ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილს 2013 წლიდან უნდა დაემკვიდრებინა ახალი კონსტიტუციური ტრადიცია
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
„საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, თუნდაც სიმბოლურად, არის კონსტიტუციის გარანტი, ინსტიტუტების გარანტი, არ უნდა ამბობდეს „აფხაზეთს და ოსეთს“, როდესაც ის საუბრობს ცხინვალის რეგიონზე- ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს არა პოლიტიკური ლიდერი, არამედ გამაერთიანებელი და სამწუხაროდ, გიორგი მარგველაშვილმა ამ კონსტიტუციური ტრადიციის დამკვიდრების შანსი ხელიდან გაუშვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ტრადიციის შემადგენელი ნაწილი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტის მოხსენებაც, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონოდა.
„ბევრი გამომსვლელის სიტყვებში მე ამოვიკითხე სინანული და ამ სინანულს ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი. ჩვენ 2013 წელს ავირჩიეთ სრულიად ახალი ტიპის პრეზიდენტი. ახალი კონსტიტუციის თანახმად, დღემდე მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის და უნდა იყოს არა პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის ამ სისტემაში არის პრემიერმინისტრი, არამედ პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი ამ ახალ კონსტიტუციურ სისტემაში. ასეთია მისი როლი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს 2013 წლიდან უნდა დაემკვიდრებინა ახალი ინსტიტუტი და ახალი კონსტიტუციური ტრადიცია და ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ვერ მოისმინეს ვერცერთი დასამახსოვრებელი მოხსენება, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გამაერთიანებლის ნაცვლად, პრეზიდენტი რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა.
„სამწუხაროდ, გასული ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დასამახსოვრებელი მოხსენება ბატონი გიორგი მარგველაშვილის მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაშიც, ბატონმა გიორგიმ ხელიდან გაუშვა შანსი, რომ დაემკვიდრებინა ახალი ტრადიცია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო გამაერთიანებელი, ის გახდა რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მოხსენებებიც, მათ შორის, დღევანდელი მოხსენებაც, იყო რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოხსენება, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება თავად პრეზიდენტის მოხსენებას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოლეგების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს იზიარებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო მრავალი ნიუანსი, რომელიც კრიტიკას იმსახურებდა.
„დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსს“ გამოსტყუა ტაში ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მისი მოხსენების მსვლელობის დროს და რამდენჯერმე გამოსტყუა ტაში საკუთარ ადმინისტრაციას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე ვისურვებდი, რომ მომავალში, როდესაც მოხსენებით წარსდგება პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის წინაშე, მას უპასუხოს აპლოდისმენტებით ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც იჯდება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. სამწუხაროდ, დღეს ეს ვერ ვიხილეთ, რასაც ჰქონდა, ბუნებრივია, თავისი ობიექტური საფუძველი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც, წარსდგა პარლამენტის წინაშე არა როგორც ლიდერი, არა როგორც გამაერთიანებელი, არამედ როგორც რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რაც იყო ძალიან სამწუხარო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანას ითხოვდა, რათა დეპუტატებისთვის დებატების რეჟიმში შესძლებოდა პასუხის გაცემა. ამ მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ, გიორგი მარგველშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, რის გამოც პარლამენტარების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილი კი კოლეგებსა და თავმჯდომარეს ერთჯერადად, რეგლამენტში ცვლილებას სთხოვდა.
პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებას კენჭი უყარა. 28 დეპუტატმა ცვლილებას მხარი დაუჭირა, 50-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა. საბოლოოდ, პრეზიდენტს უარი ეთქვა დებატებში შესვლაზე.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 09:56
რეგიონი
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.
31 აგვისტო 2026, 09:50
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს
ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.
31 აგვისტო 2026, 09:44
მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.
31 აგვისტო 2026, 09:38
მსოფლიო
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:32
სპორტი
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.
31 აგვისტო 2026, 09:28
რეგიონი
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.
31 აგვისტო 2026, 09:23
რეგიონი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
31 აგვისტო 2026, 09:19
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია, მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა
ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
31 აგვისტო 2026, 09:10
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.
31 აგვისტო 2026, 08:59
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება. ხოლო საშემოდგომო სესია ხვალ 1 სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება.
31 აგვისტო 2026, 01:32
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 00:17
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 აგვისტო 2026, 22:41
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:54
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.
30 აგვისტო 2026, 21:49
საზოგადოება
ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
30 აგვისტო 2026, 21:18
სპორტი
გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:12
სპორტი
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.


