imedi /  01 მაისი 2018, 23:41 / სანდო წყარო

ნიკა მელია: ნამდვილად არ იქნება ადვილი ბოკერიასთან და ჩერგოლეიშვილთან თანამშრომლობა

ნიკა მელია

ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ყოფილ თანაგუნდელ სერგი კაპანაძის შენიშვნას ნაციონალების მისამართით იმის შესახებ, რომ მათ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ, გადაცემაში „პირისპირ ეხმაურება.

„ადამიანები წავიდნენ, კანდიდატი წარადგინეს, მერე შეუძლებელი გახდა ნებისმიერი ერთობის ჩამოყალიბება. როდესაც საუბრობენ, ჩვენ ამდენი ხმა ავიღეთ, ამდენი პროცენტიო, იქ რომ სხვა ოპოზიციურ პარტიას, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი წარგვედგინა, მთელი სამი თვის განმავლობაში მომსწრენი ვიქნებოდით, როგორ ვებრძვით ერთმანეთს და გავახარებდით ბიძინა ივანიშვილს... რომ არ ეჩქარათ, მოუმზადებლად ეს ნაბიჯი არ გადაედგათ და ძლიერი კანდიდატი წარგვედგინა პოლიტიკური გაერთიანებისგან, ამ შემთხვევაში მართლა ვხედავდი ვანსა და ხონში გამარჯვების დიდ შანსს“, - აცხადებს მელია.

ის ევროპულ საქართველოს ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გასვლას და ერთ მაგიდასთან დასხდომას სთავაზობს.

„ჩემთვის ნამდვილად არ იქნება ადვილი ბატონ ბოკერიასთან, ქალბატონ ჩერგოლეიშვილთან თანამშრომლობა და ერთ მაგიდასთან ჯდომა - არც პოლიტიკურად, არც ემოციურად, არც ადამიანურად, მაგრამ ძალიან დიდი რამ დევს სასწორზე. სასწორზე დევს ამ ქვეყნის მომავალი“, - განმარტავს ნიკა მელია.

დღეს გადაცემაში „პირისპირ“ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ და სხვა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა.

28 აპრილს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში (№54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი) პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. მასში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57%-ით გაიმარჯვა. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ ამომრჩეველთა ხმების 38,38% მიიღო.

 

ყველა სიახლე

იოსებ დანიელი

31 მარტი 2020, 11:45

COVID19

ბავშვთა კარდიოლოგი: უკვე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კორონავირუსით ბავშვებიც ავადდებიან

თავდაპირველად არსებობდა მონაცემები იმის შესახებ, რომ ბავშვები კორონავირუსით არ ავადდებიან. მაგრამ უკვე გამოიკვეთა იმის ტენდენცია, რომ ბავშვებიც ავადდებიან კორონავირუსით, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ისრაელში მოღვაწე ექიმმა, ბავშვთა კარდიოლოგმა, სადაზღვევო კომპანია "მაკაბი“-ს სამედიცინო დირექტორმა იოსებ დანიელმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეისათვის ისრაელში კორონავირუსით ბევრი ბავშვია ინფიცირებული. „დღეს ისრაელში არაერთი ბავშვია კორონავირუსით ინფიცირებული. ბავშვები კორონავირუსი უფრო იოლი ფორმით მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ვირუსი უფროსებს არ გადასდონ“, - განაცხადა კარდიოლოგმა.

ალექსანდრე გოგინავა

31 მარტი 2020, 11:40

COVID19

იყო თუ არა საქართველოში კორონავირუსი უფრო ადრე, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადდა - ალექსანდრე გოგინავას კომენტარი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თებერვლის დასაწყისში გარკვეული სიმპტომების მქონე პაციენტებს ჰქონოდათ კორონავირუსი, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჩართვისას ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომელსაც ჰკითხეს, გამორიცხულია, თუ არა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენამდე მსგავსი ცივილების მქონე პაციენტებს კორონავირუსი ჰქონოდათ. „თეორიულად გამორიცხული არ არის. ეპიდემიის გავრცელებიდან გამომდინარე 6,7 და 8 თებერვალს ჩინეთის გარეთ ერთეული შემთხვევევბი იყო. ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ამ სიმპტომების მქონე ადამიანებს ჰქონოდათ კორონავირუსი. მოგეხსენებათ, ზამთრის პერიოდში ძალიან ბევრი სხვა ვირუსი ცირკულირებს, რომელთაც მსგავსი კლინიკა აქვთ“, - განაცხადა გოგინავამ.

31 მარტი 2020, 11:40

COVID19

ისრაელში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 484 ადამიანი დაინფიცირდა

ისრაელში ჯამში კორონავირუსი 4831 ადამიანს დაუდასტიურდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსმა ორი ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

31 მარტი 2020, 11:39

COVID19

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 46 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

ვაქცინა

31 მარტი 2020, 11:37

COVID19

ბავშვთა კარდიოლოგი ისრაელიდან: ვაქცინაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და არის დადებითი მონაცემებიც

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და არის დადებითი მონაცემებიც, - ამის შესახებ ისრაელიდან „იმედის დილაში“ ბავშვთა კარდიოლოგმა, იოსებ დანიელმა განაცხადა. „სანამ კორონავირუსის წინააღმდეგ იქნება სრულყოფილი ვირუსი, რომელიც ადამიანში გამოცდილია და მიღებული აქვს FDA ნებართვა, სამწუხაროდ, ამ წელს ალბათ არ მოხდება და ამას კიდევ დაახლოებით წელიწადი დასჭირდება“, - აღნიშნა ექიმმა.

31 მარტი 2020, 11:32

COVID19

რა ვითარებაა დედაქალაქის შემოსასვლელში საყოველთაო კარანტინის პირველ დღეს

წუხელ დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში შემოსასვლელში ბლოკ-პოსტები მოეწყეს, სადაც დღეს დილიდან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები იმყოფებიან. გამკაცრებულია ზომები, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცველები შემოწმების მიზნით ავტომობილებს აჩერებენ. მსუბუქ ავტომობილში 3 პირზე მეტი არ უნდა იყოს. ამასთან, მგზავრებს პირველადი თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. საველე ჰოსპიტალში მობილიზებული არიან ექიმებიც.

ია სუხიტაშვილი

31 მარტი 2020, 11:30

COVID19

მსახიობი ია სუხიტაშვილი: კარგი იქნებოდა კარანტინში სასწორიც ყოფილიყო, ძალიან მაინტერესებს რამდენი კილოგრამი გავალ აქედან

ჰგონიათ, რომ თვითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნა ნიშნავს, რომ აუცილებლად კორონავირუსი გაქვს. კორონავირუსი რომ მქონდეს, სასტუმროში არავინ დამტობენდა, - ამის შესახებ მსახიობმა ია სუხიტაშვილმა „იმედის დილაში“ ჩართვისას განაცხადა, რომელიც გუდაურის ერთ-ერთ სასტუმროში კარნტინში იმყოფება. მისივე თქმით, იგი იმყოფებოდა გადაღებებზე მოსკოვში, რეჟისორ აქსანა ბაბაევასთან. „წასვლა რთული იყო, თუმცა რეჟისორის დაჟინებული თხოვნით წავედი, რომ იქ უსაფრთხო პირობებს შემიქმნიდნენ და ესეც მოხდა“, - განაცხადა ია სუხიტაშვილმა.

31 მარტი 2020, 11:10

COVID19

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ კურსებს იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ კურსებს იწყებს, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, შექმნან თავიანთი ბიზნესის მხარდამჭერი ონლაინ პლატფორმები, გაეცნონ მათი მართვის ძირითად ფუნქციებსა და აუდიტორიასთან მუშაობის პრინციპებს. ასევე გამოიყენონ Google სერვისები და თავიანთი პროდუქტი თუ მომსახურება განათავსონ ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი

31 მარტი 2020, 11:06

COVID19

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების მუშაობა ჩერდება

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანის მასშტაბით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

იური ნოზაძე

31 მარტი 2020, 11:00

COVID19

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კორონავირუსისგან განიკურნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე გამოჯანმრთელებულ პაცინტთა რიცხვშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს, საავადმყოფო დატოვა ბატონი იურის ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებულები იყვნენ კორონავირუსით.

31 მარტი 2020, 10:53

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება

„მადლობას მოგახსენებთ ისტორიაში პირველი ვირტუალური მინისტერიალის ორგანიზებისათვის, რომელიც უაღრესად სასარგებლო იქნება თითოეული მონაწილე ქვეყნისა და, ზოგადად, მეცნიერებისათვის. მეცნიერებას არ აქვს საზღვრები და სამეცნიერო იდეების გაცვლას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა მინისტრმა.

ნინო ლომჯარია

31 მარტი 2020, 10:49

COVID19

ნინო ლომჯარია: მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს ძალიან საგანგაშო ინფორმაციაა, - ამის შესახებ ომბუდსმენი facebook-ზე წერს. ნინო ლომჯარია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს მიმართავს დაიცვან სოციალური დისტანცირების და იზოლაციის წესები და დარჩნენ სახლში.

მერსედეს ვერა მარტინი

31 მარტი 2020, 10:44

ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას განიხილავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოსთვის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას განიხილავს - ამის შესახებ ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა. მერსედეს ვერა მარტინესის თქმით, ეს საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შერბილებაში დაეხმარება.

ალექსანდრე მოწერელია

31 მარტი 2020, 10:38

COVID19

ფოთისა და ზუგდიდის შემდეგ ბლოკ-პოსტები შესაძლოა აბაშაშიც მოეწყოს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფოთისა და ზუგდიდის შემდეგ ბლოკ-პოსტები შესაძლოა აბაშაშიც მოეწყოს. „ბლოკ-პოსტები განთავსდება ფოთისა და ზუგდიდის შემოსასვლელ-გასასვლელში, მოეწყობა ბარიერები. სავარაუდოდ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს აბაშაშიც დავამატებთ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

31 მარტი 2020, 10:37

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსი ბოლო 24 საათში 11 პაციენტს დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 108-მდე გაიზარდა. კორონავირუსი ბოლო 24 საათში 11 პაცენტს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

31 მარტი 2020, 10:29

COVID19

კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის მდგომარეობა სტაბილურია

კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, ბათუმის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული მედდა თავს კარგად გრძნობს. აღენიშნება ტემპერატურის უმნიშვნელო მატება.

31 მარტი 2020, 10:25

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 108 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 21 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 108-მდე გაიზარდა, აქედან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 278 მოქალაქე რჩება.

31 მარტი 2020, 10:23

COVID19

ოკუპირებულ გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლა აიკრძალა

ოკუპირებული გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. როგორც „აფსნიპრესი“ წერს, ეს განკარგულება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებმა, ვალერი ბგანბას გასცა. მან დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონებს შორის „მილიციის კორდონის“ მოწყობა დაავალა.

31 მარტი 2020, 10:21

COVID19

ლაგოდეხში მოხალისეთა პირველი გასვლა მოეწყო

ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავებისა და მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვის მიზნით, შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ კაბლის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებთან შეხვედრები დაიწყეს. ორმოცდაათამდე მოხალისე, ლაგოდეხელი ახალგაზრდების, რიგითი მოქალაქეების, საჯარო მოხელეების, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ლაგოდეხის ფილიალის წარმომადგენლებისგან შედგება. პირველი გასვლის შედეგ გამოვლინდა საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხი მოქალაქე, რომელთა შესახებ მოხალისეებმა ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს გადასცეს.

რომან გოცირიძე

31 მარტი 2020, 10:14

COVID19

რომან გოცირიძე: მთავრობა მეტ ინფორმაციას ფლობს, ამიტომ უნდა ვენდოთ

მთავრობა უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე ჩვენ, ამიტომ როგორც ჩანს, ეს შეზღუდვები აუცილებლობით იყო გამოწვეული და ამიტომ ჩვენ უნდა ვენდოთ მათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს ხელისუფლება უკეთ ახსნის. „იმედია ისინი ამას კიდევ უკეთესად ახსნიან. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ საზოგადოების ერთ ჯგუფს ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა. ისინი საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს პერმანენტულად არღვევდნენ“, - აღნიშნა გოცირიძემ.