ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებს
ფოტო: shutterstock.com
ბრიუსელში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში ყოველწლიური დიალოგის მეთერთმეტე რაუნდი გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობას და ამ მიმართულებით, ქვეყნის ხელისუფლების მუშაობას შეეხებოდა. შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ რეფომებს დადებითად აფასებს. გაერთიანების ცნობით, 2017 წელს ამ მიმართლებით სტაბილური წინსვლა იყო.
განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ:
"ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ეუთოს/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელშიც 2017 წლის ოქტომბერ–ნოემბერში საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები ზოგადად დადებითადაა შეფასებული, და ხაზი გაუსვა, რომ უნდა გამოსწორდეს საარჩევნო საჩივრების ეფექტიანად განხილვისა და მათზე რეაგირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ასევე, უკეთ იქნეს უზრუნველყოფილი თანაბარი საარჩევნო პირობები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად მედიის მზარდი თავისუფლებისა და აქტიურობისა, რამაც ხელი შეუწყო მეტი პოლიტიკური დებატის წარმართვას, თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოსა და პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნება არჩევნების დემოკატიულად ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე, კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამა წლის თებერვალში, ცხინვალში, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით; ასევე, საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში – ადამიანის უფლებების სფეროში ზოგადი მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების უფლების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ასევე, იმ მუდმივი დაბრკოლებების შესახებ, რომლებიც ექმნებათ იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების განხორციელების პროცესში. ამ სამწუხარო კონტექსტში, ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ აუცილებელად უნდა მიეცეს შესაძლებლობა , რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მოქმედ ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), დაუბრკოლებლად შევიდნენ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.
მხარეებმა, ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაცია ვალდებულია, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სიკეთეს მოუტანს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გაამარტივებს ვაჭრობას, განათლებას, გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებასა და ნდობის აღდგენას გაყოფილ ჯგუფებს შორის.
ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორცილება, მათ შორის, კერძო სექტორში. დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება, რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნის მიუხედავად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლას ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და მოუწოდა მთავრობას, გაგრძელდეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებების დეპარტამენტი, ხელს შეუწყობს სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და მოუწოდა მთავრობას, კიდევ უფრო დაიხვეწოს კოორდინაციის მექანიზმი ადამიანის უფლებების სფეროში.
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინიციატივებს, რომლებიც ეფუძნება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის ,,სტამბოლის კონვენციით“ განსაზღვრულ ვალდებულებებს. დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუტების შესაძლებლობები ქალთა საკითხების მხარდასაჭერად. კერძოდ, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უფრო აქტიურად გატარდეს ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციას, ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას და მსხვერპლთა დაცვას.
ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიღებულია, თუმცა აღნიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია გახდეს სრულფასოვანი და რომ ახალი კანონი თანდათანობის ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდეს. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს შიდა სოციალური დიალოგი და განაგრძოს ,,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობა.
ევროკავშირმა აღნიშნა, რომ მოწყვლად და სიღარიბეში მყოფ ბავშვთა საკითხებში წინსვლაა მიღწეული და თხოვნით მიმართა ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ორსულთა და ახალშობილთა პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია წამებისა და ცუდი მოპყრობის პრევენციის საკითხში. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ამ წინსვლის განმტკიცება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გაგრძელდეს მუშაობა ისეთი საგამოძიებო მექანიზმის მისაღებად, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების სავარაუდო დარღვევებს.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ პროცესში, რომელიც წინ უძღოდა სახალხო დამცველის დანიშვნას 2017 წლის დეკემბერში.
მხარეები შეთანხმდნენ, ასევე, რომ გააგრძელებენ და კიდევ უფრო დახვეწენ მათ შორის არსებულ კარგ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების საკითხებზე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო.
ევროკავშირი დაინტერესდა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობით და მოუწოდა, გაგრძელდეს საქართველოში მცხოვრები ადამიანის უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია ევროკავშირის განცხადებაში.
დიალოგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების“ განხორციელების მონიტორინგის პროცესში.
ყველა სიახლე
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 20:48
საზოგადოება
სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
24 აგვისტო 2026, 20:43
პოლიტიკა
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.
24 აგვისტო 2026, 20:38
პოლიტიკა
ოპოზიციური ერთობის ილუზია - პოლიტიკური ტაიმაუტიდან დაბრუნებული თაკო ჩარკვიანი და მძიმე პოლიტიკური ბრალდებები სააკაშვილზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისა და ოპოზიციური გავლენების გარშემო ატეხილი ხმაური ფრაგმენტირებულ სპექტრს კიდევ უფრო აქუცმაცებს. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღია იერიშებით, პერსონალური შეურაცხყოფებითა და მძიმე პოლიტიკური ბრალდებებით უპირისპირდებიან.
24 აგვისტო 2026, 20:31
პოლიტიკა
ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა.
24 აგვისტო 2026, 20:29
პოლიტიკა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება - ახალი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას განხორციელებულ კორუფციულ სქემას, რამაც სახელმწიფოს თითქმის შვიდი მილიონი ლარის ზიანი მიაყენა.
24 აგვისტო 2026, 20:24
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და მათზე ფიზიკურად ძალადობდა.
24 აგვისტო 2026, 20:12
პოლიტიკა
მორიგი პოლიტიკური შეტევა აბასთუმანში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე - ფაქტები პოლიტიკური თავდასხმის პირისპირ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მორიგი პოლიტიკური შეტევა ქველმოქმედებაზე - ვიდრე ოპოზიციური ფლანგი აბასთუმანში მილიონიან საქველმოქმედო პროექტებს, ულტრათანამედროვე ფილტვის ცენტრსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას თავს ესხმის, ადგილობრივები და მედიკოსები სრულიად განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობენ.
24 აგვისტო 2026, 20:08
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი უკრაინის მოკავშირეების დაშინებას ვერ შეძლებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს უფლებას არ მისცემს, იგი დააშინოს.
24 აგვისტო 2026, 20:07
კულტურა
„ღამის სერენადების“ მონაწილეები აღტაცებულმა მაყურებელმა ბისზე რამდენჯერმე მიიწვია
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გრძელდება. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება.
24 აგვისტო 2026, 19:43
მსოფლიო
ზელენსკი: აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევის მთავრობის დამხობამდე გააგრძელებს.
24 აგვისტო 2026, 19:27
მსოფლიო
ტრამპი: აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ კანადიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, ფოლადსა და სხვა საქონელზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს. ეს გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა.
24 აგვისტო 2026, 18:51
მსოფლიო
Euronews: ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ
ევროპელი ლიდერები კიევში ზელენსკის შეუერთდნენ, სადაც უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, თუმცა ცერემონიას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი, არ დაესწრნენ, - წერს Euronews-ი.
24 აგვისტო 2026, 18:40
მსოფლიო
CNN: ირანმა ნატოს წევრი ბულგარეთი გააფრთხილა, არ დაუშვას საკუთარი ტერიტორიის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელისა თუ ამერიკის სამხედრო მოქმედებებისთვის
ირანმა ორშაბათს ნატოს წევრი ბულგარეთი გააფრთხილა, არ დაუშვას საკუთარი ტერიტორიის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ისრაელისა თუ ამერიკის სამხედრო მოქმედებებისთვის და დასძინა, რომ ნებისმიერი თავდასხმის კერაზე დარტყმის უფლებას იტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 18:28
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანი სრული კოლაფსის წინაშეა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ირანი „სრული კოლაფსის წინაშეა“.


