ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს
დაკრძალვა
ფოტო: თამარ გაზდელიანი
ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის ანდერძის მიხედვით ის დედის გვერდით დაიკრძალა.
მანამდე მსახიობი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში მან 30-მდე დასამახსოვრებელი კინოროლი შექმნა. ის თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ მსახიობ ქალად მიიჩნეოდა.
პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, რომელშიც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი რვა წლის იყო. მალევე ითამაშა ფილმებში „ოქროს ბილიკი“ (1945) და „აკაკის აკვანი“ (1947).
მსახიობს საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957).
1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.
ლეილა აბაშიძემ კონსტანტინე პიპინაშვილთან ერთად დაწერა სცენარი „მოლოდინი“ რომელიც შოთა და ნოდარ მანაგაძეებთან ერთად გადაიღო (1970). არის ასევე მხატვრული ფილმის „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 10:39
სამართალი
პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
03 ივნისი 2026, 10:37
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
03 ივნისი 2026, 10:37
საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება გრძელდება
საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. თაზაქენდში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. მიმდინარე წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი კიდევ 9 ავტომატური სადგურით გაფართოვდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 10:36
სამართალი
პოლიციამ თბილისში ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 10:35
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
სამართალდამცველებმა ზუგდიდში ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული
03 ივნისი 2026, 10:28
მსოფლიო
ერდოღანმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები განიხილეს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რა დროსაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების გზები განიხილეს. ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 09:54
ეკონომიკა
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development) უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს, რომ მის საქმიანობის რეგიონებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2025 წლის 3.4%-დან 2026 წელს 3.1%-მდე შენელდება, ხოლო 2027 წელს კვლავ 3.6%-მდე აღდგება.
03 ივნისი 2026, 09:26
მსოფლიო
აშშ-მა ირანის ციფრული აქტივების ბირჟა Nobitex-ი და კიდევ სამი სხვა ბირჟა დაასანქცირა
აშშ-ის მთავრობამ ირანის ციფრული აქტივების ბირჟა Nobitex-ი და კიდევ სამი სხვა ბირჟა დაასანქცირა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტომი პიგოტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ივნისს საქართველოში
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.
03 ივნისი 2026, 09:04
პოლიტიკა
პრეზიდენტი: მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო. მადლობა იმ წლებისთვის, როდესაც მთელი გულით ემსახურებოდი საქართველოს
ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა შვილებთან, პრემიერ მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ, კახი კალაძესთან ერთად მადლობა გადამეხადა გურამისთვის ქართული ფეხბურთში გაწეული ღვაწლისთვის, - წერს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
03 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
POLITICO: ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს საფრანგეთში გაიმართება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 08:59
სპორტი
გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან ტაშით გააცილეს. ფოტოგალერეა
რუმინეთთან საქართველოს ნაკრების მატჩი ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ბოლო, 129-ე იყო გუნდის შემადგენლობაში.
03 ივნისი 2026, 08:56
კულტურა
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ნათია ბალაძის სპექტაკლის პრემიერა გაიმართა
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ნათია ბალაძის სპექტაკლის „ოჯახის“ პრემიერა გაიმართა.
03 ივნისი 2026, 08:52
საზოგადოება
თბილისში იტალიის რესპუბლიკის შექმნიდან 80 წლისთავი აღინიშნა
თბილისში იტალიის რესპუბლიკის შექმნიდან 80 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იტალიური კულტურის, ხელოვნებისა და კულინარიის ნიმუშები.
03 ივნისი 2026, 08:48
საზოგადოება
153-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური პროექტი დასრულდა
მუხიანის დასახლებაში მდებარე ბაღის სახურავისა და ფასადის გარდა, სრულად განახლდა ეზო. გაკეთდა სტადიონიც.
03 ივნისი 2026, 08:46
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო
გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
03 ივნისი 2026, 08:44
პოლიტიკა
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
მინისტრი ეწვევა პეკინის უნივერსიტეტს, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და უცხოური კვლევების უნივერსიტეტს. ასევე ესტუმრება ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრსა და ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს.
03 ივნისი 2026, 08:40
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრთან, რომელიც ასევე არის ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი კანადის მხრიდან, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, რომელიც რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფება.
03 ივნისი 2026, 08:31
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ეუთო-ში კანადის მისიის ხელმძღვანელს შეხვედრაზე მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის არასწორი „მოსკოვის მექანიზმის“ შესახებ, რომელიც ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო მისთვისაც
გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეუთო-ში კანადის მისიის ხელმძღვანელთან. ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა ხშირად ხვდება ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ქვეშ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კანადაში იმყოფება.
03 ივნისი 2026, 08:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც გერმანიის ელჩისგან მოვისმინეთ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. საკუთარი ნეგატიური როლით ქართულ რეალობაში აზიანებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რაც ძალიან სამწუხაროა
გერმანიის ელჩის განცხადება, რომ მისი ინფორმაციით, ქართველ ხალხს არ სურს იყოს თურქი, რუსი, ირანელი ან აზერბაიჯანელი, მედიასთან საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა შეაფასა.


