მეტროსადგური „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება
მეტრო გურამიშვილი
ფოტო: არქივი
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის მამუკა კობახიძის განცხადებით, მეტრო „გურამიშვილი“ მიმდინარე კვირას გაიხსნება. ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს.
„გურამიშვილის მეტროსადგურს ვასუფთავებთ და ამ კვირაში გაიხსნება. დასრულდა სამუშაოები, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, როდესაც მგზავრებით არ არის დატვირთული სადგური. მაქსიმუმ 2-3 დღეში სადგური დასრულდება. რაც შეეხება სრულ რემონტს, ეს ალბათ, 3-4 თვეში დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სხვა მეტროსადგურების შემოწმებისა და გახსნის პროცესს, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, „ვარკეთილის“ და „სამგორის“ მეტროების შემოწმების პროცესი დასრულებულია და სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება, ხოლო „ავლაბრის“ მეტროს შემოწმების შესახებ პასუხი რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
„ვარკეთილის მეტროს შემოწმებაზე ზემო ვესტიბულისა და გვირაბის შემოწმებაზე დასკვნა მოსულია. ასევე, „ახმეტელის“ მეტროზეც, როგორც ზედა და ქვედა ვესტიბულზე და გვირაბზე დასკვნა მოსულია, მიმდინარე კვირას ველოდებით „სამგორის“ მეტროს შემოწმების პასუხს. შემოწმება უკვე დასრულებულია, თუმცა გარკვეული კითხვები დააზუსტეს. „ავლაბრის“ მეტროს შემოწმების პასუხიც რამდენიმე კვირაში იქნება. ამ მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება, თუმცა, თუ რაიმე უზუსტობები იქნება, ეს გამოსწორდება“, - განაცხადა კობახიძემ.
მეტროსადგურ გურამიშვილის რეაბილიტაცია იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო.
ცნობისთვის, მერიამ მეტროსადგურების "გურამიშვილის", "სამგორისა" და "ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.
ყველა სიახლე
03 ოქტომბერი 2026, 20:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში ჩამოყალიბებული იყო ცხადად ავტორიტარული სისტემა, დემოკრატიის ხარისხი იყო მიზერული და ადამიანის უფლებების კუთხით იყო ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, იყო დამახინჯებული კონსტიტუცია, ამ დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო დამახინჯებული კონსტიტუცია და დამახინჯებული კონსტიტუციის წყალობით მოახერხა მაშინდელმა მმართველმა ე.წ. სუპერ საპრეზიდენტო სისტემის ჩამოყალიბება და ამან ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო
03 ოქტომბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე:წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში
დაახლოებით 150 ახალგაზრდა ადამიანი პირდაპირ ქუჩებში ჩაცხრილეს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ საკუთარი სასტიკი სახე და დაემკვიდრებინათ შიში საზოგადოებაში, - განაცხდა გადაცემაში “ღია ეთერი” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ქუჩაში დღისით მზისით კლავდნენ ადამიანებს.
03 ოქტომბერი 2026, 19:17
პოლიტიკა
პოლიტიკური პარტია „ალდე“ ევროკავშირის ლიდერებს, კაია კალასს და მარტა კოსს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიზნობრივი სანქციები დაუყონებლივ უნდა ამოქმედდეს. მიზეზად, არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლას ასახელებენ. კერძოდ, ALDE-ს განცხადებით, საქართველოში გერმანული „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ ოფისის დახურვა დამოუკიდებელ ხმებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ხელისუფლების ზეწოლის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
03 ოქტომბერი 2026, 19:08
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენს - ჩვენი მიზანია და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ველი უნდა გასუფთავდეს აგენტურისგან, რათა დღეს დაბინძურებული ეს პოლიტიკური ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც იქნებიან ოპოზიციაში სხვა პარტიებთან და არა საკუთარ ქვეყანასთან, რასაც ესენი აკეთებენ წლებია
ორი დღის წინ იყო 1-ლი ოქტომბერი, დიდი გამარჯვების დღე. განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან ისმოდა ასეთი ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომ რა არის შემდეგი ნაბიჯები და ამ 14 წლის მანძილზე, რა არის კიდევ ის, რაც არის მისაყვანი ბოლომდე და პასუხია ერთი და ძალიან მკაფიო - ეს მინდა მთელი გუნდის სახელით გითხრათ - რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
03 ოქტომბერი 2026, 18:39
სპორტი
9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს
9-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.
03 ოქტომბერი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
წარედგინა ისეთი საგრანტო პროგრამები, რომელსაც ჩავთვლიდით საჭიროდ, რომ არის დასაფინანსებელი და დავუფინანსებდით. და თუ წარადგინეს ისეთი პროგრამები, რომელიც არ ჩაითვალა საჭიროდ, დაფინანსებულიყო და ეს თუ გახდა რომელიმე ორგანიზაციის დახურვის მიზეზი, ეს მოიკითხოს იმ ორგანიზაციებში, რომელი ორგანიზაციებიც კარნახობენ იმ საფუძვლებს, რა საფუძვლებითაც აკეთებს შემდეგ განცხადებებს, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ფონდების დახურვაზე გერმანიის ელჩს მისსავე განცხადებაზე.
03 ოქტომბერი 2026, 18:12
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გადატვირთული ურთიერთობების ფონზე ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვენ გვეყოლებიან პარტნიორები, პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც გაითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადავდგით არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, სადაც ვთვლით, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, ბურთი ახლა მათ მოედანზეა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე
03 ოქტომბერი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ალდეს“ მიმართვაზე: ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით
ვერანაირი სასანქციო პაკეტები ვერ გადაგვახვევინებს იმ კურსს, რა კურსსაც ვატარებთ ჩვენ ჩვენი საზოგადოების დაკვეთით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია „ALDE“-ს მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსისადმი საქართველოში კონკრეტული პირებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ.
03 ოქტომბერი 2026, 18:03
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ევროკომისიის კვლევაზე: ერთია რეალობას აცდენილი პოლიტიკური განცხადებები ბრიუსელიდან და მეორეა ავტორიტეტული ორგანიზაციების და ინსტიტუციების მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც სხვადასხვა მიმართულებით საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, ხშირად მსოფლიო მასშტაბით არის ლიდერ პოზიციებზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ევროკომისიის კვლევა შეაფასა, რომლის მიხედვითაც მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
03 ოქტომბერი 2026, 17:55
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: „რუსეთი უნდა დაიშალოს", „პუტინი მოკვდება", „ვეღარ შეძლებს არმიისთვის ხალხის მობილიზებას" - ამ ვარიანტებს ის ადამიანები ახმოვანებენ, რომლებიც ომის დროს გამდიდრდნენ. მათ ომი უყვართ. არ უნდა მოუსმინოთ
პარტია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო რუსეთთან ომის სწრაფად დასრულების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და საზოგადოებას მოუწოდა, ნუ მოუსმენენ მათ, რომლებიც ილუზიებს ავრცელებენ. მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ „რუსეთი დაიშლება“ ან „პუტინი მოკვდება“, ხშირად ის ადამიანები ტირაჟირებენ, რომლებიც ომის პერიოდში გამდიდრდნენ.
03 ოქტომბერი 2026, 17:52
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია პარტიების აკრძალვაზე: ამ ქვეყანაში აგენტურული ქსელის პოლიტიკაში ყოფნა ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს
ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, რომ საქართველოში პოლიტიკური ველი აგენტურისგან გათავისუფლდეს, რათა აგენტურისგან დაბინძურებული ველი დაიკავონ ჯანსაღმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ოპოზიციაში იქნებიან სხვა პარტიებთან და არა თავის ქვეყანასთან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
03 ოქტომბერი 2026, 17:42
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ რეალურად მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევა შეაფასა. მისი განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციამ, რომელიც კვლევის შედეგების გავრცელების შემდეგ გაიმართა, აჩვენა, რომ ის რიცხვებიც კი გადაჭარბებულია, რაც კვლევაში იყო ნაჩვენები.
03 ოქტომბერი 2026, 17:40
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ხვალ 4 ოქტომბერია - ყველას კარგად გვახსოვს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ - მათი კიდევ ერთი რევოლუციური სცენარი როგორ ჩაბარდა წარსულს და თუ ვინ არის პასუხისგებაში მიცემული
ხვალ 4 ოქტომბერია - ყველას კარგად გვახსოვს და ჩვენს საზოგადოებასაც ძალიან კარგად ახსოვს, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: „4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე.
03 ოქტომბერი 2026, 17:37
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან
მან ამომრჩეველს მაქსიმალური აქტივობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შვიდივე უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
03 ოქტომბერი 2026, 17:26
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები
პენიტენციურ სისტემაში წამებაზე საუბრობენ წამების, ღირსების აყრისა და გაუპატიურების ავტორები და შემოქმედები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადების შემდეგ დაწყებული კამპანიის შეფასებისას.
03 ოქტომბერი 2026, 17:18
სპორტი
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი ტურნირის „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულია
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 80,01 ქულა დაიმსახურა, თავისუფალ პროგრამაში 135,82 ქულა დააგროვა, ორი პროგრამის ჯამში კი მოპოვებული 215,83 ქულით „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირის „თრიალეთის თასის“ გამარჯვებული გახდა.
03 ოქტომბერი 2026, 17:13
პოლიტიკა
თამთა მიქელაძე: ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების, წინა მმართველობის დროს, ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა - წამების აკრძალვა ნამდვილად გადაილახა ბოლო წლებში, ციხეებში იგივე მოპყრობა აღარ ჩანს
ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილებები გვაქვს არაადამიანური მოპყრობის, ძალადობის, წამების პენიტენციურ სისტემაში წინა მმართველობის დროს. ეს იყო ადამიანის უფლებების ყველაზე სისტემური და მასობრივი დარღვევის პრაქტიკა, - განაცხადა "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორმა, თამთა მიქელაძემ, "ტვ პირველის" ეთერში.
03 ოქტომბერი 2026, 17:10
რეგიონი
გიორგი შარაბიძე: 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადაცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრა შვიდ და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობს. როგორც გიორგი შარაბიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა, 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა 40%-ს გადასცდა, რაც ამ ტიპის არჩევნებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივობაა.
03 ოქტომბერი 2026, 17:01
მსოფლიო
მადრიდში პუერტა-დელ-სოლის მოედანზე ასობით ადამიანი კარავშია დაბანაკებული - ესპანეთის დედაქალაქში გამოსახლებების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქცია დღითიდღე იზრდება
ასობით ადამიანი რჩება კარვებით, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის პუერტა-დელ-სოლის მოედანზე, რაც უკვე რამდენიმე დღეა, რაც საცხოვრებლის გამო მიმდინარე პროტესტი ინსტიტუციური წნეხის ფონზე გრძელდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 ოქტომბერი 2026, 16:51
მსოფლიო
The New York Times: უკრაინის ომზე აშშ-სა და რუსეთის მოლაპარაკებებს ნავთობის შესახებ გარიგებაც დაემატა, რომელიც ტრამპთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და რუსეთის ხელისუფლების მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გაფართოვდა და ახლა ნავთობის მრავალმილიარდიან გარიგებასაც მოიცავს, რომელმაც შესაძლოა სარგებელი მოუტანოს ახლო აღმოსავლეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, რომლებსაც კავშირები აქვთ აშშ-ის მთავარ მომლაპარაკებლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.


