგებელ პირებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

05 მარტი 2026, 17:20

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა

ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა. საქართველოშიც, კომერციული, სამეწარმეო ვენახის გაშენება უნდა იყოს ორიენტირებული გრძელვადიან ხარისხზე, ნერგი უნდა იყოს კვალიფიციურ სანერგეში გამოყვანილი, ვენახი უნდა იყოს გაშენებული სწორ ადგილზე, რადგან ყველა ნიადაგი არ იძლევა საუკეთესო ხარისხის ყურძენს. ეს ფაქტორები თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული. ვენახი არის ის სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა, რადგან ახლა გაშენებული ვენახებიდან საუკეთესო მოსავლის მიღება 15 წლის შემდეგ იწყება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 მარტი 2026, 17:18

მსოფლიო

ზელენსკი: ტრამპი ყველა რაკეტას ირანის წინააღმდეგ გამოიყენებს, ხოლო უკრაინა, შესაძლოა, პუტინის პირისპირ შეიარაღების გარეშე დარჩეს

აშშ-ირანის ომი ქმნის საფრთხეს, რომ უკრაინა ვლადიმერ პუტინის ძალების წინაშე მოწყვლადი გახდება, რადგან დონალდ ტრამპი მთელ თავის შეიარაღებას ირანზე ამისამართებს. ინფორმაციას The Independent-ი უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

05 მარტი 2026, 17:18

სამართალი

შსს-ს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად თურქეთის 14 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგანაც 11 წითელი ცირკულარით იძებნებოდა

შსს-ს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად თურქეთის 14 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგანაც 11 წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

05 მარტი 2026, 17:16

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.

05 მარტი 2026, 17:02

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი „The Hill“ - ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: ქართული საფინანსო სისტემა განუხრელად იცავს ირანის მიმართ დაწესებულ აშშ-ის და სხვა საერთაშორისო სანქციათა რეჟიმებს

საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანება და ჩვენი ქვეყნის საფრთხის ქვეშ დაყენება - ეს არის მიზანი იმ სტატიის, რომელიც ფაქტობრივ ტყუილებს და ცრუ ბრალდებებს ეფუძნება. სტატიის ავტორი, მკვლევარი ქეთი ქორქია ანალიზის დროს ეყრდნობა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“, რომლის თავმჯდომარეც თინა ხიდაშელია.

ილჰამ ალიევი

05 მარტი 2026, 17:00

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში. ეს არის ჩვენი პოზიცია

აზერბაიჯანი არ მონაწილეობდა და არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

05 მარტი 2026, 16:58

მსოფლიო

CNN: აშშ-ის დარტყმებამდე რამდენიმე დღით ადრე FBI-ის დირექტორმა ირანის მიმართულებაზე მომუშავე აგენტები დაითხოვა

წყაროების თანახმად, თანამშრომლების გათავისუფლებამ იუსტიციის დეპარტამენტსა და FBI-ში გააძლიერა შეშფოთება, რომ ირანში სამხედრო ოპერაციის შემდგომ პერიოდში, კონტრტერორისტული და სადაზვერვო გამოძიებები შესაძლოა ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტების მასობრივი გადინების გამო შეფერხდეს.

ილჰამ ალიევი

05 მარტი 2026, 16:51

მსოფლიო

ილჰამ ალიევმა ნახიჩევანში მომხდარს ირანის მიერ ჩადენილი ტერაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მოყვანილია მობილიზების ნომერ პირველ მდგომარეობაში

ჩვენი შეიარაღებული ძალები - თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური, სპეციალური დანიშნულების ძალების ყველა დანარჩენი ქვედანაყოფი მოყვანილია მობილიზაციის ნომერ პირველ მდგომარეობაში, - როგორც Report იუწყება, ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

05 მარტი 2026, 16:49

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: ქართული ღვინის კონკურენტული უპირატესობა უნიკალურობა და ხარისხია

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მონაცემებით, 1961 წლის შემდეგ, ამ ეტაპზე, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ბოლო 10 წელია, მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოხმარება ყოველწლიურად იკლებს.